
Category: სხვადასხვა
-
კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩებში “არავარსკვლავურ“ფორმაში შენიშნეს
46 წლის მსახიობი , კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩაში სრულიად უბრალოდ ჩაცმული და მოუწესრიგებელი შენიშნეს. ცნობილი ვარსკვლავი დიდი ხანია ფილმებში აღარ მონაწილეობს. მისი ბოლო ნამუშევარი – “ენი“ 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ დიასმა განაცხადა, რომ კარიერაში პაუზას იღებს. მოგვიანებით კი აღიარა, რომ კინოდან საერთოდ მიდის. დიასის თქმით ის დაიღალა დაუსრულებელი გადაღებებისგან, გადაფრენებისგან და მოგზაურობისგან.თუმცა ის უსაქმოდ არ ზის. ამ ხნის მანძილზე ჯანმრთელობის შესახებ ორი წიგნი გამოსცა, ბევრ დროს უთმობს სეირნობას, მეგობრებს და ქმარს– გიტარისტ ბენჯი მედენს, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსია. კვირას მსახიობი ნიუ იორკის ერთ–ერთ ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. მას ჯინსი, თავისუფალი სვიტრი, თავისუფალი სტილის ქურთუკი და დაბალძირიანი ჩექმა ეცვა. ყურში კი ყურსასმენები ეკეთა. ასეთ ფორმაში ის მეგაპოლისის სხვა მაცხოვრებლებისგან ნაკლებად გამოიჩეოდა და ბევრი ვერც კი ცნობდა, თუმცა ერთ–ერთმა გამვლელმა მაინც იცნო და ფოტო გადაუღო.ფოტოების ქსელში გავრცელების შემდეგ დიასის ბევრმა თაყვანისმცემელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ის თავს აღარ უვლის. მამაკაცებმა კი, რომლებსაც ის ძირითადად გამოპრანჭული ჰყავთ ნანახი და მისით აღფრთოვანებულები იყვნენ, იმედგაცრუება არ დამალეს.თავად კამერონ დიასი ამბობს, რომ ქალი ბუნებრივად უნდა ბერდებოდეს. ის აღიარებს, რომ არანაირ ინექციას არ იკეთებს და პლასტიკურ ქირურგებს არ სტუმრობს. ერთადერთი ოპერაცია იძულებით მას შემდეგ გაიკეთა, რაც ცხვირი გაიტეხა.
-
ბიონსეს თამამი ფოტოები
37 წლის ბიონსემ თაყვანისმცემლები ახალი თამამი ფოტოებით გაახარა. მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტოები გამოდო, რომლებშიც პიჯაკში და თეთრ მეტისმეტად მოკლე ქვედაბოლოშია გამოწყობილი. სამოსი მწვანე დეკორატიული ქვებით არის გაწყობილი. შეხსნილი პიჯაკი მომღერალს მკერდს ძლივს უმალავს, მოკლე ქვედა ბოლო კი ფეხებს.ბოლო დროს ვარსკვლავი ხშირად აქვეყნებს ინსტაგრამზე თამამ ფოტოებს და თაყვანისმცემლების აღტაცებასაც იწვევს.
-
შარლიზ ტერონი ბრედ პიტთან რომანის შესახებ ჭორებს პასუხობს
44 წლის შარლიზ ტერონმა მონაწილეობა მიიღო ელენ დეჯენერესის შოუში, სადაც პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. ერთი თვის წინ გავრცელდა ჭორები, რომ მას რომანი აქვს 55 წლის ბრედ პიტთან. მსახიობები ამ ურთიერთობების შესახებ კომენტარს არ აკეთებდნენ, რაც კიდევ უფრო მეტ ჭორებს შობდა. ელენმა თავის შოუში შარლიზს კითხა, რა ხდება მის პირად ფრონტზე.შარლიზ ტერონმა კითხვას მოკლედ და ცალსახად უპასუხა: “მარტო ვარ და თავისუფალი ვარ.“ გადაცემაში შარლიზ ტერონს Dior– ის წითელი კაბა ეცვა. შოუში ბევრი ისაუბრეს მის ახალ ფილმზე და გადაცემაში შარლიზმა ბევრი იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონი და ბრედ პიტი თავის რომანზე არ საუბრობენ, ინსაიდერებმა მათი ურთიერთობების შესახებ უკვე არაერთი ინფორმაცია გაავრცელეს. მაგალითად ის, რომ მსახიობები განსაკუთრებით შობის შემდეგ დაახლოვდნენ და დიდ დროს ატარებდნენ ბრედ პიტის კალიფორნიულ სახლში.მათ ურთიერთობას ბევრი ნიუანსი ახლავს. მაგალითად ის, რომ ბრედ პიტმა უკვე მესამე წელია ანჯელინა ჯოლისთან განქორწინება ბოლომდე ვერ მიიყვანა და სულ ცოტა ხნის წინ მოახერხა შეთანხმება ბავშვების მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ანჯელინას შარლიზ ტერონი ეზიზღება. ორი ვარსკვლავი ერთმანეთს მრავალი წელია კონკურენტად თვლის, ცოტა ხნის წინ კი ანჟელინას მიერ ინიცირებულ სკანდალში აღმოჩნდნენ გახვეული.2017 წელს ცნობილი გახდა, რომ სტუდია Marvel 1935 წლის ფილმის, “ფრანკენშტეინის საცოლის“ რიმეიკის გადაღებას აპირებდა. პროდიუსერებმა ფილმის სცენარი ჯოლის და ტერონს ერთდროულად გაუგზავნეს. შარლიზის ეგზემპლარში აღნიშნული იყო, რომ როლი მას იმ შემთხვევაში შეხვდებოდა, თუ ჯოლი უარს იტყოდა. ფილმის ჰონორარად 20 მილიონი დოლარი იყო მითითებული.
ბრედ პიტის ექს მეუღლემ სპეციალურად გააჭიანურა პასუხი, რომ კონკურენტისთვის ნერვები მოეშალა. ამ ხნის მანძილზე შარლიზი იძულებული გახდა რამდენიმე მომგებიან წინადადებაზე ეთქვა უარი. საბოლოოდ, მისი მოთმინება ამოიწურა და სტუდიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მოგვიანებით კი ფილმის გადაღება გაურკვეველი ვადით გადაიდო.ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდელი პროდიუსერები უკვე მრავალი წელია სპეციალურად აქეზებენ ჯოლის და ტერონს ერთმანეთზე . თუმცა ზოგადად, ანჯელინას ცუდი ხასიათის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. მას ჰოლივუდური ბომონდის სხვა წარმომადგენლებთანაც ხშირად აქვს კონფლიქტი. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჯორჯ ქლუნის ცოლთან, ამალი ქლუნთან მისი კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ ახლა ორივე ქალი საერთო მეგობრებისგან მოითხოვს აირჩიონ, ვის მხარეს არიან.ფილმ “მალეფისენტის“ გადაღებისას ჯოლიმ მიშელ პფაიფერთან იჩხუბა. ჯოლი ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო ამ პროექტის მთავარი ვარსკვლავი და იმასაც კი ითხოვდა, რომ მისთვის უფრო დიდი საგრიმიორო გამოეყოთ, ვიდრე მიშელს ქონდა. -
მარსზე გაფრენა 500 00$ ეღირება
SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე მარსზე გასამგზავრებელ ბილეთის ფასზე ისაუბრა.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მარსზე გაფრენა 500 000$-ზე ნაკლები ეღირება და მომავალში საერთოდ 100 000$-მდეც კი შეიძლება შემცირდეს. ილონ მასკი თვლის, რომ ბილეთის ფასი იმდენი უნდა ღირდეს, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ საშუალო ფენის წევრებს შეეძლოთ საკუთარი სახლების და დედამიწაზე არსებული ქონების გაყიდვა და მარსზე გადაბარგება.
კომპანია SpaceX მარსზე გამგზავრებას 2020 წლისთვის გეგმავს და მათი ინფორმაციით თითო ხომალდე 100 ადამიანი დაეტევა.

https://www.playbuzz.com/gigitx10/4a8f0307-2-14-2019-10-57-13-am
-
იუვენტუსი სალაჰში 200 მილიონ ევროს იხდის. რონალდუს რეკორდი მოხსნილია
ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა ლივერპულის ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენაში იმდენად დაინტერესებულია, რომ მზად არის მასში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს. პოტენციური ტრანსფერი შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგება აღმოჩნდეს. ის ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზაფხულში იუვენტისის მიერ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერში რეალისთვის გადახდილი 100 მილიონი ევრო.იუვენტუსის ხელმძღვანელობა ეგვიპტელი ფეხბურთელის კანდიდატურას 25 წლის თავდამსხმელის, პაოლო დიბალას შემცვლელად განიხილავს, რომლის შეძენითაც თავის მხრივ მადრიდის რეალია დაინტერესებული.26 წლის სალაჰი იტალიის ჩემპიონატში უკვე მონაწილეობდა. ლივერპულში გადასვლამდე ეგვიპტელი ფიორენტინასა და რომას გუნდებში თამაშობდა. ინგლისის ამჟამინდელი ჩემპიონატის გათამაშებაში კი ფორვარდმა 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზეა 17 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა. -
Facebook-ი ყალბ ამბებთან ბრძოლის განყოფილებას აფართოებს
როგორც ირკვევა, არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ახალი ამბის გამომქვეყნებელს Facebook-ი დასჯის. რა ფორმით ეს ჯერ უცნობია.
ბოლო ორ წელში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება.
მათი განცხადებით, ინდოეთში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებისთვის ე.წ ”Fake news”-თან ბრძოლის განყოფილება გაფართოვდება და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან სოციალურ ქსელში დაცული იყოს ახალი ამბის ნამდვილობა.
-
შერონ სტოუნის და შარლიზ ტერონის სარისკო ჩაცმულობა
ბოლო დროს ერთგვარ ტენდენციად იქცა, რომ ცნობილი ვარსკვლავები ძალიან სარისკო “შიშველ“ ბადე კაბას იცვავენ საზეიმო ღონისძიებაზე. ასეთი ჩაცმულობა იშვიათად თუ ვინმეს უხდება, თუმცა შერონ სტოუნმა და შარლიზ ტერონმა მაინც გარისკეს.60 წლის შერონ სტოუნი ჯგუფ აეროსმიტის ლიდერის, სტივენ ტაილერის საქველმოქმედო საღამოზე სწორედ ასეთი ჩაცმულობით მივიდა. მუსიკოსი უკვე რამდენიმე წელია ამ წვეულებას გრემის ცერემონიის ტრანსლაციის დროს აწყობს. მიღებულ თანხებს კი ძალადობისგან დაზარალებული ქალების დახმარების ფონდში რიცხავს.შერონ სტოუნმა ამ არაფორმალური, ნახევრად როკერული წვეულებისთვის გრძელი ბადე–კაბა ჩაიცვა, რომლის შიგნით მხოლოდ შავი ფერის ბოდი ეცვა. სამკაულებიც მინიმალური რაოდენობით ეკეთა – მოზრდილი საყურე და რამდენიმე ბეჭედი.როგორც ჩანს თაყვანისმცემლებს შერონ სტოუნი ამ სარისკო სამოსშიც მოეწონათ. სოციალურ ქსელების კომენტარებში მას კვლავ ქალღმერთს, საოცრებას და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალს უწოდებდნენ.
ცოტა ხნის წინ თაყვანისმცემლები შარლიზ ტერონმაც გააოცა.წვეულებებზე და საჯარო ღონისძიებებზე ის ყოველთვის ელეგანტურ და საგანგებოდ შერჩეულ კაბებში ჩნდება, თუმცა ერთხელ მანაც მიმართა ექსპერიმენტს და ბერლინალეს ფარგლებში გამართულ გალა ვახშამზე სახელწოდებით Cinema For Peace გრძელი შავი ბადე–კაბით მივიდა.გამჭვირვალე კაბის შიგნით Dior –ის შავი ბოდი ეცვა, ფეხზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მართალია მას ამ სტილის ჩაცმულობა სხვებზე მეტად მოუხდა და თაყვანისმცემლების ნაწილი თვლის, რომ ის შეუდარებელია, მიუხედავად იმისა, რა აცვია, მაგრამ ზოგმა ის 80–იანი წლების აერობიკის მასწავლებელს შეადარა.
კიდევ ერთი მსახიობი, რომელმაც 2019 წლის ბერლინალეზე სარისკო სამოსი მოირგო გერმანელი მსახიობი დიანა კრიუგერია. ფილმ “აგენტის“ ჩვენებაზე ის Givenchy გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომელიც ვერც ფეხებს უმალავდა, ვერც მუცელს და ვერც მხრებს.
ამ სტილის ჩაცმულობა როგორც წესი ხშირად უგემოვნო ჩაცმულობად ინათლება და კრიტიკას იმსახურებს, თუმცა ამჯერად ისიც გადაურჩა მოდის კრიტიკოსთა და თაყვანისმცემელთა კრიტიკის ტალღას.
-
This Is America გრემის მთავარი პრიზი რეპმა პირველად მიიღო
ლოს ანჟელესში მუსიკალური პრემია გრემის 61–ე ცერემონიალი გაიმართა. 2019 წლის გრემის ცალსახა ტრიუმფატორი მომღერალი Childish Gambino გახდა. ეს ამერიკელი შემსრულებლის, მსახიობის, კომიკოსის და მუსიკოსის დონალდ გლოვერის სასცენო ფსევდონიმია. მისმა კომპოზიციამ, This is America გრემის მთავარი ნომინაცია “წლის ჩანაწერი“ მიიღო. ამავე ტრეკმა გაიმარჯვა კატეგორიაში “წლის სიმღერა“. წინა ნომინაციისგან განსხვავებით ეს ნომინაცია სიმღერის ავტორს გადაეცემა და არა შემსრულებელს. კომპოზიციამ გრემის კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: საუკეთესო მუსიკალური ვიდეო და საუკეთესო რეპ–სიმღერის შესრულება. თავად გლოვერმა თავიდანვე უარი განაცხადა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლაზე, შესაბამისად ჯილდოების გადაცემაც გამოტოვა.გრემის ისტორიაში რეპ სიმღერამ პირველად მოიპოვა მთავარი პრიზი.{{VIDEO}}