Category: სხვადასხვა

  • ქალის მოტაცება სახალხოდ და ორჯერ ძირს დაგდებული საპატარძლო

    სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ იტაცებს ვლადიკავკაზში ბიჭი გოგოს. კადრში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ხალხმრავალ ადგილზე გოგოს ნაბადს აფარებს და იტაცებს, თუმცა ამ პროცესში სანამ მანქანამდე მიიყვანს ორჯერ უვარდება ხელიდან და თვითონაც ზემოდან ეცემა.

    ჩრდილოკავკასიაში ქალის მოტაცების ტრადიცია დღემდე მოქმედებს და ამ გზით ცოლის მოყვანა ხშირად ხდება. მართალია კანონით ქალის მოტაცება დასჯადია და პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში გამტაცებელს 15 წლამდე ციხე ელის, მაგრამ როგორც ხედავთ  ქალის მოტაცებას საჯაროდაც არ ერიდებიან.

  • მარკ ცუკერბერგი Facebook-ის, Instagram-ისა და Whatsapp-ის გაერთიანებას აპირებს

    {{ARTICLEIMAGE}}Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სერიოზულად ფიქრობს Messenger-ის Instagram-ისა და Whatsapp-ის საკომუნიკაციო ქსელი გააერთიანოს. ამ პროექტის მიხედვით, სამივე აპლიკაციის მომხმარებლები შეძლებენ მოკლეტექსტური ან ხმოვანი შეტყობინებების ერთმანეთისთვის ე.წ ”კროსპლატფორმაზე” გაგზავნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარ დაგჭირდებათ სამივე აპლიკაციის დაინსტალირება იმისათვის, რათა მათ მომხმარებლებს ეკონტაქტოთ.

    Facebook-მა განმარტა, რომ ამ იდეაზე მუშაობა დაწყებულია და ხანგრძლივი პროცესის დასაწყისში იმყოფებიან. NEW YORK TIMES წერს, რომ ეს პროექტი მარკ ცუკერბერგის პერსონალური პროექტია და მისი ინიცირებულია.

  • 19 მილიონით დაჯარიმებული რონალდო მადრიდის სასამართლოსთან შეყვარებულთან ერთად

    {{ARTICLEIMAGE}}კრიშტიანუ რონალდო და მისი რჩეული, ჯორჯინა როდრიგესი მადრიდში, სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას შენიშნეს. ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდოს საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ფეხბურთელს საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავლების დაფარვაში დასდეს ბრალი. საქმე ეხებე 5დან 14 მილიონ ევრომდე თანხას. კრიშტიანუ გამოძიებასთან შეთანხმებაზე წავიდა – 19 მილიონი ევროს ღირებულების ჯარიმა გადაიხადა და ორი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა.

    სასამართლოში რონალდო თავის შეყვარებულთან, ჯორჯინა როდრიგესთან ერთად მივიდა. სასამართლოს შენობასთან მათ ფეხბურთელის უამრავი ფანატი დარაჯობდა. კრიშტიანუ სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი ჩანდა, ამიტომაც უშურველად დაარიგა ავტოგრაფები და თაყვანისმცემლებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

  • BOEING საჰაერო ტაქსების წარმოებას იწყებს

    {{ARTICLEIMAGE}}ყველაზე დიდმა ავიაკომპანია BOEING-მა დაადასტურა, რომ სამშაბათს პირველად გაეშვა პირველი საჰაერო ტაქსი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აეროპორტში.

    ფრენა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა და მას სატესტო ფუნქცია ჰქონდა. ვერტმფრენი მხოლოდ ასაფრენი ბილიკის თავზე მოძრაობდა და მალევე დაეშვა. კომპანიის წარმომადგენლები არ ამხელენ თუ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა მათი ვერტმფრენი.

    ვერტმფრენი სიგრძეში დაახლოებით 9 მეტრია, ხოლო სიგანეში 8. დეველოპერების თქმით, იგი უპილოტო იქნება და შეძლებს მგზავრების ერთი წერტილიდან მეორეში სწრაფად და უსაფრთხოდ გადაყვანას. მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ იქნება. მათი თქმით, ეს იქნება საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური გზა.

  • ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა (ვიდეო)

    ნიაგარას ჩანჩქერი ძლიერი ყინვების გამო ნაწილობრივ გაიყინა. ძლიერი თოვლიანი შტორმი აშშ–ს ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონს დაატყდა თავს. ნიუ–იორკის შტატის პარკების დეპარტამენტის პიარ მენეჯერის, ანჯელა ბერტის თქმით ჩანჩქერი მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე მთლიანად გაიყინა. თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ჰიდროელექტროსადგური ააშენეს, ჩანჩქერის მთლიანად გაყინვა შეუძლებელია. რამდენიმე წლის წინ, როცა ძლიერი ყინვები იყო, წყლის ზედაპირი გაიყინა და ყინულის მიღმა წყლის დინება აღარ ჩანდა, თუმცა სიღრმეში ძლიერი დინება მაინც იყო.

  • რუსეთმა Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა

    {{ARTICLEIMAGE}}რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ”როსკომნადზორი” მათ ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNBC წერს.

    როგორც ცნობილია, ვერც Facebook-მა და ვერც Twitter-მა ვერ განმარტა რამდენად აკმაყოფილებენ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი მომხმარებლების შესახებ პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსეთში განთავსებულ სერვერებზე უნდა ინახებოდეს.

    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი კანონმდებლობა გამკაცრდა. დაწესდა ცენზურა საძიებო სისტემაზე, კონკრეტულად კი ძიების შედეგებზე. ასევე სოციალურ მედიებს მოსთხოვეს, რომ რუსი მომხმარებლების პირადი მონაცემები მხოლოდ რუსეთში მდებარე სერვერებზე განეთავსებინათ.

  • ნახევრად შიშველი ნატალი პორტმანი დიორის რეკლამაში

    ნატალი პორტმანი უკვე მრავალი წელია Dior-ის კოსმეტიკური საშუალებების და არომატების სახეა. ახალი კამპანია ტონალურ კრემს – Dior Forever –ს უწევს რეკლამირებას. ბრენდის კრეატიული დირექტორი მაკიაჟის ხაზით, პიტერ ფილიპსი ამბობს, რომ ტონალურ კრემს მყარი და იდეალური დაფარვა აქვს.

    ტონალური კრემის კანთან იდეალური შერწყმის სადემონსტრაციოდ ნატალი პორტმანი სარეკლამო რგოლში ნახევრად შიშველი პოზირებს.
    {{PHOTOGALLERY}}