Category: სხვადასხვა

  • სუპერმოდელმა დი კაპრიოსთან დაშორების რეალური მიზეზი დაასახელა

    დაშორებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ მოდის ინდუსტრიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრაზილიელი მოდელი ლეონარდო დი კაპრიოსთან რომანის დასრულების რეალურ მიზეზზე ალაპარაკდა.

    მათი თაყვანისმცემლები დღემდე გულისწყვეტით იხსენებენ ამ შესანიშნავ წყვილს – ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი და ყველაზე წარმატებული მსახიობი ერთმანეთს ექვსი წლის განმავლობაში 1999– 2005 წლებში ხვდებოდნენ. მაგრამ რა მოხდა მათ შორის და რატომ დაშორდნენ ერთმანეთს , როცა საჯაროდ ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულებს გავდნენ. რა მოხდა სინამდვილეში, დღემდე უცნობი რჩებოდა.
    ჟიზელ ბიუნდჰენმა გულახდილი ინტერვიუ Porter Magazine–ს მისცა. ის ამბობს, რომ დაშორება მისი ფსიქოლოგიური პრობლემების – პანიკურ შეტევებთან დამღლელი ბრძოლის და სუიციდალური აზრების გამო მოხდა. “ვერ ვგრძნოდი, რომ შემეძლო ჩემი პრობლემები ვინმესთვის გამეზიარებინა. ვცდილობდი ეს განგაში დამოუკიდებლად ჩამეხშო, მაგრამ რაც უფრო მეტად ვცდილობდი, მით უფრო ნაკლებად გამომდიოდა.“

    როგორც ჟიზელი ამბობს, რაღაც მომენტში თვითმკვლელობამდეც კი მივიდა და სერიოზულად ფიქრობდა აივნიდან გადახტომაზე . ეს სიტუაცია იმის კატალიზატორი გახდა, რომ მიხვდა, დრო იყო დახმარება ვინმესთვის ეთხოვა. საკუთარი არაჯანსაღი ჩვევებისა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ის ნათლად ხვდებოდა, რომ ლეონარდო დი კაპრიო მისთვის არ იყო დაბადებული, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან უყვარდა.


    „აღარ ვცდილობდი ტკივილის ჩახშობას მოწევით, დალევით ან მუშაობით, პირიქით, სულ უფრო მეტად ვაცნობიერებდი ყველაფერს, რასაც ადრე თვალს ვარიდებდი– წერდა ის თავის ბიოგრაფიულ წიგნში “გაკვეთილები: ჩემი გზა ცხოვრების გააზრებისკენ.“ ვიყავი თუ არა მარტო ჩემს სურვილთან ერთად, სერიოზული სულიერი ძიებები დამეწყო, სანამ ისევ იმ ადამიანთან ვრჩებოდი? ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ ასე იყო.“
    სწორედ იმ კრიტიკული სიტუაციის შემდეგ გადაწყვიტა სუპერმოდელმა რაციონიდან შაქრის ალკოჰოლის და კოფეინის ამოღება, იოგათი დაინტერესდა, საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო მეტი დროის გატარება დაიწყო სუფთა ჰაერზე. დი კაპრიოსთან დაშორებიდან ორი წლის შემდეგ მან სპორტსმენ ტომ ბრედისთან დაიწყო ურთიერთობა, შემდეგ კი ცოლად გაჰყვა. წყვილს ორი შვილი ყავს.
  • Huawei დასაკეცეკრანიან 5G სმარტფონს თებერვალში წარადგენს

    ტექნოგიგანტები ყოველწლიურად სხვადასხვაგვარ ინოვაციებს გვთავაზობენ. ბოლო დროს დიდმა მობილური ტელეფონის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს დასაკეცი ტელეფონების შექმნა. გავრცელდა მრავალნაირი პროტოტიპი თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავლის მობილური ტელეფონი, რომელიც პლანშეტის ფუნქციასაც შეითავსებდა.

    თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასაკეცმა ტელეფონებმა დიდი კრიტიკა გამოიწვია ანალიტიკოსებისგან და მათი თქმით, მსოფლიო ჯერ-ჯერობით არც ტექნოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის დასაკეცი ტელეფონებისთვის.

    ამას არ შეუშინებია ჩინური ტექნოგიგანტი Huawei და იგი თებერვალში 5G დასაკეც სმარტფონს წარმოგვიდგენს. გაჯეტის პრეზენტაციას ბარსელონაში, სმარტფონების მსოფლიო კონგრესზე (MWC ), 24 თებერვალს გაიმართება.

    როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ჩინური კომპანია შეზღუდული რაოდენობის სმარტფონების გამოშვებას გეგმავს.

  • Tesla Model Y-ს მომავალ წელს წარადგენს

    {{ARTICLEIMAGE}}ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla Model Y-ზე მუშაობს. კომპანიის ახალი მოდელი 2020 წლის მიწურულს გამოვა. ავტომობილის 2015 წლიდან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

    თუმცა Tesla-ს ავტომობილის პროტოტიპი ჯერ კომპანიას არ გამოუქვეყნებია. ბოლო ინფორმაციით Tesla-ს Model Y-ს, სხვა ავტომობილებისგან განსხვავებით ნევადაში, კომპანიის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში ააწყობენ.

    Model Y-ის ღირებულება ჯერ უცნობია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი ავტომობილი Model 3-ზე იაფი იქნება.

  • Land Rover-მა Range Rover SV Coupé-ს გამოშვება შეწყვიტა

    მანქანათმშენებლობის გიგანტმა კომპანია Land Rover-მა გადაიფიქრა, და გადაწყვიტა Range Rover SV Coupe აღარ აწარმოოს.

    შეგახსენებთ აღნიშნული მოდელი 240 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული და მას კონკურენცია ისეთი ავტომობილებისთვის უნდა გაეწია, როგორებიც არიან Rolls-Royce Cullinan და Bentley Bentayga.

    დეველოპერების თქმით, მათ გადაწყვიტეს ყურადღება გადაიტანონ სხვა მოდელების გაუმჯობესებაზე და მომხმარებლებს შესთავაზონ Discovery Sport და Defender-ის ახალი მოდელები. SV Coupé უნდა გამხდარიყო ყველაზე ძვირადღირებული Range Rover-ის მოდელი და იგი მხოლოდ 999 ეგზემპლარად გამოვიდოდა.

  • მადონამ სკოლის გამოსაშვები საღამოს კაბა საკუთარი ხელით შეკერა

    ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა, მადონამ ინსტაგრამში დადო ფოტო, რომელიც მისი სკოლის გამოსაშვები ბანკეტის დღეს არის გადაღებული. ფოტოზე მადონა თავის დასთან ერთად არის აღბეჭდილი. გოგონებს გრძელი ღია ფერის ყვავილებიანი კაბები აცვიათ.

    „ ეს კაბები ჩვენ თვითონ შევკერეთ Butterick patterns–ის თარგებით. ძალიან მრცხვენოდა, რომ კაბის მაღაზიაში ყიდვის საშუალება არ გვქონდა. თუმცა საბოლოოდ მოხარული ვარ, რომ საკერავი მანქანის ხმარება ვისწავლე. დააკვირდით, არანაირი დეკოლტე და შიშველი მუხლები!“ ასეთი კომენტარი დაურთო მადონამ ფოტოს.

    ფოტო 30 იანვარს საღამოს გამოქვეყნდა და სწრაფად აგროვებს ლაიქებს.

  • ლედი გაგას სურპრიზი ფანებს

    26 იანვარს ლას-ვეგასში ლედი გაგამ კონცერტი გამართა, რომლის დროსაც სცენაზე ყველასათვის ცნობილ ბრედლი კუპერს უხმო. მათ ერთად იმღერეს ““Shallow” , რომელიც ფილმ “ვარსკვლავის დაბადების“ საუნდტრეკია და ოსკარსა და გრემიზეა წარდგენილი საუკეთესო კინო მუსიკის ნომინაციაში. ლედი გაგამ უკვე მიიღო ამ სიმღერისთვის ოქროს გლობუსი, რაც ზემოთჩამოთვლილი ჯილდოების მისაღებად კარგი წინაპირობაა.


    ლედი გაგამ ფილმის სიუჟეტის რეალურ ცხოვრებაში გაცოცხლება შეძლო და საკუთარ ფანებს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

    {{VIDEO}}

  • 2019 წლის კინოსენსაციის მოლოდინში

    კვენტინ ტარანტინო, ლეონარდო დი კაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, ალ პაჩინო – ამ გვარების ჩამოთვლა ალბათ საკმარისია, რომ თქვენც მოლოდინით აივსოთ. ყველა ვარსკკვლავმა ერთად მოიყარა თავი ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში“, რომელსაც უკვე უწინასწარმეტყველებენ 2019 წლის კინო სენსაციად ქცევას.

    კრიტიკოსები ნამდვილ შედევრს ელოდებიან. ტარანტინოს ახალ ფილმში როგორც ამბობენ ყველაფერი შესანიშნავია – მსახიობების შემადგენლობიდან დაწყებული სიუჟეტით დამთავრებული. 25 იანვარს რეჟისორმა და კომპანია Sony Pictures–მა ქსელში გამოდეს პირველი ოფიციალური კადრები ფილმიდან, რომელიც რომან პოლანსკის ცოლის, შერონ ტეიტის მკვლელობაზე მოგვითხრობს.


    ერთ–ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიკი ამბავი, რომელმაც ჰოლივუდი შოკში ჩააგდო 1969 წელს მოხდა. პოლანსკის ახალგაზრდა და ლამაზი ცოლი, რომელიც ცხრა თვის ფეხმძიმე იყო ჩარლზ მენსონის სექტის მსხვერპლი გახდა. ტარანტინოს ფილმში ბრედ პიტი და ლეონრადო დი კაპრიო მსახიობების როლებს თამაშობენ, რომლებიც იმ მოვლენების თვითმხილველები გახდნენ.



    კვენტინ ტარანტინო ფილმის გადაღებისას

    გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ფილმში იდეალურად არის გადმოცემული 60–იანი წლების კალიფორნიის სული. საინტერესო სიუჟეტი და ვარსკვლავური შემადგენლობა კი განსაკუთრებულ მოლოდინს აჩენს. თავად ტარანტინომ ბრედ პიტის და დი კაპრიოს დუეტს საუკეთესო ვარსკვლავური დუეტი უწოდა რობერტ რედფორდის და პოლ ნიუმენის ეკრანული დუეტის შემდეგ.



    მარგო რობი შერონ ტეიტის როლში ფილმ “ერთხელ ჰოლივუდში“ გადაღებისას

    მსახიობ მარგო რობისთვის, რომელიც პოლანსკის ცოლის როლს თამაშობს ეს ტარანტინოსთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. ბრედ პიტს და დი კაპრიოს კი ამ რეჟისორთან წარსულშიც არაერთხელ უმუშავიათ. ფილმის “ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა ზაფხულში შედგება.

    კადრები ფილმიდან “ერთხელ ჰოლივუდში“