Category: სხვადასხვა
-
ნოკიამ ახალი 5 კამერიანი სმარტფონი წარადგინა
Nokia-ს ახალ სმარტფონს OLED დისპლეი აქვს და Snapdragon 845-ის პროცესორითაა აღჭურვილი. ამასთანავე, სმარტფონის უსადენოდ დამუხტვაა შესაძლებელი.
9 PureView-ის ღირებულება 699 დოლარია და მის შეძენას მარტიდან შეძლებთ.
-
ლედი გაგა საქმროს დაშორდა
გასული წლის ოქტომბერში ლედი გაგამ და მისმა საქმრომ, კრისტიან კარინომ, რომელიც წარსულში მისი აგენტი იყო განაცხადეს, რომ დაინიშნენ და დაქორწინებას გეგმავდნენ. იანვარში წყვილი ერთად გამოჩნდა მსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიალზე. ისინი ფოტოგრაფების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ , ლედი გაგა კი მოზრდილ ნიშნობის ბეჭედს ატარებდა.
ჭორები წყვილის დაშორების შესახებ გრემის ცერემონიალის შემდეგ გავრცელდა, რომელიც ათი დღის წინ ჩატარდა. ლედი გაგა სიმღერისთვის shallow გრემით დააჯილდოვეს, რომელიც მან სპეციალურად ფილმ “ვარსკვლავის დაბადებისთვის“ დაწერა. სამადლობელ სიტყვაში მომღერალს კრისტიანი არ უხსენებია, დაკვირვებულმა თაყვანისმცემლებმა კი შეამჩნიეს, რომ ის ცერემონიალზე ნიშნობის ბეჭდისგარეშე მივიდა. ცერემონიალზე მის გვერდით არც კარინო ყოფილა.
ცერემონიალის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ლედი გაგამ და კრისტიანმა ერთმანეთი სოციალური ქსელების კონტაქტებიდანაც წაშალეს. ორი დღის წინ კი მომღერლის აგენტმა მედიას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ წყვილი დაშორდა და ქორწილი აღარ იქნება.
-
სკარლეტ იოჰანსონი შვილთან ერთად ნიუ–იორკში სეირნობისას. იშვიათი კადრები
სკარლეტ იოჰანსონი საჯაროდ თავის ოთხი წლის შვილთან, როუზთან ერთად იშვიათად ჩნდება. ამიტომაც 34 წლის ვარსკვლავის გასეირნება ნიუ–იორკში მისი თაყვანისმცემლებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა. მსახიობი თბილად იყო ჩაცმული. ნიუ იორკში ხომ ტემპერატურა ამ დღეებში 0 გრადუსის სიახლოვესაა. სკარლეტს ტვიდის პალტო და ჯინსი ეცვა, ფეხზე კი Nike Air Max –ის ვარდისფერი ბოტასები.სკარლეტი მის გვერდით მიმავალ ქალს ელაპარაკებოდა, მისი გოგონა კი ამ ქალის ბავშვს, რომელიც საბავშვო ეტლში იჯდა.
სკარლეტმა ბევრი იბრძოლა რომ როუზის აღზრდის უფლება მოეპოვებინა. გოგონა 2014 წლის სექტემბერში დაიბადა. იმ პერიოდში სკარლეტის ქმარი ჟურნალისტი რომენ დორიაკი იყო. ბავშვის დაბადებიდან ერთ წელში წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. ინიციატორი სკარლეტ იოჰანსონი იყო. “უბედურება ის არის, რომ ვგრძნობ – მონოგამიისკენ მიდრეკილი არ ვარ. უფრო მეტიც, არ ვფიქრობ რომ მხოლოდ ერთი პარტნიორით შემოფარგვლა ადამიანისთვის ბუნებრივია“ – თქვა მაშინ სკარლეტმა.
რომენ დორიაკი საფრანგეთში ცხოვრობს. მას სურდა ბავშვის აღზრდაში თანაბარი უფლება მოეპოვებინა თუმცა სკარლეტმა მის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღა. 2017 წელს მან ბავშვზე ერთპიროვნული მეურვეობის უფლება მოიპოვა.
-
სან-ფრანცისკოში Samsung-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დასრულდა
მსოფლიოს ერთ-ერთმა ელექტრონულმა გიგანტმა, Samsung-მა სან ფრანსისკოში ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დაასრულა.
სხვა პროდუქტებთან ერთად ღონისძიებაზე Galaxy Watch Active ანუ იგივე ”ჭკვიანი საათი” წარადგინა. 1.1-ინჩიანი ეკრანის ზომის მაჯის საათს 4GB-იანი RAM-ი და 239 ამპერიანი აკუმულატორი აქვს. დეველოპერებმა ყურადღება ერთ მთავარ ფუნქციაზე გაამახვილეს. Galaxy Watch Active-ს დღეიდან სისხლის წნევის გაზომვა შეუძლია. მას ასევე გააჩნია უსადენო დატენვის ფუნქციაც.
იგი ვერცხლისფერ, შავ, მწვანე და ვარდისფერ მოოქროსფრო ფედერებში იქნება წარმოდგენილი და მის შეძენას 8 მარტიდან შეძლებთ.
სან ფრანსისკოს პრეზენტაციაზე Samsung-მა დასაკეცი 5G მობილური ტელეფონი, Galaxy S სერიის სმარტფონები, უსადენო ყურსასმენები (Galaxy Buds-ი), Galaxy Tab S5e და Galaxy Fit-ი წარადგინა.
-
ბარაკ ობამას ქალიშვილი პაპარაცებმა დაქალებთან დროსტარებისას გადაიღეს
20 წლის მალია ობამა პაპარაცების ობიექტივში მაიამიში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაქალებთან ერთად დასვენებისას აღმოჩნდა. აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობრებთან ერთად აუზთან ატარებდა დროს და ერთობოდა. ფოტოზე ჩანს, რომ ის 80 დოლარიან ვარდისფერ ღვინოს ბოთლიდან სვამს.
ზოგიერთი მედიასაშუალება აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ გოგონამ კანონი დაარღვია: ამერიკაში ალკოჰოლის მიღება ოფიციალურად 21 წლამდე აკრძალულია. თუმცა ამ სასტუმროს სტუმრებს ალკოჰოლური სასმელების დალევა 18 წლის ასკიდან შეუძლიათ.
ბარაკ და მიშელ ობამების ქალიშვილი მშობლებთან და დასთან ერთად ვაშინგტონში, თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარე სახლში ცხოვრობს და ჰარვარდში სწავლობს. გასული წლის შემოდგომაზე ის მუსიკალური ჯგუფის, New Dakota–ს კლიპში გადაიღეს. ზაფხულში კი გოგონა ელისაბედ მეორის თანაშემწის ბიძაშვილთან რორი ფარკუარსონთან პაემანზე შენიშნეს.

-
თინა კანდელაკის უჩვეულო კოსმეტიკური ოპერაცია
რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი საკუთარ გარეგნობას დიდ ყურადღებას უთმობს. თინა კანდელაკმა აღიარა, რომ სილამაზის გამო მსხვერპლზე წავიდა და ყურის ბიბილოს ოპერაცია გაიკეთა, რათა მასიური საყურეების ტარება შეძლოს.თინა კანდელაკი აქტიურ ქალად ითვლება და ერთდროულად ბევრ რამეს ასწრებს: ტელეკარიერას, ღონისძიებების წაყვანას, საკუთარი ბიზნეს–იმპერიის აშენებას, გარეგნობაზე ზრუნვას, სპორტდარბაზში სიარულს და ფიგურის მოვლას. რა თქმა უნდა, სახესაც დიდ ყურადებას უთმობს. ის აღიარებს, რომ საკუთარ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად სახის ყოველდღიური მოვლის წყალობით გამოიყურება. ის კრემებს და ინექციებს აქტიურად იყენებს, ასაკობრივ ცვლილებებს კი ფილერებით მალავს.ცოტა ხნის წინ ის გამოტყდა, რომ კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა, რადგან საკუთარი ყურის ბიბილოები არ მოწონდა. მას ძალიან უყვარს მასიური ლამაზი საყურეები, თუმცა მათ გაკეთებას ვერ ახერხებდა, რადგან სიმძიმისგან ყურის ბიბილო უშნოდ იყო ჩამოწელილი და არაესთეტიურად გამოიყურებოდა. “ეს ძალიან არ მომწონდა. როგორც ირკვევა, ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია“ – ამბობს კანდელაკი.
ყურის ბიბილოს კორექციისთვის მან პლასტიკურ ქირურგს მიმართა.“ყურის ბიბილო გავიკერე, პატარა კოსმეტიკური ოპერაცია გავიკეთე. დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, თუმცა სამი თვე მოთმენა მომიწია და გაკერილი ყურებით დავდიოდი“ – ამბობს კანდელაკი.
თინა კანდელაკი ამჟამად სპორტული ტელეარხის გენერალური პროდიუსერია. აქვს მოსკოვში ქართული რესტორანი, ასევე საკუთარი კოსმეტიკური ხაზი. -
ახალ Xiaomi Mi9-ს სამი კამერა ექნება
კომპანია Xiaomi-მ ახალი სმარტფონის ოფიციალურ პრეზენტაციამდე მისი მონაცემები გაასაჯაროვა. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში წერს, რომ სმარტფონს სამმაგი კამერა ექნება.
აღნიშნული ინოვაციით კამერას ექნება ორმაგი ოპტიკური ზუმის ფუნქცია, 117 გრადუსიანი ხედვის კუთხე და მაკროს გადაღების შესაძლებლობა.
ამასთანავე ცნობილია, რომ გაზრდილია ეკრანის ზომაც და ის მაქსიმალურად მიახლოებულია მობილურის კიდეებთან.
{{ARTICLEIMAGE}} -
ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად ლოს ანჟელესში სეირნობისას გადაიღეს
ანჯელინა ჯოლის ამ ბოლო დროს ხშირად ხედავენ შვილებთან ერთად სეირნობისას. ხან ყველა შვილი ერთად, ხან კი ცალ–ცალკე შაბათ–კვირას ხშირად ატარებენ დედასთან ერთად.ამჯერად ანჯელინა ჯოლი 10 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად კვირას, 17 თებერვალს ლოს ანჟელესის ერთ–ერთ ქუჩაზე შენიშნეს. დედა – შვილს პაპარაცებმა რამდენიმე ფოტო გადაუღეს. ისინი კარგ ხასიათზე იყვნენ, ბევრს იცინოდნენ და რაღაცას აქტიულად განიხილავდნენ. ქალიშვილი დედას რაღაცას უყვებოდა, დედა კი გულით იცინოდა. მათი ურთიერთობა ძალიან გავდა ჰარმონიულს. ვივიენთან ერთად ჯოლი ხშირად სეირნბს კალიფორნიის სანაპიროს გასწვრივაც , განსაკუთრებით კარატეს გაკვეთილების დასრულების შემდეგ. მიუხედავად ლამაზი გარეგნობისა, პიტის და ჯოლის ქალიშვილი ბიჭურ ჩაცმულობას ამჯობინებს და მებრძოლი ხასიათით არის ცნობილი.