Category: სხვადასხვა

  • ჯონი დეპს ცოლმა ილონ მასკთან უღალატა

    ჯონი დეპი ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰერდთან სკანდალურ გარჩევებს განაგრძობს. ამჯერად მსახიობმა ის ღალატში დაადანაშაულა, კონკრეტულად კი ილონ მასკთან რომანში იმ დროს, როცა ისინი ჯერ კიდევ ცოლ–ქმარი იყვნენ.
    მსახიობების ადვოკატების თქმით ცნობილმა გამომგონებელმა ჯონი დეპის ცოლთან რომანი მათი დაქორწინებიდან ერთ თვეში გააბა. მოწმეები მას ხშირად ხედავდნენ დეპის სახლში, სანამ ჯონი დეპი გადაღებებზე იყო.
    იმ საღამოსაც, როცა ჯონი დეპმა სკანდალი მოაწყო, ილონ მასკი ლოს ანჟელესში წყვილის სახლში შენიშნეს. მაშინ ემბერი ყვებოდა, რომ ქმარმა სცემა.
    ოფიციალურად და საჯაროდ ურთიერთობები მასკმა და ემბერმა ქალის ჯონი დეპთან დაშორებიდან ორ თვეში დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ კი მილიარდერმა ემბერ ჰერდი მიატოვა. მიზეზი ემბერის ცხოვრებიდან რამდენიმე ფაქტი გახდა, რომელთა შესახებ მასკმა მანამდე არაფერი იცოდა და რომლებიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

    მარტის დასაწყისში ჯონი დეპის ადვოკატებმა მისი ყოფილი ცოლის წინაამდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ყოფილი ცოლისგან 50 მილიონის მიღებას აპირებს ცილისწამებისთვის. ცოტა ხნის წინ მან დაამტკიცა, რომ ცოლი არ უცემია. ახლა კი უნდა ყოფილი ცოლი რეპუტაციის შელახვისთვის დასაჯოს.

  • ირინა შეიკი შვილთან ერთად პაპარაცებმა გადაიღეს

    ოსკარის შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა მაგრამ ცერემონიალზე საუბარი დღემდე არ წყდება. სანამ მსოფლიო მედია ბრედლი კუპერს, ლედი გაგასა და ირინა შეიკს შორის ურთიერთობებს განიხილავს წარმოშობით რუსმა სუპერმოდელმა გადაწყვიტა ნიუ–იორკი დატოვოს და შვილთან ერთად ლოს ანჟელესში გაემგზავრა.

    3 მარტს ის ოკეანის სანაპიროსთან შენიშნეს, სადაც საკუთარი ავტომობილით, Tesla –თი მივიდა. საჭესთან თავად იჯდა. ორი წლის გოგონასთან ერთად სასეირნოდ მოდელმა თავისუფალი ჩაცმულობა – მაღალი ჩექმა და ფართე ლაბადა აირჩია.

    დედა–შვილი რამდენიმე მაღაზიაში შევიდა, სადაც სუპერმოდელმა გოგონას სათამაშოები უყიდა. შემდეგ სანაპიროზე კაფეში დასხდნენ, მოგვიანებით კი ოკეანის ნაპირზე ისეირნეს.

  • ლანჩხუთის საკრებულოს აცეკვებული თავმჯდომარე (ვიდეო)

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აცეკვებული თავმჯდომარის ბესიკ ტაბიძის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და უკვე პოპულარობით სარგებლობს.

  • შერიგდებიან თუ არა ზაზა და ქეთი ჩცდ–ს ახალ სეზონზე

    ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი რუსთავი2-ზე 8 მარტიდან იწყება. რა თქმა უნდა, სერიალის სიუჟეტი გასაიდუმლოებულია, თუმცა უკვე ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი.
    ქეთის და ზაზას ისტორია, რომელმაც წინა სეზონის ბოლოს დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ამ სეზონის ერთ–ერთი გამხსნელი ეპიზოდი იქნება. ისინი ერთმანეთს პანაშვიდზე ხვდებიან. პანაშვიდი სავარაუდოდ გურიაშია, ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება რჩება კურიერის რეპორტაჟიდან, რომლის კამერა გადაღებებზე ექსკლუზიურად დაუშვეს. სერიალის შემქმნელები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ზაზა და ქეთი პირველ სერიაში ერთად ჩნდებიან. არ კონკრეტდება, შერიგდებიან თუ არა ისინი.
    როგორც ამბობენ ახალ სეზონზე სერიალში მივიწყებული გმირებიც გამოჩნდებიან.
    ჩცდ-ის მეთხუთმეტე სეზონი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. ამ სეზონის 62 სერია რუსთავი2-ზე ტრადიციულ დროს გავა.
  • მერილ სტრიპი ბებია გახდა

    ცნობილი მსახიობი, ოთხი შვილის დედა, მერილ სტრიპი 69 წლის ასაკში პირველად გახდა ბებია. მსახიობის უფროს ქალიშვილს, 35 წლის მემი გამერს ვაჟი შეეძინა.
    ბავშვი 28 თებერთვალს დაიბადა. სასიხარული ამბავი მედიას მემის წარმომადგენელმა ამცნო. ბავშვის სახელი ჯერ უცნობია.
    მემი გამერი ფეხმძიმობას არ მალავდა. გასული წლის დეკემბერში ის საზოგადოებაში მომრგვალებული მუცლით გამოჩნდა და დაადასტურა, რომ დედობისთვის ემზადებოდა. ბავშვის მამა მემის საქმრო, სცენარისტი და პროდიუსერი მეჰარ სეთჰია. ისინი გასული წლის აგვისტოში დაინიშნნენ, თუმცა ქორწილი იმ მოტივით გადადეს, რომ ბავშვის დაბადებისთვის უნდა მომზადებულიყვნენ. წარსულში გამერი ორი წლის მანძილზე მსახიობ ბენჟამინ უოკერის ცოლი იყო.

    მემი გამერი დედის მსგავსად მსახიობია, თუმცა არა ისეთი პოპულარული. ის ძირითადად სერიალებში მონაწილეობს, მათ შორის არის “ნამდვილი დეტექტივი 3“, “კარგი ცოლი“ .

    მერილ სტრიპს როგორც გითხარით ოთხი შვილი ყავს. მემი გამერი, 39 წლის მუსიკოსი ჰენრი ვულფ გამერი, 32 წლის მსახიობი გრეის გამერი და 27 წლის ლუიზა გამერი. მერილ სტრიპი უკვე 40 წელი სკულპტორ დონ გამერის ცოლია. მერილი მისი ცხოვრების სიყვარულს რთულ მომენტში შეხვდა: 1978 წელს მისი საქმრო, მსახიობი ჯონ კაზალე სიმსივნით გარდაიცვალა. დონი მერილს მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარა. ისინი მალევე დაქორწინდნენ. 
  • სამეფო კარის თამაშების ფინალი შოკისმომგვრელი და გრანდიოზული იქნება

    მსახიობმა ემილია კლარკმა, რომელიც სერიალ სამეფო კარის თამაშებში დეინერის ტარგარიენის როლს თამაშობს სერიალის ფანატების ინტერესი მისი ფინალის მიმართ უკიდურესად გაზარდა. მსახიობი ამბობს, რომ ვერავინ გამოიცნობს, როგორ დამთავრდება პოპულარული საგა.
    ჟურნალისტმა რაიან სიკრეტსმა ემილიასთან ინტერვიუ ოსკარის ცერემონიალის დროს აიღო. კითხვაზე, რა ელოდებათ სერიალის თაყვანისმცემლებს კლარკმა მოკლედ უპასუხა: “შოკი. ეს იქნება გრანდიოზული ფინალი.“
    მსახიობმა ჟრუნალისტს უამბო, რომ გადამღებ ჯგუფს დიდი დროის დახარჯვა მოუწია ამ ისტორიის ფინალის შესაქმნელად, რადგან ის რთული და შრომატევადი იყო.

    სერიალ სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონი 14 აპრილს დაიწყება. ამ სეზონში ექვსი ეპიზოდი იქნება. სერიალის მსახიობები პროექტს ნელ–ნელა ემშვიდობებიან და იმ იმიჯსაც იცვლიან, რომელიც სერიალის გადაღებებისთვის სჭირდებოდათ. მაგალითად, ემილია კვლავ წაბლისფერთმიანი გახდა, მეისი უილიამსი (არია სტარკი) საერთოდაც ვარდისფერთმიანი, კიტ ჰარინგტონმა კი თმა მოკლედ შეიჭრა და ულვაში მოუშვა.

  • დემნა გვასალია ბალენსიაგას პრე-კოლექციებს აუქმებს

    ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას ჩვენებამდე 5 დღით ადრე დასავლურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ის ძალიან წუხს დღევანდელი დიზაინერების მდგომარეობის გამო, ისინი გადაღლილები არიან ამდენი მუშაობით, დიზაინერებს იმაზე მეტს სთხოვენ ვიდრე ეს შესაძლებელია , რაც კოლექციების შემქმნელების მიმართ დიდი უპატივცემულობაა.

    „3 თვე კოლექციის შესაქმნელად? ყველამ იცის რომ ეს პრობლემაა. ხალხი გადაიწვა, შემოქმედები გაგიჟდნენ. გავიაზრე, რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან შემოქმედებითი პროცესის მიმართ უპატივცემულობაა. სეზონები ძალიან აბსტრაქტულია. გაზაფხულის კოლექციაში ბეწვის ქურთუკს მთხოვენ “ -ამბობს დემნა გვასალია.

    გვასალია მოდის ინდუსტრიას სთავაზობს წელიწადში მხოლოდ ორი ძირითადი ჩვენება გააკეთდეს. გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი
    დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალ კოლექციას პარიზის მოდის კვირეულზზე 3 მარტს წარადგენს.

  • ირინა შეიკმა ლედი გაგა სოციალურ ქსელებში წაშალა

    ირინა შეიკი უარს ამბობს მისი მეგობარი მამაკაცის, 44 წლის ბრედლი კუპერის და 32 წლის ლედი გაგას შესაძლო რომანის შესახებ ჭორების კომენტირებაზე. მაგრამ მისი საქმე სიტყვებზე მეტია: 33 წლის მოდელმა ინსტაგრამზე და ტვიტერზე მომღერლის ანგარიშებზე გამოწერა გააუქმა.
    ირინა შეიკის მეგობრები ამტკიცებენ, რომ მას შვილის მამის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარება და მშვენივრად ესმის, რომ ბრედლი უბრალოდ კარგი მსახიობია. გამოწერის გაუქმების მიზეზი მოდელის ახლო გარემოცვის აზრით ის არის, რომ მას ძალიან მობეზრდა ბრედლი კუპერის და ლედი გაგას გაშემო ატეხილი ხმაური, რომელიც ფილმ “ვარსკვლავის დაბადების“ გასაპიარებლად ატყდა.
    “საქმე იმაში არ არის, რომ მას არ უყვარს ლედი გაგა ან ეჭვიანობს, მაგრამ მობეზრდა დაუსრულებელი ისტორიები “ქიმიის“ შესახებ, რომელიც თითქოსდა მომღერალსა და ბრედლის შორის გაჩნდა. ირინას ჭორებით და აჟიოტაჟით ვერ გააკვირვებ – ბოლო ბოლო ის ხომ კრიშტიანუ რონალდოსაც ხვდებოდა, მაგრამ სარეკლამო კამპანია მეტისმეტად გაჭიანურდა და შეიკი მის დასრულებას ელოდება“ – უამბო გაზეთ The Sun –ს ოჯახის ახლო მეგობარმა.

    სანდო წყაროს ცნობით ირინა შეიკს მართლაც ძალიან უხარია ბრედლი კუპერის ფილმის წარმატება, რომელიც მისი სარეჟისორო დებიუტია. ის დიდი მღელვარებით მიდიოდა “ოსკარზე“. დარბაზში ცერემონიის დროს ის თავის სატრფოსა და ლედი გაგას შორის იჯდა. მისი თითქოსდა უკმაყოფილება, რომელზეც ბევრი ალაპარაკდა, მეგობრების თქმით უბრალოდ დაღლილობა იყო.

    ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი საერთო შვილს ზრდიან. როდის აპირებს წყვილი დაქორწინებას ჯერჯერობით უცნობია, რადგან ისინი პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებენ.
  • გაუჩინარებული რენე ზელვეგერი საზოგადოების წინაშე გამოჩნდა

    49 წლის რენე ზელვეგერი დიდი ხნის მანძილზე მაღალი საზოგადოების წვეულებებს გაურბოდა. 2010 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ კინოკარიერაში შესვენებას იღებდა. ბოლო წლების მანძილზე სულ სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მღელვარე ახალგაზრდობისა და მრავალრიცხოვანი რომანების შემდეგ რენე ზელვეგერი დამშვიდდა და სახლში ჩაჯდა. აღარც ხმაურიან პრემიერებზე დადიოდა, არც სხვადასხვა ღონისძიებებზე და წვეულებებზე. უშუალოდ ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალი ამჯერადაც გამოტოვა, თუმცა დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე მივიდა. წვეულება ბევერლი ჰილზზე უოლის ანენბერგის კულტურულ ცენტრში გაიმართა. მისი ორგანიზატორი რადხიკა ჯონსი იყო.
    ვარსკვლავი წვეულებაზე შავი კაბით მივიდა, კვადრატულად მოჭრილი გულით და შეხსნილი ბოლოთი. ელეგანტური საღამოს კაბა ტანზე შესანიშნავად ჰქონდა მომდგარი. რენე ზელვეგერმა წონაში აშკარად მნიშვნელოვნად დაიკლო. ამ საღამოსთვის მან სადა იმიჯი აირჩია – მინიმალური მაკიაჟი, ნაკლები აქსესუარები და ბუნებრიობა.
    წარსულში რენე გამოტყდა, რომ დატვირთული გრაფიკის და დაუსრულებელი გადაღებების გამო თავს ძალიან უბედურად გრძნობდა. კარიერაში შესვენებამ მას საშუალება მისცა ბევრი სხვა რამით დაკავებულიყო, რასაც მანამდე ვერ ახერხებდა. დიდ დროს ატარებს ბოიფრენდთან, მუსიკოს დოილ ბრამჰოლთან. ცოტა ხნის წინ დაამთავრა ბოგრაფიულ ფილმში გადაღებები, რომელიც ამერიკელ მსახიობს, ჯუდი გარლენდს ეძღვნება. ასევე მონაწილეობს სერიალში What/If.