Category: სხვადასხვა

  • ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება

    ალექს როდრიგესთან თითქმის ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ ბოლ– ბოლო წყვილი დაინიშნა. ამის შესახებ მათ ინსტაგრამზე განაცხადეს. მოგვიანებით კი ინფორმაცია მომღერლის მენეჯერმა დაადასტურა. სპორტსმენმა და მომღერალმა სოციალურ ქსელებში ერთი და იგივე, პლაჟზე გადაღებული ფოტო გამოდეს,  ერთმანეთისთვის  ჩაკიდებულით, ჯენიფერის თითზე კი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით. ალექსმა თავის პოსტს მიაწერა: “მან თქვა დიახ!“
    პოპ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ. წყვილი ორი წლის მანძილზე მუდმივად საჯაროდ უხსნიდა ერთმანეთს სიყვარულს და ბედნიერად გამოიყურებოდა. ამ დღეებში ლოპესმა და როდრიგესმა სანაპიროზე ხანმოკლე არდადეგები მოიწყვეს, საიდანაც მუდმივად დებდნენ ერთობლივ ფოტოებს და ვიდეოებს. როგორც ჩანს ხელი სპორტსმენმა ჯენიფერს სწორედ სანაპიროზე სთხოვა.


    შეგახსენებთ, რომ ბეისბოლისტის და მომღერლის ურთიერთობები ბევერლი ჰილზის რესტორანში მათი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ლოპესი, რომელიც მანამდე სამჯერ იყო გათხოვილი ფრთხილად ეკიდებოდა ხელახალი გათხოვების იდეას.: “მე მჯერა ქორწინების და ვისურვებდი რომ ვინმესთან ერთად დავბერდე, ერთგულებაში და სიყვარულში. მაგრამ არ მინდა მოვლენების დაჩქარება“ – ეუბნებოდა ჯენიფერ ლოპესი ჟურნალისტებს. ხმები იმის შესახებ, რომ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა დიდი ხანია ვრცელდებოდა, მაგრამ თავად მომღერალი ამბობდა, რომ საქორწილო ბეჭედი ჯერ არ მიუღია. მათი ალაპარაკება ამ თემაზე ვერავინ შეძლო, ვერც ცნობილმა წამყვანმა ელენ დეჯენერესმა თავის გადაცემაში. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება 49 წლის მომღერლის და მსახიობის და 43 წლის სპორტსმენის ქორწილი.

  • ვიქტორია ბექჰემმა ქმარზე და მოდელზე იეჭვიანა

    44 წლის ვიქტორია ბექჰემის ფანები მისი ოჯახის გამო ნერვიულობენ. მრავალ ჭორს დევიდ ბექჰემის გატაცებების შესახებ ახალი დაემატა. ინფორმირებული წყაროს ცნობით ვიქტორიამ ქმარზე და 50 წლის მოდელზე, ჰელენა კრისტენსენზე იეჭვიანა.
    დევიდ ბექჰემი დროის დიდ ნაწილს მაიამიში ატარებს, სადაც მისი საფეხბურთო კლუბია. სწორედ მაიამიში, ერთ–ერთ წვეულებაზე აქტიურად ფლირტაობდა ჰელენა კრისტენსენთან. ეს შემთხვევა პირველი არ არის. გასული წლის დეკემბერში დევიდი ჰელენთან ერთად დროს მხიარულად ატარებდა, როცა პაპარაცებმა შენიშნეს. ისინი ერთად მშვენივრად ერთობოდნენ ერთ–ერთ წვეულებაზე და სელფიც კი გადაიღეს. ერთობლივმა ფოტოებმა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის შთაბეჭდილება არ დატოვა.
    ამჟამად დევიდის და ვიქტორიას ურთიერთობები როგორც ამბობენ საკმაოდ დაძაბულია. სანამ დევიდ ბექჰემი მაიამიშია, ვიქტორია ლონდონში რჩება და დროს დედასთან და დედამთილთან ერთად ატარებს.

    ჭორები დევიდის ღალატის შესახებ მუდმივად ვრცელდება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ვიქტორია არაერთხელ იძულებული გახდა თვალი დაეხუჭა ქმრის ღალატზე, რათა ოჯახი შეენარჩუნებინა. მრავალრიცხოვანი ჭორების მიუხედავად ჯერჯერობით ბექჰემების ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე მყარი წყვილია შოუ–ბიზნესის სამყაროში.
  • რატომ არის საშიში სალარო აპარატის ჩეკების შენახვა

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თერმოქაღალდის შემადგენლობაში, რომელსაც სალარო აპარატის ჩეკების დასამზადებლად იყენებენ საშიში ნივთიერება შედის. ეს არის ქალის ჰორმონის – ესტროგენის ანალოგი, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშია.
    გამოცემა Genetic Engineering & Biotechnology News – ის ცნობით ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სალარო აპარტში გამოყენებული ქაღალდი ქიმიკატ ბისფენოლ A -ს შეიცავს. ქალის ჰორმონის – ესტროგენის ეს ანალოგი ადამიანთან ხშირი კონტაქტისას უნაყოფობის, დიაბეტის, სიმსივნის და ნაადრევი მშობიარობის რისკსაც კი ზრდის. სპეციალისტებმა სამი ქვეყნის: ესპანეთის, ბრაზილიის და საფრანგეთის მაღაზიების ჩეკები შეისწავლეს. მათი რეკომენდაციაა, არ შეინახოთ ჩეკები სახლში ან მანქანაში. ნუ დასრისავთ ხელით და ნუ ჩაიდებთ პირში.
  • რობოტებმა დიაგნოზი 97% სიზუსტით დასვეს და ბევრ ექიმს აჯობეს

    სწორი დიაგნოზის დასმას ხშირად უამრავი ინფორმაციის გადამუშავება, ანალიზი, მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და ზოგჯერ სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმებთან კონსულტაციაც სჭირდება. ახალშობილებში, მცირეწლოვან ბავშვებში, ან ისეთ პაციენტებში, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩივილებს ვერ აღწერს, სწორი დიაგნოზის დასმა კიდევ უფრო რთულია.

    ამერიკელმა და ჩინელმა ექიმებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ეს საქმე გარკვეულწილად ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს. კანგ ჟანგმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს ფილიალიდან  70 მეცნიერთან ერთად, კომპიუტერულ სისტემაში ჩინეთის ერთ-ერთი დიდი კლინიკის 1.3 მილიონი 18 წლამდე ასაკის პაციენტის ინფორმაცია შეიყვანა და რობოტი დიაგნოზის დასმაში გაწვრთნა.

    საავადმყოფოში პაციენტთა ვიზიტების შესახებ შეყვანილი ინფორმაცია მოიცავდა როგორც ექიმების ჩანაწერებს, ისე ჩივილებით შესული ადამიანების ავადმყოფობის ისტორიას და ლაბორატორიული ანალიზების შედეგებს. მოგვიანებით, რობოტ-პედიატრს ახალი პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმა დაავალეს და მიღებული შედეგები ჩვეულებრივი ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზს შეადარეს.

    აღმოჩნდა, რომ რობოტმა ვირუსული გრიპის , ინფექციური მონონუკლეოზის, ჩუტყვავილის, კიდურებზე და პირსახეზე სხვადასხვა ტიპის გამონაყარის დიაგნოზი 90-დან 97 პროცენტამდე სიზუსტით დასვა. ეს რა თქმა უნდა, სრულყოფილი შედეგი არ არის, მაგრამ არც ნამდვილი ექიმები არიან სრულყოფილი და ისინიც უშვებენ შეცდომებს – უთხრა საინფორმაციო სააგენტო “ფრანს-პრესს” კვლევის წამყვანმა ავტორმა კანგ ჟანგმა. ის კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლაში, გენომური მედიცინის ინსტიტუტის დამფუძნებელი დირექტორია.

    ექსპერიმენტმა ხელოვნური ინტელექტის სიძლიერე, მთელ რიგ სხვა, გაცილებით რთულ და შედარებით ნაკლებად გავრცელებულ დაავადებებშიც დაადასტურა, როგორიცაა მაგალითად ბაქტერიული მინინგიტი. ამ დაავადების შემთხვევაში, ელექტრონულმა პედიატრმა დიაგნოზი 93 პროცენტის სიზუსტით დასვა.

    კუჭ-ნაწლავის დაავადებებში დასმულმა დიაგნოზის სიზუსტემ 85% შეადგინა. მკვლევარები გააოცა იმ ფაქტმა, რომ რობოტმა ისეთ დაავადებებს შორის აღმოაჩინა ლოგიკური კავშირი, რომელიც წინასწარ შეყვანილ ინფორმაციაში არც კი იყო. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ასევე წარმატებით დაისვა ასთმის, ფილტვების ანთების და ბევრი სხვა დაავადების დიაგნოზი.

    კანგ ჟანგი ამბობს, რომ მომავალში, რობოტი წარმატებით შეასრულებს პედიატრის ფუნქციების უმეტესობას. თუმცა, მისი თქმით, ბოლომდე “ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ექიმს”. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ დაეხმარება კლინიცისტებს, რომ საკუთარი მოვალეობა უფრო ხარისხიანად, ნაკლებ დროში და ნაკლები დანახარჯებით შეასრულონ.

    რობოტი შეიძლება განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდეს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ნაკლებად კვალიფიციური კადრები მუშაობენ, ან მიუვალ ადგილებში, სადაც სამედიცინო ცენტრები საერთოდ არ არის. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის სხვა ენებზე გადაყვანა და სპეციალიზაციის მიხედვით, კლინიკებზე მორგებაც ძალიან იოლად და სწრაფად არის შესაძლებელი.

    კანგ ჟანგის თქმით, ხელოვნურ ინტელექტს სამედიცინო ინფორმაციის სწორად გადამუშავების უნიკალური უნარი აღმოაჩნდა. ის არაჩვეულებრივი სისწრაფით ახერხებს სამედიცინო ისტორიის, სისხლის ანალიზის, თუ ექოსკოპიური ტესტების პასუხების შეჯერებას და სწორი დიაგნოზის დასმას. კანგ ჟანგი ამბობს, რომ რობოტს არასდროს ავიწყდება სტატისტიკური მეთოდები, რაც ნამდვილ ექიმებს ზოგჯერ გამორჩებათ ხოლმე.

    მეცნიერთა გუნდმა ხელოვნური ინტელექტის დიაგნოზის აკურატულობა 20 პედიატრის მიერ დასმულ დიაგნოზს შეადარა, რომელთაც სხვადასხვა ხანგრძლივობის გამოცდილება ჰქონდათ. მათ შორის, ზოგი დამწყები იყო, ნაწილი კი კარგად გამოცდილი. საბოლოო შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა პედიატრებს რობოტმა აჯობა, მაგრამ დიდი გამოცდილების მქონე პედიატრები მაინც ვერ დაჯაბნა.

    კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი, საჭირო ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, დიაგნოზს ზრდასრულ პაციენტებშიც ასეთივე წარმატებით დასვამს. ის შეიძლება განსაკუთრებით გამოადგეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებებს, სადაც პაციენტს, მედპერსონალის ნაკლებობის გამო, რიგში საათობით უწევს ყოფნა.

  • მეგან მარკლის მინი კაბა და სიტყვა ფემინიზმის შესახებ

    მეგან მარკლმა პუბლიკა კიდევ ერთხელ გააოცა. სასექსის ჰერცოგინიამ ლონდონის სამეფო კოლეჯში ფემინიზმის თემაზე დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მისი ჩაცმულობა საკმაოდ თამამი იყო. ფეხმძიმე მეგანმა მინი კაბა აირჩია შავ–თეთრი გეომეტრიული პრინტით, რომელიც მის მუცელს ხაზს უსვამდა. ფეხზე კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. კაბაზე ზევიდან შავი ბლეიზერი ეცვა და ძალიან მოდურად გამოიყურებოდა.
    ღონისძიებაზე ის მოდელ ადვოა აბოასთან, ავსტრალიის ყოფილ პრემიერ მინისტრთან და მომღერალ ენი ლენოქსთან ერთად მონაწილეობდა.
    ქალთა საერთა შორისო დღეს ცნობილი გახდა სამეფო კარზე მეგან მარკლის ახალი თანამდებობის შესახებ. პრინცი ჰარის მეუღლე ფონდ Queen’s Commonwealth Trust–ის ვიცე პრეზიდენტი გახდა, რომელიც ქალებს ეხმარება.

  • ფეისბუქი უფრო დაცული გახდება– მარკ ცუკერბერგი

    ფეისბუქის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კომპანია უახლოესი ორი წლის მანძილზე აქცენტს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე გააკეთებს და მათ უფრო სანდრო დაცვას შესთავაზებს, მათ შორის დაშიფრული მესიჯებით მიმოწერის შესაძლებლობას.
    მისი თქმით კომპანია არ აპირებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია შეინახოს იმ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის და მზად იქნება ამ ქვეყნებში ინფორმაციის დაბლოკვისთვის. “ ჩვენი მომხმარებელი უნდა ელოდეს, რომ მონაცემების დაცვის მიზნით არ შევქმნით დატა ცენტრებს და არ შევინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყნებში, რომლებსაც ადამიანის უფლებების საკითხში არასანდო იმიჯი აქვთ, ისეთი უფლებებისა, როგორებიც არის პირადი ცხოვრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება.
    ამ პრინციპის დაცვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები დაიბლოკება ზოგიერთ ქვეყანაში ან ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობის დაწყებას ამ სახელმწიფოებში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“– წერს ცუკერბერგი თავის ბლოგში, რომელიც ფეისბუქის განვითარების გეგმებს მიეძღვნა. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ დაშიფრული მესიჯების გადაცემის სისტემის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, კომპანია აპირებს ორმხრივი დაშიფვრის შემოღებას პირადი გზავნილებისთვის მისი ყველა პლატფორმის, მათ შორის WhatsApp – ის და ინსტაგრამის მესენჯერებში.
    “ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ადამიანებს მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე საზოგადოებასთან ქალაქის მოედნის ციფრული ანალოგი შეექმნათ. მაგრამ ადამიანებს სულ უფრო ხშირად უნდათ უფრო პრივატული ურთიერთობა ქონდეთ ამ ციფრულ ანალოგში. – წერს ცუკერბერგი.“
    ის აღიარებს, რომ ფეისბუქს პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არცთუ იდეალური რეპუტაცია აქვს , მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებიდან გამომდინარე, რომლებმაც კომპანიის გარშემო სკანდალების სერია გამოიწვია.

  • ვარსკვლავები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს

    შეიძლება თქვათ, რომ ცნობილი და მდიდარი ვარსკვლავებისთვის თავის მოვლა და ფორმის შენარჩუნება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ყველა როდი ახერხებს წლებს აჯობოს და ისეთივე გარეგნობა შეინარჩუნოს, როგორიც წლების წინ იყო. რა არის მთავარი: გენეტიკური ფაქტორი, პროცედურების ძალა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი? ალბათ ყველაფერი ერთად. ყოველ შემთხვევაში აქ წარმოდგენილმა ქალებმა აშკარად იციან რაღაც საიდუმლო, რაც მათ საშუალებას აძლევს დროს აჯობონ.

    ჯენიფერ ენისტონი

    სერიალი “მეგობრები“, რომლითაც ჯენიფერ ენისტონი ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ 2004 წელს დამთავრდა, ჯენიფერი კი ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც მისი გმირი რეიჩელ გრინი. რაშია მისი საიდუმლო? შესაძლოა სწორად შერჩეულ ვარცხნილობასა და მაკიაჟში? თვითონ მსახიობი ამბობს, რომ ის უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია: დაბალანსებული კვება, იოგა და საათობით ვარჯიში სპორტდარბაზში.


    კაილი მინოუგი

    ავსტრალიელი მომღერალი ყოველთვის საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. შესაძლოა ეს მისი აღნაგობის ბრალია. თავად ვარსკვლავი არ მალავს, რომ კოსმეტოლოგების მომსახურებას იყენებს და არც ინექციებზე ამბობს უარს.

    ელიზაბეტ ჰარლი

    დაუჯერებელია რომ წელს ლიზ ჰარლის 54 წელი უსრულდება. ოცი წლის წინანდელ ფოტოსთან მისი ამჟამინდელი ფოტოს შედარებისას ძნელად თუ გაარჩევთ რაიმე სხვაობას.



    ჯულიანა მური

    ჯულიანა მური იმ მსახიობთა რიცხვშია, რომლებიც წლების მატებას მშვიდად ხვდებიან და ამბობენ, რომ ყოველი ასაკი თავისებურად მშვენიერია. თუმცა მსახიობის ძველი ფოტოების და ახლების შედარებისას ვარცხნილობის ცვლილების გარდა სხვა ცვლილება ძნელი შესამჩნევია. ამის მიზეზი გენეტიკა და ნატურალური კოსმეტიკაა.

    ემა ბანტონი

    ემა ბანტონი 18 წლის იყო, როცა“ სფაის გერლზის “ ერთ–ერთი სოლისტი გახდა. ის გოგონებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და ემას გარეგნობა თითქოს არ შეცვლილა. ის ისეთივე ახალგაზრდა და ხალისიანია.

    ჰოლი ბერი

    ჰოლი ბერი ის შემთხვევაა, როცა ასაკის მატებასთან ერთად ქალი უფრო ლამზდება. ის 52 წლისაა და კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ჯეიმს ბონდის გოგონას როლის შემსრულებელი აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო მუდმივი ვარჯიში და სწორი კვებაა.

    ევა ლონგორია


    ერთერთი ყველაზე ლამაზი ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, ევა ლონგორია 43 წლისაა და ისევე გამოიყურება, როგორც 2004 წელს, როცა მაყურებელმა პირველად ნახა სერიალ “სასოწარკვეთილ დიასახლისებში“. მსახიობის თქმით მისი მარადიული ახალგაზრდობის მიზეზი სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.

  • ძმები არველაძეების სიმღერა თეირანის სტადიონზე

    ძმებმა შოთა და აჩი არველაძეებმა თეირანის სტადიონზე ქართული სიმღერა “ლალე“ შეასრულეს. ისინი თეირანში ტაშკენტის ფახთაქორის თამაშზე იმყოფებოდნენ, რომელმაც აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა თეირანში ჩაატარა. შოთა არველაძე ფახთაქორის მთავარი მწვრთნელია. თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი, გოჩა ტყებუჩავა კი, რომელიც ვიდეოზე ძმებთან ერთად მღერის მისი ასისტენტი. ვიდეო შოთა არველაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დადო.

  • კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა

    კომიკოსი ალექს აბრამაშვილი გარდაიცვალა.  ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე Standupერი ავრცელებს. ალექსს დიდი ხნის განმავლობაში კუნთების ატროფია აწუხებდა.

    ალექსი პირველად აუდიტორიის წინაშე დაახლოებით 2 წლის წინ, გადაცემა ” Standupერი”-ში წარსდგა და მაყურებელთა გულები მაშინვე დაიპყრო.ის საკუთარ დაავადებაზე იუმორით საუბრობდა და მაყურებელს თავი “ხეიბარი ალექსათი” გააცნო.

    {{VIDEO}}

  • ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტო და ვარჯიშის შედეგი

    49 წლის ჯენიფერ ლოპესი სპორტდარბაზში დაუღალავი ვარჯიშით მიღწეული შედეგით ამაყობს და ამ შედეგს ინსტაგრამზე საკუთარ ფანებს უზიარებს. ამ დღეები მან კიდევ ერთი ფოტო დადო, რომელზეც კარგად ჩანს მისი ნავარჯიშევი სხეული – მუცლის პრესი ზომიერი კუნთები და არცერთი გრამი ზედმეტი წონა. მსახიობმა ეს ფოტო მომღერალმა და მსახიობმა Niyama Sol –ის ახალი ხაზის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაიღო.
    ჯენიფერ ლოპესი ბოლო დროს არ მალავდა, რომ დიეტაზე იყო და სხეულის ფორმების დასახვეწად აქტიურად ვარჯიშობდა. ის ახალ ფილმში გადასაღებად ემზადება, სადაც სტრიპტიზის მოცეკვავის როლი უნდა შეასრულოს, ამიტომაც კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა განსაკუთრებით ჭირდება.