Category: სხვადასხვა

  • ირინა შეიკის სასაცილო ფოტო – სადილი საგრიმიოროში

    ირინა შეიკმა საინტერესო და მხიარული  ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა მოდელი Met Gala–ს მეჯლისისთვის ემზადებოდა. შეიკმა გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და სანამ ვარცხნილობას უკეთებდნენ, პარალელურად ესადილა.
    ფოტოზე ირინას ხალათი აცვია, უმაკიაჟოდ არის და პასტას მიირთმევს.
    ფოტოს გამოქვეყნებას დიდ მხიარულება მოჰყვა კომენტარებში. ირინას თაყვანისმცემლებმა კომპლიმენტები და ხუმრობები არ დაიშურეს. ბევრმა კი გაოცება გამოთქვა, რომ მოდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ასეთ კალორიულ საკვებს მიირთმევს.
  • რუსი გოგონას მაშტაბური თაღლითობა ამერიკაში, რომელზეც მალე ფილმს გადაიღებენ

    ნიუ იორკის სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით 4-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა წარმოშობით რუს ანა საროკინას, რომელიც ბოლო წლებში დელვის გვარით იყო ცნობილი და თავს გერმანელი მილიონერების მემკვიდრედ აცხადებდა 60 მილიონ ევროიანი ქონებით.
    მას ციხეში მინიმუმ ოთხი წლის გატარება მოუწევს, ამის შემდეგ კი ვადა შესაძლოა პირობითი სასჯელით შეიცვალოს. ვადის მოხდის შემდეგ შესაძლოა მისი გერმანიაში დეპორტაცია მოხდეს.
    28 წლის საროკინა–დელვის ბრალი ედება 200 000 დოლარზე მეტის თაღლითურად მითვისებაში საფინანსო ორგანიზაციებისგან, ფეშენებელური სასტუმროებისაგან და საკუთარი ნაცნობებისგან. გამოძიების მონაცემებით ის ძვირფას სასტუმროებიში ვალად ცხოვრობდა, აწყობდა წვეულებებს მეგობრებისთვის და არ იხდიდა არაფრის საფასურს, აყალბებდა ჩეკებს და იყენებდა არარსებულ დოკუმენტებს. პროკურორების თქმით დელვი ამ ტიპის დანაშაულს 10 თვის მანძილზე სჩადიოდა, ანუ 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე.
    “ბოდიშს ვიხდი იმ შეცდომებისთვის, რომლებიც დავუშვი“– თქვა გოგონამ განაჩენის გამოცხადების წინ.
    “ჩვენ უარესისთვის ვემზადებოდით, მაგრამ უკეთესის იმედი გვქონდა. 4–12 წელი სამართლიანი განაჩენია. რა თქმა უნდა, ნაკლები ვადის იმედიც გვქონდა, მაგრამ ამისთვისაც მზად ვიყავით“ – განაცხადა დელვის ადვოკატმა, ტოდ სპოდეკმა.
    პატიმრობის ვადის მოხდის გარდა საროკინას მოუწევს 24 ათას დოლარიანი ჯარიმა გადაიხადოს და დაზარალებულებს 199 ათასი დოლარი აუნაზღაუროს.
    მოსამართლე დაიან კისელმა პროცესის განმავლობაში არაერთხელ გაიმეორა, რომ გაოგნებულია დელვის თაღლითობის მაშტაბებით.

    ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს საროკინა 22 მილიონი დოლარის დატაცების ბრალდებაში. ამ თანხის აღებას ის ბანკში კრედიტის სახით ცდილობდა. ასევე გაამართლეს 60 ათასი დოლარის მოპარვის ბრალდებაში. ეს თანხა მისმა მეგობარმა, ჟურნალ Vanity Fair –ის ფოტორედაქტორმა, რეიჩელ უილიამსმა მის ნაცვლად მაროკოში დასვენებისთვის გადაიხადა.
    ჯიბეგაფხეკილი რუსი თუ გერმანელი მემკვიდრე
    ანა სოროკინა–დელვი რუსეთში დაიბადა. 2007 წელს კი მშობლებმა უმცროს ძმასთან ერთად გერმანიაში წაიყვანეს. ოთხი წლის შემდეგ ანამ კიოლნის სიახლოვეს პროვინციულ ქალაქ ეშვაილერში საშუალო სკოლა დაამთავრა.
    2016 წელს ნიუ იორკში ჩავიდა და ადვილად ჩაეწერა გლამურულ წრეში, სადაც თავს გერმანელი ნავთობის მაგნატის , დიპლომატის ან უბრალოდ მილიონერის ქალიშვილად ასაღებდა.სინამდვილეში კი მამამისი მედიის ინფორმაციით თავდაპირველად გერმანიაში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, შემდეგ კი გათბობა–გაგრილების სისტემების მომსახურების პატარა კომპანია შექმნა.

    მალე ტელეეკრანებზე…

    კომპანია Netflix –მა უკვე შეიძინა ეკრანიზაციის უფლება დელვის ნიუ იორკულ თავგადასავალზე, რომელიც ჟურნალ ნიუ იორკისთვის ჯესიკა პრესლერმა დაწერა. დელვიმ კომპანიას მისი ცხოვრების ისტორიის გამოყენების უფლება მიყიდა.
    გარიგების თანხა არ სახელდება. თუმცა დელვის ჰონორარი პირველ რიგში დაზარალებულთა კომპენსაციაზე წავა, რომელთა შორის სასტუმროები და რესტორნებიც არიან, საიდანაც გოგონა ისე წავიდა, რომ ფული არ გადაიხადა.
  • მადონა აეროპორტში ფარანჯით შენიღბული მივიდა

    60 წლის მადონა დიდი ხანია ეპატაჟის დედოფლად არის ცნობილი. ამჯერად მომღერალმა საკუთარ თავსაც აჯობა. ის ნიუ იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მუსულმანურ სამოსში მივიდა.
    მადონას უზარმაზარი შავი ქურთუკი ეცვა, თავი და სახე კი შავი ფარანჯით და მზის სათვალით სრულად ქონდა დაფარული. ასეთი სამოსი ვარსკვლავმა იმისთვის შეარჩია, რომ აეროპორტში შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა ეს რა თქმა უნდა ვერ მოახერხა. საპასპორტო კონტროლზე მომღერალს ფარანჯის მოხსნა მაინც მოუწია. შემოწმებისას ის ნაცრისფერ მაისურში და შარვალში დარჩა.

    აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური ვერ დაუშვებდა, რომ მომღერალს შემოწმება “შენიღბულს“ გაევლო. შესაბამისად, კონსპირაციის მცდელობა მომღერალს უშედეგოდ დაუმთავრდა.

  • “დედას გამოეცხადა მელანია და უთხრა რომ საფლავზე დახვდებოდა“–საოცარი ამბავი გარდაცვლილი მელანია ფუტკარაძის ოჯახში

    სოციალურ ქსელში უცნაური ამბავი და ვიდეო ვრცელდება. “საოცარი მოვლენა ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ოჯახში. ღვთის მიერ მოვლენილი საოცრება? სასწაული? არ ვიცი ვინ რას დაარქმევთ მაგრამ ეს მართლაც ამოუხსნელი და იდუმალი მოვლენაა.“– წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი და აქვეყნებს თუთიყუშის ფოტოებს და ვიდეოს, რომელზეც ჩანს ბათუმში ბრმანაწლავის ოპერაციისას გარდაცვლილი 29 წლის გოგოს, მელანო ფუტკარაძის დედა და მის მხარზე შემომჯდარი თუთიყუში.

    “არ ვიცი როგორ მოვყვე ის რაც ესე რაღაცნაირად იდუმალი ამოუცნობი და აუხსნელი გასაოცარი მოვლენა… მოკლედ აღდგომის ირიჟრაჟზე დედას სიზმრად გამოეცხადა გარდაცვილი ქალიშივილი მელანია და უთხრა დედას რომ თუ დროულად მოახერხებდა საფლვზე ასვლას ის იქ დახვდებოდა და თან ისიც უთხრა რომ ამ კაბის ფერებში იქნებოდა რაც თუთიყუშის უკან ფონზეა ეს გარდაცვილი მელანიას კაბაა…ასეც მოიქცა დედა… უკანმოუხედავად გავარდა საფლავზე და აი ის სასწაულიც დახვდა ეს ულამაზესი არსება და გამოყვა სახლში.“– წერს ფეისბუქ მომხმარებელი. 

  • შერონ სტოუნი Vogue-ს ფოტოსესიისთვის ნახევრად გაშიშვლდა

    ჰოლივუდის მსახიობი, 61 წლის შერონ სტოუნი ჟურნალ “Vogue”-სთვის ნახევრად გაშიშვლდა. 61 წლის მსახიობმა სხვადასხვა სტილი მოირგო. ფოტოსესიაში მსახიობმა ფილმი „ძირითადი ინსტიქტიც“ გააცოცხლა. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა შერონ სტოუნს დიდი წარმატება კარიერის საწყის ეტაპზე. 
    {{PHOTOGALLERY}}

  • “ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა“–ზუგდიდელი ახალგაზრდა იუსტიციის სახლში გახსნილი საშაურმეს შესახებ

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ზუგდიდელი ახალგაზრდების მიერ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს წარწერით – “ზუგდიდელი ახალგაზრდები-“ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა”. ეს უკანასკნელი რეპლიკა თავად ვიდეოს ავტორს ეკუთვნის, რომელმაც იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს აშენებულ იუსტიციის სახლში ქართული ოცნების დროს საშაურმე გაიხსნა. 

  • “რაც ლევან კობერიძემ უმრავლესობა დატოვა, მის ეზოში 7 წლის განმავლობაში პირველად აყვავდა ნუში“–გოცირიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე უმრავლესობიდან ლევან კობერიძის გასვლა ფეისბუქ გვერდზე სტატუსს უძღვნის:

    “საოცარი ამბავი მომხდარა თბილისის ერთ-ერთ უბანში.

    ყველას გვახსოვს დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის ამბავი. მას შემდეგ, რაც მან დატოვა ”ქართული ოცნება”, განსაკუთრებული სითბოთი დაუწყეს მისალმება მეზობლებმა, ხოლო მის ძაღს მეზობლის ძაღლებმა და კატებმა.
    არანაკლები სასწაული მომხდარა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა. თურმე, მის ეზოში, შვიდი წლის განმავლობაში პირველად აყვავდა ნუშის ხე.
    წინ კიდევ ბევრი საოცრება გველოდება“ –წერს გოცირიძე
  • ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად. პაპარაცების ფოტოები ჰოლივუდიდან

    ანჯელინა ჯოლი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ დრო შვილებთან ერთად გაატაროს. ბოლო დროს პაპარაცები მას ხშირად უღებენ ფოტოებს შვილებთან ერთად სეირნობისას. ის ხან მაღაზიებში დადის 14 წლის ზახარასთან ერთად, ხან ნაყინს მიირთმევს ვივენთან ერთად, ხან კი ყველა შვილთან ერთად მხიარულობს.

    ამჯერად ფოტოგრაფებმა ანჯელინა 15 წლის პაქსთან ერთად შენიშნეს დასავლეთ ჰოლივუდის ერთ–ერთი რესტორნიდან გამოსვლისას. მსახიობს მოკლემკლავიანი შავი მაისური და შავი ტყავის შარვალი ეცვა. ის როგორც წესი, ძირითადად შავ სამოსს ამჯობინებს. დედა–შვილს რესტორნის გარეთ დაცვა და მანქანა ელოდა.

  • კიმ კარდაშიანმა უმცროსი შვილების ფოტო გამოაქვეყნა

    კიმ კარდაშიანმა თაყვანისმცემლებს მისი უმცროსი შვილების გულის ამაჩუყებელი ფოტო გაუზიარა. მან სოციალურ ქსელში სამი წლის ვაჟიშვილის, სეინტის და ერთი წლის ქალიშვილის, ჩიკაგოს ფოტო დადო. კადრში საინტი ვარდისფერ სპორტულ ტანსაცმელში უმცროსი დის გვერდით ზის და მას აშკარად კოცნას უპირებს.
    “ჩემი შვილები – ჩემი ცხოვრებაა!“ ასეთი კომენტარი დაურთო კიმ კარდაშიანმა შვილების ფოტოს. თაყვანისმცემლებმა მას მადლობა გადაუხადეს ამ ფოტოს გამოქვეყნებისთვის. ბევრმა ბავშვების სტილის გამო აღფრთოვანებაც გამოთქვა. პატარა გოგონას ფეხზე მამამისის, კანიუ უესტის ბრენდის, Yeezy –ს ფეხსაცმელი აცვია.

  • “რაღაც ძალიან მოდაში ვარ მოსკოვში“–სააკაშვილი გოგოზე, რომელსაც რუსული მედია მის საყვარლად აცხადებს

    “რაღაც ძალიან მოდაში ვარ მოსკოვში, ეს თვითმარქვიები კი ლეიტენანტი შმიდტის შვილებით მომრავლდნენ. თანაც ამაზე ალბათ ფულსაც აკეთებენ. ვის მივმართო პროცენტების მისაღებად?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რუსულ და უკრაინულ ენებზე და იმ სტატიის ლინკს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ ცნობილი მოდელი, ელენა ბურჩაკი, რომელსაც მედია მიხეილ სააკაშვილის საყვარელს უწოდებს, მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
    ტელეგრამ არხის, 112–ის ინფორმაციით ?7 წლის მოდელი დიდი სისწრაფით მიდიოდა და რენჯ როვერს შეეჯახა. შემთხვევა მინსკის შოსეს 23–ე კილომეტრზე მოხდა. მომხდარის შემდეგ გოგონამ განაცხადა, რომ საჭესთან ცუდად გახდა, თუმცა ექიმებს არ დაელოდა და ავარიის ადგილი დაცვასთან ერთად დატოვა.
    ამავე სტატიაში, რომლის ლინკსაც თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს, საუბარია, რომ 2018 წელს რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საყვარლების გრძელი სია, რომელშიც ბურჩაკიც აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი თითქოს კიევში ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს, რომანი კი ესემეს მიმოწერით დაიწყო.
    მოგვიანებით ელენამ ეს ჭორები საჯაროდ გამოიტანა და რუსული მედიას კომენტარებიც მისცა. ის ყვებოდა თითქოსდა “მიშას ნათქვამ“ სხვადასხვა პოლიტიკურ საიდუმლოებებს და მონათხრობს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსების შესახებ.