
Category: სხვადასხვა
-
“ის მკაცრი დედა იქნება“–მეგან მარკლის მეგობარი ოჯახთან მის ურთიერთობებზე
მეგან მარკლი, ისევე როგორც სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლები პირად ურთიერთობებს საიდუმლოდ ინახავს. თუმცა მისი ახლო მეგობრები ამტკიცებენ, რომ ის შესანიშნავი დედა იქნება.38 წლის ჯანინა გავანკარი მეგანის ერთ–ერთი ძველი მეგობარია. ის თვლის, რომ ყოფილი მსახიობი ოჯახური ცხოვრების მშენებლობას როგორც საკუთარ ბიზნეს–პროექტს ისე უდგება.პრინცი ჰარის მეუღლის მეგობარი ამბობს, რომ მეგანი ძალიან პრაქტიკულია და მას სხვების დახმარება არ სჭირდება. “ის სუსტი არ იქნება, ვფიქრობ ძალიან მკაცრი დედა იქნება. არცთუ მეტისმეტი დაჟინებით, მაგრამ ის მაინც ეცდება ოჯახი წარმატებამდე მიიყვანოს“– უთხრა მან CBS.–ს“ვამპირის დღიურების “ ვარსკვლავი ამბობს, რომ ადრე ის და მეგანი ხშირად საუბრობდნენ ოჯახურ ფასეულობებზე და მეგანი ყოველთვის ამბობდა, რომ ძალიან უნდოდა დედობა და ამისთვის ემზადებოდა. -
Google-მა Huawei-ს Android-ის გამოყენების ლიცენზია ჩამოართვა
Google-მა Huawei-სთან კონტრაქტი შეწყვიტა და Android-ის გამოყენების ლიცენზია ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიის მიმართ არაერთი სანქცია დაწესდა. ამის მიზეზი დონალდ ტრამპისა და ამერიკის მთავრობის პოლიტიკაა. ისინი Huawei-ს ბრალს დებდნენ, რომ ჩინური კომპანია ინტერნეტს ამერიკელი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მისაღებად იყენებდა.
Google ან Huawe ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადებას არ აკეთებენ, თუმცა როიტერი ამტკიცებს, რომ სანდო ანონიმური წყაროსგან დაზუსტებით შეუძლიათ იმის თქმა, რომ ამერიკული ტექნოგიგანტი Huawei-ს ძალიან მკაცრ სანქციას დაუწესებს. თუ რამდენად დიდი იქნება ეს სანქცია, ამაზე ჯერ-ჯერობით ფიქრობენ Google-ის მმართველები. თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ Huawei-ს სმარტფონების მეპატრონეებს სისტემურ განახლებებზე წვდომა აღარ ექნებათ და მომავალი სმარტფონები ვეღარც Google Play Store-სა და Gmail-ის გამოყენებას შეძლებენ. ეს კი სმარტფონის გაყიდვებს საგრძნობლად შეამცირებს.
-
არნოლდ შვარცენეგერს სამხრეთ აფრიკაში თავს დაესხნენ (ვიდეო)
71 წლის არნოლდ შვარცენეგერი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მსახიობი და კალიფორნიის ექს გუბერნატორი სამხრეთ აფრიკაში ბოდიბილდინგის შეჯიბრებაზე იმყოფებოდა, როცა თავს დაესხნენ.შვარცენეგერი ადგილობრივ სტუდენტებს ავარჯიშებდა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობდა, როცა მოულოდნელად უცნობი მამაკაცი უკნიდან გამოექანა და მას ზურგში ფეხი ჩაარტყა. შვარცენეგერი დაეცა.ინტერნეტში თავდასხმის კადრები გავრცელდა. თავდამსხმელი უცებ გააუვნებელყვეს. შვარცენეგერი მსუბუქი დაზიანებით გადარჩა. -
კიმ კარდაშიანმა ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა
38 წლის კიმ კარდაშიანი ერთი კვირის წინ დედა მეოთხედ გახდა. მან ბოლო ბოლო გადაწყვიტა პატარას სურათი სოციალურ ქსელებში გამოექვეყნებინა. ფანები უკვე დაობენ, ვის გავს პატარა– დედას უ მამას. თუმცა უფრო მეტი კამათი არა ფოტომ, არამედ ბავშვის სახელმა გამოიწვია Psalm West – ასე მიაწერა კიმმა ბავშვის ფოტოს. კარდაშიანის თაყვანისმცემლებს ბავშვის სახელზე არაერთვაროვანი რეაქცია ქონდათ.
«Psalm» ებრაულიდან თარგმანში სიმღერას, ან ჰიმნს ნიშნავს და ბიბლიის ერთ–ერთ წიგნს ეხება. ეს კი ყველას არ მოეწონა. ზოგმა ჩათვალა, რომ ბავშვის მამამ, კანიე უესტმა თავი ღმერთად წარმოიდგინა. თუმცა, გასაოცარი ბავშვის უცნაურ სახელში არაფერია. კიმის და კანიეს სამ უფროს შვილსაც საკმაოდ უჩვეულო სახელები აქვთ. ხუთი წლის გოგონას North, ანუ ჩრდილოეთი ქვია. სამი წლის ბიჭს Saint, ანუ წმინდანი. 15 თვის გოგონას კი მათ ჩიკაგო დაარქვეს.ახალდაბადებული პატარა, ისევე როგორც ჩიკაგო წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა. საქმე იმაშია, რომ ბიჭის დაბადების შემდეგ ექიმებმა კარდაშიანი გააფრთხილეს, რომ ფეხმძიმობა და მშობიარობა მომავალში მისთვის საშიში იქნებოდა, რადგან ორ უფროს შვილზე ფეხმძიმობა მძიმე გართულებებით მიმდინარეობდა.
-
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯასტინ ბიბერი ედ შირანთან დუეტით და კლიპით დაბრუნდა
ჯასტინ ბიბერმა თაყვანსმცემლები გაახარა ახალი სიმღერით, რომელიც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირველია.
ედ შირანთან ერთად მან კლიპი გადაიღო, რომელიც უცნაური და მხიარული სცენებით არის სავსე. კლიპის პრემიერა youtube–ზე პარასკევს შედგა და მან მალევე მილიონობით მაყურებლის ნახვა დააგროვა.ერთობლივი მუშაობის შესახებ ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა ორი კვირის წინ განაცხადეს და გამოაქვეყნეს კლიპზე მუშაობისას გადაღებული ერთობლივი ფოტო.მოგვიანებით მომღერლებმა წარმოადგინეს სინგლი I Don’t Care და პირობა დადეს, რომ მალე კლიპსაც გამოუშვებდნენ. კანადელი და ბრიტანელი მომღერლების თაყვანისმცემლები ვიდეოს მოუთმენლად ელოდნენ. ბევრი ვარაუდობდა, რომ სპეცეფექტებს და დაუვიწყარ სანახაობას იხილავდა.ვიდეო მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა: მხიარული, ანიმაციური, არეულ–დარეული. მომღერლების სამოსი კი უცნაური და ასევე მხიარული. სამი წუთის მანძილზე ბიბერი ხან სიმინდად გვევლინება, ხან ნაყინად, ხან კენტავრად და ა.შ. ედ შირანმაც კლიპში არაერთი როლი მოირგო. ერთ–ერთ კადრში ის ჯასტინის საცოლედაც იქცა.ჯასტინ ბიბერი გასული წლიდან მძიმე დეპრესიას ებრძოდა. ზამთარში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ დროებით წყვეტს მუშაობას და აპირებს მთელი დრო ოჯახს დაუთმოს. ახლა მომღერალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ვარცნილობა შეიცვალა, ახალ ალბომს ამზადებს და ფანატებსაც ეკონტაქტება. -
სარა ჯესიკა პარკერი მედიისგან საკუთარ ქორწინებას საპასუხო შეტევით იცავს
მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ხუთშაბათს ინსტაგრამზე უპასუხა გამოცემა National Enquirer-ს, რომელიც მისი და მისი მეუღლის, მეთიუ ბროდერიკის ჩხუბის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას გეგმავს. მსახიობმა გამოცემის მიერ ელექტრონული ფოსტით მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, შემდეგ კი იქვე პასუხიც. გამოცემამ მსახიობს გაუგზავნა წერილი თხოვნით, კომენტარი გააკეთოს ინციდენტზე, რომელიც თითქოსდა ლონდონში მოხდა, სადაც სარა ჯესიკა პარკერი და მისი ქმარი საჯარო ადგილზე ჩხუბისას შენიშნეს. გამოცემა მსახიობს წერს, რომ მოწმეებმა ნახეს, როგორ ჩხუბობდნენ ისინი ზუსტად მათი ქორწინების 22 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე. მოწმის მტკიცებით, მათ ჩხუბი სადილზე დაიწყეს და შემდეგ ქუჩაში გააგრძელეს. როგორც გამოცემა წერს, წყაროს ცნობით სარა ქმარს იმის გამო ეჩხუბებოდა, რომ ის ლონდონში მეტისმეტად დიდ დროს ატარებს.მსახიობმა გამოცემას ინსტაგრამზე უპასუხა:“ისევ იგივე. ათ წელზე მეტია იგივე ტყუილი და უსამართლო, სამარცხვინო სისულელე. როგორც წესი, ჩვენი ქორწინების წლისთავის – 19 მაისის წინ. National Enquirer ძალღონეს არ იშურებს რომ მოახდინოს ფაბრიკაცია და გააუფერულოს ჩემს ქმართან ერთად ლონდონში გატარებული ოთხი საოცარი დღე. არ ყოფილა არანაირი ჩხუბი, არც რესტორანში და არც ქუჩაში. არ ყოფილა არანაირი კონფრონტაცია, თითქოსდა იმის გამო, რომ ის ლონდნში დიდ დროს ატარებს. მე და ჩემი შვილები ძალიან ვამაყობთ იმით, რასაც ის ლონდონში აკეთებს.“ – წერს სარა ჯესიკა პარკერი და იმასაც განმარტავს, რატომ გადაწყვიტა საჯაროდ გამოეტანა გამოცემის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ფოსტა და საჯაროდვე ეპასუხა მათთვის:“ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ ხალხის ტიპიური “გამოძიება“ გამომექვეყნებინა. თითქოს რამე მნიშვნელობა ქონდეს მათთვის ჩემს, ან ჩემი პუბლიცისტის პასუხს ან ჩემგან ნათქვამ სიმართლეს, როცა ამის გამოქვეყნებით მემუქრებიან. ჰეი,National Enquirer–ო, და დობილო გამოცემებო, რატომ არ უნდა ვიზეიმო ქორწინების 22 და ურთიერთობების 27 წელი? თქვენი დაუსრულებელი შევიწროების და ტყუილად დახარჯული მელნის მიუხედავად, ჩვენ სიყვარულის, ერთგულების, პატივისცემის, ოჯახის და ერთობლივი სახლის სამ ათწლეულს ვუახლოვდებით. აი, ეს არის ინფორმაცია “სანდო წყარდან.“– წერს სარა ჯესიკა პარკერი. -
სკანდალი რუსულ საბავშვო “Voice“–ში. ხმის მიცემისას მანიპულაციების გამო ფინალის შედეგები გაუქმდა
რუსეთის პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო პროექტის, „Voice –ბავშვების“ ფინალის შედეგების ანულირების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია Group-IB–მ კონკურსის გამარჯვებულის, რუსი მომღერლის, ალსუს ქალიშვილის, მიკელა აბრამოვას სასარგებლოდ ხმების ხელოვნურად წამატება გამოავლინა.არხის განცხადების მიხედვით შემოწმების შუალედურმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ხმის მიცემისას გარე ჩარევა განხორციელდა, რამაც შოუს შედეგებზე იმოქმედა.“ტრაფიკის გაანალიზებამ გამოავლინა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასირებული ავტომატიზირებული გაგზავნის ფაქტი პროექტის ერთ–ერთი მონაწილის კუთვნილ ტელეფონზე“ – ნათქვამია Group-IB–ს განცხადებაში.კომპანიის გათვლით, ხმების ხელოვნურად წამატებაში სულ 300 სატელეფონო ნომერი მონაწილეობდა. მათგან 8 ათასზე მეტი შეტყობინება გაიგზანა. ყველა ნომერი ერთ ოპერატორს ეკუთვნის და ერთ ტარიფს იყენებს. შემოწმების მომენტისთვის ყველა ნომერი მიუწვდომელი იყო.შემოწმება გრძელდება და თვის ბოლომდე დასრულდება. შემოწმების ფინალური შედეგების გამოქვეყნებამდე კომპანია არ ასაჯაროებს მონაცემების რეგიონების მიხედვით, სადაც ანომალურად მაღალი ხმის მიცემა დაფიქსირდა.აპრილში 10 წლის მიკელა აბრამოვამ მაყურებლის ხმის მიცემის შედეგად პროექტის მეექვსე სეზონის ფინალში გაიმარჯვა. მან ხმების 56.5 % მიიღო. შოუს ფინალი რუსული პირველი არხით გადაიცემოდა.აბრამოვას გამარჯვებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია აღშფოთების ტალღა და ეჭვები სოციალურ ქსელებში, რადგან ფინალში მასზე ბევრად უფრო ძლიერი მომღერლები მონაწილეობდნენ. ტელეკომანიამ მეორე დღესვე გადაწყვიტა ხმის მიცემის შედეგები გადაემოწმებინა, რადგან მათი თქმით შეინიშნებოდა ანომალური ხმის მიცემა და ერთ–ერთი მონაწილის მხარდამჭერი ზარებისა და შეტყობინებების რაოდენობამ მეტისმეტად გადააჭარბა სხვა კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს.ბავშვის მშობლები, მომღერალი ალსუ და მისი ქმარი, იან აბრამოვი შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.ხუთშაბათს პირველმა არხმა განაცხადა, რომ 24 მაისს შოუს სპეციალურ გამოშვებას გააკეთებს.“არხი იღებს უპრეცედენტო გადაწვეტილებას პროექტის სპეციალური გამოშვება გააკეთოს ყველა ფინალისტის მონაწილეობით 24 მაისს, პირდაპირ ეთერში.“რუსული შოუ–ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი პირველი არხის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და მას სამართლიანი უწოდა. არხი შეაქეს იმის გამო, რომ მან “მაყურებლის ინტერესები კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.“ ამბობენ იმასაც, რომ არხის მთავარი მიზანი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლიან რომ შედეგების გადახედვა არასწორი იყო, რადგან ზარები და შეტყობინებები ფასიანია და არ არის აკრძალული, ვისაც ფული აქვს ბევრი ზარი და შეტყობინება გაგზავნოს. -
რატომ ვერ ხვდება საქართველო ევროვიზიის ფინალში. წარუმატებელი მცდელობების ქრონიკა
უკვე მესამე წელია საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ ხვდება. წელს საქართველო ოთო ნემსაძემ სიმღერით – „სულ წინ იარე“წარადგინა, თუმცა გუშინ ისრაელში გამართული კონკურსის პირველ ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელმა ჟიურის და მაყურებლის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ფინალში ვერ გადავიდა. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რა განაპირობებს სიმღერის ამ კონკურსზე საქართველოს წარუმატებლობას, თუმცა ამჯერად, მოდით უბრალოდ გადავხედოთ საქართველოს შედეგებს ბოლო 12 წლის განმავლობაში ევროვიზიის კონკურსზე.
საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით My Story. კონკურსი ჰელსინკში, ფინეთში გაიმართა.
2008 წელს ქვეყანა ბელგრადში ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა, სიმღერით Peace Will Come. მან მე-11 ადგილი დაიკავა.
2009 წელს, საქართველოს შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული ჯგუფი “სტეფანე და 3G” გახდა. ჯგუფს საქართველოს სახელით მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე უნდა შეესრულებინა სიმღერა – Put In Disco.
მედიასაშუალებებში გახმოვანდა, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა.ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2010 წელს ოსლოში გამართულ რიგით 55-ე ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე საუკეთესო ათეულში მოხვდა. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მონაწილეობდა, მან მეცხრე ადგილი დაიკავა.
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა Eldrine, სიმღერით One More Day მეცხრე ადგილი დაიკავა.
2012 წლის ევროფესტივალს ქართველი კონკურსანტი ანრი ჯოხაძე სიმღერით, I’m a Joker ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. კონკურსი ამ წელს ბაქოში ტარდებოდა.
2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე შვედეთში საქართველოს წარმომადგენლები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით Waterfall მე-15 ადგილზე აღმოჩნდნენ.
2014 წლის ევროფესტივალი კოპენჰაგენში გაიმართა. ქართველი კონკურსანტები The Shin & მარიკო ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშნენ.საიუბილეო, ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა, ავსტრია მასპინძლობდა. საქართველოს წარმომადგენელი ნინა სუბლატი, სიმღერით Warrior მე-11 ადგილზე გავიდა.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში, შვედეთში ჩატარდა. საქართველო ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს, სიმღერით Midnight Gold. ისინი მეოცე ადგილზე გავიდნენ.
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith, 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.
2018 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე საქართველო ჯგუფმა “ირიაო“–მ წარადგინა სიმღერით “შენი გულისთვის“. ფინალში ვერ მოხვდა.
-
მშობიარობის შემდეგ თინა კუნაკი საჯაროდ პირველად გამოჩნდა
22 წლის მოდელი თინა კუნაკი სამი კვირის წინ დედა გახდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ მოდელი საჯაროდ გამოჩენას არ ჩქარობდა. კანის ფესტივალის პერიოდში ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა. კრუაზეტის სანაპიროზე თინამ ყვავილებით დაპრინტული კაბით გაისეირნა. უმაკიაჟო მოდელს თმა თავისუფლად ქონდა უკან შეკრული.კუნაკი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ფესტივალის განმავლობაში სავარაუდოდ მაინც მოუწევს. ის ბრენდ L’Oreal Paris–ის ელჩია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში საკუთარ ღონისძიებებს მართავს. გარდა ამისა, მოდელმა არაპირდაპირ მიიღო მონაწილეობა ფესტივალზე წარდგენილ ერთ–ერთი ფილმის შექმნაში.ფეხმძიმობისას თინა ჯგუფ Pink Noise–ის კლიპში მონაწილეობდა. ეპატაჟური ვიდეოს მუსიკა ფილმ “უარყოფილებში“ საუნდრტრეკად გამოიყენეს. ფილმი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია.კიდევ ერთი მიზეზი, რაც თინა კუნაკის კანის წლევანდელ ფესტივალთან აკავშირებს ფილმ «Hors normes» –ის პრემიერაა. ფილმში, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდა თინას ქმარი, ვენსან კასელი ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ფილმს ფესტივალის დახურვისას აჩვენებენ.
-
ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა
თელ–ავივში დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ გაიმართა. ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა. თუმცა მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ფინალში ვერ გადავიდა.მეორე ნახევარფინალური შოუ 16 მაისს გაიმართება. ფინალური კონკურსი კი 18 მაისს.ოთო ნემსაძის გამოსვლის სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა, ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვების შედეგად მოხვდა. პროექტი ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ჩატარდა.