Category: სხვადასხვა
-
iPhone–ის გაყიდვები მკვეთრად დაეცა
iPhone–ის სმარტფონების გაყიდვა 2019 წლის პირველ სამ თვეში მკვეთრად დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა კომპანია Apple–ს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. კომპანიის ინფორმაციით “აიფონების“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%–ით შემცირდა და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.თუმცა კომპანია Apple–ს ხელმძღვანელი, ტიმ კუკი ამბობს, რომ მარტის ბოლოს აიფონის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, კონკრეტულად კი ჩინეთში, სადაც კომპანიამ მომხმარებლის მისაზიდად ფასები დაწია.Apple კლებას არ უშინდება და მეორე კვარტალში გაყიდვების გაზრდას პროგნოზირებს. კომპანია გაყიდვების კლებას წლის დასაწყისშივე ვარაუდობდა. განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც მას სერიოზული კონკურენტები ყავს Huawei Technologies–ს და Xiaomi–ს სახით.თუმცა ტიმ კუკის თქმით, ჩინეთში ფასების დაწევამ, ამ ქვეყანაში გადასახადების შემცირებამ და მომხმარებლისთვის ახალი საკრედიტო შეთავაზებების გაჩენამ iPhone-ის გაყიდვების ზრდის შანსები გააჩინა. კუკი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში კომპანიის სხვა პროდუქტების გაყიდვებიც გაიზრდება. ამის იმედს მას აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება აძლევს.Apple შემოდგომისთვის შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს, თუმცა ზაფხულში სავარაუდოდ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 20%–ით დაბალი იქნება. შესაბამისად, შემცირებულია კომპანიის მოგებაც.Apple ცდილობს სმარტფონების გაყიდვაზე კომპანიის დამოკიდებულება შეამციროს და სანაცვლოდ შემოსავლები კომპანიის მომსახურებიდან მიიღოს. მარტში მან ახალი პროდუქტის შესახებ გამოაცხადა – ეს არის სტრიმინგ პლატფორმა Apple TV+, რომელიც ნეტფლიქსის კონკურენტად მოიაზრება.თუმცა ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომსახურების სექტორი იმაზე იქნება დამოკდებული, რამდენი კლიენტი ეყოლება Apple–ს სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, iPhone–ის გაყიდვებზე დიდწილად არის დამოკიდებული. -
ფეისბუქი „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს
ფეისბუქი „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქციას ამატებს-ამის შესახებ სპეციალურ კონფერენციაზე მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.მისი თქმით, სერვისი ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ბოლოს ამოქმედდება.ასევე დაემატება კიდევ 14 ქვეყანა, სადაც ფეისბუქის მომხმარებლები აღნიშნული ფუნქციით ისარგებლებენ.
“საიდუმლო ქრაშის” საშუალებით ფეისბუქზე ცხრა მეგობრის არჩევა იქნება შესაძლებელი.
თუ მათ აღნიშნული სერვისი გააქტიურებული აქვთ, ისინი შეტყობინებას მიიღებენ იმის შესახებ, რომ რომელიღაც მეგობარი მასზე “დაქრაშულია”, ხოლო თუ ამ მეგობრის საიდუმლო სიაში ერთმანეთი შეიყვანეს, ვინაობები მათთვის ცნობილი გახდება.
როგორც ფეისბუქის წარმომადგენლები ირწმუნებიან, პირადი მონაცემები დაცული იქნება და სოციალური ქსელი არ შეაგროვებს მონაცემებს საიდუმლო ქრაშების შესახებ.
ამ ეტაპზე, „საიდუმლო ქრაშის“ ფუნქცია ხელმისაწვდომია კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდში, არგენტინასა და მექსიკაში, სადაც Facebook Dating-ით სარგებლობა შეიძლება.
დღეიდან კი, ეს სერვისი კიდევ 14 ქვეყანაში გახდება ხელმისაწვდომი, მათ შორის ბრაზილიასა და მალაიზიაში. ჩამონათვალში საქართველო ვერც ამჯერად მოხვდა, შესაბამისად ფეისბუქის ინოვაციური ფუნქციით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ისარგებლებთ.
-
კატასტროფული სცენარი: ნასამ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახებისთვის წვრთნები დაიწყო
ნასა, ევროპის კოსმოსური სააგენტო და მათი პარტნიორები მთელი მსოფლიოს მაშტაბით დედამიწის ასტეროიდ 2019 PDC–თან შეჯახებისთვის ემზადებიან. რომელიც დაწყებული წვრთნების ამოცანების მიხედვით დედამიწას დაჟინებით უახლოვდება.ასტეროიდის ზომა დაახლოებით300 მეტრია. წინასწარი გათვლების მიხედვით პოტენციური შეჯახების ყველაზე რეალური თარიღი 2027 წლის 29 აპრილია, ანუ ზუსტად 8 წლის შემდეგ.ასტეროიდი ზუსტად ერთი თვის წინ “აღმოაჩინეს“, ანუ მარტის ბოლოს და მისი ტრაექტორია თანდათანობით ზუსტდება. თუმცა, თუ თავიდან მეცნიერები დედამიწასთან მისი შეტაკების შანსებს 1/50000 –იანი ალბათობით აფასებდნენ, ამჟამად კატასტროფიული სცენარის ალბათობა უკვე 1/100–ს შეადგენს .რა თქმა უნდა, რეალობაში არანაირი ასტეროიდი 2019 PDC არ არსეობს. ეს მხოლოდ სპეციალური წვრთნებისთვის შექმნილი ლეგენდაა, რომელიც ორშაბათს ვაშინგტონში პლანეტის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიწყო.თუმცა, მართალია ეს ასტეროიდი გამონაგონია, მაგრამ თავისთავად სცენარი, რომელსაც მეცნიერები ამუშავებენ სრულიად რეალურია. დღეისათვის პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების სიაში 74 კოსმოსური ობიექტია, რომლებიც დედამიწას შესაძლო შეჯახებით ემუქრებიან. და სია მუდმივად ივსება.“ეს კონფერენცია სრულიად უნიკალურია. ასეთი ჩვენს პლანეტაზე ჯერ არ ყოფილა. მასზე შეიკრიბნენ ასტრონომები, სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, მედიაპროფესიონალები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები ერთადერთი მიზნით: გადაარჩინონ ჩვენი პლანეტა კოსმოსური კატასტროფისგან. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საჩქარო არაფერია.“ – განაცხადა სწავლების გახსნისას ნასას ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრაიდენსტაინმა.დედამიწის არსებობის მანძილზე კოსმოსურ სხეულებთან კატასტროფული შეჯახების ფაქტები მომხდარა. ერთ–ერთმა მათგანმა 66 მილიონი წლის წინ სიცოცხლის ფორმების მასობრივი გაწყვეტა გამოიწვია, მათ შორის დინოზვრების.ორშაბათს ვაშინგტონში გახსნილი კონფერენცია პირველი ამგვარი კონფერენცია არ არის: ნასა 2016 წლიდან რეგულარულად ამუშავებს ასეთი შეჯახების სცენარებს. თუმცა, სწავლება ყველაზე მაშტაბურია, რაც კი აქამდე ყოფილა და პირველია, რომელშიც მთელი პლანეტის მაშტაბით არიან მეცნიერები ჩართული.საქმე იმაშია, რომ ხშირად დედამიწასთან უცნობი ციური სხეულების მოახლოების შესახებ მანამდე რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, ვიდრე ისინი პლანეტას სიახლოვეს ჩაუვლიან. მართალია კატასტროფული შეჯახების შანსი შესაძლოა მცირე იყოს, მაგრამ შეიძლება მისთვის სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ.“პირველი ნაბიჯი ჩვენი პლანეტის დასაცავად რაც შეიძლება დეტალური წარმოდგენის შექმნაა, რა შეიძლება მას ემუქრებოდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ მივიღოთ ზომები ასტეროიდის შეჯახების თავიდან ასაცილებლად ან დარტყმის შედეგების მინიმიზაციისთვის“ – ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს დედამიწის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, რიუდიგერ იენი.
სწავლება ერთ კვირას გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე მონაწილეები ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლის შესაძლო ვარიანტებს, მუშაობის კოორდინაციის, დაფინანსების წყაროების მოძიების საკითხებს და საინფორმაციო ტექნოლგიებს განიხილავენ, თუ როგორ იქნება უკეთესი დედამიწის მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა მოახლოებული არმაგედონის შესახებ.“ეს თემა რამდენიმე შესანიშნავი ფილმის და სერიალის სცენარს დაედო საფუძვლად. მაგრამ რამდენად დიდია ასტეროიდთან შეჯახების შანსები და რა შეიძლება გავაკეოთ სინამდვილეში? სამწუხაროდ ბრიუს უილისი არ არის “ტვიტერში“– წერს ევროპის კოსმოსური სააგენტო ტვიტერის გვერდზე.დღეისათვის მეცნიერები ასტეროიდთან შეჯახებისგან დედამიწის დაცვის რამდენიმე სცენარს განიხილავენ:პირველი – ასტეროიდზე კოსმოსური აპარატით პირდაპირი დარტყმის შედეგად მისი ტრაექტორიის შეცვლაა.ამ ვარიანტის დამუშავებას ნასა უკე 2022 წლის ბოლოსთვის აპირებს: აპარატმა DART –მა მთელი ძალით უნდა დაარტყას 160 მეტრიან თანამგზავრს, რომელიც დედამიწის მახლობლად მოძრავ ასტეროიდ დიდიმის გარშემო ტრიალებს. მართალია აპარატი დაიმსხვრევა, მაგრამ ეს მეცნიერებს მისცემს საშუალებას გაარკვიონ, რამდენად ძლიერად შეუძლია ამგვარ დარტყმას კოსმოსური ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლა.მეორე ვარიანტი ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოებისას აფეთქებაა. მართალია ეს ვარიანტი ჯერჯერობით მხოლოდ ფილმებში გვხვდება, თუმცა თეორიულად ეს სრულიად შესაძლებელია.მესამე – ასტეროიდის დედამიწისგან შორს განზიდვაა მასიური კოსმოსური აპარატის მიზიდულობის საშუალებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს მეტისმეტად ადრე აღმოაჩენენ. ხელოვნურ თანამგზავრს ასტეროიდის გასწვრივ ფრენა რამდენიმე წლის, ან ათწლეულის მანძილზე მოუწევს, რათა გრავიტაციული ტრაქტორის როლი შეასრულოს.და მეოთხე, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ვარიანტი – ასტეროიდის ნაწილის თეთრი საღებავით დაფარვაა. თეთრი ფერი უკეთ ირეკლავს სინათლის სხივებს და შესაძლოა ეს საკმარისი აღმოჩნდეს ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად და შეტაკების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. -
რატომ ბერდება ზოგი ნაადრევად, ზოგი კი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას
ზოგ ადამიანს ასაკი ისე ეტყობა, თითქოს ერთ წელში სამი წელი ემატებაო. სხვებისთვის კი თითქოს დრო გაჩერდა. ყველაზე ხშირად ამის მიზეზი გენეტიკაა, თუმცა არა მხოლოდ. ერთდროულად რამდენიმე კვლევა ამტკიცებს, რომ უჯრედების და მთლიანად ორგანიზმის ახალგაზრდობა საკუთარი ძალებითაც შეგვიძლია გავახანგრძლივოთ.
ყველა ერთნაირად არ ბერდება2015 წელს დიუკის უნივერსიტეტის, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა ახალი ზელანდიის პატარა ქალაქის, დანიდინის ათასი მაცხოვრებლის მონაცემები გააანალიზეს. იმ მომენტისათვის ექსპერიმენტის მონაწილეების ასაკი 26–38 წელი იყო. ოცი წლის განმავლობაში მათ ყურადღებით აკვირდებოდნენ.კვლევის საწყის ეტაპზე მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა ტელომერები გაზომეს. ეს არის ქრომოსომების დნმ–ს ბოლოში არსებული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა, რომლებიც უჯრედების დაყოფისას მუდმივად მოკლდება. ტელომერი ახალგაზრდა უჯრედების გენებში უფრო გრძელია, ვიდრე “ხანდაზმულ” უჯრედებში. როდესაც ტელომერი ნადგურდება, უჯრედიც კვდება. უჯრედს უნარი აქვს იმდენჯერ დაიყოს, სანამ ტელომერი არ დაიშლება. ტელომერის დამოკლება ორგანიზმის დაბერების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.კვლევის პროცესში ათწლეულის განმავლობაში რეგულარულად გამოითვლებოდა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი და დაბერების სიჩქარე 18 ბიომარკერის მიხედვით, როგორებიც არის: არტერიული წნევა, ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე, ქოლესტერინის დონე, ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების და სხვა ორგანოების მუშაობა. გარდა ამისა, ყველა მოხალისემ 38 წლის ასაკში ჩატარა ტესტი ფსიქოლოგიური ასაკის დასადგენად.
როგორც გაირკვა, ექსპერიმენტის ზოგიერთი მონაწილე თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად ბერდებოდა ვიდრე დანარჩენები: წელიწადის თორმეტი თვე მათთვის სამ წელს უდრიდა. ზოგისთვის კი პირიქით, ერთი წელი 16 თვეს უდრიდა, ანუ უფრო ნელა ბერდებოდნენ. იმ მომენტისთვის, როცა მონაწილეებს 38 წელი უსრულდებოდათ, მათი ბიოლოგიური ასაკი 28–დან 61 წლამდე მერყეობდა.კვლევის ავტორთა აზრით, კვლევის მონაწილეთა დაბერების სისწრაფე მხოლოდ 20%–ით იყო გენეტიკაზე დამოკიდებული. დიდ გავლენას ამ პროცესზე ახდენდა სპორტი, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, რეგულარული სამედიცინო კვლევები და მოწევაზე უარის თქმა. გარდა ამისა, სწრაფად ბერდებოდნენ ისინი, ვისი ფსიქოლოგიური ასაკიც ფაქტიურ ასაკს აღემატებოდა.
მოძრაობა– სიცოცხლეაკოლეგების დასკვნები ნაწილობრივ დაადასტურეს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა. ათასხუთასი 64 წლის ასაკს გადაცილებული ქალის ცხოვრების წესზე დაკვირვების შედეგად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, უფრო ადრე ბერდება. იმ ადამიანების უჯრედების ბიოლოგიური ასაკი, რომლებიც დღეღამეში ათ საათზე მეტ დროს ჯდომაში ატარებენ, რვა წლით მეტი იყო, ვიდრე მათი უფრო მოძრავი თანატოლების ბიოლოგიური ასაკი.ბელგიელი მეცნიერების კვლევების მიხედვით კი ეს შესაძლოა იმის ბრალი იყოს, რომ ფიზიკური ვარჯიში და აქტივობის მაღალი დონე ასაკში NFR1 გენს ააქტიურებს, რომელიც დნმ–ს მოლეკულების დაბოლოებებს დაზიანებისგან იცავს.გარდა ამისა, სპორტი თიმუსის აქტიურობას ამაღლებს. ეს არის მკერდსუკანა ჯირკვალი, იგივე ჩანგლისებრი ჯირკვალი – იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფურ–ეპითელური ორგანო, რომელშიც ღეროვანი უჯრედები T ლიმფოციტებად გარდაიქმნებიან. დროთა განმავლობაში ეს ორგანო ზომებში მცირდება, თუმცა როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, არა მათ შემთხვევაში, ვინც სპორტით აქტიურად არის დაკავებული. ასეთი ადამიანების ორგანიზმში თიმუსის ჯირკვალი იმუნური სისტემის იმდენივე უჯრედს გამოიმუშავებს, რამდენსაც ახალგაზრდებისა, სისხლში ქოლესტერინის დონე კი ბევრად დაბალია, ვიდრე მათივე არასპორტული თანატოლებისა. გარდა ამისა, მამაკაც სპორტსმენებში ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე ნარჩუნდება.
ნაკლები შაქარი, მეტი კაკალიახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად კარგი გზა ნაკლები ტკბილი საკვების მიღებაა. ინგლისელმა და გერმანელმა გენეტიკოსებმა დროფოზილები, ანუ ბუზის ერთ–ერთი სახეობა შაქრის მაღალი შემცველობის დიეტაზე დასვეს და აღმოაჩინეს, რომ ამან FOXO–ს გენის მუშაობაზე მოახდინა გავლენა. ეს გენი კი პირდაპირ უკავშირდება დაბერების პროცესს. ახალგაზრდა მწერები ორ ჯგუფად დაყვეს. ნაწილს შაქრის ოპტიმალური რაოდენობის მქონე საკვებს აძლევდნენ, მეორეს ნაწილს კი ნორმაზე რვაჯერ მეტი შაქრის შემცველობის პროდუქტს. სამი კვირის შემდეგ ყველა მწერი ჩვეულებრივ კვებაზე გადაიყვანეს. ამის მიუხედავად მწერები, რომლებიც მცირე ასაკში მომეტებული შაქრით იკვებებოდნენ, უფრო ხშირად იხოცებოდნენ, ვიდრე მეორე ჯგუფის მწერები.კვლევის ავტორების აზრით შაქრის დიდმა რაოდენობამ FOXO–ს გენის ნორმალური აქტივობა დათრგუნა (მწერებში dFOXO ადამიანებში FOXO1 გენის ანალოგია), რომელიც დაბერების პროცესს უკავშირდება.მეცნიერები შაქრის ნაცვლად უროლიტინით მდიდარი პროდუქტების მიღებას გვირჩევენ. ეს ნივთიერება უხვად არის კაკალში, ბროწეულში და მარწყვში. უროლიტინის ინექციის შემდეგ ერთ–ერთი ცდის ფარგლებში მრგვალი ჭიები – ნემატოდები 45%–ით უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე მათი თანატოლები. ჩვეულებრივი ლაბორატორიის ვირთხები კი 42%–ით უფრო ამტანები ხდებოდნენ.ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის წიწაკა ჩილი, უფრო სწორად მასში შემავალი ალკალოიდი კაპსაიცინი. ის ხელს უშლის გასუქებას და ამცირებს გულ–სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადებების განვითარების რისკს.და ბოლოს, მთავარია არ ინერვიულოთუკვე არაერთი კვლევით დასტურდება სტრესის კავშირი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას შორის. ამერიკელი გენეტიკოსები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტს ნერვიულობს ადამიანი, მით უფრო სწრაფად ბერდება. დეპრესია და სტრესი ANK3 გენში ცვლილებებს იწვევს. ეს გენი უჯრედული მემბრანების მუშაობაზეა პასუხისმგებელი. ნორმალურ ვითარებაში ამ გენის აქტივობა წლებთან ერთად მატულობს, რაც სხეულის დაბერებას და მოდუნებას იწვევს. თუმცა იმ ადამიანებში, რომლებმაც სერიოზული სტრესი და დეპრესია გადაიტანეს, ამ გენის გააქტიუროება უკვე ახალგაზრდა ასაკში შეინიშნება, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს.მკვლევარების აზრით ახალგაზრდობის გახანგრძლივების გასაღები სწორედ ამ გენშია. ცდების დროს ნემატოდებში მისმა გათიშვამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამგვარი ზემოქმედება ანტიდეპრესანტი მიანსერინის საშუალებით მოხდა, რომელმაც ANK3–ს აქტივობა შეამცირა და ჭიებს სიცოცხლე გაუხანგრძლივა. -
მარკ ცუკერბერგმა ცოლისთვის საჩუქარი გამოიგონა, რომელიც ყველა დედას გამოადგება
ფეისბუქის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ცოლს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. “ძილის“ მოწყობილობა მან თავად შექმნა და ის ბევრ ქალს გამოადგება. მარკმა საკუთარი გამოგონების ,შესახებ ინსტაგრამზე ისაუბრა. ის დარწმუნებულია, რომ ე.წ. ძილის ყუთი ბევრი ქალის ცხოვრებას შეცვლის. “ძილის ყუთი“ დაახლოებით დილის 6–7 საათისთვის ნათებას იწყებს და ამით დედას საშუალებას აძლევს გაიგოს, უკვე საწოლიდან ადგომის და ბავშვების მიხედვის დროა თუ შეუძლია ძილი განაგრძოს.ცუკერბერგი ყვება, რომ მისი ცოლი პრისცილა ღამით ხშირად იღვიძებდა და მუდმივად ტელეფონზე დროს ამოწმებდა, რათა გაეგო მალე გაიღივიძებდნენ თუ არა ბავშვები. ამის შემდეგ კი ძილი უტყდებოდა და დიდხანს ვეღარ ახერხებდა დაძინებას. ამიტომაც მარკმა გადაწყვიტა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც მის ცოლს ცხოვრებას შეუმსუბუქებდა.
“ძილის ყუთი“ დროს არ აჩვენებს. ის უბრალოდ საჭირო დროს ანათებს. თუ პრისცილას ღამით ეღვიძება, აღარ უწევს შფოთვა და საათის შემოწმება იმის გასაგებად, მოვიდა თუ არა უკვე ადგომის დრო. მარკი სიამაყით ყვება, რომ გამოგონებამ იმაზე უკეთ იმუშავა, ვიდრე ელოდა და ახლა მის ცოლს შეუძლია ღამე მშვიდად ეძინოს.მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი ჰარვარდში სწავლისას გაიცნეს. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. სამი წლის შემდეგ ქალიშვილი მაქსიმა შეეძინათ, 2017 წლის ზაფხულში კი მეორე გოგონა – ავგუსტა.
-
მეცნიერებმა დაადგინეს, რა დაავადებებისგან გვიცავს ყავა
კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან გაარკვია, რომელი დაავადებებისგან გვიცავს ყავა. კვლევის შედეგები სამეცნიერო პორტალ ScienceDaily–ში გამოქვეყნდა.შეისწავლეს ყავის სამი ტიპი: ნაკლებად მოხალული და მაგრად მოხალული, კოფეინით და უკოფეინოდ. გაირკვა, რომ მაგრად მოხალული ყავა როგორც კოფეინით, ასევე უკოფეინოდ, ხელს უშლის კოგნიტიური უნარების ასაკობრივ დაქვეითებას, რაც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ დადებით ეფექტს არა თავად კოფეინი ახდენს, არამედ სხვა ნივთიერება, რომელიც მოხალვისას გამოიყოფა. ეს არის ანტიოქსიდანტი ფენილინდანი, რომელიც ხელს უშლის ამილოიდური ფოლაქების – ნეიროფიბრილარული ბურთულების წარმოქმნას, რომლებიც დემენციას აძლიერებენ.კვლევის ერთ–ერთი ავტორი, დონალდ უივერი ამბობს, რომ ფენილინდანები უნიკალურია იმით, რომ ისინი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც აღკვეთს, უფრო სწორად კი ზღუდავს ბეტა ამილოიდებს და ტაუ–ცილების დაგროვებას, რომლებიც ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. -
მადონას ტრიუმფალური დაბრუნება. პოპვარსკვლავმა ახალი კლიპი ჩაწერა
მადონა მუსიკალურ რადარებზე ტრიუმფალურად ბრუნდება. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მომღერლის პირველი კლიპი გამოვიდა.
ვიდეოს სახელწოდებაა Medellín – კოლუმბიური ქალაქის სახელი. მასთან ერთად კლიპში კოლუმბიელი მომღერალი მალუმი მონაწილეობს. ეს ტრეკი პირველია იმ ხუთი სიმღერიდან, რომლებიც ალბომ Madame X–ში შევა. ეს ალბომი მომღერლის კარიერაში რიგით 14–ეა. მადონა ამბობს, რომ მისი ახალი მუსიკის შთაგონების წყარო ლისაბონი იყო და მისი ალბომი სწორედ ლისაბონში დაიბადა. “ლისაბონში ჩემი ტომი და არაჩვეულებრივი მუსიკოსების ჯადოსნური სამყარო ვიპოვნე, რომლებმაც ჩემი რწმენა გაამყარეს იმის შესახებ, რომ მუსიკა მთელ მსოფლიოს აკავშირებს და სამყაროს სულია. “ – ამბობს პოპ მომღერალი.მადონას ახალი რგოლი იუთუბზე 24 აპრილს ჩაუშვეს და სამ დღეში მან 11 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. -
2020 წელი გადამწყვეტი იქნება იმის გასარკვევად, როგორ გადაურჩება დედამიწა დრამატულ ცვლილებებს
კლიმატური ცვლილებებით შექმნილ რთულ ვითარებაზე გარემოს დამცველები ბევრს და ხმამაღლა საუბრობენ. ბევრი ფიქრობს, 2020 წელი კრიტიკული იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების დანერგვის საქმეში, რათა ჩვენი პლანეტა კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენისგან გადავარჩინოთ.
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა პლანეტის დეგრადაციას იწვევს. აქტივისტები გლობალურ ჩარევას ითხოვენ, რომ როგორმე შეჩერდეს, ან შენელდეს მაინც ფლორის და ფაუნის განადგურების, თუ მყინვარების დნობის ტენდენცია, რაც ისევ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.
გლობალურ დათბობას სპეციალისტები ძირითადად ნახშირორჟანგის ჭარბ გამოყოფას აბრალებენ, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღემდე უარყოფს. „ნასამ“ – შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ, წლევანდელი დედამიწის დღე22 აპრილი საგანგებოდ გამოიყენა იმისთვის, რომ სატელიტური ფოტოებით კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ თანდათანობით ათბობს დედამიწას ნახშირორჟანგის მზარდი კონცენტრაცია.
„ უფრო და უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება. შედეგად, ჰაერი და ოკეანის წყალი თბება, ოკეანეთა მჟავიანობა იზრდება; წყლის დონე მატულობს და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები ხშირდება“ – ამბობს კარლოს დელ კასტილო, „ნასას“ მეცნიერი.
ეს სატელიტური ფოტოები აჩვენებს ყინულის საფარის მკვეთრ დნობას, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. ასევე ჩანს ტყეთა მასივების დრამატული შემცირება, რაც არამარტო კონკრეტულ რეგიონზე, არამედ მთელ პლანეტაზე ახდენს გავლენას.
აუარება მტკიცებულების და სამეცნიერო კონსენსუსის მიუხედავად, თუ როგორ ვნებს პლანეტას სხვადასხვა წიაღისეული საწვავის გამოყენება, ნარჩენების მოცულობის ზრდა, ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურება, მსოფლიოს ლიდერები არასაკმარისად, ან საერთოდ არ მოქმედებენ.
განსხვავებით პოლიტიკოსების და ეკონომისტებისგან, ახალგაზრდა თაობა გაცილებით უფრო შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, იმ მემკვიდრეობით, რომელსაც მათ უფროსი თაობა უტოვებს და თანდათან უფრო აქტიურდება. შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თანბერგი ახალი თაობის გლობალური აქტივიზმის სიმბოლო გახდა. მან დედამიწის დღისთვის ლონდონში შეკრებილ გარემოს დამცველებს მიმართა:

„ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაკი სხვას არავის სურს, საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ბრძოლას ჩვენ არასდროს შევწყვეტთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ პლანეტის და საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ“.მომავალი წლის 22 აპრილს დედამიწის დღეს 50 წელი შეუსრულდება. დენის ჰეისი, ადამიანი, რომელმაც ამ დღის დაწესებაში დიდი როლი ითამაშა, ამბობს, რომ 2020 წელი გადამწყვეტი იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.
„ჩვენი მიზანია მომავალ წლამდე მაქსიმალურად ფართო მოძრაობის ორგანიზება შევძლოთ. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მათ იმედებს ვერ ამართლებენ, ისინი დედამიწას ვერ უვლიან. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო და ცვლილები მოვითხოვოთ“ – ამბობს ის.
ჰეისი „ტვიტერთან“ და სხვა სოციალურ ქსელებთან მუშაობს ინიციატივაზე სახელწოდებით „ხმა მიეცი დედამიწას“. საქმე იმაშია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია შეერთებულ შტატებში და კიდევ 60 სხვა ქვეყანაში. აქტივისტების მიზანია, გარემოს დაცვა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცეს.
ჰეისის თქმით, ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაცია ამერიკაში, იარაღზე კონტროლის გამკაცრება ახალ ზელანდიაში და სხვა მსგავსი ტენდენციები ადასტურებს, რომ მოკლე დროში ადამიანთა დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა სავსებით შესაძლებელია.
-
როგორ გამოიყურება ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ქალი ყოველდღიურ ცხოვრებაში
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევა მენდესი საბოლოოდ გადაიქცა ვარსკვლავიდან ორი ქალიშვილის დედად და რაიან გოსლინგის ყურადღებიან მეუღლედ. ახლახანს ჰოლივუდის ვარსკვლავს კიდევ ერთი ამპლუა გამოუჩნდა – ქალის ტანსაცმლის დიზაინერი. თუმცა ამის მიუხედავად დროის უდიდეს ნაწილს მაინც ოჯახს უთმობს.მსახიობი ფოტოგრაფებმა ამ დღეებში ლოს ანჟელესის ერთ–ერთი კაფედან გამოსვლისას შენიშნეს, სადაც პედიკურის და მანიკურის გაკეთების შემდეგ შეიარა, სანამ უფროს ქალიშვილს, ოთხი წლის ესმერალდას ხატვის გაკვეთილიდან გამოიყვანდა.

შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მოკრძალებულ სამოსშიც ევა შესანიშნავად გამოიყურება. მას როგორც ირკვევა არა მხოლოდ სექსუალური ლამაზმანის იმიჯი უხდება, არამედ კოპლებიანი კაბა, ქოშები და თავზე წაკრული ნაჭერი.

-
პლანეტის ყველაზე სექსუალურმა მამაკაცმა ცოლი მოიყვანა
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელმა მსახიობმა იდრის ელბამ, რომელიც 2018 წელს ჟურნალმა People–მა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა, მოდელი საბრინა დაუერი ცოლად მოიყვანა. ცერემონია 26 აპრილს მარაკეშში, სასტუმრო Ksar Char-Bagh–ში გაიმართა. 29 წლის მის ვანკუვერს ვერა ვონგის საქორწილო კაბა ეცვა. ქორწილის წინა ღამეს წყვილმა და მათმა მეგორებმა სასტუმრო Mandarin Oriental–ში ხმაურიანი წვეულება მოაწყვეს.
ელბა და დაუერი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. წყვილი 2018 წლის თებერვალში დაინიშნა. სერიალ ლუთერის ვარსკვლავისა და პოტენციური ჯეიმს ბონდისთვის ეს უკვე მესამე ქორწინებაა.