Category: სხვადასხვა

  • “მე ეიჯიზმს ვებრძვი. ახლა ასაკისთვის მსჯიან“–მადონა საკუთარი ასაკის შესახებ

    რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ მადონა სცენაზე დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ მისი ახალი რგოლი გამოვიდა. ახლო მომავალში კი ის ევროვიზიაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით გამოსვლისთვის ემზადება და პრიალა ჟურნალებისთვისაც პოზირებს. ის ჟურნალ Vogue-ს ივნისის ნომრის სტუმარია და მისი გარეკანისთვის ცნობილი ფოტოგრაფების – მერტ ალასის და მარკუს პიგოტის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე ის წყლით სავსე აბაზანაში პოზირებს.
    ფოტოსესიის შთაგონების წყარო გასული საუკუნის ფემინისტი ქალები გახდნენ, რომელთა რიგებს თავად მადონაც მიეკუთვნება. ჟურნალთან ინტერვიუში მიმღერალმა აღიარა, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ცხოვრობდა და მილიონობით თვალის სამიზნე იყო.
    “ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს განსჯას ამა თუ იმ მიზეზით. ამბობდნენ, რომ არასაკმარისად ლამაზი ვიყავი, რომ არც ისე კარგად ვმღეროდი, რომ არ მაქვს ნიჭი, რომ არც ისე კარგად ვარ გათხოვილი. ახლა კი ამბობენ, რომ არასაკმარისად ახალგაზრდა ვარ“ –ამბობს მომღერალი.
    მადონას თქმით, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. “ახლა ეიჯიზმს ვებრძვი. მე კი იმის გამო მსჯიან, რომ 60 წლის გავხდი“– ამბობს მომღერალი.

  • “ჩვენ არ ვართ მეგობრები“–შარლიზ ტერონი მისი და ანჯელინა ჯოლის მტრობაზე

    შარლიზ ტერონი ენდი კოენის შოუს «Watch What Happens Live» სტუმრობდა. ეთერში მსახიობმა ანჯელინა ჯოლისთან დაძაბულ ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი. ამ ორი ვარსკვლავის მტრობის შესახებ დიდი ხანია ბევრს საუბრობენ. მათი დაპირისპირების შესახებ ჭორების ახალი ტალღა იანვარში აგორდა, როცა შარლიზისა და ბრედ პიტის რომანზე პრესა ინტენსიურად ალაპარაკდა.

    “მე მას პრაქტიკულად არ ვიცნობ. ჩვენ მეგობრები არ ვართ. ერთად დროს არ ვატარებთ. მხოლოდ ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს. ის ყოველთვის კეთილგანწყობილია“ – განაცხადა შარლიზ ტერონმა.

    ბოლო დროს ორი ვარსკვლავის დაპირისპირების მიზეზად არა მხოლოდ ბრედ პიტი, არამედ როლებთან დაკავშირებით კონკურენციაც სახელდებოდა. მაგალითად, ინსაიდერების ცნობით შარლიზ ტერონი და ანჯელინა ჯოლი ფილმში “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში„ ერთი და იმავე როლის მიღებას ცდილობდნენ. თუმცა საბოლოოდ რეჟისორი მათმა მტრობამ დაღალა და როლისთვის მიშელ პფაიფერი აირჩია.
  • მეგან მარკლმა დედოფლის თანდასწრებით სკანდალი მოაწყო. სამეფო ოჯახის კულუარებმა ბრიტანულ მედიაში გაჟონა

    ბრიტანეთის სამეფო კართან დაახლოებული ჟურნალისტი და მწერალი კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ მაგან მარკლი შეუფერებელი ტონით ესაუბრება მომსახურე პერსონალს. სანამ ბრიტანელები მოუთმენლად ელიან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის დაბადებას, რაც ძალიან გაჭიანურდა, სამეფო ოჯახის შიდა ამბები სააშკარაოზე გამოდის. ბავშვი თითქოს აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაბადებულიყო. თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ ახალი ამბები არ ისმის. პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მან 8 მაისისთვის დაგეგმილი ამსტერდამში ვიზიტი გადადო, რადგან შიშობს, რომ ვიზიტის გამო შესაძლოა ცოლის მშობიარობა გამოტოვოს.

    გუშინ კი ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა გახმაურებული დეტალები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ მეგანი და ჰარი დაქორწინდებოდნენ. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და “სამეფო კორესპონდენტი“ კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორემ იმ დროისთვის ჯერ კიდევ მომავალი რძალი საჯაროდ გაკიცხა უინძორის სასახლის მომსახურე პერსონალთან არასწორი ტონით საუბრის გამო.
    როგორც ირკვევა, ინციდენტი ქორწილის წინ მოხდა. მეგანი სასახელში მივიდა, სადაც ჰარის და მეგანის ჯვრის წერის შემდეგ სტუმრებისთვის მიღების გამართვა იგეგმებოდა. მან საზეიმო სუფრის კერძების დეგუსტაცია დაიწყო. ამერიკელი პოვარის დაჟინებული მოთხოვნით კერძებს შორის იყო მაკრობიოტიკული სამზარეულოს კერძები, რაც ჰოლივუდში პოპულარულია. დაოიზმის სწავლების მიხედვით ნებისმიერ საკვებში ორი ტიპის ენერგია არსებობს – ინი და იანი. თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტშია ეს ორი საწყისი დაბალანსებული. მაკრობიოტიკა ამტკიცებს, რომ ჯანმთრელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაბალანსებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, რომლებიც საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იზრდება.
    რამდენიმე კერძის გასინჯვის შემდეგ მეგანი განაწყენდა და სკანდალი მოაწყო. პრინცი ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ “კვერცხის გემოს გრძნობს“ იქ, სადაც ის არ უნდა იყოს.
    მზარეულებმა აუხსნეს, რომ ინგრედიენტებს შორის კვერცხი არ ყოფილა. თუმცა მეგანმა დაიჟინა, რომ კერძები კვერცხს შეიცავდა და ის ნამდვილად გრძნობდა კვერცხს გემოს და სუნს. ის ამას ხმამაღლა და ემოციურად ამტკიცებდა, როცა შენობაში მოულოდნელად დედოფალი შემოვიდა. მან სარძლო გვერდით გაიყვანა და უთხრა: “მეგან, ამ ოჯახში ჩვენ ადამიანებს ასე არ ველაპარაკებით“ – უყვება ნიკოლი ბრიტანულ დეილი მეილს.
    გამოცემა კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ყვება, როცა ამერიკელმა მსახიობმა თავისი საქციელით ელისაბედ მეორეს უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, როცა მარკლი საქორწილო სამოსისთვის დედოფლის საგანძურიდან დიადემას ირჩევდა, ერთ–ერთი ტიარა მოინდომა. თუმცა უარი უთხრეს და აუხსნეს, რომ დიადემის ზუსტი წარმომავლობა დაუდგენელი იყო. მეგანმა მაინც დაიჟინა, რის გამოც ჰარიმ სასახლის თანამშრომლებს უყვირა: “მეგანს რაც უნდა, იმას მიიღებს!“ ამას დედოფალიც შეესწრო და შვილიშვილს მკაცრად განუმარტა, რომ მეგანი მიიღებდა იმას, რასაც მისცემდნენ და ვერ მიიღებდა “ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. დედოფალმა ჰარი გააფრთხილა, რომ მის საცოლეს მძიმე ხასიათი ჰქონდა.

    კეტი ნიკოლმა დასძინა, რომ ქეით მიდლტონი აღშფოთებული იყო იმით, თუ რა უხეშად ელაპარაკებოდა მეგანი მის პირად თანაშემწეებს. კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლემ მაშინ მეგანს უთხრა, რომ ეს მისი პირადი პერსონალი იყო და თვითონ დაელაპარაკებოდა.
    მეგანმა ცოტა ხნის წინ ბრიტანელები იმითაც განარისხა, რომ ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ქალიშვილს შეუფერებლად მიმართა. მან გოგონას დაბადების დღე მიულოცა და უბრალოდ შარლოტა უწოდა, სახელის წინ პრინცესას ტიტულის დასახელების გარეშე.
  • სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი გათხოვდა. ვიდეო ცერემონიალიდან

    საკულტო სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, 23 წლის მსახიობი სოფი ტერნერი 29 წლის მომღერალ ჯო ჯონასზე გათხოვდა.
    ვარსკვლავებმა სპონტანური ქორწილი Billboard Music Awards–ის ცერემონიალის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელზეც სოფიმ ერთ–ერთი გამარჯვებული დააჯილდოვა, ჯო კი თავის ძმებთან, ნიკთან და კევინთან ერთად გამოდიოდა.
    ერთ დროს პოპულარული ჯგუფი Jonas Brothers 2013 წელს დაიშალა, მაგრამ ძმები ხანდახან ისევ იკრიბებიან და ერთად მუშაობენ.
    ტერნერი და ჯონასი ლას ვეგასში დაქორწინდა. პატარძალს თეთრი კომბინიზონი ეცვა და კლასიკური ფატა ეკეთა. საქმროს კი ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა. ცერემონია ელვის პრესლის იმიტატორ მსახიობს მიჰყავდა. პატარძლის მეჯვარე ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა იყო, რომელიც ნიკ ჯონასის ძმის ცოლია.
    ცერემონიალის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ვარდისფერ კადილაკში ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი საქორწილო სამოსით სასტუმროს აუზში გადახტნენ.
    ქორწინების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკელმა დიჯეი დიპლომ ინსტაგრამზე მისი ამსახველი ვიდეო დადო.
    წყვილის ურთიერთობის შესახებ 2016 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მანამდე მუსიკოსს რომანი ჰქონდა მომღერალ დემი ლოვატოსთან და მოდელ ჯიჯი ჰადიდთან. სოფი კი გიტარისტ ჯეიმს მაკვეის და ინგლისელ მორაგბეს, დენი კიპრიანის ხვდებოდა.
  • შარლიზ ტერონის ახალი ფოტოსესია და ბუნებრივი სილამაზე

    43 წლის შარლიზ ტერონმა ახალ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალ Marie Claire –ისთვის განკუთვნილი ფოტოსესია ძალიან ატმოსფერული და ემოციური გამოვიდა.
    ჟურნალის ახალი ნომრის შემქმნელება აქცენტი ჰოლივუდის ვარსკვლავსი ბუნებრივ სილამაზეზე გააკეთეს. ფოტოებზე მას მინიმალური მაკიაჟი აქვს, ვარცხნილობა კი სადა და ბუნებრივი.
    მსახიობი, რომელმაც ბოლო დროს თმა გაიმუქა ფოტოსესიაზე რამდენიმე განსხვავებულ სამოსში გადაიღეს. 

  • ჩარლის ანგელოზები სრული შემადგენლობით.რისთვის შეიკრიბნენ საკულტო ფილმის გმირები

    “ჩარლის ანგელოზების“ ახალი ფილმი უკვე მალე გამოვა ეკრანებზე, თუმცა ჯერჯერობით “ძველი ანგელზები“ კვლავ ინარჩუნებენ პოპულარობას და საზოგადოების ყურადღებას.
    გუშინ დრიუ ბერიმორი, კამერონ დიასი და დემი მური, რომელიც ერთ–ერთ ფილმში მთავარ ბოროტმოქმედს თამაშობდა, ერთმანეთს ჰოლივუდში შეხვდნენ, სადაც ლიუსი ლიუს მხარდასაჭერად მივიდნენ. მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა.
    “ჩარლის ანგელოზების“ თანამედროვე ვერსიაში კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკაია თამაშობენ. ფილმი არა რიმეიკი, არამედ საკულტო სერიის გაგრძელება იქნება. ფილმში გასული საუკუნის 70–იანების და 2000–იანი წლების ამბებსაც გაიხსენებენ.

  • Google აღარ შეინახავს ინფორმაციას, რა მოძებნეთ მის სისტემაში და რა გვერდებზე შეხვედით

    კომპანია Google ავტომატურად წაშლის მომხმარებლის მონაცემებს ძებნისა და ნანახი საიტების შესახებ. ამჟამად გუგლის აპლიკაცია და გუგლის კუთვნილი youtube-ის სერვისი სრულად იმახსოვრებს, რა მოძებნა Google–ში და youtube–ზე მომხმარებელმა და რომელ საიტებს სტუმრობდა ან რომელ ვიდეოს უყურა. მონაცემები მანამ ინახება, სანამ მომხმარებელი ისტორიას თავად არ წაშლის. ბევრმა ეს არც იცის და პერსონალური მონაცემები სისტემაში წლობით გროვდება.
    ახლა კი Google მომხმარებლებს ორ ვარიანტს შესთავაზებს: პერსონალური მონაცემების წაშლა ყოველ სამ თვეში ან წელიწად ნახევარში. არჩევანი მომხმარებლზეა.
    კომპანია ამას იმით ხსნის, რომ უნდათ მომხმარებლებს პირად მონაცემებზე კონტროლის მეტი შესაძლებლობა მისცენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ცვლილებები რამდენიმე კვირაში განხორციელდება.
    კომპანიას არაერთხელ ადანაშაულებდნენ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში. ნოემბერში კი ის მომხმარებლებზე თვალთვალშიც დაადანაშაულეს.
    აპრილში კომპანიამ ბევრი გააოცა, როცა აღიარა, რომ ის ბრძანებები, რომლებსაც მომხმარებლები ამ კომპანიის “ჭკვიან“ ნივთებს და საოჯახო ელექტროტექნიკას აძლევენ, კომპანიის თანამშრომლების მიერ ისმინება.
    თუმცა ამ უკანასკნელის გამოსწორებას, ისტორიის წაშლას და youtube–ზე ვიდეოების ნახვის ისტორიის წაშლას კომპანია არ აპირებს.

  • ექიმი, რომელმაც ასობით პაციენტი ნარკოტიკის ზედოზირებით მოკლა

    ბრიტანელი ექიმი ჯეინ ბარტონი ქალაქ გოსპორტიდან წლების მანძილზე პაციენტებს ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევდა, რის გამოც 650 ადამიანი ნაადრევად გარდაიცვალა.
    ჰემფშირის საგრაფოს ქალაქ გოსპორტის პოლიციამ ქალაქის სამხედრო საავადმყოფოს ასობით პაციენტის მოულოდნელად დაღუპვის შემდეგ ახალი გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავებს მოუწევთ ყველა დეტალი ხელახლა შეისწავლონ საქმეში, რომელიც 2003 წლიდან აღიძრა. მისის ბარტონს შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.
    ექიმი, რომელსაც მეტსახელად ოპიატი შეარქვეს, 656 გარდაცვალების მოწმე და შესაძლოა მიზეზიც გახდა ჰემპშირის საავადმყოფოში. ეს შემთხვევები 1988 დან 2000 წლამდე პერიოდში მოხდა. დადგინდა, რომ პაციენტების სიცოცხლე ბარტონის მიერ ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებლის დანიშვნის შემდეგ შეწყდა.
    საქმის განახლებას წინ უძღვოდა კიდევ სამი პაციენტის სიკვდილი, თუმცა ამ საქმეებში გამომძიებლებმა ჯეინ ბარტონის ბრალის პირდაპირი მტკიცებულებები ვერ იპოვნეს. პოლიციას მოუწევს წინა წლების ანგარიშები ხელახლა და დეტალურად შეისწავლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი ექიმი შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგეს.
    სამხედრო ჰოსპიტალში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე 20 წელია დილობენ მომხარის შესახებ სიმართლის დადგენას და პაციენტების დაღუპვის რეალური მიზეზების გამოძიებას.
    “მათი ოჯახები, ვინც გოსპორტის ჰოსპიტალში გარდაიცვალა ყველაფრის ცენტრში არიან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმედი მაქვს, ამბავი იმის შესახებ, რომ ახლა ამ საქმეს სრულად და დეტალურად გამოვიძიებთ მათთვის შვება იქნება“–განაცხადა საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკ დაუნინგმა.
    70 წლის ჯეინ ბარტონმა მედიცინის ბაკალავრის სტატუსი 1972 წელს ოქსფორდის კოლეჯში მიიღო. 1988–2000 წლებში გოსპორტის სამხედრო მემორიალურ ჰოსპიტალში მუშაობდა.
    12 წლის მანძილზე ამ საავადმყოფოში ექიმმა 854 გარდაცვალების მოწმობას მოაწერა ხელი. აქედან 94% მისი პაციენტები იყვნენ, რომლებსაც ის ოპიატებით მკურნალობდა. ბარტონი პაციენტებს დიამორფინის (ჰეროინის სამედიცინო დასახელება) ძლიერ დოზებს უკეთებდა.
    2014 წელს, როცა ბარტონი სამედიცინო სფეროდან უკვე წასული იყო, ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო ჰოსპიტალში პაციენტების დაღუპვის ფაქტზე. მანამდე გამოძიებები 2000 და 2003 წლებში ჩატარდა, თუმცა უშედეგოდ.
    საქმის განხილვა ოთხი წელი გრძელდებოდა და 13 მილიონი ფუნტი დაჯდა. გაირკვა, რომ ჯეინ ბარტონის 456 პაციენტი ტკივილგამაყუჩებლების ზედოზირებით გარდაიცვალადა თუ სამედიცინო ბარათების არარსებობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა იგივე ბედი ეწია კიდევ 200 ადამიანს.
    თუმცა ვერანაირი პირდაპირი მტკიცებულება ექიმ ბარტონის წინააღმდეგ გამომძიებლებმა მაშინ ვერ იპოვეს. ექიმი პაციენტების გარდაცვალებაში მის მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ მასზე კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან “უსაფუძვლო ზეწოლა მიმდინარეობს.“
    ბარტონი ამბობდა, რომ მას სურდა პაციენტები ტანჯვისგან დაეცვა და ყოველთვის მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ამასთან, ჯეინის ქმარი, ტიმ ბარტონი აღშფოთებული იყო, რომ ჯეინი ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა და ვალდებული იყო ერთდროულად 48 პაციენტისთვის ემკურნალა.
    “მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი პაციენტებისთვის და მხოლოდ მათ ინტერესებზე და გამოჯანმრთელებაზე ვფიქრობდი“ – ამბობდა ბარტონი.
  • 3 მაისს ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ის პრესკონფერენცია გაიმართება

    3 მაისს, 12:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ის პრესკონფერენცია.

    პრესკონფერენციას გაუძღვებიან Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებლები ელენე ჟვანია და ქეთი ებანოიძე, Coda Story-ის დამფუძნებელი ნატალია ანთელავა, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თიბისი ბანკის უფროსი ბრენდ მენეჯერი ბეკი ფანცხავა, ვინდფორსის კრეატიული დირექტორი ბიბი ასათიანი.

    ZEG – „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელსაც Impact Hub Tbilisi-მა და Coda Story-იმ ჩაუყარა საფუძველი. ფესტივალი 2019 წლის 20-22 ივნისს გაიმართება.

    ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

    ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი

    მხარდამჭერები: Windfor’s, აჭარა ჯგუფი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ფაბრიკა.