Category: სხვადასხვა
-
ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ქონებას ვერ იყოფენ. განქორწინების პროცესი ისევ ჩიხში შევიდა
ყველაზე ცნობილი და ლამაზი წყვილის განქორწინების პროცესი, რომელიც სამწლიანი გაჭიანურების შემდეგ თითქოს დასასრულისკენ წავიდა ფინანსური დავების გამო ისევ დროში გადაიდო. ანჯელინა და ბრედი ფულის და ქონების გაყოფას ვერ ახერხებენ.მათი განქორწინების პროცესმა შესაძლოა რეკორდი დაამყაროს და ისტორიაში შევიდეს როგორც ყველაზე პრობლემური და ხანგრძლივი განქორწინება. წყვილი ერთმანეთს არაფერს უთმობს და ორივე ცდილობს ის მიიღოს, რაც უნდა.მთლიანობაში მათი ქონება დაახლოებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ეს არის ფული, უძრავი ქონება, ძველებური მოტოციკლები, სამკაულები, ნახატების და ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, ასევე ძვირადღირებული ბრენდული სამოსი. ბუღალტრების და იურისტების მრავალრიცხოვანი არმიისთვის წყვილის განქორწინება ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. ისინი ვარაუდობენ, რომ პროცესი კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება, სანამ მხარეები ორმხრივ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს.ყველაზე შეურიგებელ დაპირისპირებას იწვევს წყვილის ფრანგული მამული შატო მირავალი პროვანსში. წყვილმა ვენახი და სახლი 60 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკელი ბიზნესმენის, ტომ ბოვესგან. დროთა განმავლობაში მისი ღირებულება ბევრად გაიზარდა. წყვილთან დაახლოებული წყარო ამბოლბს, რომ ჯოლის მისი შენარჩუნება უნდა, რადგან შემოსავლის მუდმივ წყაროდ თვლის.თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. წყაროს ცნობით წყვილი პრაქტიკულად ვერაფერზე ახერხებს მოლაპარაკებას, გარდა რამდენიმე უმნიშვნელო მომენტისა. ძირითად საკითხებზე დაუსრულებელი დავა მიმდინარეობს და კომპრომისზე არცერთი მხარე არ მიდის. არცერთ მათგანს არ უნდა გამოისყიდოს უძრავი ქონება, რათა პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას.“ეს ფაქტიურად დანაღმული ველია იურისტებისა და ბუღალტრებისთვის ორივე მხრიდან. ბევრი დრო დაჭირდება ყველა ნიუანსის გარკვევას“– ამბობს ინფორმირებული წყარო.“აქტივების და ფულის გაყოფა არასოდეს არ არის ადვილი და რაც უფრო მდიდარია წყვილი, მით უფრო რთულია ეს პროცესი“ – ამბობს ადვოკატი ჯენა სპატცი, რომელიც განქორწინების საქმეებზე მუშაობს.ფინანსურ დავამდე პიტმა და ჯობიმ ლამის სამი წელი მოანდომეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხთან დაკავშირებულ დავას და ბოლოს შეთანხმებას მიაღწიეს. -
მექსიკაში 30 გრადუს სიცხეში მოულოდნელად ყინულიანი თოვლი მოვიდა
{{ARTICLEIMAGE}}მექსიკის ქალაქ გვადალახარას ექვსი რაიონი მოულოდნელად თოვლ–ყინულის სქელი ფენით დაიფარა.

ზოგ ადგილზე საფარის სისქემ მეტრნახევარს მიაღწია.
გვადალახარა მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია ხუთი მილიონი მოსახლეობით
ადგილობრივი ხელისუფლება განადგურებული ხეების და წყალდიდობის შესახებაც იუწყება.დაშავებული ჯერჯერობით არივნ არის.

ქალაქში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 30 გრადუსი იყო, როცა მოულოდნელად ქალაქი მსხვილმა სეტყვისმაგვარმა თოვლმა დაფარა.
დაზიანებულია 200–მდე სახლი და მრავალი ავტომობილი. შტატის გუბერნატორმა მომხდარს უჩვეულო მოვლენა უწოდა.“კიდე ვკითხულობთ, მართლაც ხდება თუ არა კლიმატის გლობალური ცვლილება. ბუნების ასეთი მოვლენა ჯერ არავის უნახავს“– განაცხადა გუბერნატორმა.
-
“არ წახვიდე გახარია თქვენი მინისტრობა მიხარია“–იუნა შაფათავას მხარდამჭერი ვიდეო შს მინისტრს
მსახიობმა იუნა შაფათავამ შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერა ნიუ იორკიდან გამოუცხადა. ვიდეოზე რომელიც სანაპიროზეა ჩაწერილი შაფათავა გახარიას უმღერის და თხოვს არ წავიდეს, რადგან მისი აზრით მინისტრმა “ნაცები“ უნდა დაამარცხოს.
-
მსოფლიოს პლაჟებზე Nike-ის ათასობით ბოტასი გამოირიყა. საიდან გაჩნდა ისინი ოკეანეში
ბერმუდისა და ბაჰამის კუნძულებიდან დაწყებული ირლანდიის სანაპიროზე მდებარე ორკნეის კუნძულებით დამთავრებული – მთელი მსოფლიოს პლაჟებზე პოულობენ ბოტასებს, კედებს და შლოპანცებს. საიდან გაჩნდა ისინი – ამით მეცნიერები დაინტერესდნენ.2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე პლაჟების დამლაგებელმა ნაპირზე სპორტული ფეხსაცმელი შენიშნა. თავიდან რამდენიმე მათგანი გამოჩნდა და იფიქრა, რომ ის უბრალოდ პატრონმა დაკარგა. თუმცა გამორიყული ბოტასების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა და მალე დამლაგებელი მიხვდა, რომ პლაჟზე ნაპოვნ ბოტასებს, კედებს და შლოპანცებს რაღაც ქონდათ საერთო. ისინი ერთი და იგივე მარკის, ზოგჯერ ერთი და იგივე მოდელის იყო. ზოგს იარლიყიც კი ქონდა ერთი და იგივე წარმოების თარიღით. თანაც ყველა ფეხსაცმელი სრულიად ახალი იყო.რამდენიმე თვის მნძილზე მარტო ამ ერთ პლაჟზე ნაიკის და სხვა ბრენდების რამდენიმე ასეული სპორტული ფეხსაცმელი იპოვეს.ექვსი თვის შემდეგ ფლორესიდან ორი ათასი კილომეტრის დაშორებით, კორნუოლში ბრიტანელმა ტრეისი უილიამსმა ზღვისგან გამორიყული ფეხსაცმელი შენიშნა.
“ირლანდიელმა მეგობარმა მკითხა, ხომ არ მიპოვნია პლაჟზე ფეხსაცმელი. მეორე დღეს წავედი პლაჟზე და უამრავი ბოტასი ვიპოვე. მათ, ვინც პლაჟებს ვასუფთავებთ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს. თუ ნაპირზე რაიმე საინტერესო ნივთების გამორიყვა იწყება, ეს ინფორმაცია ჩვენს თანამეგობრობაში სწრაფად ვრცელდება“– ამბობს ის.
ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე აზორის კუნძულების გარდა სპორტულ ფეხსაცმელს პოულობდნენ ბერმუდის და ბაჰამის კუნძულებზე, საფრანგეთში, ირლანდიაში, ორკნეის და ბრეტანის კუნძულებზე.საბოლოოდ გაჩნდა ვარაუდი, რომ ყველა ეს ფეხსაცმელი ოკეანეში ერთი ხომალდიდან მოხვდა. საკონტეინერო გემ Maersk Shanghai –დან გასული წლის მაისში კონტეინერები ზღვაში ჩავარდა. 10 ათასი კონტეინერის ტევადობის 324 მეტრიანი კონტეინერმზიდი აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ კაროლინის სიახლოვეს მიცურავდა, როცა შტორმი დაიწყო. ძლიერი რყევისა და ქარის გამო ბორტიდან რამდენიმე დატვირთული კონტეინერი ოკეანეში ჩავარდა.
მაშინ მედია წერდა, რომ დაკარგულ კონტეინერეს თვითმფრინავებით ეძებდნენ. ცხრა კონტეინერი ზედაპირზე იპოვეს, შვიდი კი ჩაიძირა.
ზუსტად ძნელი სათქმელია, არის თუ არა ყველა ნაპოვნი სპორტული ფეხსაცმელი იმ კონტეინერებიდან. გადამზიდავი კომპანია კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, დიდი ალბათობით ასეა. ფაქტია, რომ Nike-–ს და კიდევ ორი ბრენდის – Triangle и Great Wolf Lodge–ის სპორტული ფეხსაცმელი მთელი მსოფლიოს სანაპიროებს მოედო.მეცნიერები იმაზეც შიშობენ, რომ ათასობით ოკეანეში მხვედრილი სპორტული ფეხსაცმელი ფლორასა და ფაუნაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ფეხსაცმლის დაშლის პროცესი პლასტმასის მიკროსკოპიულ ნაწილებად რამდენიმე წელი გრძელდება.თუმცა მეცნიერებმა ამ ფაქტის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებაც გადაწყვიტეს. იმის შესწავლით, თუ როდის და სად გამოჩნდა ბოტასები, მათ შეუძლიათ განსაზღვრონ სხვადასხვა დინების სიჩქარე და მიმართულება.
-
ექსპერიმენტი გასაოცარი შედეგით: ადამიანების უმრავლესობამ ნაპოვნი საფულე პატრონს დაუბრუნა
ხალხი უმეტეს შემთხვევაში აბრუნებს დაკარგულ საფულეს, რომელშიც ნაღდი ფული დევს. ამ საოცარ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომელთაც ექსპერიმენტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ჩაატარეს. ექსპერიმენტის კიდევ ერთი გასაოცარი შედეგი: რაც მეტი ფული დევს საფულეში, მით მეტია პატრონისთვის მისი დაბრუნების შანსი.ოთხმა მეცნიერმა – ორმა ამერიკელმა და ორმა შვეიცარელმა, გადაწყვიტა შეესწავლა, თუ რამდენად წესიერები არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ ექსპერიმენტი 40 ქვეყნის 355 ქალაქში ჩაატარეს.ისინი ძირითადად ირჩევდნენ ქვეყნის 5 უდიდეს ქალაქს, სადაც ქუჩებში და სხვადასხვა შენობებში 17 000-ზე მეტი საფულე” მიმოაბნიეს“. მეცნიერებმა შიგნით სხვადასხვა რაოდენობის თანხა ჩადეს და აკვირდებოდნენ, თუ რამდენი მპოვნელი დაუკავშირდებოდა ე.წ. მფლობელს.საფულე გამჭვირვალე იყო, რათა მპოვნელს თავიდანვე დაენახა, იდო თუ არა იქ ფული და დაახლოებით რა თანხა იპოვა. ზოგ საფულეში ფული საერთოდ არ იდო. თანხა იწყებოდა დაახლოებით 13 დოლარის ეკვივალენტით ადგილობრივ ვალუტაზე.საფულეში იდო პატრონის რამდენიმე სავიზიტო ბარათი, რომელზეც მითითებული იყო სახელი, გვარი და ელექტრონული მისამართი. დამაჯერებლობისთვის, ასევე იდო ჩანაწერი საყიდლების სიით, რომელიც ადგილობრივ ენაზე, ხელით იყო დაწერილი.ექსპერიმენტის განმავლობაში, მოხალისე მიდიოდა საჯარო ადგილებში, როგორიცაა თეატრი, მუზეუმი, ფოსტა, ბანკი, სასტუმრო, ან რაიმე საჯარო დაწესებულება. შემდეგ, ის ამ უწყების თანამშრომელს გადასცემდა საფულეს და ეუბნებოდა: “გამარჯობა. ეს ვიპოვე აქვე, ქუჩაში. ალბათ ვიღაც ეძებს, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება და უნდა გავიქცე. თუ შეიძლება, იქნებ მიაქციოთ ყურადღება”? ამის შემდეგ ის უცებ გადიოდა შენობიდან, ისე რომ ახალ “მპოვნელს” არც თვითონ ეკითხებოდა არაფერს და ისიც ვეღარ აზუსტებდა ინფორმაციას.მკვლევარების თქმით, შედეგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მისი პროგნოზირება ვერავინ შესძლო. წინასწარ შედეგი დაახლოებითაც კი ვერ განსაზღვრეს ვერც ეკონომისტებმა, ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც რიგითმა, მსგავსი ექსპერტიზის არმქონე ადამიანებმა. 3 ათასამდე ადამიანი მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარებამდე გამოკითხეს.40-დან 38 ქვეყანაში, მოქალაქეები უმეტეს შემთხვევაში საფულის “ მფლობელს “ უკავშირდებოდნენ, თუკი იქ ფული იდო. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ექსპერიმენტი ჩატარდა, გამონაკლისის გარეშე, საფულის დაბრუნების შანსი იმის მიხედვით იზრდებოდა, რაც მეტი თანხა ედო მასში “პატრონს”. სტატისტიკურად, საფულეში ფულის დამატება მისი დაბრუნების შანსს, საშუალოდ 40%-ით ზრდიდა.მთლიანობაში, საფულეს, რომელშიც ფული არ იდო, მპოვნელთა მხოლოდ 40% აბრუნებდა. თუკი მასში მცირე ოდენობით თანხა იდო, საფულეს 51% აბრუნებდა. ცოტა უფრო მოზრდილი თანხის შემცველი საფულე მპოვნელთა 72%-მა დააბრუნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საფულის დაბრუნების შანსი ასევე მაღალი იყო, როცა მასში არ იდო ფული, თუმცა იდო გასაღები.ქვეყნების მიხედვით მონაცემები სხვადასხვა იყო. დანიელები, შვედები და ახალი ზელანდიელები ყველაზე წესიერები აღმოჩნდნენ, როცა საქმე დიდ თანხებზე ეხებოდა.ყველაზე დაბალი მონაცემები ჰქონდა ჩინეთს, პერუს, ყაზახეთს და კენიას. იქ საფულე საშუალოდ 8-დან 20%-მდე მპოვნელმა დააბრუნა. დაბრუნების მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო მექსიკაშიც.მკვლევარები ყველაზე უფრო გააოცა იმან, რომ საფულეები არ დაბრუნდა ვატიკანიდან და ორი ანტი-კორუფციული ბიუროდან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებზე ამ რამდენიმე ფაქტმა დიდი გავლენა ვერ მოახდინა.“ჩვენ შეცდომით ვასკვნით ხოლმე, რომ ადამიანები ჩვენს ირგვლივ ეგოისტები არიან” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ელინ კონი. ის მიჩიგანის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია. “სინამდვილეში, კი საკუთარი იმიჯი, როგორც წესიერი მოქალაქის, გაცილებით მნიშვნელოვან აღმოჩნდა ადამიანებისთვის, ვიდრე მოკლევადიანი ფულადი მოგება” – აღნიშნავს ის.კვლევა სახელწოდებით “მოქალაქეთა წესიერება დედამიწის გარშემო”, სამეცნიერო ჟურნალში Science Magazine გამოქვეყნდა. -
“ოღონდ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს.აახვიონ“–ნინო კუზანოვა
ექიმი და ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ შეზღუდვების დაწესებას instagram-ზე ვიდეომიმართვით ეხმაურება:
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მახსოვს 90-იანი წლები, როდესაც გრაფიკით მოსული დენით თვენახევრის ბავშვს ვაბანავებდით ატმორის ქვეშ.
მახსოვს, როდესაც 2000-იან წლებში რუსებმა გაზი გადაგვიკეტეს გაყინულ სახლში, თირკმელში კენჭის გავლით დაკრუნჩხული როგორ ვეგდე და ჩემმა სამი წლის ბავშვმა როგორ ამომიტანა პარკეტი ეზოდან, დავანთე ბუხარი და ძლივს შევძელი, რომ ვენაში გამაყუჩებელი გამეკეთებინა.
მუხლამდე თოვლში ძლივს გავედი და ავტოსტოპით მივაღწიე კლინიკამდე. გადავრჩი, არ მოვმკვდარვარ. ჩემნაირად ძალიან ბევრი გადარჩა. ოღონდ ამ რუსებმა თავი დაგვანებონ და მივხედავთ ჩვენ თავს თვითონ. აახვიონ“, ამბობს ნინო ნადირაძე -კუზანოვა.
-
ქართველმა ბიჭმა საოცარი ხმით უკრაინულ voice-ში ბრძოლა მოიგო და შემდეგ ტურში გადავიდა(ვიდეო)
12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ საბავშვო Voice-ში კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. ე. წ. “ბრძოლების“ ტურში მან ჟიური კიდევ ერთხელ აატირა. მისმა მენტორმა გადაწყვიტა შემდეგ ტურში ალექსანდრე გადაეყვანა. ალექსანდრე ზაზარაშვილმა პროექტში გამოჩენისთანავე ფურორი გამოიწვია. მან ე.წ. ბრმა მოსმენის დროს სიმღერა “All by myself” შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა.ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია. -
“ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ“–ბერას ვიდეო გია ყანჩელის მუსიკის შესრულებით
ბერა ივანიშვილი ინსტაგრამის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც როაილზე გია ყანჩელის კომპოზიციას ასრულებს.
“საკუთარ ტკივილსა და სიყვარულს მუსიკით გამოვხატავ. ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, “ყვითელ ფოთლებს” ვუკრავ,”- წერს ბერა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორმა გია ყანჩელმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადა.
-
“რუსეთო,საქართველო არ არის შენი საკუთრება!“–მხარდამჭერი ვიდეო სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან
“რუსეთო,საქართველო არ არის შენი საკუთრება!“–კიდევ ერთი მხარდამჭერი ვიდეო სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან
საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კიდევ ერთი მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერეს. ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი, იტალიელი, კენიელი, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის მოქალაქეები ერთი და იგივე ტექსტით მიმართავენ რუსეთს:
ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებებს საქართველოში და თავისუფლებას.
რუსეთო,საქართველო არ არის შენი საკუთრება
რუსეთო, მსოფლიო გაკვირდება
საქართველოს თავისუფალი ქვეყანაა
-
“არ გადადგა გახარია, გადავდექი მე,” – თამარ ხულორდავას თანაშემწემ პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ კომენტარი “რუსთავი 2-თან” გააკეთა.
მარიკა კირვალიძის განცხადებით, მან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იმ ვითარების გამო მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატების ქვეყანაში და შემდეგ პარლამენტში შემოყვანას მოჰყვა. კირვალიძე ამბობს, რომ ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდა. მისი თქმით, ის ელოდა, რომ ირაკლი კობახიძე მანამდე გადადგებოდა, სანამ რუსთაველზე მომიტინგეებს დაარბევდნენ.
“მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა,რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა,რომ ეს დროულად მომხდარიყო. მომხრე ვარ, რომ აბსოლუტურად ევროპულ გზას დავადგეთ,”-ამბობს კირვალიძე.
კირვალიძე ამბობს, რომ ის გადადგომას მისი ფავორიტი მინისტრისგან, გიორგი გახარიასგანაც ელოდა.
“არ გადადგა გახარია, გადავდექი მე,”-ამბობს კირვალიძე.