Category: სხვადასხვა

  • პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილი მოინათლა (ფოტოები)

    პრინცი ჰარის და მეგან მარკლის პირველი შვილი, ორი თვის არჩი უინძორში 6 ივლისს მონათლეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, პრინც არჩის ნათლობის ცერემონია დახურული იყო და მხოლოდ 25 ადამიანი ესწრებოდა.  ნათლობის გასაიდუმლოებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ნათლობის ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები სამეფო ოჯახის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ნათლობის ცერემონიას დედოფალი არ დასწრებია.

    გავრცელებულ ერთ ფოტოზე,რომელიც უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში მწვა­ნე ოთახ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას გარ­და მე­გა­ნის დედა, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი, ქეით მიდლტო­ნი და კა­მი­ლა პარ­კე­რიც ჩა­ნან. არ­ჩის, სა­მე­ფო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ნათ­ლო­ბის კაბა ეცვა. ვინ არი­ან პა­ტა­რა პრინ­ცის ნათ­ლი­ე­ბი, ჯერ კი­დევ არ არის ცნო­ბი­ლი.ნათ­ლო­ბას სულ 25-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და.

    {{PHOTOGALLERY}}

  • პირველი ფოტოები პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის ნათლობიდან

    შაბათს მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ორი თვის ვაჟი მონათლეს. არჩი ჰარისონ მაუნბეტენ–უინძორი უინძორის სასახლის კერძო საკურთხეველში მოინათლა.
    მიუხედავად იმისა, რომ ცერემონიალი გასაიდუმლოებული იყო, მისი ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. ნათლობის ფოტოები ჰარის და მეგანის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე დაიდო.
    ერთ ფოტოზე პატარა არჩი მშობლების და სამეფო ოჯახის წევრების გარემოცვაშია. პრინცი ჩარლზის, მისი მეუღლე კამილას, ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის გარდა ფოტოზე არიან მეგანის დედა, პრინცესა დაიანას უფროსი დები.
    მეორე ფოტოზე კი პატარა არჩი და მისი მშობლები არიან გადაღებული. ფოტო ძალიან ემოციური გამოვიდა.
    ნათლობა კენტერბერის ეპისკოპოსმა ჩაატარა. დახურულ ღონისძიებას 25 ადამიანი ესწრებოდა.
  • ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგები ქართულად ააცეკვა და აამღერა

    ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგული ტელერახის,  France2-ის პირდაპირ ეთერში ექსპრომტად,  ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი  და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა. მანამდე კი ფრანგმა მსახიობმა რამდენიმე ქართული სიტყვის გამოთქმაც მოახერხა.  ვიდეოს ფრაგმენტს ფეისბუქზე ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი აქვეყნებს.

  • ყველაზე სევდიანი ქორწილი. სასიკვდილოდ განწირული საქმრო და ამაღელვებელი ვიდეო

    22 წლის ახალზელანდიელი მორაგბე, ნავარ ჰერბერტი საკუთარი ქორწილის მეორე დღეს გარდაიცვალა. მას ცხრა თვით ადრე თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჰერბერტის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მან გადაწყვიტა ხელი ეთხოვა საყვარელი ქალისთვის, მაია ფალვასერისთვის მას შემდეგ რაც ექიმებმა უთხრეს, რომ გადარჩენის შანსი არ ქონდა.
    ქორწინების ცერემოანიალი ავსტრალიის ქალაქ გოლდ კოსტში სანაპიროზე გაიმართა. ცერემონიალს წყვილის ახალდაბადებული შვილიც ესწრებოდა. ჰერბერტი ქორწილის მეორე დღეს გარდაიცვალა. ოჯახი მის უკანასკნელ სურვილს შეასრულებს და ახალ ზელანდიაში დაკრძალავს.
    “დღეს ძალიან მიმძიმს და სევდიანი ვარ. საუკეთესო მეგობარი, ქმარი და ჩემი შვილის მამა დავკარგე“ – დაწერა მაიამ ვებგვერდზე მისი ქმრის სამშობლოში ტრანსპორტირებისთვის თანხების შესაგროვებლად.
    წყვილის ქორწილის სევდიანი და ამაღელვებელი ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. მას მილიონობით ნახვა აქვს.
  • “ხარბი გამომძალველი“–გვინეტ პელტროუ სკანდალში ეხვევა

    მსახიობი გვინეტ პელტროუ როგორც მოგეხსენებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისტია, მის მიერ დაფუძნებული კომპანია – Goop კი აწარმოებს ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის შესაბამის კოსმეტიკას, კვების პროდუქტებს და სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საკვებ დანამატებს თუ მაგალითად, ნეფრიტის ვაგინალურ კვერცხებს, რომლებიც თითქოსდა სექსუალურ ცხოვრებას აუმჯობესებს. კომპანიის პროდუქცია არაერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი და მომხმარებლებმა სასამართლოშიც უჩივლეს.
    ამჯერად კი უკმაყოფილების მიზეზი Goop–ის მიერ ლონდონში გამართული პირველი გამაჯანსაღებელი სამიტი გახდა. სამიტის მონაწილეების ნაწილმა, რომლებმაც მონაწილეობისთვის 5700 დოლარი გადაიხადეს, უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოთქვეს ღონისძიების გამო. მათი აზრით სამიტი ძირითადად კომპანიის პრდუქტების გასასაღებლად იყო ორგანიზებული და კომპანიამ მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური მოგება ნახა.
    “გვინეტი ისე იქცევა, თითქოს ჯანმრთელობის ქალღმერთია, სინამდვილეში კი პრეტენზიული და ხარბი გამომძალველია“ – ასე დაახასიათა გვინეტ პელტროუ სამიტის ერთ–ერთმა მონაწილემ.
    “მასთან ურთიერთობა სამიტის მანძილზე პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იყო. ბუხართან ტვიგის და პენელოპა კრუსს ელაპარაკა, მერე კი ადგა და წავიდა. მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი, მაგრამ ჩემი კუმირის მიმართ დიდი იმედგაცრუება დამემართა“– წერს სხვა მონაწილე.

    ორდღიანი სამიტი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერილობის მიხედვით მომხმარებლებს გამაჯანსაღებელ მასტერ კლასებს და სემინარებს სთავაზობდა “სულისთვის,სხეულისთვის და სილამაზისთვის“. მონაწილეებს Goop-ის ძვირადღირებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტის ყიდვასაც სთავაზობდნენ. მათ გაუმასპინძლდნენ ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული კერძებით. ამ ყველაფერში კი 5700 დოლარი გადაახდევინეს. აქედან 1300 დოლარი სასტუმრო Kimpton Fitzroy London–ის ლუქს ნომრებში ცხოვრების ღირებულება იყო უგლუტეინო საუზმის ჩათვლით.

    პელტროუს კომპანიაში უარყოფენ, რომ სამიტმა დიდი რაოდენობით მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. კომპანიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ სამიტში მონაწილეობის ფასი მინიმალური იყო:
    “სინამდვილეში რეალური ფასი 8000 დოლარს აღემატებოდა. მონაწილეებს ბევრი უფასო დამატებითი სერვისი შევთავაზეთ, მათ შორის ოქროს ნიღბები სახისთვის, ინფრაწითელი თერაპია ძვირფასი ქვებით, დავურიგეთ 3000 დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ჩანთები. გვინეტმა სამიტი გახსნა, ბუხართან სამი საუბარი და ტრენინგი ჩაატარა. მეორე დღეს კი შეკითხვებს უპასუხა “– ამბობენ კომპანიაში.

  • კეტრინ ზეტა–ჯონსი ქალიშვილთან ერთად და სხვა ვარსკვლავები Fendi–ს ჩვენებაზე

    პარიზში მაღალი მოდის კვირეული ოფიციალურად დღეს დასრულდა. მოდის ჩვენებების მუდმივმა აუდიტორიამ კი რომში გადაინაცვლა, სადაც საღამოს Fendi-ს დეფილე გაიმართა დიზაინერ კარლ ლაგერფილდის ხსოვნის პატივსაცმეად, რომელიც წელს თებერვალში გარდაიცვალა.
    შოუს სტუმრებს შორის არაერთი ცნობილი ვარსკვლავი იყო: კეტრინ ზეტა–ჯონსი ქალიშვილ, კერისთან ერთად, ჯეისონ მომოა, სიუზან სარანდონი და ბევრი სხვა. პოდიუმე კი გამოჩნდნენ კენდის სვეინპოლი, კაია გერბერი, ლიუ ვენი, მარიაკარლა ბოსკონო და ვიტორია ჩერეტი.
    ლაგერფილდის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური ჩვენების შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გახდა ცნობილი. მართალია ბევრისთვის ლაგერფილდი Chanel–თან ასოცირდება, თუმცა იტალიის დედაქალაქს კაიზერის მოდური მემკვიდრეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    სწორედ აქ გაიმართა მოდის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ეფექტური ჩვენება – 2016/17 წლების შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება, რომლის დროსაც პოდიუმად ტრევის ფანტანი გამოიყენეს.

    ლაგერფილდისადმი მიძღვნილი ჩვენებისთვის სილვია ვენტურინი ფენდიმ პალატინი აირჩია. ეს არის ერთ–ერთი ცენტრალური ბორცვი, რომელზეც რომია განლაგებული. კოლექციაში სულ 54 ლუქი იყო – იმ 54 წლის პატივსაცმად, რომლებიც ლაგერფილდმა ბრენდს მიუძღვნა.

    თავად კოლექცია კი არა მხოლოდ დიზაინერის გახსენება გამოვიდა, არამედ მოდის სახლის მოკლე ისტორიაც. კოლექციაში დიდი ადგილი დაიკავა არა იმდენად ბრენდისთვის დამახასიათებელმა ტყავმა და ბეწვმა, არამედ ფენდის კავშირმა კულტურისა და ხელოვნების სამყაროსთან. კოლექციის პრინტები რომის სასახლეების და ეკლესიების იატაკის მოზაიკებით იყო შთაგონებული.

  • მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება

    „თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა.

    მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი იყო, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის დასტაბილურება. ძლიერი ფისკალური სტიმულის მიუხედავად, საგარო ბალანსი უმჯობესდებოდა.

    ბოლო პერიოდში არსებული შემცირების დინამიკის შემდეგ, ივნისში თურქეთიდან ვიზიტორების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული, სხვა წყაროებიდან მზარდ ნაკადებთან ერთად, ამყარებს პროგნოზს რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისამდე, როდესაც ტურისტების მატება რუსეთის გადამწყვეტი წვლილის გამო 18%-მდე გაიზარდა, ტურიზმის ზრდის ტემპი საკმაოდ ზომიერი იყო.

    ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით გაუფასურებული იყო. საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს. საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება. ამასთან, ლარის არსებული რეალური ეფექტური კურსის პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის რისკები. არსებული შეფასებებით, ევრო/დოლარის, დოლარის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ვალუტებისა და სასაქონლო ფასების სტაბილურობის პირობებში, 5%-მდე ინფლაციის მისაღწევად დოლარი ლარის გაცვლითი კურსი 2.7-ზე რამდენადმე მყარი უნდა იყოს.

    ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.

    იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც გამოქვეყნდება საიტზე www.tbcresearch.ge.

    თუ გსურთ, „თიბისი კვლევების“ პუბლიკაციების მიღება, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელექტრონული მისამართი „subscribe“ უჯრაში ამავე საიტზე.

  • სელინ დიონი ყელსაბამით ფილმ “ტიტანიკიდან“ პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა

    51 წლის სელინ დიონი პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა ყელსაბამით, რომელიც ფილმ “ტიტანიკის“ მთავარ გმირს, როზი დოუსონს ფილმში უკეთია. ცნობილი ყელსაბამის – “ოკეანის გულის“ ზუსტი ასლი Vetements–ის ბრენდის შექმნილია. ამ სამკაულით გამოჩენა ბევრმა იმის ხაზგასმად ჩათვალა, თუ როგორ უყვარს ფილმი “ტიტანიკი“ სელინ დიონს, რომლის ჰიტი My Heart Will Go On ამ ფილმის საუნდტრეკია.
    პარიზის მოდის კვირეულზე მისული მომღერალი რეპორტიორებმა ქუჩაში გადაიღეს. სელინ დიონს საკმაოდ ექსტრავაგანტულად ეცვა: მაისური წარწერით – “მე მიყვარს პერის ჰილტონი“, შავი მოკლე ქვედაბოლო და ე.წ. ოვერსაიზი ნაცრისფერი პიჯაკი.
    ბოლო დროს სელინ დიონი თაყვანისმცემლებს ორიგინალური ჩაცმულობით აოცებს.

  • ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი მოირგო

    ცოტა ხნის წინ პოპულარული ამერიკელი ვარსკვლავი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის აკა ფროიდიშვილის ტანსაცმელში გამოჩნდა. ამის შესახებ ვრცელი სტატია ჟურნალმა „ვოგ“–მა დაწერა. პაპარაცებმა ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სამოსით  თეატრ აპოლოში დააფიქსირეს. გაგას ფროიდიშვილის კოლექციიდან ეცვა  ტყავის ტოპი და მაღალწელიანი ქვედა ბოლო მეტალის ქამრით. მას ასევე ჰქონდა იმავე მასალისგან დამზადებული ხელთათმანები და ეკეთა ფართო სათვალე.

    გაგას ეს ლუქი ფროიდიშვილის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.

    აკა ფროდიაშვილი ქართული მოდის ახალბედა დიზანერია. თუმცა მან უკვე მოახდინა შთაბეჭდილება.  მისი მეორე ჩვენება თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე   მაისში ვიხილეთ.

    მოდური ჟურნალი წერს, რომ 23 წლის ქართველი დიზაინერი საკუთარი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.

    მის კოლექციაში იგრძნობა  ქვიარ აქტივიზმის გავლენა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა დიზაინერმა  მხარდაჭერა გამოუცხადა სწორედ ლგბტქ თემს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში მარგინალიზებული არიან.   

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის ტანსაცმელი მოირგო, საზოგადოების წინაშე ის  თამუნა ინგოროყვასა და ავთანდილის სამოსშიც გამოჩნდა.

  • “რუსეთი აქტიურად ცდილობს საქართველოსთვის ძირის გამოთხრას“–კარპენტერი

    ბაიდენის ცენტრის დირექტორი და ვიცე-პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკაში, მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. კარპენტერი თბილისს მოუწოდებს, რომ რუსეთთან სიფრთხილე გამოიჩინოს და ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოში ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. კარპენტერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

    თქვენ თბილისის მოვლენებს აკვირდებოდით. დემონსტრაციები გრძელდება. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ის რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მხოლოდ რუსეთის საკითხმა თუ ცდება ეს ამ საკითხს?
    ვფიქრობ რუსეთი მთავარი ფაქტორი იყო. რუსეთის პარლამენტის წევრის სპიკერის სავარძელში დაჯდომა ქართველების უმეტესობისთვის სიმბოლურად სილის გარტყმას წარმოადგენდა. სწორედ ამან გამოიწვია ეს ემოცია, რადგან რეალობაა ის, რომ საქართველო რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამას გვერდს ვერ აუვლი. ხალხმა ეს იცის და გრძნობს.

    ქართული ოცნების კრიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობას მოსკოვის გაღიზიანება არ სურს და ამიტომ არ დგამს ნაბიჯებს ქვეყანაში პრო-რუსული ჯგუფების წინააღმდეგ. ამასთან, მას პრო-ევროპულ მოსახლეობასთან ბალანსის შენარჩუნება სურს. ოპოზიცია საუბრობს იმ ფაქტზე, რომ მთავრობას რუსეთის ჯაშუშები არ დაუჭერია და არ გადაუდგამს მკვეთრი ნაბიჯები, რაც მოსკოვისთვის მიუღებელი იქნებოდა. შედეგად, ისეთმა ჯგუფებმა, როგორიც ქართლი მარშია, უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვეს და უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობენ. როდესაც საქმე ქართული ოცნების რუსეთის პოლიტიკას ეხება, არსებობს შეშფოთების საფუძველი?
    პროტესტი, რომელიც ვიხილეთ, ნაწილობრივ [რუსეთთან] ნორმალიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ რეაქციაა. ურთიერთობის ნორმალიზაცია და მეგობრული კავშირების შენარჩუნება, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია ოკუპაციის პირობებში, მისაღები და ჭკვიანურია. თუმცა საჭიროა სიფრთხილე და იმის გაანალიზება, რომ რუსეთი საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. მე თბილისში კონფერენციაზე ვიყავი, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას შეეხებოდა. იქ ვისაუბრე იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს ტურისტების საკითხი შირმად გამოიყენოს და სინამდვილეში საქართველოში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლობა გაზარდოს – რაც ფაქტია – უდაო ფაქტია. მე იმ ფაქტს კი არ ვაკრიტიკებ, რომ საქართველოში რუსი ტურისტები არიან, არამედ იმას, რომ „ეფ-ეს-ბემ“ [საქართველოში] გაზარდა წარმომადგენლობა და რომ რუსეთი ტურისტებს იყენებს, როგორც საშუალებას, ოპერაციების ჩასატარებლად. ეს ისეთი საკითხია, რასაც გულუბრყვილოდ არ უნდა მივუდგეთ.
    უნდა გავაანალიზოთ, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს ქართული საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას „ეფ-ეს-ბეს“ გამოყენებით და ასევე სხვა ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით, მაგალითად, საქართველოში სტრატეგიულ ადგილებში უძრავი ქონების შეძენით.

    თქვენ თქვით, რომ „ეფ-ეს-ბე“ ტურიზმს სადაზვერვო საქმიანობისთვის შირმად იყენებს. თუმცა, ამასთან საქართველოს დაზვერვას რუსი ჯაშუშების შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ, აქვს. ამის გათვალისწინებით, რომელი უფროა ეს – ტურიზმის პრობლემა თუ საქართველოს მთავრობის უმოქმედობით შექმნილი ვითარება, რომელიც [რუს ჯაშუშებს] დაუსჯელობის განცდას უქმნის?
    როგორც ვთქვი, რუსი ტურისტების ქვეყანაში ჩამოსვლა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს რუსეთის რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს იხილონ როგორ ცხოვრობს დემოკრატია. ეს საქართველოს ეკონომიკისთვისაც კარგია. თუმცა რუსეთის სპეციალური სამსახურები ამას იყენებენ თავიანთი წარმომადგენლობის გაზრდისთვის, განსაკუთრებით უვიზო რეჟიმის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ მხარეს ვიზის რეჟიმი საქართველოსთვის არ გაუუქმებია. ეს ასიმეტრიულია. უვიზო რეჟიმი ქართული მხარის საშუალებას მისდიონ იმას რაც ხდება – ართულებს. როგორც თქვენ თქვით, არ მომხდარა [ჯაშუშების] დაკავება, მაღალი პროფილის რუსი ჯაშუშების დაკავება. მსგავსი რბილი მიდგომა საქართველოს უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს.
    როგორ ხსნით საქართველოს ხელისუფლების მსგავს რბილ პასუხს?
    ერთი პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ შეიძება ჩუმად და უხმაუროდ მოქმედებენ, რათა ეს არ იყოს საჯარო. ჩემი კრიტიკა მხოლოდ იმის ხაზგასმასაა, რომ არ უნდა ვიყოთ რეალობის მიმართ გულუბრყვილონი. საჭიროა რისკების შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმა. ვფიქრობ, მთავრობა დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა არა ისე აგრესიულად, როგორც ამას უნდა აკეთებდეს. მით უმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და სამხრეთ ოსეთში საზღვარს წევს. მსგავს აგრესიულ ქმედებებზე პასუხი მხოლოდ სიჩუმე არ უნდა იყოს.

    რუსეთმა ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა აუკრძალა. მსგავსად, ,2006 წელს კი ღვინის და ბორჯომის ექსპორტზე ემბარგო დააწესა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს რუსეთი?
    ყველა, ვინც იხილა პრეზიდენტი პუტინის მხრიდან ტურისტების აკრძალვის გადაწვეტილება, აანალიზებს, რომ რუსეთი არაა სანდო პარტნიორი. სავაჭრო კავშირები კარგია ეკონომიკისთვის… თუმცა გასული დღეების მოვლენები და ბატონი პუტინის გადაწვეტილება აჩვენებს, რომ თუ ერთ პარტნიორზე ძალზედ დამოკიდებული გახდები, განსაკუთრებით თუ ეს პარტნიორი შენს სუვერენიტეტს უთხრის ძირს – ეს ამ შედეგამდე მიგიყვანს.

    პუტინთან ერთად, მკაცრი იყო ქართლი ოცნების პასუხიც. 240 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე ჯერ ისევ იბრძვის საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. როგორ შეაფასებდით მთავრობის ქმედებას, და რა ეტყოდით მათ იმ ფონზე, როცა დემონსტრაციები გრძელდება?
    სამწუხაროდ, პირველ ღამეს პასუხი ძალიან სასტიკი იყო. იქ იყვნენ დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, ძალადობა არც-ერთი მხარისგან არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო მკაცრი პასუხი. მაგრამ ვფიქრობ მთავრობამ გაიგო, რომ ეს ნამდვილად სპონტანური დემონსტრაცია იყო. ხალხი ქვეყნის ოკუპანტის, რუსეთის მიმართ გაბრაზებას გამოხატავდა. მთავრობამ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი დემონსტრაციების საპასუხოდ, მათ შორის, მომავალი არჩევნების შესახებ. იმედია, მათ მიიღეს გზავნილი და შესაბამისად უპასუხებენ მას.

    როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მოსკოვის რეაქცია? რამდენად უკავშირდება ეს კრემლის წარმოდგენას, რომ ის საქართველოში მისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკურ ბალანსს და გავლენას კარგავს და მას ეს აშფოთებს რადგან დემონსტრაცია სწორედ ამას ემუქრება?
    ვფიქრობ ეს კრემლის ნარატივის ნაწილია, რომლის გავრცელებასაც ის ცდილობს. რუსეთი ცდილობს საქართველოში შექმნას წარმოდგენა, რომ ის პატარა ქვეყანაა, დასავლეთი ყოყმანობს მის ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებში მიღებაზე. ამიტომ საქართველო რუსეთისკენ უნდა გადაიხაროს, რუსეთი არსად მიდის და მოგიწევთ მასთან ურთიერთობის ქონა – ესაა მესიჯი, რის გავრცელებასაც პუტინი ცდილობს. თუმცა, მას ზედმეტი მოუვიდა.
    ერთ-ერთი დათმობა, რაზეც მთავრობა წავიდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო 2020 წლისთვის, თუმცა ნულოვანი ბარიერით. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეცვლის ეს მოცემულობას?
    ზოგადად, ვფიქრობ საქართველოს პროპორციული სისტემა წაადგება. თუმცა ნულოვანი ბარიერი პრობლემატურია, რადგან შედეგად ჩვენ ვიხილავთ რადიკალურ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებს პარლამენტში, რომლებიც შეეცდებიან გაერთიანებას და პროცესის გართულებას უფრო პასუხისმგებლობით განწყობილი ძალებისთვის. თუმცა ეს შედარებით პატარა პრობლემაა.

    პუტინმა, ქართველებს რუსოფობიაში დასდო ბრალი. ეს უფრო შიდა-მოხმარებისთვის გამოჭრილი მესიჯია. ჩვენ უკრაინის შემთხვევაშიც გვესმოდა რუსეთისგან, რომ იქ ანტი-რუსული სენტიმენტები იყო, მაიდანის დროს და შემდეგაც. როგორ ფიქრობთ, რამდენადაა ეს უფრო დიდი რუსული ნარატივის ნაწილი?
    ეს პუტინის მხრიდან სუფთა პროპაგანდაა. რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ტერიტორია დაიკავა. მან ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით, რომელიც ამბობდა რომ უნდა დაბრუნებულიყო ომისწინა პოზიციებს და ეს მას არ გაუკეთებია. ის არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს საქართველოში. ასე იქცევა უკრაინაშიც. კიევის წინააღმდეგ ის ყოველდღიურად აწარმოებს ომს, ყოველ დღე ამას უკრაინელი მოქალაქეები და სამხედროები ეწირებიან. ეს ფობია არაა უკრაინელების თუ ქართველების მხრიდან. ეს ბუნებრივი რეაქციაა ქვეყნის მიმართ, რომელსაც ოკუპირებული აქვს მათი ტერიტორია. უკრაინაში ცხელი ომი მიდის. ხოლო საქართველოში ეს ფარული ომია, პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღებით – თუმცა ომი.

    ჩვენ დემონსტრანტებისგან, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდაა, ვხედავთ მოთხოვნას, რომ აქცია არ იყოს მართული პოლიტიკური პარტიების მიერ. თქვენი აზრით, რას უკავშირდება სურვილი არ დაუკავშირონ პროტესტი პოლიტიკურ პარტიებს?
    სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ძალზედ ფოკუსირებულია ცალკეულ პიროვნებებზე. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებების სამიზნედ რჩება, ბევრი ადამიანი მას და მის პიროვნებას უარყოფითად აღიქვამს. სხვებს სააკაშვილი ძალიან მოსწონთ. იგივე ვრცელდება ქართული ოცნების ლიდერებზეც. თუმცა მეორეს მხრივ, მე არ მსმენია დემონსტრაციის შესახებ რომელიმე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პარტიები არ ცდილობენ გამოიყენონ ადგილზე მიმდინარე მოვლენები.
    თუმცა [საქართველოში] დემონსტრაციების კუთხით და არა მხოლოდ ამ პროტესტის შემთხვევაში, არამედ ბასიანის და ხორავას საქმის შემთხვევაში ისეთ მესიჯთან გვაქვს საქმე, რომელიც არალიბერალური ელემენტების წახალისებას უკავშირდება. ბევრ ადამიანს საზოგადოებაში ეს არ მოსწონს. მათ სურთ ევრო-ატლანტიკური კურსით სიარული და არ მოსწონთ, რომ არალიბერალური ძალების კეთილგანწყობის მოპოვებაზე მიდის მუშაობა.

    ჩვენ ვიხილეთ, როცა ლგბტქ პრაიდის ორგანიზატორებს რადიკალი ჯგუფები დაუპირისპირდნენ. მთავრობამ აგრსიულად განწყობილი ჯგუფების მიმართ მაშინ ძალა არ გამოიყენა და უარს აცხადებდა, პრაიდის დაცვაზე. ჩნდება განცდა, რომ მთავრობა უფრო ფრთხილად უდგება ამ რადიკალურ ჯგუფებს? როგორ ახსნიდით ამას?
    არ ვიცი რა არის მოტივაცია. თუმცა ვფიქრობ, თუ რომელიმე ჯგუფი ძალადობით იმუქრება, სამართალდამცველებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. მე როგორც ვიცი, რადიკალური ორგანიზაციების ზოგიერთი წევრი დააკავეს. თუმცა მაგალითად, თუ კიევს შევხედავთ, იქ ცოტა ხნის წინ გაიმართა პრაიდს მარში და არც-ერთ ინციდენტს არ ქონია ადგილი. იყვნენ კონტრ-დემონსტრანტები, რომლებიც ტრადიციული ღირებულებების საფუძველზე აპროტესტებდნენ [მარშს] და ეს მისაღებია. მათ აქვთ უფლება ეს მოთხოვნები და საკუთარი მოსაზრება გააჟღერონ. თუმცა მთავრობას აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა ადამიანი, ვისაც სურს მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი. აქ ესაა მთავარი: გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და მას უნდა სცენ პატივი და მხარი დაუჭირონ.

    წყარო: ამერიკის ხმა