Category: სხვადასხვა

  • “ყველაფერი გააკეთეს ვირეშმაკული დიქტატურის დასამყარებლად“–ქეთი დევდარიანი

    სცენარისტი ქეთი დევდარიანი თვლის, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა ქვეყანაში დიქტატურის დასამყარებლად:

    “კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი, 35 პროცენტი პასუხობს, რომ “არაფერი”.

    ეს ახლა გვგონია, რომ “არაფერი”, რადგან ტაქტიკური შეცდომა დავუშვით და უნიათო დებილები შევარქვით.

    სინამდვილეში, “არაფერი” კი არა, ყველაფერი გააკეთეს ვირეშმაკული დიქტატურის დასამყარებლად, ეკონომიკის დასაქცევად, კორუფციის დასაბრუნებლად, ტროლებთან სამოქალაქო ომის რეჟიმში გადასასვლელად.

    და რაც მთავარია საგარეო პოლიტიკურ რუკაზე ჩვენს გასაქრობად“–ამბობს ქეთი დევდარიანი.

  • ბერლინის ზოოპარკში ბინადარ პანდას იუბილე მიულოცეს (ვიდეო)

    რამდენიმე დღის წინ ბერლინის ზოოპარკში ერთ-ერთ  პანდას 9 წელი შეუსრულდა. მას იუბილე  ზოოპარკის თანამშრომლებმა ტორტით მიულოცეს. პანდას  ჯიაო ქინგი ჰქვია, ის 110 კილოგრამს იწონის.  სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულისაგან შედგებოდა. 

    ზოოპარკში მეორე პანდა, მკურნალობის გამო, მის იუბილეს ვერ დაესწრო.  ზოოპარკის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მალე მენგ მენგ-ის ორსულობის ამბავსაც იზეიმებენ.

    დღესდღეობით პანდას გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა დღემდე აქტიურად მიმდინარეობს  ისეთი პროგრამები რომლებიც  ამ სახეობის გადასარჩენად გამოიყენება. 

  • ბიონსეს ახალ კლიპში მისი შვილი მონაწილეობს (ვიდეო)

    ამერიკელმა მომღერალმა ბიონსემ, ახალი კომპოზიცია Spirit-ის ვიდეოკლიპი გამოუშვა. მომღერალი Disney-ს ახალ ეკრანიზაციაში The Lion King-ში  ნალას როლს ახმოვანებს, გარდა ამისა ის ფილმისთვის საუნდტრეკების შემსრულებელიცაა.

    Spirit-ი, ისევე, როგორც კომპოზიცია Can You Feel the Love Tonight, The Lion King-ის ახალ ალბომში ერთიანდება. აფრო-ამერიკელების გაძლიერებისთვის მიმართული თემატიკის კლიპში ბიონსე უდაბნოში ცეკვავს, მასთან ერთად კი მის და ჯეი-ზის შვილს, ბლუ აივი კარტერს ვხედავთ.

    ალბომის პრემიერა რამდენიმე დღეში გაიმართება. მასში სულ 14 საუნდტრეკია თავმოყრილი.

  • პოპულარული “დაბერების აპლიკაციით“ შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს

    ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეგრეთწოდებული “დაბერების აპლიკაცია.“
    რამდენად უსაფრთხოა faceapp იგივე დაბერების აპლიკაცია, რომელიც 2017 წელს, რუსეთში, სანქტ-პეტერბურგელმა პროგრამისტებმა შექმნეს იაროსლავ გონჩაროვის ხელმძღვანელობით. აპლიკაცია ბოლო ორ წელიწადში რამდენჯერმე განახლდა და სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარული გახდა. პროგრამა რამდენიმე პირობაზე ავტომატური თანხმობის შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს ნახოს სახის როგორი გამომეტყველება ექნება მას წლების შემდეგ. აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა, მაგრამ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები აცხადებენ, რომ შესაძლოა მომხმარებლებს faceapp-ის გამოყენება ძვირად დაუჯდეთ, რადგან როგორც წესი მსგავსი პროგრამების საშუალებით მათი პირადი მონაცემები ადვილად ხელმისაწვდომი ხდება. faceapp-ით უკვე 50-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
    როგორც Face App-ის, ისე სხვა მსგავსი აპლიკაციებით სარგებლობის დროს მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის ის, თუ რამდენად არის დაცული ჩვენი პერსონალური მონაცემები და რა დოზით იყენებს მსგავსი აპლიკაცია ამ ინფორმაციას.მითუმეტეს, თუ ეს აპლიკაცია რუსეთშია შექმნილი.
    რუსულ სპეცსასმახურებს აქვთ წვდომა ყველგან, სადაც ბევრი ადამიანის პერსონალური მონაცემია თავმოყრილი – იქნება ეს მაილ.რუ, იანდექსი თუ სხვა. მათ არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ სჭირდებათ კომპანიებისგან ინფორმაციის მისაღებად.
    როდესაც მსგავს სერვისებს ვიყენებთ, ეს ნიშნავს, – ჩვენი ნებით ვაზიარებთ ჩვენს მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას – IP მისამართებს, ვებ-ბროუზერის ტიპს, ჩვენი სმარტფონის უნიკალურ მახასიათებლებს, მომხმარებლის ადგილმდებარეობის ინფორმაციას, აპლიკაციის მოხმარებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას და რაც მთავარია, ჩვენს პირად ინფორმაციას (ამ შემთხვევაში ჩვენს სახეს –ფოტოებს) – ადამიანის იდენტიფიკაცია კი შესაძლებელია როგორც თითის ანაბეჭდით, ასევე სახის თავისებურებებით.
    ეს ინფორმაცია კი, შესაძლოა გამოყენებული იქნეს:
    პოლიტიკური მიზნებისთვის,
    არჩევნებზე გავლენისთვის,
    ტროლებისა და ბოტების შესაქმნელად.

    Face App-ის აპლიკაციის გვერდზე უსაფრთხოების წესების ნაწილში მითითებულია, რომ მათ შეუძლიათ მომხმარებლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გაუზიარონ Face App-თან კანონიერად დაკავშირებულ კონკრეტულ ბიზნესჯგუფებს.
    Face App-ის ხელმძღვანელია დღემდე იაროსლავ გონჩაროვია, რომელიც 2013 წლამდე იანდექსის მობილური პლატფორმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
    გონჩარივი გამოცემა „ნიუსვიკთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ აპლიკაციის წარმატების მთავარი მიზეზი მის ფოტორეალურობაშია – მათი ფილტრის გამოყენების შემდეგაც ფოტო არ იცვლება და ხელოვნური ინტელექტის წყალობით მაქსიმალურად ახლოსაა სინამდვილესთან.

  • საშიში რუჯი.მსოფლიოში სოლარიუმის მოხმარება მცირდება

    ზაფხულის დადგომასთან ერთად სოლარიუმის აქტუალობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს კიდეც. პლაჟზე ან აუზზე გამოჩენამდე ბევრი ამჯობინებს ოდნავ გაირუჯოს სოლარიუმში, რათა ე.წ. “პირველადი სითეთრე“ დაფაროს. სოლარიუმი ალტერნატივაა მათთვისაც, ვინც ზღვაზე და აუზზე წასვლას ვერ ახერხებს, თუმცა უნდა ზაფხულში რუჯი ქონდეს.
    საქართველოში სოლარიუმი პოპულარულია იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში მისი მოხმარება მცირდება და მედიკოსებს სულ უფრო მეტი არგუმენტები აქვთ სოლარიუმის წინააღმდეგ.
    ამერიკის შეერთებულ შტატებში სოლარიუმების გამოყენება ბოლო წლების მანძილზე მესამედით შემცირდა. ამას მოწმობს არაერთი ფართომაშტაბიანი კვლევის მონაცემები.
    თუ 2010 წელს სოლარიუმი დაახლოებით 11.7 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა, 2015-ში მათი რიცხვი 7.8 მილიონამდე შემცირდა. მკვლევარები შედეგს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის ასახელებენ: სოლარიუმის ხმარების რისკების შესახებ მიღებულ განათლებას; 2010 წელს სოლარიუმის ბიზნესებისთვის შემოღებულ 10%-იან საგადასახადო დანამატს; შტატების დონეზე დამტკიცებულ რეგულაციებს, რომლებიც 17, ან 18 წლამდე მოზარდების სოლარიუმებში შეშვებას კრძალავს და უსაფრთხოების ახალ რეგულაციებს, რომელიც შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დააწესა.
    მომხმარებელთა თითქმის 30-პროცენტიანი კლება იმის ნიშანია, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი იღებს და იგებს გზავნილს სოლარიუმების მავნებლობის და იმის შესახებ, რომ “გარუჯული კანი დაზიანებული კანია” . მედიკოსების და ექსპერტების აზრით, სოლარიუმის ხმარება აძლიერებს კანის რამდენიმე სახის კიბოს რისკს, მათ შორის მელანომას რისკსაც, ასევე – კატარაქტების და თვალის სხვადასხვა ტიპის კიბოს რისკს. მათ, ვინც თვლის, რომ გარუჯული უფრო ლამაზად გამოიყურება და ამიტომ თავის დანებება უჭირს, მეცნიერები ახსენებენ, რომ გარუჯვა კანის ნაადრევ დაბერებას, დანაოჭებას და კანის ლაქებსაც იწვევს.
    შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გარუჯვა განსაკუთრებით მავნებელია ახალგაზრდებისთვის. სულ ცოტა, რამდენიმე ათეული კვლევით დასტურდება, რომ სოლარიუმის გამოყენება 30 წლამდე ახალგაზრდებში მელანომას რისკს 74 პროცენტით ზრდის. სოლარიუმები თანდათან უფრო ხშირად მოიხსენიება კიბოს გამომწვევ ისეთ მიზეზებს შორის, როგორიცაა კარგად ცნობილი თამბაქო, ჰეპატიტი, თუ გარემოს დაბინძურება.
    სოლარიუმები აკრძალულია ბრაზილიაში და ავსტრალიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგ შტატში 18 წლამდე, ზოგან კი 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოლარიუმში შესვლა არალეგალურია და ფულად ჯარიმას, ან უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. 18 წლამდე აკრძალვა შემოიღეს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ფინეთში.
    კონკრეტულად რა რისკებს შეიცავს სოლარიუმის გამოყენება:

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მზისგან და სოლარიუმებში მიღებულ ულტრაიისფერ გამოსხივებას კანცეროგენად (კიბოს გამომწვევად) აცხადებს
    სოლარიუმის 35 წლამდე ასაკში გამოყენება, მელანომას რისკს 59 პროცენტით ზრდის. რისკი სალონის თითოეული გამოყენებით კიდევ უფრო იზრდება. 30 წლამდე ასაკში რისკი მათთან შედარებით, ვინც სოლარიუმში არ დადის, 6-ჯერ მეტია. დამწვრობის გარეშე გარუჯვა რისკს არ ამცირებს.
    კვლევებით დასტურდება, რომ სოლარიუმი ასევე აზიანებს კანის დნმ-ს; იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას; თვალის დაზიანებას; კანის ნაადრევ დაბერებას
    ყოველწლიურად, სოლარიუმს უკავშირებენ კანის კიბოს 400 ათასამდე შემთხვევას ამერიკაში. მამაკაცებთან შედარებით, ახალგაზრდა ქალებში მელანომას შემთხვევების სიხშირეც, ნაწილობრივ სოლარიუმში სიარულით აიხსნება
    ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია სოლარიუმის წინააღმდეგია და არასამედიცინო დანადგარების წარმოების, გაყიდვის და გამოყენების საერთოდ აკრძალვას ითხოვს
  • მარიხუანის ლეგალიზაციის შემდეგ მოზარდი მწეველების რაოდენობამ იკლო

    ამერიკის 50 შტატიდან, რეკრეაციული მარიხუანა ლეგალიზებულია 10 შტატში და ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი). სამედიცინო მარიხუანის მოხმარება კი კანონით 33 შტატშია დაშვებული. რიგში კიდევ სულ ცოტა, 8 შტატია, სადაც მის ლეგალიზაციას უახლოეს მომავალში ელიან.
    რიგ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება და კანონმდებლები პირველი სერიოზული კვლევების შედეგებს ელოდებიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. პიუს კვლევითი ცენტრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მარიხუანის ლეგალიზებას ყოველი 10 ამერიკელიდან დაახლოებით 6 ემხრობა, ჯამში – მოსახლეობის 62%. ეს 2000 წელს ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერ მეტია.
    ამ დარგში მომუშავე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მარიხუანის ლეგალიზება რამდენიმე წელში მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. მათ ვარაუდს ახალი კვლევაც ამყარებს, რომელიცა ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის “ჯამა” (JAMA Pediatrics) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
    მეცნიერებმა შეისწავლეს ის შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანაა ლეგალიზებული, ანუ სადაც მას არა წამლად, არამედ სიამოვნებისთვის, ისევე როგორც ალკოჰოლს, ლეგალურად იღებენ. ამისთვის საჭირო გახდა ბოლო, თითქმის 12 წლის მონაცემების გაანალიზება. ერთმანეთს შეადარეს მწეველთა რაოდენობა ლეგალიზაციამდე და ლეგალიზაციის შემდეგ.
    დღეისთვის შესწავლილია 1.5 მილიონამდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების მონაცემთა ბაზა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ელექტრონულ სისტემაშია დაცული. აქვე ვიტყვით, რომ კვლევა დააფინანსა ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფმა, ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა. ასე რომ, მიღებულ შედეგებზე კერძო კომპანიების ინტერესების ზემოქმედება გამორიცხულია.
    შედეგი: 2018 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ იმ შტატების მოზარდებში, სადაც რეკრეაციული მარიხუანა არამარტო დეკრიმინალიზებული, არამედ ლეგალიზებულიცაა, მარიხუანის მოხმარებამ 8%-ით იკლო. იგივე მონაცემმა ხშირ მწეველებში 9 პროცენტით იკლო. ხშირ მწეველებში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც 30 დღეში მარიხუანას სულ ცოტა, 10-ჯერ ეწევიან.
    კვლევამ გააქარწყლა იმ სპეციალისტების წინასწარი ვარაუდი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ლეგალიზაცია მარიხუანის ახალგაზრდა მწეველების რაოდენობას გაზრდიდა. იყო შტატების დონეზე ჩატარებული კვლევებიც, სადაც ჩანდა, რომ მონაცემები ლეგალიზაციის შემდეგ არ შეცვლილა. ახალი ნაშრომი გაცილებით მასშტაბურია და უფრო სანდო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მის მიხედვით, ლეგალიზაცია ხელს უწყობს თინეიჯერებში მწეველთა რაოდენობის შემცირებას.
    მეცნიერების აზრით, მოზარდებში მწეველების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ახლა მარიხუანის გამყიდველები აღარ არიან ნარკო-დილერები, რომლებიც მას ნებისმიერ ადამიანს აძლევდნენ. ისინი დღეს ჩაანაცვლა ლიცენზირებულმა დაწესებულებებმა, სადაც მარიხუანის მყიდველს, ასაკის დამადასტურებელ აიდი-ბარათს სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პუნქტები ლიცენზიის ჩამორთმევის და დახურვის რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან.
    მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ 20 წლამდე მარიხუანის მოწევა თინეიჯერების ჯანმრთელობას სერიოზულ რისკებს უქმნის. მაშინ, როცა მოზარდის თავის ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მარიხუანამ შესაძლოა მას გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს.
    ხშირი მოწევა მოზარდებში არღვევს სუნთქვის პროცესს და თავის ტვინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისხლის მიწოდების რეჟიმს. ასევე იცვლება თავის ტვინის სტრუქტურა ზომების და ცალკეული უბნების ერთმანეთთან დაკავშირების მხრივ.
    შედეგად, თინეიჯერებში ჩნდება როგორც კოგნიტური, ასევე სოციალური ურთიერთობების პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ფსიქიკური პრობლემები, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა და სხვა.
    მარიხუანის მოწევის გამო, თინეიჯერებში 7-ჯერ მეტია ზრდასრულ ასაკში ნარკოტიკზე დამოკიდებულების გაჩენის შანსიც.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “საქართველო პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალია“–თინა კანდელაკი რუსული არხის დებატებში მთავარ პრობლემად ქართულ ნაციონალიზმს ასახელებს

    წარმოშობით ქართველმა, ამჟამად კი რუსეთში მცხოვრებმა ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა მონაწილეობა მიიღო რუსული ტელეარხის, “რასია24–ის“ გადაცემაში, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. კანდელაკი რუსეთის მოქალაქეა და მისი ხელისუფლების ერთგულებით გამოირჩევა. ამჯერადაც მან პრობლემის მთავარ სათავედ ქართული ნაციონაიზმი და პოლიტიკური ექსტრემიზმი დაასახელა, რომელიც მისი აზრით ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან იღებს სათავეს:
    “ საქართველო უკვე არაერთი ათწლეულია პოლიტიკური ექსტრემიზმის მძევალი გახდა. ამ ექსტრემიზმით და ტერორიზმით საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია დაკავებული. ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანს არც უკრაინის მოქალაქეობა ქონდა, რომელიც ჩამოართვეს. მიიღო ცხოვრების უფლება მაიამიში, სადაც უძრავი ქონებაც შეიძინა. და როგორც იცით, ვლადიმირ ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამ ძალას, სააკაშვილის ძალას, ნაციონალებს, რადიკალებს საკმარისი დაფინანსება აქვს, სამწუხაროდ არა მხოლოდ ამერიკული. ტელეარხი რუსთავი2 სამწუხაროდ პირდაპირ ფინანსდება ბიზნესმენის მიერ, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს– კობა ნაყოფიას მიერ, რომელიც მიხეილ ნიკოლოზის ძის საფულეა.
    მინდა ერთი მარტივი კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს. ნუთუ არ შეგვიძლია, ყველა კეთილი ნების ადამიანი გავერთიანდეთ და როგორმე მივმართოთ უკრაინის პრეზიდენტს,რომ ბოლოს და ბოლოს დააკმაყოფილოს საქართველოს პროკურატურის თხოვნა გადასცეს პოლიტიკური დამნაშავე, ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობებში ბიუჯეტის ხარჯვაში . ჩემი აზრთი ეს იქნება რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ფურცლის დასაწყისი. “–განაცხადა კანდელაკმა.
    გადაცემის წამყვანი იმაზე საურობს, რომ რუსეთი დიდსულოვნებას იჩენს საქართველოს მიმართ. ეთერში რუსთავი 2 ის გადაცემა კვირის აქცენტების ის მონაკვეთიც გაუშვეს, რომელშიც ნიკა გვარამია მწვავედ გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსულ ბაზართან დაკავშირებით.
    თინა კანდელაკმა თავის მხრივ გადაცემაში მიიტანა ვიდეო, რომელიც 2016 წელს გავრეცლდა და რომელშიც თითქოსდა ერთმანეთს გვარამია და სააკაშვილი ესაუბრებიან.
    თინა კანდელაკი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მართავს ყველა პოლიტიკურ პროცესს.
    წამყვანის კითხვაზე, რატომ ვერ ათვინიერებს ტელეარხის დირექტორს და რადიკალ პროტესტანტებს , რომლებიც პუტინის პლაკატებს შეურაცხყოფენ ხელისუფლება, კანდელაკი პასუხობს, რომ“ ნაციონალიზმი საქართველოში ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას დროს გაჩნდა რომელმაც გარშემო ნაციონალისტები შემოიკრიბა. ამის შემდეგ ეს ბაცილა რომელიც აფხაზეთს და ოსეთსაც უკავშირდება, ყოველთვის გამოიყენება პოლიტიკური ტერორისტების მიერ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და რუსეთ საქართველოს შორის ურთიერთობების დასანგრევად.“
    თინა კანდელაკი იმის მტკიცებულებად, რომ ამერიკას საქართველოში ბოლო ოცი წლის განმავლობაში სერიოზული ინტერესები აქვს და აქ ფულს დებს, ის მოჰყავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოლანდიელმა ცოლმა, სანდრა რულოვსმა მეგრულიც კი ისწავლა.
    “სანამ ცვლილებები არ მოხდება და სანამ არ გამოჩნდება თაობა, რომელიც რუსეთის მიმართ ისევე იქნება განწყობილი როგორც მე ვარ, ეს იქნება მუდმივი ექსცესი, მუდმივი ომი.“– ამბობს კანდელაკი.

    {{VIDEO}}

  • „კაცები ცეკვავენ სამაიას“–ლია უკლებას მორიგი პროტესტი და სკანდალური ნამუშევარი

    მხატვარმა ლია უკლებამ, რომლის ნამუშევრები არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი ახალი ნახატი შექმნა “კაცები ცეკვავენ სამაიას“- ასე ქვია მის ახალ ნამუშევარს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს ნინო სუხიშვილის პოზიციის გამო დახატა.
    მხატვრის პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია, რომელმაც თქვა: „ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად კი, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია“. ფილმის რეჟისორმა ლევან აკინმა განაცხადა, რომ ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობა აუკრძალა.
    უკლება „რადიო თავისუფლებასთან“ აცახდებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს.
    ამ ნახატმაც, ისევე, როგორც შემოქმედის წინა ნამუშევრებმა (თვითმკვლელი ღვთისმშობელი, ტრანსგენდერი ჩვილით) საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

    – დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… – ასე შეაფასა ლია უკლებას ნამუშევარი ქორეოგრაფმა დავით ფოცხიშვილმა:

    “აჰა, გამოჩნდა “სამაიას” სიურეალიზმური ნამუშევარი… მოკლედ ნელ-ნელა შემოგვაპარეს და დაიწყეს ქართული ცეკვის გაუპატიურება… არ ისვენებენ და მიიღებენ კეფაში….

    ამ ნახატის ავტორი ყოფილა ლია უკლება, რომელსაც დაელია ფანტაზიის უნარი და ბოლოს გადაწყვიტა “სამაიას” კაბებში მამაკაცები ჩაესახა… ბრავო! უკლება ბრავო! შედევრია! ესე როგორ დაბეჩავდით და მიწასთან გასწორდით?“

  • “ისტორიის გაყალბებით ,აბუჩად აგდებით და ძალმომრეობით ქართველ ერს ვერავინ დაიმორჩილებს“–სიმონ მასხარაშვილის პასუხი პუტინს

    ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტაციას პასუხობს:
    “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ან რაიმე სახის ოსური სახელმწიფო წარმონაქმნი 1774 წელს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ არსებობდა. შიდა ქართლი მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და 1802 წელს ის მთელს სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთმა. სამაჩაბლო 1802-1918 წლებში “საქართველოს” და შემდგომში “ტფილისის” გუბერნიების გორის მაზრაში შედიოდა და ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1922 წელს ეწოდა. ბატონო პუტინ თქვენ საპირისპიროდ ილაპარაკეთ და დაე, თქვენ მოიტანეთ წყაროები და დოკუმენტები თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად.
    1918-19 წლებში აფხაზების და ოსების გენოციდი არ მომხდარა, მეტიც , 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დეპეშით პირველი მიესალმა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. ის მთავრად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ აფხაზებს ჰყავდათ გამოცხადებული 1866 წელს, გიორგი შარვაშიძე დედა ენად ქართულს მიიჩნევდა და , საერთოდაც , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად , როგორც 1918-ში, ისე 1921-ში რუსეთის წინააღმდეგ ქართველებზე არანაკლებ გმირულად აფხაზები იბრძოდნენ. მაგალითად, თბილის 25 თებერვალს დაეცა, გაგრასა და სოხუმს კი 4-5 მარტამდე იცავდნენ აფხაზები და არ ეგუებოდნენ საქართველოს ოკუპაციას. ერთადერთი , რაც სიმართლე იყო თქვენს ნათქვამში, იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და ამ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და ერთაშორის შუღლის გამაღვივებელი ზღაპრების გამოგონება რად გჭირდებათ, ვერ გამიგია. სამწუხაროდ, ქართველები შესაძლოა მოისყიდო, მოფერებითა და დაყვავებით გადმოიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით , აბუჩად აგდებითა და ძალმომრეობით ქართველ ერი ვერავის ვერასდროს დაუმონებია და სამომავლოდაც ვერავინ ვერასდროს დაიმორჩილებს. ვერც თქვენ ბატონო პუტინ!“–ამბობს სიმონ მასხარაშვილი.
    შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ისტორიის ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა და ქართველები გენოციდში და ოკუპაციაში დაადანაშაულა:
    „ოსეთი რუსეთის იმპერიაში, მგონი 1774 წელს შევიდა. მთლიანად, სამხრეთიც და ჩრდილოეთ ნაწილიც. როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს – ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოგვიანებით პროცესები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა თბილისის გუბერნიაში, არანაირი საქართველო მაშინ არ იყო და იყო თბილისის გუბერნია. აფხაზეთში ასე მოხდა: როცა რუსეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ქონდა. შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და 1918 წელს გერმანული ჯარების დახმარებით საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად მოქმედებდნენ.
    უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ჯარები ოსეთში-1919 და 1920 წლებში. ეს თავისი არსით იყო ის, რასაც ახლა გენოციდს უწოდებენ. ეს უნდა იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამის დავიწყება არ შეიძლება, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების აწყობა სურს აფხაზ და ოს ხალხთან.
    საბჭოთა პერიოდში სხვათა შორის, ჯერ სამოკავშირეო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა, რომელშიც დღევანდელი საქართველო შევიდა, მაგრამ სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელიც გახდა აფხაზეთი, და ჩვენი უფლებადამცველები სხვათა შორის, ამას არასოდეს აქცევენ ყურადღებას. სტალინის ბრძანებით ბერიამ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ. ძალიან მკაცრი, არც მსურს ამაზე საუბარი- იმისთვის რომ საქართველოს მიეთვისებინა ეს ტერიტორია. აი ამ მძიმე მემკვიდრეობის იგნორირება მოახდინა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა როცა გააუქმა ავტონომია – აჭარის, აფხაზეთის. ამან გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი”-განაცხადა პუტინმა.
  • კორი ჰენრი და მისი ბენდი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს გახსნიან

    18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს.წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი Kraak & Smaak (NL), ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), DJ set: DJ Francis & MC Bluey (UK); DJ Machaidze.

    ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე წარდგებიან ჯგუფი MOKUMOKU და ჯგუფი Kraak & Smaak (NL),, ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ დახურავს, რომლებიც ასევე შემოგვთავაზებენ dj set: DJ Francis & MC Bluey (UK)

    კორი ჰენრის თავდაპირველად ოSnarky Puppy-ის ბენდის წევრად იცნობდნენ. ამ ინსტრუმენტალურ, ჯაზ-პოპ ორკესტრს, ჟურნალი “Rolling Stone” “ჩვენი დროის, პლანეტის ყველაზე მრავალფეროვან ბენდად” აღიარებდა. 2012 წლიდან, ბენდთან ერთად, რამდენიმე გრემიც დაიმსახურა. დროთა განმავლობაში მუსიკოსმა ჯაზში საკუთარი სოლო ალბომებით მოწინავე ადგილებიც დაიკავა.

    მუსიკოსის პირველი “First Steps” იყო, ხოლო მეორე ალბომი The Revival, რომელიც 2016 წელს გამოსცა, საუკეთესო გოსპელებს შორის მოხვდა.

    2018 წელს მან პირველი სადებიუტო სინგლი გამოუშვა სახელად “Trade It All”. ამავე წელს, გამოვიდა The Funk Apostles-თან ერთად ჩაწერილი სადებიუტო ალბომიც “Art of Love” [2018]. ახალ ალბომში, კორი ჰენრი ერთგვარ გამოწვევასაც იღებს და ითავსებს ფრონტმანი/ვოკალისტის პოზიციას.კორი ჰენრიმ ბენდის წევრები თავის სფეროში პროფესიონალები არიან:

    გიტარისტი – ადამ აგატი, რომელიც კორი ჰენრისთან ერთად სიმღერებს წერს, ისეთ მუსიკოსებთან მუშაობდა როგორებიც არიან Booker T. Jones და Ludacris

    ბასისტი – შარეი რიდი, რომელიც პატი ლაბელთან, არეტა, ფრანკლინთან, ჩაკა ხანთან ერთად მუშაობდა

    დრამერი – ტარონ ლოკეტი (Snarky Puppy-დან) უკრავდა ერიკა ბადუსთან და მონტელ ჯორდანთან

    კლავიში – ნიკოლას სემრადის “დამსაქმებლებში” სხვა სახელებთან ერთად, ლორინ ჰილიც იკითხება

    ბექვოკალისტები – დენის სტაუდმაირი ალიშა ქისთან მღეროდა, ტიფანი სტივენსონი კი ჯესი ჯეისთან, ერიკა კემბელთან, კანიე ვესტთან მღეროდა

    {{VIDEO}}