Category: სხვადასხვა

  • “ღამე როგორ გძინავთ საერთოდ !“–ბიჭი,რომელმაც 16 წლის ასაკში თვალი დაკარგა საკუთარ ტკივილზე ყვება

    ფეისბუქ მომხმარებელი ნიკა თვაური საკუთარ გვერდზე საკუთარ გამოცდილებაზე და ტკივილზე ყვება, რაც მან 16 წლის ასაკში მარჯვენა თვალის დაკარგვის შემდეგ გადაიტანა. ეს სტატუსი მან 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა, როცა სპეცრაზმის მიერ სახეში ნასროლი ტყვიით რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.

    “ბოდიში ყველას, მაგრამ ვთვლი საჭიროდ აღვწერო ის სიმპტომები და გრძნობები , რასაც თვალგამოთხრილი ადამიანი გრძნობს , დავართავდი ფოტოსაც , უბრალოდ ძალიან ბევრი პატარა ბავშვი ნახავს და არ მინდა ისინი შევაწუხო , უბრალოდ აღვწერ მაქსიმალურად ნაკლები ემოციით იმ დღეებს , რაც მე გამოვცადე 16 წლის რომ გავხდი , მარჯვენა თვალის ამპუტაციის შემდეგ რამდენიმე დღე მხოლოდ მორფინით მიყუჩებდნენ ტკივილებს , მერე საბოლოოდ ნარკომანად რომ არ გადავქცეულიყავი ,თვეეების მაძილზე ძლიერი გამაყუჩებლებით თუმცა ვერაფერ დიდს ვერ მშველიდა , მარჯვე ნა სახის არე ისე მტკიოდა , მერჩივნა საერთოდ არ მქონოდა თავი , სიცარიელე და რაღაც ისეთი აუწერელი გრძნობა მქონდა , დილაობით კი მთელი თვალის არე რაღაც წებოვანი სითხით მევსებოდა , რომელსაც სპეციალური სამედიცინო საშუალებებით მიწმენდნენ ჩემი მშობლები , მერე კი რეალობასთან შეგუება , თუმცა ეს სხვა ისტორიააა, არანაკლებ უსიამოვნო , დღეს ყოველთვის როცა ამინდი იცვლება , ან ძალიან ცივა , დილაობით აუტნელი თავის ტკივილით ვიღვიძებ, ეს რასაც ვგრძნობ , ეს კი რასაც ვფიქრობ , 1 ან 2 ადამიანი რომ არ ყოფილიყო კიდევ უბედურ შემთხვევად მივიჩნევთ მაგრამ ამდენ ადამიანს დათხარეს თვალები , პატარა გოგო გაწირეს ძალიან რთულ ბედთან საბრძოლველად , ღამე როგორ გძინავთ საერთოდ !“– წერს ნიკა თვაური.

  • “საქართველო იყო, არის და იქნება!“–ნინო კასრაძე რობერტ სტურუას პასუხობს

    რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პასუხობს და ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციებს აფასებს. მსახიობი რობერტ სტურუას ფეისბუქ სტატუსმა აღაშფოთა.
    რობერტ სტურუამ თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ფეისბუქ გვერდზე დაწერა:
    “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!”
    რეჟისორის ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მას ბევრმა ფეისბუქ მომხმარებელმა ამავე სტატუსის კომენტარებში მოღალატე უწოდა. ნინო კასრაძემ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
    “ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ.
    მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით.
    მესმის, რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია, მესმის, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია, ჰოდა, ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით.
    ბატონო რობერტ, გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ, სტუდენტები, თინეიჯერები, ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები. ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?!
    ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ, მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-მეთქი?!
    მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს, ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის…
    პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება — უკომპრომისო, პატრიოტი და სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა…
    ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი. პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”!
    საქართველო იყო, არის და იქნება!“ – წერს ნინო კასრაძე.
  • “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:საქართველო აღარ არის!“–რობერტ სტურუა

    “ბოროტმა სულმა იმარჯვა… ნაცისტები ზეიმობენ:
    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!“ – ასეთი სტატუსი დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ. მას არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ამ სტატუსით, თუმცა ფეისბუქ მომხმარებლებმა ის 20–21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოხმაურებად ჩათვალეს. ქართველი მომხმარებელი კომენტარებში მას ძირითადად მოღალატეს უწოდებს. სტატიას აკომენტარებენ რუსებიც.რუსულმა მედიამ კი ცალსახად ჩათვალა, რომ ეს კომენტარი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს ეხებოდა. 

  • “ასეთ რამეს ქართველი თუ იზამს მარტო“– 3 ქართველი მოჭიდავე ოლიმპიადისთვის გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, თურქ მოჭიდავეს მოამზადებს

    სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა სამი ქართველი მოჭიდავის გადაწყვეტილებას ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაში დაეხმაროს თურქ სპორტსმენს თავისუფალ ჭიდაობაში, ტაჰა აკგულს იმ დროს, როცა ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი მისი მთავარი კონკურენტია და ოლიმპიურ თამაშებში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
    ფეისბუქ მომხმარებელი, Georg Astamadze წერს:
    “ესეთ რამეს ალბათ ქართველი თუ იზამს მარტო. ასეთი ამბავია:
    თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონაში ბოლო 7-8 წელი დომინირებდა თურქი ტაჰა აკგული, რომელსაც ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. ამასობაში, საქართველოში გაიზარდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ბოლო 2 მსოფლიოს ჩემპიონატზე და პლიუს ერთ ევროპის ჩემპიონატზე მოიგო ტიტულები და მოუგო ტაჰა აკგულსაც. მოკლედ, დღეისთვის, გენოსა და აკგულის დაპირისპირება არის როგორც რეალი-ბარსელონა. გენომ საქართველოში დიდი კონკურენცია გაიარა და რამდენიმე ძლიერი ფალავანი ნაკრებს მიღმა დატოვა. ეს ხალხი, რომლებმაც გენოსთან კონკურენციას ვერ გაუძლო, ახლა დაირაზმა და დიდი ტურნირების წინ თურქეთში ჩადის სპეციალურად და ტაჰა აკგულს სპარინგპარტნიორობას უწევს, ფაქტიურად, გენოს დასამარცხებლად, რადგან ამ ორს სხვა თანაბარი კონკურენტი არ ჰყავს. ამაში თურქებისგან, ცხადია, ფულს იღებენ. შეფასება თქვენთვის მომინდვია.
    ფოტოზე: ცენტრში წითელი მაისურით ტაჰა აკგული, მარცხნივ ლევან ბერიანიძე, მარჯვინვ გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოძმანაშვილი. სუფრასთან, დარწმუნებული ვარ, ამათ სადღეგრძელოებში ვერავინ მოერევა.“ –წერს ქართველი ფეისბუქ მომხმარებელი.

    თურქული მედია კი ავრცელეს ინფორმაციას, რომ თურქ მოჭიდავეს, ტაჰა აკგულს ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი ავარჯიშებენ. თურქული მედია წერს, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რომელიც თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის მონდომების შედეგად გადაწყდა. მას მძიმოწონოსანი პარტნიორის მოძებნა უჭირდა, რომელიც სპარინგ პარტნიორობას გაუწევდა. ამიერიდან მას პარტნიორობას სამი ქართველი მოჭიდავე გაუწევს. თურქული გამოცემა sportmaidani–ს ინფორმაციით ქართველი მოჭიდავეები მოხარულები არიან რომ თურქ მოჭიდავეს ვარჯიშში დაეხმარებიან.
    “ჩემი მთავარი პრობლემა პარტნიორის პრობლემა იყო. ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი უკიდურესად წარმატებული მოჭიდავეები არიან და ჩემთვის კარგი პარტნიორები იქნებიან. ვაპირებ უკეთესად მოვემზადო ოლიმპიური თამაშებისთვის. მადლობელი ვარ მენეჯერების, განსაკუთრებით ფედერაციის პრეზიდენტის, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა მომცა. “ ტაჰა აკგულთან სამი ქართველი მოჭიდავე ოლიმპიურ თამაშებამდე იმუშავებს .
  • ორნელა მუტის პუტინთან ვახშმის გამო ციხე ემუქრება

    იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის სასამართლომ კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმის გამო, რომ მან ვლადიმერ პუტინის საქველმოქმედო გალა კონცერტში მონაწილეობის გამო თეატრში გამოსვლა ჩააგდო. თუ მსახიობი კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხე ემუქრება.
    2010 წელს ორნელა მუტი ქალაქ პორდენონში, იტალიის სამხრეთ–აღმოსავლეთით ვერდის თეატრში სცენაზე უნდა გამოსულიყო. თუმცა მან თითქოსდა ავადმყოფობის გამო სამდღიანი ბიუჯელეტენი აიღო და სინამდვილეში პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ერთად საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო.
    იტალიის სასამართლომ ის თაღლითობაში სცნო დამნაშავედ და ექვსთვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, 500 ევროთი დააჯარიმა და დაავალდებულა თეატრს პირსაგამტეხლო გადაუხადოს 30 000 ევროს ოდენობით.
    მსახიობმა განაცხადა, რომ არ აქვს საშუალება თეატრს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს და აპელაციას მიმართა.
    თუმცა ამ დღეებში საკასაციო ინსტანციამ წინ ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
    თალითობის საქმის საფუძველი სწორედ ის სამედიცინო ცნობა გახდა, რომელიც ორნელა მუტიმ თეატრს წარუდგინა. ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მას ხორხის ძლიერი ანთება და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რასაც ხველა და ხმის დაკარგვა მოჰყვა.
    ცნობაში, რომელიც სასამართლომ ყალბად ჩათვალა ეწერა, რომ რეკომენდირებული იყო მსახიობს ხუთი დღით დაესვენა. ორნელა მუტი კი პეტერბურგში გაემგზავრა პუტინის მიწვევით.
    როგორც კი პრესაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ორნელა მუტი პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან ზის, თეატრმა მოქმედება გადაწყვიტა.

    სასამართლომ გააფრთხილა მსახიობი, რომ თუ დადგენილ კომპენსაციას არ გადაიხდის, ციხეში მოუწევს წასვლა.

    ორნელა მუტი 64 წლისაა. იტალიის ფარგლებს გარეთ ის ცნობილია ფილმებით: “ჭირვეულის მორჯულება“, “ფლეშ გორდონი“ და “ოსკარი“. ქვეყნის შიგნით კი დღემდე ჩნდება ეკრანებზე და გამოდის სცენაზე.
    იტალიური მედიის ინფორმაციით მას თანხის დასაფარად 30 დღიანი ვადა აქვს.
    პირველ ინსტანციაში გართულ პროცესზე,2015 წელს ის ამტკიცებდა, რომ არ აქვს საჭირო თანხა.
    ორი წლის შემდეგ ორნელა მუტი და მისი ოჯახი რომში სახლიდან გამოასახლეს უძრავი ქონების სააგენტოს მიმართ დაგროვილი დავალიანების – 80 000 ევროს გამო.
    მანამდე მსახიობმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქვს ბინა მოსკოვში და არ არის წინააღმდეგი გახდეს რუსეთის მოქალაქე.
  • მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი Dolce&Gabbana–ს ჩვენებაზე გამოჩნდა

    მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი, 14 წლის დევა კასელი მილანში Dolce&Gabbana–ს მამაკაცის კოლექციის ჩვენებაზე გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ფოტოგრაფების ყურადღება.
    14 წლის მოდელმა ჩვენებისთვის ჩაცმის საქმიანი სტილი აირჩია.
    დევამ საკუთარი ფოტო ინსტაგრამზე დადო. საზოგადოებას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ გოგონა ძალიან დაემსაგვსა დედას.
    ამ წლის გაზაფხულზე დევა კასელი Dolce&Gabbana–ს სახე გახდა. გოგონას მშობლები 2013 წელს დაშორდნენ. გასულ წელს ვენსან კასელმა ცოლად მოდელი თინა კუნაკი მოიყვანა და უკვე შვილიც შეეძინა.

  • ვლადიმირ ზელენსკი დაცვასთან ერთად შადრევანში ჩახტა (ვიდეო)

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ დონეცკში ვიზიტისას მარიუპოლში ადგილობრივ შადრევანში გაირბინა. ვიდეო დონბასის ადგილობრივმა საზოგადოებრივმა არხმა გამოაქვეყნა.
    ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით თეატრალურ მოედანზე ზელენსკი სიტყვით გამოვიდა ქალაქის ბოევიკებისგან გათავისუფლების 5 წლისთავთან დაკავშირებით. შემდეგ კი დრამატული თეატრის მიმდებარედ შადრევანში დაცვასთან ერთად გაირბინა, რის შემდეგაც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
  • ალენ დელონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    83 წლის ალენ დელონი პარიზის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფრანგული მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ექიმებს ეჭვი ინსულტზე აქვთ, თუმცა ერთ–ერთი ვერსიით მიზეზი შაკიკის მუდმივი შეტევები გახდა.
    ამბობენ, რომ ალენ დელონი იძულებულია მუდმივად აკონტროლოს წნევა და გულის მუშაობა. მას ხშირად აქვს არითმია, თავბრუს ხვევა და შაკიკი. მსახიობის წარმომადგენელზე დაყრდნობით მედია წერს რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ამჟამად აღარ ემუქრება და მას გამოკვლევებს უტარებენ.
  • პატრიარქმა კახა კალაძის უმცროსი შვილები მონათლა

    საპატრიარქო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქმა თბილისის მერი, კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო და დალოცა. საპატრიარქოს ინფორმაციით  გუშინ  მოინათლნენ კალაძის უმცროსი შვილები და მათი ნათლია პატრიარქი გახდა.

  • გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი,ფრანკო ძეფირელი

    იტალიელი რეჟისორი, ფრანკო ძეფირელი 97 წლის ასაკში, რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. წლების მანძილზე ის არაერთი გამორჩეული ფილმის რეჟისორი იყო. ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. 90–იან წლებში ორჯერ აირჩიეს იტალიის სენატში მაშინდელი პრემიერ მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან. ძეფირელი დიდი ხანია ავად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა.