Category: სხვადასხვა

  • “თბილისი ნამდვილი ზღაპარია“ – დანიელები საქართველოს პოპულარიზაციისთვის აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს ყვებიან

    კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ.

    ქ. კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს ვიდეო-რგოლი სადაც ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.
    კლიპი მიზანად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
    ,,ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს, “აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

    ,,თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოვებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი რასაც ვაკეთებ ქართული რესტორნის ძებნაა. ხაჭაპურის და ხინკლის მოყვარული ვარ.” ამბობს ტრინე დანიიდან.
  • “მთავარი ჯოჯოხეთი წინ აქვს რიგით გახარიას“–ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი შინაგან საქმეთა მინისტრს ფეისბუქ სტატუსს უძღვნის:

    “ქვეყნის ხერხემლად და მანამდე რკინის კაცად წოდებულმა ადამიანების დღევანდელმა ყოფამ დაადასტურა რომ მუდმივი არაფერია. მოვა დრო, რიგით გახარიას მაკო გომურებთან ერთად მოუწევს ცხოვრება. რეალობასთან, რომელსაც ახლა მწარედ გაურბის. რის სიმბოლოდაც იქცა ცალ თვალზე დაწერილი 20%. ზუსტად ამდენი პროცენტით შესძლებს ეს კაცი აწი თავისუფლებას.

    მას ყოველთვის შეზღუდავს 20 ივნისი. სადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს.

    მოვა დრო, საკუთარი შვილებისთვის მოუწევს ახსნა, რატომ დათხარა თვალები თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს. კიდევ ბევრი რამის დრო მოვა, რაც ნიშნავს იმას რომ მთავარი ჯოჯოხეთი წინ აქვს რიგით გახარიას.

    და ის რიგითი აუცილებლად გახდება.“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • გია ჯაჯანიძის ბოლო გადაცემა იმედზე. წამყვანი არხის მაყურებელს დაემშვიდობა

    “ტელეიმედის” გადაცემა “სხვა რაკურსის” ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე აგვისტოს გადაცემის ანონსში ამბობს, რომ ეს მისი ბოლო გადაცემაა. გადაცემის ანონსი ამ სათაურით გამოქვეყნდა ” გია ჯაჯანიძის ბოლო “სხვა რაკურსი “
    •ნახვამდის•”

    „დღეს, ბოლო, ჩემი, გია ჯაჯანიძის სხვა რაკურსია იმედის არხზე“, – ამბობს წამყვანი.

    უცნობია, გია ჯაჯანიძე ამით მაყურებელს ახალ სეზონამდე ემშვიდობება თუ ის რეალურად ტოვებს ტელეკომპანია “იმედს”. როგორც თავად გია ჯაჯანიძე  ამბობს  დატოვებს თუ არა ის იმედის არხს ამას მაყურებელი გადაცემაში გაიგებს. 

  • ჯენიფერ ლოპესის გრანდიოზული დაბადების დღე (ფოტო, ვიდეო)

    50 წლის იუბილე ჯენიფერ ლოპესმა მაიამის ფეშენებელურ რაიონში გრანდიოზული წვეულებით აღნიშნა. მედიაში დახურული ზეიმის დეტალებმა, ფოტოებმა და ვიდეოებმა გაჟონა.

    სპეციალურად წვეულებისთვის ჯენიფერ ლოპესმა ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული ღამის კლუბი იქირავა. მას ვერსაჩეს კაბა ეცვა. დონატელა ვერსაჩემ, რომელიც ლოპესთან წლებია მეგობრობს, ვარსკვლავს კაბა თვითონ შეურჩია და მას “ბერძნული ქალღმერთის სამოსი“ უწოდა.

    საღამოს მთავარი სიურპრიზი ჯენიფერ ლოპესის 11 წლის ქალიშვილის, ემას გამოსვლა იყო, რომელიც სცენაზე მამასთან, მარკ ენტონისთან ერთად გამოჩნდა და დედისთვის იმღერა.
    წვეულებას თან ახლდა კურიოზებიც – მომღერალს და მსახიობს სტუმრების სიაში ახლო მეგობრის, პოპულარული ტელეწამყვანის, რაიან სიკრესტის შეტანა დაავიწყდა.

    “მაიამიში სპეციალურად ჩამოვედი, რომ ჯენისთვის პირადად მიმელოცა დაბადების დღე. მივდივარ დაცვასთან და ირკვევა, რომ სტუმრების სიაში ჩემი გვარი არ არის. ვუმტკიცებდი, რომ ლომ პირადად დამპატიჟა, მცველი კი არ მიშვებდა. “ – განაცხადა შოუმენმა. პრობლემა მას შემდეგ გადაწყდა, რაც სტუმარმა იუბილარს პირადად დაურეკა და კლუბში შეყვანა სთხოვა.

    წვეულება დილამდა გაგრძელდა.

    “ეს იყო დაუვიწყარო საღამო, ვგრძნობ თქვენს სიყვარულს. ვიხსენებ თქვენს მოლოცვებს და ვტირი. უზომოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობთ“ – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე.

    ლოპესმა საკუთარ დაბადების დღეზე ძვირფასი საჩუქრები მიიღო.

    მაგალითად, ქალაქ მაიამის ხელისუფლებამ მას დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა: ამიერიდან ამ ქალაქში 24 ივლისი ოფიციალურად ითვლება “ჯენიფერ ლოპესის დღედ“.
    ჩინოვნიკებმა მომღერალს ქალაქის პლაჟის ოქროს გასაღებიც კი აჩუქეს. ჯენიფერი ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.

    საქმრომ, ალექს როდრიგესმა ჯენიფერ ლოპესს წითელი ავტომობილი პორშე კაბრიოლეტი აჩუქა, რომელიც 120 000 დოლარი ღირს. გარდა ამისა, საყვარელ ქალს დილიდანვე შეუქმნა საზეიმო განწყობა. მან სოციალურ ქსელში ამაღელვებელი ვიდეორგოლი დადო მათი ერთობლივი ცხოვრების ამსახველი კადრებით. “შენ ხარ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო შვილი, საუკეთესო დედა“ – მიმართა ალექსმა საცოლეს.

    ინტერნეტში ჯენიფერ ლოპესის საიუბილეო წვეულების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა.

  • ქალმა ვულკანის კრატერში ჩავარდნილი მეუღლე გადაარჩინა

    ამერიკელი  მამაკაცი თაფლობის თვის დროს ვულკანის კრატერში ჩავარდა. როგორც უცხოური მედია წერს წყვილმა კლეი ჩესტეინმა და აკეიმმა ქორწილის შემდეგ თაფლობის თვის გატარება კუნძულ სენტ-კიტსზე გადაწყვიტეს. კუნძულზე ჩამქრალი ვულკანი ლიამუიგა მდებარეობს. წყვილმა გადაწყვიტა რომ  ინსტრუქტორების გარეშეც ადვილად მოახერხებდნენ ჩამქვრალი ვულკანის მონახულებას სადაც ულამაზეს ხედი იშლებოდა.

    როგორც მედია იტყობინება   ვულკანზე ასვლისას მამაკაცს თოკი გაუწყდა და კრატერში ჩავარდა. კრატერის სიმაღლე 15 მეტრია. თუმცა მამაკაცი კრატერში არსებულ ბალახზე დაეცა. მისი მეუღლე  სწრაფად და ფრთხილად ჩავიდა კრატერში  და მას ამოსვლაში დაეხმარა.  შემდეგ მათ იპოვეს ადგილი საიდანაც მობილური ტელეფონის კავშირი დაიჭერდა და მაშველები გამოიძახეს. 

    მამაკაცმა თავის ქალის ტრამვა მიიღო და ნეკნი მოიტეხა თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

  • “არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი“–პატიმრობიდან გათავისუფლებული თიკა ჯამბურიას პირველი კომენტარი

    მომღერალი თიკა ჯამბურია, რომელიც დღეს პატრულისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და დღესვე ხელწერილით გაათავისუფლეს, დღეს მომხდარ ამბავს ფეისბუქ სტატუსში აღწერს:

    “პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით და მგულშემატკივრობდით… მეორე რიგში მინდა მოგიყვეთ რა მოხდა … ვნახე რომ უამრავ სააგენტოს უდევს ინფორმაცია ამ საშინელი ფაქტის შესახებ თუმცა ვცდილობ არ წავიკითხო ფიზიკურად ნერვები არ მაქვს , მოკლედ მე ვცხოვრობ რუსთაველის 1 ნომერში ზუსტად იმ სადარბაზოში რომელიც მიბმულია პანორამა თბილისსის მშენებლობას , აქედან გამომდინარე ჩვენ ანუ მაცხოვრებლებს აღარ გაგვაჩნია პარკინგის ზონა არც ეზო , ამიტომ მანქანას ფიზიკურად ვერსად ვერ ვაჩერებთ აქედან გამომდინარე ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მიჩვენებია ჩემი პირადობა სადაც წერია ჩემი საცხოვრებელი მისამართი და ამის შემდეგ დაურთვიათ ნება მანქანის გაჩერების ….

    მოკლედ დღეს მე მამაჩემი დედაჩემი ჩემი და და ჩემი შვილი ნინა ვიჯექით უკვე დაქოქილ მანქანაში , და მივდიოდით ჩვენს გზაზე როდესაც ჩვენგან მოვიდა ახალგაზრდა გოგონა პატროლის თანამშრომელი , დედაჩემმა დაიწყო პირადობის მოძიება ჩანთაში რადგან როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ ეს ხერხი პირადობის და საცხოვრებელი სახლის ჩვენება “ჭრის ” მოკლედ არ გვაცადა ამ გოგომ ახსნა რომ ეს ჩვენი სახლია რომ აქ ვცხოვრობთ რომ არ გვაქვს პარკინგი რომ უკვე გავდივართ და დედაჩემს და ამ გოგონას შორის მოხდა შელაპარაკება სიტყვიერი ამასობაში პატროლის მანქანიდან გადმოხტა მეორე თანამშრომელი ასევე ახალგაზრდა ბიჭი რომელიც პირველივე წამიდან იყო აგრესიული არც მამაჩემის წინაშე მოერიდა უხეში ლაპარაკი ,(მამაჩემი გენერალია და ძალიან დიდი პატივისცემა აქვს ყველა პატრულის და პოლიციის თანამშრომელს მის მიმართ) მოკლედ ამასობაში შეიყარა ხალხი ატყდა ერთი ამბავი დედაჩემს გაუკეთეს ხელბორკილები ( დედას შაქარი აქვს ძალიან მძიმე ფორმებში მისთვის არ შეიძლება ჭრილობა და დაბეჟილობები ) ამაზე ნერვიულობით გადმოვხტი მანქანიდა და ვთხოვდი მისთვის ბორკილები მოეხსნათ ეს ბიჭი რომლის სახელს შეგნებულად არ დავწერ იყო აგრესიული … მოუვიდა შელაპარაკება ჩემთანაც და იმ წამსვე დამადო ხელ ბორკილები …. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ქვეყნის კანონის და ღმერთის წინაშე რომ მე მათთვის არანაირი ფიზიკური შეურაცყოფა არ მიმიყენებია ….

    რაც შეეხება ნინას … ნინამ დღეს მიიღო ზუსად ის ტრამვა რომელიც მე 13 წლის ასაკში სააკაშვილის რეჟიმის დროს დაღად დამადეს , როდესაც ზუსტად ამავე ადგილას მამაჩემი ჩემთან ერთად დაიჭირეს !!!!! არასოდეს არ დამავიწყდება ეს ტკივილი და ძალიან დიდი დრო დამჭირდება ნინას რეაბილიტაციისთვის …… ასევე აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დანარჩენ სხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს როომლებიც ძალიან ადამიანურად და თავაზიანად გვექცეოდნენ მეც დედასაც და ნინასაც … თუმცა ეს დღე ჩემთვის და ჩემი ყველაზე კანონ მორჩილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე და შეურაცმყოფელია ….“– წერს თიკა ჯამბურია.

  • გაგრძელდება თუ არა “ჩემი ცოლის დაქალები“.სცენარისტი სერიალის დახურვას არ გამორიცხავს

    რუსთავი2–ის მფლობელის შეცვლის შემდეგ გაგრძელდება თუ არა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ ჯერჯერობით უცნობია. ამის თაობაზე განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

    „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პარლამენტის წინ საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში დაწყებულ გადაცემაში, რომელიც შოთა დიღმელაშვილს მიჰყავს გუშინ განაცხადა, რომ სერიალის ამ ფორმატით გაგრძელება შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.

    „ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2”-ზე გადის უკვე მერვე წელია. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რას ვიზამთ. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ ამ დღეებში გააკეთებს, სადაც გაუწყებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ხვალ და ზეგ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და ეს გულისხმობს ამ სეზონის სერიების დასრულებას. დარჩა 6 სერია, ამას ვერ დავარღვევთ. ეს იქნება უპასუხისმგებლობა მაყურებელთან. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემთან არასდროს არავის დაურეკავს და არ მიუთითებია, რომ ასეთი სცენარი დაწერე, ისეთი სცენარი დაწერე. „ჩემი ცოლის დაქალები“ იარსებებს მხოლოდ ისეთ ფორმატში, სადაც არავინ რეკავს, რა უნდა დავწეროთ, რა გადავიღოთ და ვინ ითამაშოს სერიალში. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რედაქციით ეს შესაძლებელი იქნება“.

    რამდენიმე დღის წინ ქეთი დევდარიანმა ფეისბუქზე დაწერა: “ახლა ჩცდ-ს მორიგი სერია გავიდა და ესეც უნდა იცოდეთ, რომ 2012 წელს, უკვე ფაქტიურად დახურული ჩცდ-ს ეთერში აუცილებლად დატოვება ნიკა გვარამიას პირადი გადაწყვეტილება იყო. “

    სავარუდოდ გვარამიას წასვლის შემდეგ სერიალი რუსთავი2–ზე აღარ გაგრძელდება, თუმცა ის ფორმულა კრეატივის საკუთრებაა და არც ის არის გამორიცხული, ის სხვა არხზე გავიდეს ეთერში.

  • თანამედროვე განდეგილი. ადამიანი, რომელმაც ტყეში მარტომ 27 წელი იცხოვრა

    ადამიანების უმრავლესობას მარტოობა არ უყვარს. ადამიანებთან უმრავლესობისთვის ცხოვრების აუცილებელი შემადგენელია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარტოობით ტკბებიან.1986 წელს 20 წლის ამეიკელი კრისტოფერ ნაიტი საკუთარი მანქანით მენის შტატში ტყეში წავიდა. თან წაიღო ბანაკის მოსაწყობად აუცილებელი ნივთები. მანქანა მიატოვა და ტყის სიღრმეში გაუჩინარდა. მას შემდეგ 27 წელი ის არავის უნახავს.

    მან ტყის სიღრმეში, ნორტ პონდის ტბის გვერდით პატარა მინდორზე ხეებს შორის ბრეზენტი გაჭიმა, პატარა კარავი დადგა და იქ დასახლდა. 

    ამ მდგილებში მისი ყოფნის შესახებ არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის სავალზე, ტბის სიახლოვეს ასობით საზაფხულო აგარაკი მდებარეობს.ნაიტი თავს იმით ირჩენდა, რომ რეგულარულად აღწევდა აგარაკებზე და იპარავდა პროდუქტებს, ტანსაცმელს, ელემენტებს ფანრისთვის და წიგნებს. ამასთან, ცდილობდა მინიმალური ზიანი მიეყენებინა აგარაკების მფლობელებისთვის. თუმცა თანდათანობით აგარაკების მეპატრონეებმა აღმოაჩინეს, რომ წლების მანძილზე გრძელდებოდა მათი სახლების ქურდობა: რამდენიმე წლის მანძილზე იმ ტერიტორიაზე ათასზე მეტი ქურდობა მოხდა.

    ბოლოს და ბოლოს საქმეში პოლიცია ჩაერია და ქურდი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. 


    ეს ნივთები ნაიტმა აგარაკებიდან მოიპარა

    მწერალმა მაიკ ფინელმა ნაიტი ციხეში მოინახულა. ის მუშაობდა წიგნზე სახელწოდებით “ცხოვრება ტყეში: უკანასკნელი განდეგილის საოცარი ისტორია“.

    მთავარი კითხვა, რომელიც მწერალს ქონდა განდეგილობის მიზეზებს ეხებოდა. რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ადამიანებს გაქცეოდა და წლები გაეტარებინა მარტოობაში.

    კრის ნაიტმა მას უამბო, რომ ძალიან უჭირდა ადამიანებთან ერთად ცხოვრება. კითხვაზე, ხომ არ მოხდა რამე მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ტყეში გაქცევა აიძულა, ნაიტი პასუხობს რომ არაფერი. “ხომ არ ჩაიდინე რამე დანაშაული, ან რამის ხომ არ გრცხვენოდა?“ – კითხა მწერალმა განდეგილს, თუმცა ნაიტი ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და უბრალოდ ბავშვობიდან მარტოობა იზიდავდა და იცოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გაუჭირდებოდა.

    მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში მენის შტატში ძალიან ცივა და ღამით ტემპერატურა – 20 გრადუსამდე ეცემა, ნაიტს, მისი თქმით ცეცხლი არასოდეს დაუნთია, რადგან ეშინოდა, რომ კვამლი ხალხის ყურადღებას მიიქცევდა.

    ნაიტმა მწერალს უამბო, რომ დასაძინებლად ძალიან ადრე, დაახლოებით საღამოს 7 საათზე წვებოდა და დილის 3 საათზე იღვიძებდა, როცა ყველაზე ძალიან ციოდა. ის დგებოდა და გასათბობად ბანაკს გარშემო უვლიდა. როგორც ირკვევა, თავიდან წიგნებს კითხულობდა, კროსვორდებს ხსნიდა, თუმცა ძირითადად უსაქმურობდა. მწერლის კითხვაზე, როგორ იტანდა წლობით მარტოობას და უსაქმურობას, ნაიტმა უპასუხა, რომ 27 წლის მანძილზე მოწყენილობა არასოდეს უგრძვნია.

    “ის არასდროს გრძნობდა მარტოობას. მისი თქმით, მუდმივად გრძნობდა მჭიდრო კავშირს სამყაროსთან. ხანდახან იმის გააზრებაც კი უჭირდა, სად მთავრდებოდა ის და სად იწყებოდა ტყე მის გარშემო. ეს ისე ჟღერს, როგორც მისტიკური განცდა ან გალუცინაცია, მაგრამ გმოწვეული არა ნარკოტიკით, არამედ მარტოობით“ – ამბობს მწერალი.
    კრისტოფერ ნაიტმა ციხეში 7 თვე გაატარა.
  • ივანიშვილის თავისტკივილი. ოცნების ლიდერის რუსთავი2–ის გადაბარების პროცესი უჭიანურდება

    რუსთავი2 უკვე მეხუთე დღეა ახალ მფლობელს გადაეცა. შეიცვალა დირექტორი. ნიკა გვარამიას ნაცვლად ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, პაატა სალია დაინიშნა, რომელმაც პირველივე დღეს თქვა, რომ პრობლემა მხოლოდ დირექტორი იყო და დანარჩენ თანამშრომლებს არავინ შეეხებოდა. რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე არავინ დაიჯერა. თუმცა თანამშრომლები, მიუხედავად იმისა რომ მათი აზრით ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2 ხელში სწორედ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ჩაიგდო, სამსახურებიდან წასვლას არ ჩქარობენ და ახალ მფლობელს წინადადებებს სთავაზობენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების შესაქმნელად. საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე არხის ახალმა დირექტორმა უარი განაცხადა, ისევე როგორც თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებით მყარი გარანტიების მიცემაზე.

    საიდუმლო არ არის, რომ რუსთავი2–ის დღევანდელი შემადგენლობა ივანიშვილისთვის მიუღებელია, ქიბარ ხალვაშის უკან კი სწორედ ივანიშვილის ინტერესები დგას, რომელსაც სურს არხის სარედაქციო პოლიტიკა სრულად მას დაექვემდებაროს, თან რაც შეიძლება სწრაფად. თუმცა ივანიშვილს პრობლემა აქვს: მისი ხელისუფლება დასავლურ თანამეგობრობას წლების მანძილზე უმტკიცებდა, რომ რუსთავი2–ის საქმე სინამდვილეში მფლობელობასთან დაკავშირებული დავა იყო და არხის სარედაქციო პოლიტიკა არაფერ შუაშია. მას დღესაც უწევს იმის მტკიცება, რომ არხის ხელში ჩაგდება მისი მიზანი არ ყოფილა. რუსთავი2–ში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი ყურადღებით აკვირდება და შესაბამისი გაფრთხილება ივანიშვილმაც მიიღო. აქედან გამომდინარე, დროებით შეჩერდა გეგმა, რომელიც მისმა გარემოცვამ ამ არხთან დაკავშირებით შეიმუშავა: საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თოქშოუების წამყვანების შეცვლა, გადაცემების დახურვა და თანამშრომლების უმრავლესობის სამსახურიდან გაშვება. ივანიშვილის პიარ გარემოცვაში მსჯელობენ, როგორ მოახერხონ ისე, რომ არხის კონტროლი რაც შეიძლება მალე აიღონ ხელში, თუმცა ეს პროცესი ჟურნალისტებზე ანგარიშსწორებად არ გამოჩნდეს. 

    გადაიდო ახალ დირექტორად ნინო შუბლაძის დანიშვნაც, რადგან მას არ სურს არხზე, სადაც წარსულში მუშაობდა და ბევრი ნაცნობ–მეგობარი ყავს ჯალათად მივიდეს და კადრების წმენდის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. მას არხზე მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანენ, როცა შავ სამუშაოს სხვას შეასრულებინებენ. ივანიშვილის გარემოცვას კი, რომელიც რუსთავი 2–ის დაუყოვნებლივ ხელში ასაღებად ემზადებოდა, მოცდა მოუწევს. 

    ივანიშვილმა იცის, რომ აჩქარება შესაძლოა ძვირად დაუჯდეს, თუმცა როგორც ამბობენ, მისთვის ყოველი ეთერში გასული კურიერი ან რუსთავი2–ის გადაცემები, რომლებშიც ძველი სარედაქციო პოლიტიკა გრძელდება, რთულად გადასატანია, შესაბამისად არხის მოთვინიერების გეგმა შესაძლოა დიდხანს არ გაჭიანურდეს. ერთ–ერთი ვერსიით, იგეგმება დუბლირებული თანამდებობების შექმნა. მაგალითად, თუ საინფორმაციო სამსახურის უფროსს სამსახურიდან ვერ გაუშვებენ, მას დაუნიშნავენ კონსულტანტს საინფორმაციო პოლიტიკის საკითხებში, რომელიც თანდათანობით აიღებს ხელში საინფორმაციო სამსახურის კონტროლს. იგივე იგეგმება სხვა მმართველ თანამდებობებზე. რიგით ჟურნალისტებთან კი სავარაუდოდ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება.

    პაატა სალია ოფიციალურად რუსთავი2–ის თანამშრომლებს პირდება, რომ საკადრო ცვლილებები ან გადაცემების გაუქმება არ იგეგმება. ამის არავის ჯერა, მაგრამ რუსთავი2–ის თანამშრომლები პროცესს მიყვებიან და თავის მხრივ, ახალ დირექტორთან შეძლებისდაგვარად თანამშრომლობენ. თუმცა შესაძლოა ერთ დღესაც ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნოს და რუსთავი2–ის თანდათანობით და ფრთხილად გადაბარების ნაცვლად რადიკალური ზომები მიიღოს.
  • “რატომ უხდის საქართველო ივანიშვილის ვალებს რუსეთს“–ლაშა ბუღაძე

    მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ საქართველოს რუსეთისთვის ივანიშვილის ვალების დაბრუნება უწევს. რუსთავი2–ის ეთერში, გადაცემა შაბათის შუადღეში წამყვანებმა რუსთავი2–ში  და მთლიანად, ქვეყსანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. რატომ დახარჯა საქართველომ მილიონობით ლარი რუსი ტურისტების მოსაზიდად, როცა შეეძლო სხვა მიმართულებით ემუშავა და დაეხარჯა ფული, რატომ აღარ აქტიურობს ქვეყანა დასავლური მიმართულებით და რატომ არის სულ უფრო ნათელი რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება. ამ თემაზე მწერალ ლაშა ბუღაძეს ასეთი პასუხი აქვს:

    “ეს არის ივანიშვილის მილიარდების ვალი რუსეთთან. საქართველო რატომ იხდის ამ კაცის ვალს? საქართველოს თავისი ბედისწერა აქვს.ჩვენ ვიხდით ახლა ივანიშვილის ვალებს.

    ეს კაცი გამდიდრდა პუტინის პირობებში და ანგარიშვალდებულია ამ კაცთან და საქართველო არ არის ანგარიშვალდებული. საქართველოს პრობლემები აქვს რუსეთთან, მაგრამ ვალი არა აქვს რუსეთის . რუსეთს აქვს ჩვენი ვალი.პირიქით არის.

    ახლა ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი გახარებულია ამ ამბით. გასაგებია, რომ საქართველო ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი, თუნდაც ძალიან მაგარი ტელევიზია, რუსთავი2. და საქართველო გაუძლებს. უარესებისთვის გაუძლია. მაგრამ ცოტა ტვინი ხომ უნდა დააყოლოს ყველამ, რომ გვარამიას წასვლით ყიჟინა და ბედნიერება არ შეცვლის რეალობას საქართველოში. შეხედეთ ლარი სად არის, ქუჩაში გადით და შეხედეთ ბედნიერები თუ ხართ. ქუჩაში უნდა იდგეს ახლა ხალხი, როგორც ის ახალგაზრდები დგანან. იმ დაბრმავებულ ბავშვს აღუდგა თვალი? თუ ტყვია უკან გამოვარდა? თუ აღარ არის? “– ამბობს ლაშა ბუღაძე.