Category: სხვადასხვა

  • ჯოლის და პიტის უფროსმა შვილმა სამხრეთ კორეის უნივერსიტეტში ჩააბარა

    ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის უფროსი ვაჟი, მედოქსი რომელიც 18 წლის გახდა ახლო მომავალში ამერიკას დატოვებს და სამხრეთ კორეაში წავა, სადაც სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის – ენსეს ბიოქიმიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

    ცნობილია, რომ ბიჭი სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაირიცხა, თუმცა თავად აირჩია ენსეში სწავლა, რადგან დიდი ხანია სამხრეთ კორეის კულტურით არის დაინტერესებული და ამ ქვეყნის ენას სწავლობს.

    ინსაიდერის ცნობით ანჯელინას შვილთან განშორება უკვე აგვისტოს ბოლოს მოუწევს. ის შვილით ძალიან ამაყობს და ამბობს, რომ მოენატრება, თუმცა კარგად ესმის, რომ ის უკვე დიდია და განშორება გარდაუვალია. მედოქსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს თავის და–ძმასთან, რომლებიც პერიოდულად მის სანახავად ჩავლენ. წყარო ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როგორ უყურებს შვილის სასწავლებლად წასვლას მამა – ბრედ პიტი.


    მედოქსი სეულში იცხოვრებს, რომელიც ლოს ანჯელესიდან ათი საათის ფრენით არის დაშორებული. სწორედ ლოს ანჯელესში გაატარა მან თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი.

    თუმცა, კორეა ძალიან ახლოს არის მის ისტორიულ სამშობლოსთან – კამბოჯასთან. სწორედ ამ ქვეყანაში იშვილა ანჯელინამ მედოქსი.

  • რონალდ რეიგანის ქალიშვილი მამის რასისტული გამონათქვამებისთვის ბოდიშს იხდის

    ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის  ქალიშვილი, პატი დევისი “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სვეტში ამბობს, რომ ის “არ იყო მზად იმ ჩანაწერისთვის, რომელშიც მამამისი სიტყვა “მაიმუნებს” იყენებს გაეროს აფრიკული წარმოშობის იმ შავკანიან დელეგატებზე საუბრისას, რომელთა პოზიციამაც კენჭისყრისას ის გააბრაზა”.

    ტანზანიის დელეგაციის წევრებმა 1971 წელს “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის” აღიარების წინააღმდეგ მისცეს ხმა. მაშინდელმა კალიფორნიის გუბერნატორმა, რონალდ რეიგანმა ეს სიტყვები მაშინდელ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან სატელეფონო საუბრისას გამოიყენა. ამ უკანასკნელმა კი საუბარი ჩაიწერა. განრისხებული რეიგანი ტანზანიის დელეგაციის წევრებზე ამბობდა, რომ ისინი “წყეული მაიმუნები” არიან აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც ჯერ “ფეხსაცმლის ტარებასაც ვერ შეჩვევიან”.

    ჩანაწერი ამ კვირაში ვებგვერდ “ატლანტიკზე” გამოქვეყნდა.

    “არ არსებობს გამართლება, რაციონალიზაცია ან შესაბამისი ახსნა იმისა, რაც მამაჩემმა თქვა ამ ჩანაწერში”, – თქვა დევისმა. “მე რომ ეს სიტყვები წამეკითხა და არ მომესმინა, ვიფიქრებდი და ვიტყოდი, რომ ეს გაყალბებულია. ეს სამუდამოდ მემახსოვრება. მე მჯერა, რომ მამაჩემს წლების შემდეგ რომ მოესმინა ეს ჩანაწერი, ისიც პატიებას ითხოვდა”, – წერს ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მოდელი კარა დელევინი დაქორწინდა

    პოპულარული მოდელი და მსახიობი კარა დელევინი ამერიკელ მსახიობ ეშლი ბენსონზე დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-იავრცელებს. ჯვრისწერა ლას-ვეგასის ერთ-ერთ სამლოცველოში გაიმართა.

    გამოცემის ცნობით, დელევინსა და ბენსონს შავი კაბები ეცვათ, 29 წლის ბენსონს კი პატარძლის თაიგული ეჭირა.ცერემონიას მხოლოდ წყვილის მეგობრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები სოფი ტერნერი და შარლიზ ტერონი და ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრები.

  • ფილმ “ერთხელ ჰოლივუდში“ ვარსკვლავები ბერლინში ჩავიდნენ

    ტარანტინოს ახალი ფილმის, “ერთხელ ჰოლივუდში“ ვარსკვლავები ბერლინში ჩავიდნენ ფილმის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობისთვის და პრემიერაზე დასასწრებად. ისინი თაყვანისმცემლებს ეკონტაქტნენ და ფოტოსესიებშიც მიიღეს მონაწილეობა.

    ფილმის პრემიერა პოტსდამის მოედანზე კინოთეატრს Cinestar–ში გაიმართა. ფილმის ვარსკვლავური შემადგენლობა – ბრედ პიტი, მარგო რობი, კვენტინ ტარანტინო, ბრედ პიტი პრემიერაზე ერთად მივიდა.

    ფილმი გერმანიის კინოთეატრებში 15 აგვისტოს გამოდის.  მანამდე მსახიობები ლონდონურ პრემიერას დაესწრნენ.

  • “ჩიხი ქვია მაგას ბატონო ბიძინი,ჩიხი.“ზადნით” გამოდით“–ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებას ფეისბუქზე ეხმაურება:

    “ცხადია ბიძინა ივანიშვილის მთავრი მოტივაციაა, ხელი შეუშალოს ნიკას მიერ დაანონსებული ტელევიზიის გაკეთებას. გამოვრიცხავ რომ დაიჭიროს, მაგრამ სამაჯურს ალბათ გაუკეთებს.

    ჰოდა, ვხედავ ნიკას სახლიდან სტუდიურ ჩართვებს, სამაჯურით კადრში. იქნება უპრეცედენტო გადაცემა, სუპერ რეიტინგით:) ან ჯანდაბას, თუ დაიჭერს, პირდაპირებს ციხის პერიმეტრიდან (ცხადია სხვა წამყვანით)

    ანუ, რაც უფრო მეტს ებრძვის ბიძინა ნიკას, მით მეტად ეფექტურ ოპონენტს იღებს. ერთი რუსთავი 2 -ით “იხეირა” და მეორე ნიკასთან ომით “მოიგებს”.

    ჩიხი ქვია მაგას ბატონო ბიძინი, ჩიხი. “ზადნით” გამოდით. ისეთი სივიწროვეა ვერ მოტრიალდებით.“– წერს ჟორჟოლიანი.

  • ბი ბოტის ოქროს დაბადების დღე

    ბი ბოტი უკვე ორი წელია ახალ-ახალ მეგობრებს იძენს, უმარტივებს დაზღვევის პროცესებს და ყოველთვის მზად არის მოგზაური მეგობრების დასახმარებლად.

    დაზღვევის პირველი ჩეთ ბოტი დღეს ორი წლის გახდა! ამ დროის განმავლობაში ბი ბოტმა 25,000-მდე მეგობარი შეიძინა 10000-ზე მეტი დააზღვია და 300 000 ზე მეტ მესიჯს უპასუხა. ბოტი მოგზაურების ყველაზე ერთგული მეგობარია, რომელიც მათ თავგადასავლებს 24 საათის განმავლობაში, პირდაპირ მესენჯერში აზღვევს.

    ბიმ ამ პერიოდში ბევრი რამის სწავლა მოასწრო. მას შეუძლია პასპორტის/ID ბარათის დასკანერება, შენთან ერთად შენი მეგობრების დაზღვევაც და მონაცემების შენახვა იმისთვის, რომ ხელმეორედ შეძენისას თავიდან არ მოგიწიოს პირადი ინფორმაციის შეყვანა.

    რაც მთავარია, საუბრის ბოლოს, შეგიძლია მასთან საუბარი, მარტივად, ემოჯით შეაფასო.

    ჩეთს სამომავლოდ ასისტანსიც დაემატება, რომელიც მოგზაურებს სამოგზაურო შემთხვევის დაფიქსირებას გაუმარტივებს და მათ დახმარებას ჩეთშივე შეძლებს.

  • “დავამთავრე ერის წყლულზე დარდი ჩემმა მზემ“–ნათია ფანჯიკიძე

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოების ნაწილის რეაქციას ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

    “ქვეყანა რომ ინგრევა, ასი პრობლემა ერთად რომ ამოხტება და ტიპები ლა ლა ლააა… აუტიზმში რომ გადიან, ყვავილებს, გოჭებს და ჩიტებს რომ პოსტავენ, ან ატმებს კრეფენ, აი ეგრე ადეკვატური გადავწყვიტე ვიყო. ისედაც ჩემი საყვარელი გასართობია ასეთობები. 

    რათა? ჯერერთი რომ ბევრი საქმე მაქვს ჩემი და ობიექტურად არ მცალია. მერე მეორე, გულის ხეთქვების საჭიროებას ვერ ვხედავ სწორედ იმ ხალხში, ვინც წესით თავად უნდა იხეთქავდეს გულს უპირველესად, ვინც სულ ფულს მათხოვრობს, ვინც სულ კაპიკებს ითვლის, ვინც ყველაზე დაუცველად გრძნობს თავს, რადგან “პატრონი სჭირდება და არა ჰყავს”, აი რომ გგონია, მათი კატეგორიის მიმართ თანაგრძნობის გამო გეფლითება გული და სწორედ ისინი რომ აიფოფრებიან და გიმტკიცებენ, რა მშვენიერია ყველაფერი, რაც გარშემო აკრავთ, ფიქრდები მერე, გიჟი ვარ ოხერი? კი მაქვს მაცივარში ორიოდე ბრიკეტი კარაქი და თაროზე კარგი ყავა. თვითგაბრაზებას ვერ ვიტან, ჩემი სასიცოცხლო მამოძრავებელი ენერგია ბრაზისგან ბუყბუყი არაა, დისჰარმონიულ სიტუაციებს ვერ ვიტან, რაჭველი ვარ, სად შემიძლია, ხოდა დავამთავრე ერის წყლულზე დარდი ჩემმა მზემ.

    დაიღლებით და მოგინდებათ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა, შემოიხედეთ გენაცვალეთ. ნუ ახლა, პერსონალურად თუ ვინმეს ჩაგრავენ და გადავაწყდი, ხელებს არ დავიბან, ცხადია და გამოვხატავ მხარდაჭერას. დანარჩენი თავად იდარდოს, მან, ვინც უნდა იდარდოს. არ იდარდებს და ეგეც, აი დარდი. I’m out

    ამას იმიტომ ვწერ, აწი სულ გოჭებს და ბატკნებს რომ ნახავთ, არ გეგონოთ გააფრინაო, რაციონალური გადაწყვეტილებაამეთქი, მოგახსენეთ.“ – წერს ნათია ფანჯიკიძე
  • საქართველო მსოფლიოს “ყველაზე მწეველ“ ქვეყნებს შორის ლიდერობს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც მწეველთა პროცენტული რაოდენობა ყველაზე მაღალია. ანგარიშის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 33% მწეველია. 16 წლამდე მოზარდების 12% ეწევა. მამაკაცებს შორის კი მწეველია 57 %. ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული პრობლემებით 11 400 ადამიანი კვდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში სახელწოდებით “თამბაქოს გლობალური ეპიდემია 2019“ მსოფლიოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებია შეჯამებული.

    ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის.

    მსოფლიოს მოსახლეობის 65 % ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები მოქმედებს – მოწევის შეზღუდვა სხვადასხვა ადგილებზე და გამაფრთხილებელი წარწერები თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრ ქვეყანაში რეგულაციები არაეფექტურია ან არასაკმარისი.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო ათი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეზღუდონ თამბაქოს მოხმარება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემდეგი რეკომენდაციები გაავრცლა:

    თამბაქოს მოხმარების მონიტორინგი და პრევენცია

    მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისგან

    მოწევისთვის თავის დანებებაში მწეველთა დახმარების პროგრამები

    მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მოწევის მავნებლობაზე

    შეზღუდვები თამბაქოს რეკლამირებაზე და სპონსორობაზე

    თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, მათ შორის საქართველომ, სადაც სავალდებულო გახდა სიგარეტის შეფუთვაზე დართული გაფრთხილებები, გამკაცრდა თამბაქოს გაყიდვის წესები. საქართველო იმ 11 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მოწევა აიკრძალა ყველგან, სადაც რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული, გარდა ერთი ადგილისა. საქართველო ასევე მოხვდა იმ 9 ქვეყანას შორის, რომლებსაც მხოლოდ ერთი საფეხური აშორებს თამბაქოს პროცუქციის რეკლამირების სრულ აკრძალვამდე.

    ანგარიშის მიხედვით საქართველომ 2018 წლის ბოლომდე ვერ შესძლო რეგულაციების შემოღება, რათა სიგარეტი კოლოფზე ბრენდის მითითების გარეშე გაიყიდოს. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველომ, ბურკინა-ფასომ, ისრაელმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა კანონი მართალია მიიღეს, მაგრამ რეგულაციების არარსებობის პირობებში, მათი დანერგვა ვერ მოხერხდა. სიგარეტის ლობისტებმა ამ კანონის შემოღება საქართველოში 2021 წლის დეკემბრამდე გადაავადეს.

    მსოფლიო მაშტაბით თამბაქოსთან ბრძოლის დადებით შედეგებს შორის სახელდება ის, რომ მწეველთა რაოდენობამ პროცენტულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკლო. მაგრამ, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მათი საერთო რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია. დედამიწაზე დღეს დაახლოებით 1.1 მილიარდი მწეველია აქედან 80% დაბალი ან საშუალო ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში ცხოვრობს.
  • იმედის ჟურნალისტს ინტერვიუს დროს ხელი სთხოვეს (ვიდეო)

    ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს ინტერვიუს დროს ხელი სთხოვეს. ამის შესახებ “იმედის”კორესპონდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ გადაღებაზე სამეგობრო დახვდა და შეყვარებულმა ხელი სთხოვა.

    “როცა პროდუსერი გირეკავს წინა დღით, რომ 11 – ზე ჩართვისთვის უნდა მოემზადო, გადაღებაზე მთელი სამეგობრო გხვდება და ჩართვის ნაცვლად ხელს გთხოვენ.

    ისე მაგრად გამიჩალიჩეთ, კიდე მინდა. მადლობა ჩემო ბრილიანტო და ყველას, ვინც ამ სიფარფატეში იყავით ჩართული”, – წერს ხათუნა მაისურაძე სოციალურ ქსელში.