Category: სლაიდერი

  • გავაცნობ საქართველოში არსებულ მდგომარეობას – ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა

    საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა. მისი თქმით, ექნება მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ვისთანაც, სავარაუდოდ ისაუბრებს 5 ივლისისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე.

    “მივემგზავრები სტრასბურგში, შეხვედრები გაიმართება მაღალი დონის, მათ შორის ვგეგმავ, რომ შევხვდე სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტს. ალბათ, ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და რა თქმა უნდა, მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით. იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი.

    ვიზიტის მიზანი არის, რომ სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

  • რას სთავაზობს დევნილთა სააგენტო “ქართლში” მცხოვრებლებს – უწყების განცხადება

    დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობენ ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საკითხებზე.

    უწყების ცნობით, იქ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

    დევნილთა სააგენტო წერს, რა ნაბიჯები გადადგეს ამ დრომდე ოჯახების გამოყვანისა და მათი უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით:

    ● დევნილ ოჯახებს, სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს;
    ● ქირასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება ერთ წლიანი ქირის გადახდის შესახებ;
    ● სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ, ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს;
    ● მიმდინარე მენაშენეთა კონკურსის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მენაშენეთა ასოციაციასთან, სამშენებლო კომპანიებთან და ამ პროცესის შესახებ, ყოველკვირეული ანგარიშის სახით, წერილობით ეცნობება დევნილ მოსახლეობას.

    ● დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლებისა და მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტისთვის გადმოცემის სამუშაოები. ქუთაისში ახალი კორპუსების ასაშენებლად, ადგილი უკვე შერჩეულია და მშენებლობა მიმდინარე პროექტების ფარგლებში გაგრძელდება”,– აცხადებს სააგენტო.

    მათივე ცნობით, “ქართლში” მცხოვრებ ოჯახებზე გასცეს ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზეს:

    1. დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ექვივალენტს ლარში.

    2. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”.

  • იყო ხელოვნური კრიზისები – გავუძელით, გადავიარეთ, გავიმარჯვეთ – მდინარაძე

    იყო ხელოვნური კრიზისები – გავუძელით, გადავიარეთ, გავიმარჯვეთ – მდინარაძე

    “იყო ხელოვნური კრიზისები, მოგონილი ამბები, ფეიკნიუსები, მეორე მხრიდან ბუკეტი იყო ნეგატიური, მოგონილი ამბებისა და დღის წესრიგების. თუმცა, გავუძელით, გადავიარეთ, გავიმარჯვეთ და ქვეყანა განვითარებას აგრძელებს. ამ ნეგატიურ კომპლექსს დაუპირისპირდა პოზიტიური კომპლექსი კონკრეტული ხელმძღვანელის თვისებებიდან, გუნდის ერთიანობიდან გამომდინარე და ამას საბოლოო ჯამში, წარმატება მოჰყვა”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში.

  • უნდა გავარღვიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე, ამის რესურსი არსებობს – კობახიძე

    უნდა გავარღვიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე, ამის რესურსი არსებობს – კობახიძე

    „ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩაკეტილ წრეში სიარული, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოებას არ მოწონს. ჩვენ უნდა გავარღვიოთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრე და ამის ყველანაირი რესურსი არსებობს შემდეგი სამი წლის განმავლობაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა იქნება სწორედ ეს. ამის გარდა, არის სხვადასხვა ტიპის გამოწვევები – ეკონომიკური, სოციალური თემები, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ გამოწვევების დაძლევაში“

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი და ძალიან კარგი ადამიანია – კალაძე კობახიძეზე

    “ირაკლი კობახიძის როლი ჩვენს პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხელმძღვანელობით ის განვითარება, რომელიც პარტიას  აქვს. ირაკლი ძალიან განათლებული, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, ძლიერი კონსტიტუციონალისტია. მთავარი ადამიანობაა და მერე მოდის პროფესია – პოლიტიკა, ბიზნესმენი, სპორტსმენი და ა.შ.. ძალიან კარგი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და ჩვენ წლებია, ვმეგობრობთ”

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე.

  • ყველა კრიზისი დასრულებულია – ირაკლი ღარიბაშვილი

    “დღეს გვაქვს აბსოლუტურად დალაგებული ვითარება პარტიაში, მთავრობაში, მთელ გუნდში. გუნდი არის დღეს ერთიანი, მტკიცე, ძლიერი და ერთერთი დიდი როლი ამ ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ირაკლი კობახიძეს მიუძღვის.

    ჩვენ ვართ მეგობრები, თანამებრძოლები. ირაკლი არის ძალიან ღირსეული კაცი, განათლებული, წესიერი, გამოირჩევა თავისი კვალიფიკაციით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ამ ერთი წლის განმავლობაში იყო და შედეგიც შთამბეჭდავია. ყველა კრიზისი დასრულებულია, იქნებოდა ეს პოლიტიკური თუ სხვა კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი”

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედის ეთერში.

  • ჩვენი წარმატების საიდუმლო ლიდერებს შორის მეგობრული ურთიერთობებია – კობახიძე

    “გასული წლის იანვარში პოლიტიკა დატოვა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ, რაც, ბუნებრივია, იყო ძალიან დიდი დანაკლისი პოლიტიკური გუნდისთვის, მისი პოლიტიკური კაპიტალის გათვალისწინებით. ასეთ ვითარებაში ერთადერთი, რასაც შეეძლო ამხელა დანაკლისის კომპენსირება, იყო, რა თქმა უნდა, გუნდის ერთიანობა, სწორედ ეს შევძელით ჩვენ. პირველ რიგში, შევძელით სწორი ურთიერთობებით და მეგობრული ურთიერთობებით.

    დღეს ჩვენი პოლიტიკური გუნდი შედგება ძლიერი ლიდერებისგან და ამ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ არის სრული კოორდინაცია და მეგობრული ურთიერთობები გუნდის ლიდერებს შორის. სწორედ ეს არის საიდუმლო იმ წარმატებისა, რომელიც გვქონდა ჩვენ გასული 1 წლის განმავლობაში, სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ პოლიტიკური პრობლემების გადალახვა.

    პირველ რიგში, ჩვენ უზრუნველვყავით 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, რაც გახდა საფუძველი ამ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დაძლევისათვის და შემდეგ წარიმართა პოლიტიკური პროცესები ისე, რომ მთლიანობაში ოპოზიცია დასუსტდა და გამოეცალა ყოველგვარი საფუძველი საუბრისათვის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. და, რა თქმა უნდა, აქ გადამწყვეტი როლი შეასრულა ოქტომბრის მუნიციპალურმა არჩევნებმა, მართალია, ანულირებული იყო იმ დროისთვის ეს დოკუმენტი, მაგრამ ვირტუალური 43%-იანი ბარიერი მაინც იყო რაღაც კუთხით ძალაში და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ამ ვირტუალური ბარიერის გადალახვა და ჩვენ, გუნდის ერთიანობით, მოვახერხეთ ამ ბარიერის დაძლევა და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური გამოწვევები სათანადოდ დავძლიეთ”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტვ იმედის ეთერში.

  • სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა

    სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ემოციურად არ მიუღია.

    სარქისიანის განმარტებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ქვეყნისა და ერისთვის საჭირო პოლიტიკური ბერკეტები არ გააჩნია.

    “პარადოქსული სიტუაციაა ქვეყანაში, ვცხოვრობთ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით […]

    დიდხანს ვფიქრობდი და დაახლოებით ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ არის ემოციური და ლოგიკურია.

    პრეზიდენტს არ აქვს საჭირო ინსტრუმენტები ქვეყნისა და ერისთვის ამ რთულ პერიოდში საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენი სახელმწიფოსთვის ამ რთულ დროს, როცა ეროვნული ერთიანობაა საჭირო, პრეზიდენტის ინსტიტუტი არ უნდა იყოს ჭორისა და შეთქმულების თეორიების სამიზნე, რითიც საზოგადოების ყურადღება გადააქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიდან. დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა აზრიანი, გააზრებული ქმედებები”, – ვკითხულობთ მის განცხადებაში.

  • სოლიდარობას ვუცხადებთ და უკრაინის გვერდით ვდგავართ – ზალკალიანი

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

    “ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,– წერს ზალკალიანი ტვიტერზე.

    ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები  უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.

  • თბილისის 40-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება

    თბილისის 40-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტროენერგია შეუწყდება

    ხვალ, 24 იანვარს თბილისის 40-ზე მეტ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    ნაძალადევის რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მონადირის, ავშნის და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

    14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მაჭავარიანის, ჭოველიძის, შანიძის, ხორავას, ჯანაშიას, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, ყაზბეგის, სვანიძის, ბაქრაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.

    09:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ხორავას, ჯანაშიას და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ვერეს და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის და  სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ტილკეს, რაინეგსის, ბარონ დე ბაის, სტივენსის და ჰუბერტის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კვერნაძის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის, კობახიძის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.