Category: სლაიდერი

  • ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სთხოვს, გლდანში გადაყვანის კადრები გაასაჯაროოს

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილია რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მისი გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გაასაჯაროოს.

    „რაც შეეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ ასეთი, ის პირველივე დღიდან ითხოვდა კადრების გასაჯაროებას. უცვლელი რჩება მისი პოზიცია. სთხოვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ გაასაჯაროონ კადრები და საზოგადოებამ ნახოს უწყვეტ რეჟიმში გადაცემის და გადაყვანის კადრები. ის მოკლე ფრაგმენტი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავისთავად იყო ძალიან მძიმე, მაგრამ რეალობას მთლიანად არ ასახავს, ვინაიდან იქ არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტი, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომელიც თავისთავად იმსახურებს საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებას და აუცილებელია ეს ნახოს საზოგადოებამ”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

  • “ნატო მუქარის ენას იყენებს” – რუსეთი ნატო-ს მიერ დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნაზე

    “ნატო მუქარის ენას იყენებს” – ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში, დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის ფაქტს.  აღნიშნული განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ, სააგენტო “ინტერფაქსთან” გააკეთა.

    “ვიღაცამ კარგად თქვა ნატოზე: “თუ ჩაქუჩი გიჭირავს ხელში, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა ლურსმანია. ნატო-ს ენა მუქარისა და სამხედრო ზეწოლის ენაა.

    ნატო-ს საუკეთესო წვლილი უკრაინის გარშემო შექმნილი სიტუაციის გაჯანსაღებაში იქნებოდა „პარტნიორისადმი“ მოწოდება, სრულად და დაუყოვნებლივ შეასრულოს მინსკის შეთანხმება და კიევის დახმარებათა პროგრამების ძირფესვიანი გადახედვა, რომელიც მხოლოდ ამყარებს ხელისუფლების დამაჯერებლობას თავისი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულების დაუსჯელობაში და წარმოშობს ილუზიებს კონფლიქტის შესაძლო სამხედრო სცენარით გადაწყვეტის შესახებ”, – განაცხადა გრუშკომ.

    ცნობისთვის, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ, დამატებით ხომალდებს და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე.

    “ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

    დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს ფრეგატს აგზავნის და  ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

    ესპანეთი საბრძოლო გემებს, გზავნის რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

    საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს.

  • ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

    ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარებსა და საბრძოლო ავიაციას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგზე ძალების გაგზავნის თაობაზე ნატო-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოკავშირეებს ძალები მზადყოფნაში მოჰყავთ, დამატებით ხომალდებს და სამხედრო თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე.

    “ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად და დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა.

    დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს ფრეგატს აგზავნის და  ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს.

    ესპანეთი საბრძოლო გემებს, გზავნის რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან.

    საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს.

  • სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას, მთავარი ამოცანა ომის არდაშვებაა – პაპუაშვილი

    პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ამბობს, რომ ომის არდაშვება მთავარი ამოცანაა.

    “მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვს ნიშნის ქვეშ დაყენება.

    მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა. დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, ყველა ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში და ისე მთლიანად, რეგიონის ინტერესში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე დასავლეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ.

    “აქ მნიშვნელოვანი არის და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ, მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ, სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად”,- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

  • “მინდა, გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს” – ბასილაშვილის განცხადება

    “მინდა, გამოვეხმაურო ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს” – ბასილაშვილის განცხადება

    ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმიანება ორი დღის წინ, TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელიც მისი და მისი ცოლის დიალოგს ასახავს.

    ბასილაშვილის მტკიცებით, ჩანაწერები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი.

    “მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა:

    ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს.

    ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

    ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!

    მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას”,- წერს ბასილაშვილი.

  • საქართველოს ხელისუფლება კაპიტულანტურ ზღვარზე გადის – ხუხაშვილი უკრაინაზე

    საქართველოს ხელისუფლება კაპიტულანტურ ზღვარზე გადის – ხუხაშვილი უკრაინაზე

    “ჩვენი ხელისუფლება კაპიტულანტურ ზღვარზე გადის. გამომდინარე გეოპოლიტიკური არჩევანიდან, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ჩვენმა პარტნიორებმაც და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რომელ ბანაკში ვიმყოფებით. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოსთან მიმართებით, არაფრით პროვოცირებული, სხვათა შორის, რადგან არაფერი ყოფილა საქართველოდან, რომ მათ განცხადება გაეკეთებინათ. დიპლომატიურ ენაზე ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება. ფაქტობრივად, რუსეთმა გვითხრა, რომ ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს და თქვენ კიდევ თვალში არ გამეჩხიროთ, ჩუმად იყავით. ისედაც რომ ძალიან ჩუმად ხარ და ასე დამამცირებლად რომ მოგმართავენ, პროფილაქტიკის მიზნით, რომ არ გაბედო, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არარაობებად გთვლიან”

    ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.

  • აშშ-ს მიერ საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა ნაადრევი ნაბიჯია – უკრაინა

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საელჩოს თანამშომლების გაყვანის შესახებ და მას ნაადრევს უწოდებს.

    “მივიღეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ცნობა უკრაინიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების გაყვანასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებას, უზრუნველყონ მათი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია”,- წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე.

    ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა

    არსებული ინფორმაციით, დიპლომატების გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება ევროკავშირს, ბორელის განცხადებით, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ.

  • პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი მოუცლელობა არ ყოფილა

    პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი მისი მოუცლელობა არ ყოფილა. მისი განმარტებით, სანამ ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, მანამდე ევროპარლამენტის თავმჯდოამარესთან მას მემორანდუმი უნდა გააფორმოს.

    “ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარის და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის და ამიტომ, საჭიროა არის, რომ ეს შეთანხმებით შედგეს მანამ სანამ იქნება ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა მათ შორის ამ ჯგუფთანაც.

    როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ ჯერ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების შესაბამის ჯგუფს”.- ამბობს პაპუაშვილი TV პირველთან.

    ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ ჩაწერეს ევროპარლამენტარებმა განცხადებაში, რომ მას არ ეცალა, პაპუაშვილი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა, მიზეზი ეს არ ყოფილა”.

    “განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა, მოვუწოდეთ, რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია. დანარჩენს ვერ გეტყვით, ეს მათ [ევროპარლამენტარებს] უნდა ჰკითხოთ.

    პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჯან მონეს დიალოგში”.- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

  • 3 დღით ადრე შეხვედრაზე მოწერა არაადეკვატურია – ზარქუა ევროპარლამენტარებზე

    “ევროპარლამენტარის მოწერა სამი დღით ადრე, რომ იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა და აბა, შეგვხვდით, ეს არის მიუღებელი, არაადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. მე მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიით, თავისი კულტურით და ტრადიციებით და თუ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად, მაგრამ იქ სადაც არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესდებას და პროცედურებს – ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე, რა როგორ და.. ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით, თუ აქვთ. თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას”

    თქვა ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარებზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ შეხვდა.

  • ევროკავშირი არ აპირებს უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანას – ბორელი

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, არ აპირებს დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინის გაყვანას.

    “ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ვფიქრობ, ენტონი ბლინკენი დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებს”,- თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა.