Category: სლაიდერი

  • გვერდზე გადადეთ პარტიული უთანხმოება, გამოიყენეთ ეს მომენტი – შაჰინი უკრაინასა და საქართველოს

    “რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“

    განაცხადა სენატორმა კინ შაჰინმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

  • შეგიძლიათ, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით იხელმძღვანელოთ – კალაძე უკრაინაზე

    “უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება.

    საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამით”

    ასე პასუხობს თბილისის მერი კითხვას, რატო არ აკეთებს საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას.

  • 4 მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა

    საქართველოს 4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.

    IPN-ის ცნობით, კორონავირუსი აქვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.

  • მივიღოთ რეზოლუცია, ჩავიდეთ კიევში ერთად – ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

    საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს.

    ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, ერთად მიიღონ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და კიევში ერთობლივი ვიზიტი განახორციელონ. ოპოზიციის ინიციატივებია:

    1. საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით;
    2. საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება;
    3. მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით;
    4. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით;
    5. საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე;
    6. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად.

    აღნიშნული ინიციატივებით „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციები გამოდიან.

    ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა.

  • დღეს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიას დავამტკიცებთ – ღარიბაშვილი

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.

    მისი განმარტებით, ამ გეგმის მიზანი საზოგადოების ტერორიზმისგან დაცვაა.

    “დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან.

    სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს მთავრობაზე დავამტკიცებთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • პრემიერმა მთავრობის სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა კვლავ არ გამოუცხადა

    პრემიერმა მთავრობის სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა კვლავ არ გამოუცხადა

    საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა.

    პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია არც “ქართულ ოცნებას”. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ფიქრობენ, რა ფორმით გამოხატონ სოლიდარობა.

    ხელისუფლების წარმომადგენლებიდან უკრაინას მხარდაჭერა გუშინ, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოუცხადა, თუმცა მას საკუთარ ტვიტში რუსეთი არ უხსენებია.

    “ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,– დაწერა ზალკალიანმა გუშინ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

    ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას.

    დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.

    დღეს უკრაინაში აშშ-ს საელჩომ თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, უკრაინა დატოვონ. თავად თანამშრომლებს კი ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ.

  • ორდანესთან კულტურის ცენტრის ასაშენებლად სამთავრობო კომისიას ვქმნით – პრემიერი

    “საქართველოს გადაეცა 4 000 კვადრატული მიწა მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. საქართველოს პატრიარქის კურთხევით ამ წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის აშენებას ვგეგმავთ. ამ მიზნით, ჩვენ შევქმნით სამთავრობო კომისიას და დავიწყებთ მუშაობას კონცეფციაზე, პროექტზე და შემდეგ უკვე მშენებლობაზე გადავალთ.

    მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ პროცესში მისი უწმინდესობის უდიდეს როლს, მასთან ერთად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის,  იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის აქრქიეპისკოპოსს, და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

    კომისისიის მუშაობაში მონაწილეობა ვთხოვეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, კეროდ, მეუფე შიოს, მეუფე გერასიმეს, მეუფე დავითს, მეუფე თეოდორეს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს”

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • კიევში საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ – აშშ

    დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

    აშშ-ს საელჩოს განმარტებით, საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინიდან გამგზავრების უფლება აქვთ, თუმცა საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა აუცილებლად უნდა დატოვონ არაუგვიანეს 30 დღისა.

    საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა.

    “ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ასევე ვრჩებით დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის, ჩვენი დიპლომატების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის ერთგული. შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ კიევში აშშ-ს საელჩო კვლავ ღია რეგულარული მუშაობისთვის. ანალოგიურად, ხაზს ვუსვამთ, რომ მისის წევრებისთვის ქვეყნის დატოვების უფლების მიცემა არ იქონიებს გავლენას უკრაინის გარშემო რუსეთის შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზაციის გადასაჭრელად დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნაზე.

    შეერთებული შტატების ურყევი ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე”,– ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

  • COVID-19-ის 7947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევა, ხოლო 5 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა მხოლოდ 1 550 პირი.

  • დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

    დღეს, 12:00 საათზე საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.

    ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

    მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეზე სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და ის დამყარებულია ირიბ, ერთმანეთთან შეუთანხმებელ მასალებზე.