Category: სლაიდერი

  • ახლა რიგები უნდა იყოს აცრაზე, რადგან ბუსტერ დოზა გარანტირებულად იცავს – ცერცვაძე

    “საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები, მოკლედ რომ ვთქვათ, არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება.

    ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით”

    აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

  • კარგი ჩინოვნიკი და ძალიან მორჩილი ადამიანი ვარ – თეა წულუკიანი

    “ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი […]

    ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”

    ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

  • უნდა გავზარდოთ ზეწოლა საქართველოში რეფორმების გატარების კუთხით – სენატორი

    “ამ ეტაპზე საქართველო ძალიან მყიფე დემოკრატიაა. ისინი უსაფრთხოების კუთხით ჩვენი მოკავშირეები არიან, თუმცა, როგორც ბევრი სხვა მოკავშირის შემთხვევაში, აქაც ჩვენ აქაც უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და გავზარდოთ ზეწოლა პოლიტიკური რეფორმების გატარების კუთხით.

    საქართველოს შთამბეჭდავი ისტორია აქვს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვან უკუსვლას ვხედავთ. ბევრი ადამიანი სვამს კითხვას – დარჩა თუ არა საქართველოში სივრცე გამოხატვის თავისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად უნდა თქვას, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს”

    ამბობს სენატორი კრის მერფი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • შეწყვიტეთ პროვოკაციები და სისულელეების გავრცელება – რუსეთის საგარეო ბრიტანეთს

    შეწყვიტეთ პროვოკაციები და სისულელეების გავრცელება – რუსეთის საგარეო ბრიტანეთს

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება დიდი ბრიტანეთის განცხადებას, რომ კრემლი უკრაინის ოკუპაციასა და პრორუსი მმართველის დაყენებას გეგმავს.

    სერგეი ლავროვის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და ბრიტანეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

    “დეზინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ NATO-ს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და ფოკუსირდეს თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, მათ ასევე გამოააშკარავეს, რომ უკრაინის ლიდერობის პოტენციურ კანდიდატად კრემლი უკრაინელ ყოფილ დეპუტატს, ევგენი მურაევს განიხილავს.

  • კრემლი უკრაინის ოკუპაციასა და პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს – დიდი ბრიტანეთი

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოააშკარავეს გეგმა, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს, რადგან ისინი ქვეყანაში შეჭრასა და ოკუპაციას განიხილავენ.

    უწყების ცნობით, პოტენციურ კანდიდატად უკრაინელი ყოფილი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ინარჩუნებენ კავშირებს ყოფილ უკრაინელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის:

    • სერგეი არბუზოვთან, რომელიც 2012-2014 წლებში უკრაინის ვიცე-პრემიერი იყო და 2014 წელს პრემიერმინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
    • ანდრეი კლუევთან, უშიშროების საბჭოს მდივანი 2010-2012 წლებში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის შტაბის უფროსი.
    • ვლადიმირ სივკოვიჩთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (RNBO) თავმჯდომარის ყოფილი მოადგილესთან
    • მიკოლა აზაროვი, უკრაინის პრემიერმინისტრი 2010-2014 წლებში.

    “ზოგიერთ მათგანს აქვს კონტაქტი რუს დაზვერვის ოფიცრებთან, რომლებიც ამჟამად არიან ჩართული უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში”,– აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

    აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, “შეწყვიტოს პროვოკაციებში მონაწილეობა და სისულელეების გავრცელება”.

  • დადასტურდა COVID-19-ის 9 696 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 28 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი, ხოლო 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 4 685 პირი. დადებითობის მაჩვენებელია, დღიური – 20,28%, ბოლო 14 დღის – 12,56%, ბოლო 7 დღის – 15,66%

  • მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია – წულუკიანი

    “ქუჩაში რომ ყვირიან, იმ ადამიანებისგან განსხვავებით მე ვარ ძალიან მორჩილი ადამიანი. მორჩილებაში ვგულისხმობ იერარქიისადმი მორჩილებას, გარდა იმისა, რომ ვარ, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკი და კარგი ჩინოვნიკი. სხვათა შორის, მოსკოვში ერთხელ ვარ 6 წლის ასაკში ნამყოფი და სინამდვილეში საფრანგეთში დავამთავრე სახელმწიფო მართვის უმაღლესი სკოლა და იქ ასწავლიან, რას ნიშნავს ხელმძღვანელი და უფროსი.

    მე მყავს პრემიერი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ავტორიტეტია, რომელიც მეამაყება, რომ ამ მყვირალა ადამიანებს არ უყვართ. იმიტომ, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი და სხვა თანამებრძოლების მონაწილეობით აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს უბედურება უკან არ დაბრუნდეს, ჟორიკ რურუები და სხვა კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის მქონე, ბონბონიერში გამოზრდილი ვითომ მეცნიერები. ამიტომ, რაც იქნება პრემიერის გადაწყვეტილება, ის იქნება, მაგრამ მინდა, მათ იმედი გავუცრუო, რომ ჩემი გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”

    განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

  • 8 რეკომენდაცია ბინაზე მყოფ ინფიცირებულებს – მაია ბუწაშვილი

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბინაზე მყოფ კოვიდინფიცირებულებს ურჩევს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ ჩავარდნენ სასოწარკვეთაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირება.

    მისი თქმით, პაციენტებს უნდა ახსოვდეთ რამდენიმე 8 მარტივი წესი:

    • კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ სჭირდება;
    • ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით;
    • ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ, შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი;
    • სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭირდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ;
    • კოვიდს არავითარი გადასხმები არ ჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა;
    • საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი;
    • სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.
    • იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის”,– წერს მაია ბუწაშვილი.
  • პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა

    პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია შესაბამისი თხოვნით მან გერმანიის თავდაცვის მინისტრს უკვე მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

    ვიცე-ადმირალის გადადგომას წინ უძღოდა მის მიერ გაკეთებული განცხადებები ანექსირებულ ყირიმსა და საქართველოზე. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “პატივისცემას იმსახურებს” ხოლო კიევი ყირიმს მოსკოვიდან ვერასდროს დაიბრუნებს. გარდა ამისა მან ასევე  განაცხადა, რომ “უკრაინა ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს ალიანსში მიღება კი ჭკვიანური არაა”.

    “დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ალიანსის ის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, – განაცხადა გერმანელმა ვიცე-ადმირალმა რამდენიმე საათის წინ. 

  • “შენ თვითონ გაზრდი და მოუარე მოგ****თ პატრონი ორივეს” – ბასილაშვილი შვილს და ყოფილ ცოლს უჩივის

    საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი  საკუთარ შვილს და ყოფილ ცოლს, ნეკა დოროყაშვილს უჩივის – ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდი ავრცელებს.

    TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ნატა ქაჯაიამ ოფიციალური დოკუმენტები მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტები რომლითაც დგინდება, რომ  ნიკოლოზ ბასილაშვილი,  თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს,  რომლის მიხედვითაც სპორტსმენმა ერთადერთ შვილს, ალიმენტი თვეში 3600 ლარი უნდა გადაუხადოს.

    ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლემ, საქართველოს პირველ ჩოგანს დააკისრა – გასული 18 თვის განმავლობაში, როცა ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, შვილს ორი ათასი ლარი  გადაუხადოს. ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან 3600 $, მაგრამ ცნობილი ჩოგბურთელი მოსამართლეს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

    ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ირწმუნება, რომ პირველი ალიმენტს არ იხდის. ამბობს, რომ თანხა, 600 ლარი მხოლოდ ერთხელ გადაიხადა.

    “შაბათის ეთერის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რამდენიმე თვიანი განხილვების პროცესში მოსამართლეს ბასილაშვილი და მისი ადვოკატები უმტკიცებენ, რომ დედას აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა არჩინოს შვილი, მაგრამ ბასილაშვილს არა.

    ბასილაშვილის მოგებამ 2021 წელს მილიონ ხუთასი ათასი დოლარი შეადგინა. 2020-ში ნახევარი მილიონი. 2019 წელს მილიონ  ხუთასი ათასზე მეტი დოლარი.

    “შაბათის ეთერი” ბასილაშვილთან კავშირზე გავიდა, თუმცა როგორც კი ინტერვიუს თემა გაიგო, ჩოგბურთელმა ჟურნალისტთან კომუნიკაცია გაწყვიტა. ბასილაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ  ნიკა შვილზე პირველივე დღიდან ზრუნავს.

    ბასილაშვილი – დოროყაშვილის საქმეზე სამოქალაქო დავა საქალაქო სასამართლომ 2021 წლის მაისში დაიწყო. პროცესების მიმდინარეობის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მისი ყოფილი მეუღლის ანგარიშზე ბავშვისთვის სიმბოლური თანხა 600-600 ლარი ჩარიცხა, თანხა ჩოგბურთელმა თავად განსაზღვრა. სავარაუდოდ, ამ თანხას გულისხმობს ჩოგბურთელის დედა, როცა აცხადებს, რომ მისი შვილი ვაჟს ალიმენტს უხდის. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუა “შაბათის ეთერთან” ამბობს,  რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და კონკრეტულ ციფრებზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის.

    ნეკა დოროყაშვილის და მისი შვილის ბასილაშვილის ინტერესებს სასამართლოში ამ სამოქალაქო დავაზე ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი ია მარიამიძე იცავს.  მარიამიძეს შემდეგი სასამართლო პროცესი 8 თებერვალს აქვს. ამ შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნდა დაამტკიცოს რატომ წაართვა ნაჩუქარი ბინა შვილს.

    დოკუმენტებში ჩანს, რომ 2020 წელს  4 თებერვალს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქობულეთის ქუჩაზე მდებარე სახლი არასრულწლოვან შვილს აჩუქა. ჩუქების ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ მისი გასხვისების უფლება არცერთ მშობელს არ ჰქონდა. ბინას ოჯახი გააქირავებდა, თანხას კი ბავშვის ანაბარზე შეუგროვებდნენ. მაგრამ მოულოდნელად, საჯარო რეესტრის სააგენტოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმომადგენელი – დედა მივიდა და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. დოკუმენტი 21 თებერვლით თარიღდება. ახლა ამ სახლის მფლობელი ბასილაშვილები არიან.