ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი და ძალიან კარგი ადამიანია – კალაძე კობახიძეზე

“ირაკლი კობახიძის როლი ჩვენს პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხელმძღვანელობით ის განვითარება, რომელიც პარტიას  აქვს. ირაკლი ძალიან განათლებული, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი, ძლიერი კონსტიტუციონალისტია. მთავარი ადამიანობაა და მერე მოდის პროფესია – პოლიტიკა, ბიზნესმენი, სპორტსმენი და ა.შ.. ძალიან კარგი ადამიანია. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია და ჩვენ წლებია, ვმეგობრობთ”

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე.