Category: სლაიდერი

  • პრაიდის უფლება ყველას უფლებას იცავს, მათ უფლებებსაც, ვინც დღეს იმუქრება – ხოშტარია

    “პრაიდის კვირეული იწყება დღეს. წარმოუდგენლად სევდიანია, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არსებობის უფლებისთვის ბრძოლა უწევს. და, დიახ, არსებობაა ყველა უფლებით სარგებლობა და არა უმრავლესობის მიერ დაწესებული “სახლში რაც გინდა აკეთე”, “გარეთ არ იარონ”. ძალიან ბევრი სისხლიც დაიღვარა, კონფლიქტიც მოხდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ მივსულიყავით ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებამდე, რომ თითოეული ადამიანია ფასეული და ყველა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს.

    მაგრამ ჩვენ მაინც ჯერ ვერ მოვახერხეთ ამ ყველასთვის სასარგებლო ჭეშმარიტების მიღება. დღეს პრაიდის უფლება, რეალურად ყველას უფლებას იცავს, მათ შორის იმათ უფლებებს, ვინც დღეს იმუქრება. არ არსებობს ადამიანი ჩვენ საზოგადოებაში, ვისაც გამოხატვის და გადაადგილების უფლებით სარგებლობა არ ჭირდება. ამიტომ პრაიდის გამართვით ბევრად მეტს ვიცავთ და ვამკვიდრებთ, ვიდრე მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებს.

    ეს ყველაფერი უბრალოდ საჯარო და პოლიტიკურ პროცესად იქცა და ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ყოველი უფლების, აქციის, მოთხოვნის უკან კონკრეტული ადამიანური დიდი ტკივილი დგას. თითო ადამიანი რომელიც ცხოვრობს შიშში, შეზღუდვაში, წნეხში ცალკე სამყაროა. როგორ შეიძლება ღმერთზე, სიკეთეზე, სიყვარულზე იფიქრო ან ილაპარაკო და ეს სამყაროები ანგრიო და ანადგურო თან. დარწმუნებული ვარ ბევრი ამას უბრალოდ ვერ იაზრებს. არ არის ეს წავედით, ვიჩხუბეთ მოვედით და მერე მშვიდად გავაგრძელეთ ცხვორება. ინგრევიან ადამიანები და ამად არაფერი არ ღირს.

    ხოდა ამ ადამიანების მოსაფრთხილებლად და დასაცავად და ყველა მოქალაქის უფლებისთვის უნდა გავიდეთ და ჩვენი დამოკიდებულა გამოვხატოთ
    იმედია არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ დაგვჭირდა ფიზიკურად დაგიცავთ, მარტო არ ხართ”

    წერს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია თბილისი პრაიდის შესახებ.

  • დადასტურდა COVID-19-ის 980 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 გარდაიცვალა.

    პირველი ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 367 058
    • გამოჯანმრთელებულია – 352 624
    • გარდაცვლილია – 5 327
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 30 579, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598 PCR ტესტით – 14 981
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,2%, ბოლო 14 დღის – 2,66%, ბოლო 7 დღის – 2,86%
    • კარანტინის რეჟიმში – 105
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 729
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 605
  • ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

    საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურის განცხადებით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

    ნაკრძალის მისამართით, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

    ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე მუშაობდა მეხანძრე-მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი”,– აცხადებს უწყება.

  • ცენზურა დაწესდა, რომ აუცილებლად უნდა მომწონდეს – ხვიჩია პრაიდზე

    “ჩემი აზრით, ეს მხარეც ცდება იმ ნაწილში, როცა ამბობს, რომ სავალდებულო წესით უნდა მოგწონდეს გეი პრაიდი. ცენზურა დაწესდა პოლიტკორექტულობის მოტივით, აუცილებლად უნდა მომწონდეს ის, რაც გეი თემის დიდ ნაწილს მთელ სამყაროში არ მოწონს და არ იღებს ამაში მონაწილებას, გესმით?! მე ისეთი ტიპის კრიტიკოსი ვარ, როგორებიც არსებობენ ამ თემშიც, მათ არ მოსწონთ ამ რაღაც ტიპის სპეკტაკლში მონაწილეობა. თავისი შინაარსით სპეკტაკლია. ხო არ შეიძლება, მე აუცილებლად მომწონდეს. კლასიკური აღლუმის ჩატარებას ცდილობს ეს ხალხი და მე არ მომწონს კლასიკური აღლუმი. ვასაძის კომბლით სიარულიც რაღაცნაირი თავის ჟანრშიც პრაიდია.

    ის, რომ შეიძლება [პრაიდი] ვიღაცას არ მოწონდეს, მათ შორის თემის წარმომადგენლებს, გადმოდიან თავდასხმაზე, გეუბნებიან, შენ არ ხარ კარგი კაცი, ეს როგორ არ მოგწონს?!

    ამბობს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია TV კავკასიის ეთერში.

  • მიშისტები გვყავდა, ახლა გვყავს მიშელისტები, ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი – ჭიჭინაძე

    მიშისტები გვყავდა, ახლა გვყავს მიშელისტები, ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი – ჭიჭინაძე

    “ზვიადისტები გვყავდა, პუჩისტებიც, მიშისტები, ბიძინისტები… ახლა გვყავს სამაგიეროდ მიშელისტები! 30 წელი ბნელ ტყეში რომ მოვდიოდით, ძლივს აღმოვაჩინეთ 21-ე საუკუნეში, რომ თურმე ამ ქვეყნის ბედნიერება მიშელის დოკუმენტზე გადის. აი ამის დამტკიცებას ცდილობს მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი, პარლამენტში შესული ოპოზიცია.

    გააფეტიშეს, ფაქტიურად, ბიბლიად გაიხადეს ეს დოკუმენტი, სარგებლობას კი მხოლოდ „ქართული ოცნება“ ნახულობს. მითუმეტეს, „ოცნებას“ ხომ თავის რეალობა და პირადი თარგმანები აქვს, სადაც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიშელი საერთოდ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ისინი დატოვოს ხელისუფლებაში 2030 წლამდე.

    მოკლედ, ახალი ეტაპის დასაწყისი ბოიკოტის დასასრული უნდა ყოფილიყო და ვინც ამ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ხალხის ინტერესები გაყიდა და ჭაობში დაგვაბრუნა, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ აღარ უნდა იყოს, რადგან ეს ხალხის მოთხოვნა ნამდვილად არ ყოფილა! და ასე მიშელისტებად უნდა დარჩნენ ბოლომდე”

    წერს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

  • ყველას აქვს უფლება გამოსვლის – სალომე ზურაბიშვილი პრაიდზე

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობა. მისივე განცხადებით, თბილისი პრაიდის მონაწილეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, გამოვიდნენ და გამოხატონ თავისი აზრი.

    “ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველა ოფრმა. მიუღებელია იმიტომ, რომ ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის.

    მე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება, გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ძირძველი ტოლერანტობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამაზე აშენდა ჩვენი ქვეყანა და ამაზე განვითარდება ხვალაც. ამიტომ ასევე ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება გამოსვლის. ასევე, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი და გამოიყენონ ის უფლება, რომელიც ყველას კონსტიტუციური უფლებაა, კონსტიტუციისა და კანონის მიერ დადგენილ ნორმებში. ეს არის ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

    ცნობისთვის, პრაიდის კვირეული დღეს იწყება. 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება.

  • TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის წინწყაროს გამგებლის ბიძა დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით წალკაში 1967 წელს დაბადებული გოჩა აფრასიძე დააკავეს. ის წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძაა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი” – აცხადებს შსს.

    ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ტვ პირველის გადამღები ჯგუფი სოფელ წინწყაროში გუშინ ადგილობრივების პროტესტის გასაშუქებლად ჩავიდა.

  • გარდაიცვალა აშშ-ს თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი

    88 წლის ასაკში აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი, დონალდ რამსფელდი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება ოჯახმა გაავრცელა.

    რამსფელდს თავდაცვის მდივნის თანამდებობა ორჯერ ეკავა – 1975-1977 წლებში, შემდეგ კი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს 2001-2006 წლებში.

    11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რამსფელდი ალ-კაიდაზე თავდასხმას ხემლმძღვანელობდა, ხოლო 2003 წელს ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გახდა.