Category: სლაიდერი

  • ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა

    ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა

    დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბილოვი დონეცკში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.

    “ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ”. – აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.

    ანატოლი ბიბილოვთან ერთად იმყოფება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ გადაუდებელი სიტუაციების მინისტრი აზმათ ჩოჩიევიც.

  • ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა

    ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა –  აღნიშნულ ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბალაკლია დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელშიც ქალაქის მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

    “რუსმა ოკუპანტებმა ბალაკლიაში რაიონულ საავადმყოფოს მოარტყეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. საჭიროა პაციენტების და პერსონალის დაუყოვნებლივ ევაკუაცია, ეს არის დაახლოებით 70 პაციენტი და სამედიცინო პერსონალი. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოვახერხოთ და გადავარჩინოთ ადამიანები. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ეს არის მოქალაქეებზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულების მორიგი მცდელობა. ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაციაა” – წერს სინეგუბოვი.

  • თუ ზურაბიშვილს უნდა, საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა – ბუბა კიკაბიძე

    „უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“

    ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

  • პოდოლიაკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არასაკმარისად მიიჩნევს და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს “არასაკმარისს” უწოდებს და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.

    “რუსეთის  წინააღმდეგ სანქციები არასაკმარისია. იმისთვის რომ რუსეთის ეკონომიკა ჩამოიშალოს და უკრაინელების მკვლელობა შეწყდეს, საჭიროა ან პირდაპირი ემბარგო ყველა რუსულ ენერგორესურსზე ან ირიბი ემბარგო რუსული საქონლისთვის პორტების ჩაკეტვით (ნავთობის 85% ტანკერებშია).  ან გვითხარით, რომ უკანასკნელ უკრაინელამდე ვიომოთ.” – წერს პოდოლიაკი.

  • რუსმა სამხედროებმა უკრაინიდან მოპარული ნივთების გასაყიდად ბელორუსში ბაზრობა გახსნეს

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ბელორუსის ქალაქ ნაროვლიაში ოკუპანტებმა ბაზარი მოაწყვეს, სადაც უკრაინაში მოპარულ ნივთებს ყიდიან. მათ შორის არის სარეცხის და ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მაცივრები, ძვირფასეულობა, ავტომობილები, ველოსიპედები, მოტოციკლები, ჭურჭელი, ხალიჩები, ხელოვნების ნიმუშები, ბავშვის სათამაშოები, კოსმეტიკა. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ უკრაინელებისთვის მოპარული ვალუტის – დოლარისა და ევროს გადაცვლას. თუმცა, ბელორუსში ვალუტის ბრუნვის შიდა შეზღუდვების გამო ბელორუსები ვალუტის გადაცვლას არ თანხმდებიან და ოკუპანტებს ადგილობრივ ბანკებში მისვლას ურჩევენ, თუმცა რუსები ამაზე უარს ამბობენ და ამას მეთაურობის აკრძალვით ხსნიან.

    “ამჟამად ოკუპანტებმა მოახერხეს მოროდიორული “საქონლის“ ცენტრალიზებული მიწოდება საკუთარ ბაზარზე. კერძოდ, ქალაქ ბურინიდან სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით მოძრაობს სატვირთო ავტომობილების კოლონა სხვადასხვა ქონებით – სამრეწველო საქონლით და სახლის ნივთებით“– წერს უკრაინის დაზვერვა.


    უკრიანაში რუსი სამხედროების არნახული მოროდიორების შესახებ ისტორიებით სავსეა ყველა უკრაინული ტელეგრამ არხი. ამასთან, ოკუპანტები ძარცვავენ არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს, არამედ სასტუმროებს. თან მიაქვთ ჭურჭულიც კი.

    ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვებისას კი თან წაიღეს კომპიუტერები და სხვა ნივთები.

    უკრაინული დაზვერვის მიერ გადაჭერილ სატელეფონო საუბრებში ჯარისკაცებს ნათესავები პირდაპირი ტექსტებით თხოვენ გარკვეული ნივთების, ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის მოპარავას და გაგზავნას.

  • თოლორაია აცხადებს, რომ საგამოძიებო სამსახურმა ინსპექტორის სამსახურის საიტიდან ყველა მასალა წაშალა

    ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, აცხადებს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებისთვის შექმნილი ვებგვერდიდან ყველა ინფორმაცია წაშალა. ამის შესახებ თოლორაია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წაშლილია  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეხვედრები. მისი თქმით, ვებგვერდი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის იყო შექმნილი.

    ”სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან -https://sis.gov.ge/ka/ (რომელიც იყო შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის) წაშალა ყველა ინფორმაცია: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში საგამოძიებო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ანგარიშიები, ინფორმაცია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სტატისტიკური მონაცემები, კვლევები, შეხვედრები (მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრები). გეგონება ვებგვერდს მტრის ურდომ გადაუარა))).

    ამ დროს, საქართველოს პარლამენტი დღემდე გვიმტკიცებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუუქმებია, იგი მხოლოდ გარდაქმნა))))) მე არ მახსენდება შემთხვევა, როცა ახალმა ხელმძღვანელმა წაშალა წინა ხელმძღვანელის დროს სამსახურის საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. ჩემს მიმართ უპატივცემულობას შევეჩვიე, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა იმ სამსახურის მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა საქმიანობაც იყო ასახული ამ ვებგვერდზე და იმ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მთელი ეს პერიოდი სამსახურს განვითარებაში ეხმარებოდნენ.

    შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შექმნა და არა 2022 წელს (როგორც ესა წარმოჩენილია ამ ვებგვერდზე).
    ამ ინფორმაციის წაშლით, ამ ქვეყნის ისტორიაში სამსახურის გაუქმების ეს სამარცხვინო ფაქტი მაინც არ წაიშლება, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ მეტად ღირსეულად დაგეწყოთ ამ უწყების გადაბარებაც და მართვაც. გულწრფელად ვწუხვარ იმ კომპლექსების გამო, რომელსაც შეუპყრიხართ:((( – სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service
    აღნიშნულის შესახებ აუცილებლად ჩავაყენებ საქმის კურსში საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა დახმარებითაც ეს ვებგვერდი შეიქმნა და რომელთა მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შესახებაც იყო განთავსებული ინფორმაცია აღნიშნულ ვებგვერდზე.

    მე ვუხდი ბოდიშს სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელს ამის გამო” – აცხადებს თოლორაია.

  • ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის – დანილოვი

    “ჩვენ მზად უნდა ვიყოთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის”- განაცხადა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა მედიცინამ ამ კუთხით “გარკვეული ტრენინგი უკვე გაიარა”.

    “თქვენ იცით, რომ მიუხედავად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზოგადი აკრძალვისა, ისინი მას იყენებდნენ სირიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. – განაცხადა დანილოვმა.

  • Anonymous-ის ჰაკერებმა რუსული სამხედრო ქარხნის მონაცემები გამოაქვეყნეს

    Anonymous–ის სახელით ცნობილმა ჰაკერების ჯგუფმა სპეციალურ საიტზე გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ლიპეცკის სამხედრო მექანიკური ქარხნიდან მოიპარეს. ჰაკერებმა გადმოსაქაჩად დადეს ელექტრონული წერილები, რომელთა საერთო მოცულობაა 25 GB. ფაილების მიხედვით, წერილები ეკუთვნის ქარხნის დიერქტორის მოადგილეს, ვენიამინ სიზოვს, წარმოების დირექტორს, ევგენი მასანინს, პერსონალის დირექტორს ალექსანდრ სეროვს და საწარმოს სხვა ხელმძღვანელებს. ფაილი PST ფორმატით დევს, რომელშიც წერილების ასლები სერვერებზე ან კომპიუტერში ინახება.

    რა ვიცით ლიპეცკის მექანიკური ქარხნის შესახებ

    ლიპეცკის ქარხანა საზენიტო–სარაკეტო კომლექსების, ПВО С-300В4–ის  ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია.

    ოფიციალური საიტის მიხედვით, ლიპეცკის მექანიკური ქარხანა რუსული სამხედრო ტექნიკის წარმოებით და გაყიდვით, ასევე რემონტით, ტექნიკური მომსახურებით და შეიარაღების მონტაჟით არის დაკავებული. კერძოდ, იქ იწარმოება თვითმავალი ძარები სარაკეტო კომპლექს С-300В4–სთვის, ასევე იწარმოება სხვადასხვა ნაწილები სხვა საწარმოებისთვის, სადაც შემდგომში საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის ტანკების დამზადება ხდება.

    ქარხანაში მზადდება კაბელებიც, ხდება დეტალების მექანიკური დამუშავება, ასევე მასალების ქიმიურ–თერმული და გალვანური დამუშავება–დაფარვა.

    მანამდე ანონიმუსის ჰაკერებმა რუსეთის ცენტრობანკის სისტემა გატეხეს და გამოაქვეყნეს მონაცემები, რომლებიც რუსეთის მთავარი რეგულატორის სერვერზე ინახებოდა.

    ასევე იწერებოდა, რომ ანონიმუსმა როსავიაციის IT ინფრასტრუქტურაც “გატეხა“ და გაანადგურა დოკუმენტები, ელექტრონული წერილები და სხვადასხვა ფაილები. მედიის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს მონაცემების სარეზერვო ასლები არ აღმოაჩნდათ, რადგან მათ კოპირებაზე ფული არ გამოიყოფოდა.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 17 800-მდე სამხედრო დაკარგა – გენშტაბი

    რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 17 800-მდე სამხედრო დაკარგა – ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება. ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 17 800-ს შეადგენს.

    ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

    • ტანკი – 631;
    • საბრძოლო ჯავშანმანქანა – 1 776;
    • საარტილერიო სისტემა – 317;
    • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – 100;
    • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 54;
    • თვითმფრინავი – 143;
    • ვერტმფრენი – 134;
    • საავტომობილო ტექნიკა – 1 236;
    • გემი/კატერი – 7;
    • საწვავმზიდი – 76;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 87;
    • სპეციალური ტექნიკა – 24;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები – 4;
  • რაც ახლა უკრაინაში ხდება, ლუკაშენკოს პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს – პესკოვი

    კრემლის სპიკერის,  დიმიტრი პესკოვის თქმით, ის რაც უკრაინაში ხდება, ვლადიმერ პუტინზე ნაკლებად არ სტკენს გულს ალექსანდრე ლუკაშენკოს.

    „დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ალექსანდრე გრიგორევიჩს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან შედარებით გულს არანაკლებ სტკენს.

    ალექსანდრე გრიგორევიჩი აბსოლუტურად უნიკალურ ურთიერთობაშია ჩვენს პრეზიდენტთან. მათ მართლაც უნიკალური ურთიერთობა აქვთ. მათ ისე ესმით იმის არსი, რაც ხდება ჩვენს ქვეყნებში და არსი იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, როგორც სხვას არავის“, – განაცხადა პესკოვმა.