Category: სლაიდერი

  • რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიას არ დატოვებს, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გამაგრდება და იქიდან დაიწყებს პირობების კარნახს – პოდოლიაკი

    „არ იქნება „ავღანეთიზაცია“ და რუსეთის ფედერაციისთვის დამღლელი გრძელი კონფლიქტი, როგორც ამას ზოგიერთი ელის. რუსეთის ფედერაცია დატოვებს უკრაინის ტერიტორიას გარდა სამხრეთისა და აღმოსავლეთისა. შეეცდება იქ ღრმად ჩაფვლას, დააყენებს საჰაერო თავდაცვას, მკვეთრად შეამცირებს დანაკარგს და დაიწყებს პირობების კარნახს. მძიმე იარაღის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთის ფედერაციის გაძევებას“

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს – ზელენსკი

    “სანქციები ნამდვილად მუშაობს და რუსეთს ნამდვილად ეშინია სანქციების. სანქციებს ისინი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს. ეს ანგრევს მათ ეკონომიკას. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორ მუშაობს სანქციები. ჩვენ ვაჩვენებთ და ვეუბნებით შეერთებულ შტატებსა და ევროპელ ლიდერებს, ყველამ ერთად და სწრაფად უნდა იმუშაოს. მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა ოლიგარქებზე, რუსეთის პრეზიდენტსა და ყველა პარტიაზე და ზოგადად ქვეყანაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა, თუ აშშ-ს სურს წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

  • რუსთავში და ბათუმში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

    ორ მაჟორიტარულ ოლქში დღეს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

    ბათუმში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნები მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს, რათა საკრებულოში ქართულ ოცნებას შეერთებოდა, რითაც ეს უკანასკნელი უმრავლესობას ჩამოაყალიბებდა.

    რუსთავში კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რადგანაც დეპუტატი ნინო ლაცაბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად რუსთავის მერი გახდა.

    პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

    არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1590  დამკვირვებელი და 4  საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679  წარმომადგენელი.

    საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. ხარვეზი იყო ბათუმში 23-ე უბანზე, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ჰქონდა პრობლემა. ამის გამო ადგილზე ხმაური იყო. ასეთივე ხარვეზი დაფიქსირდა 76-ე უბანზე.

  • აშშ უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების გადასაცემად პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს– New York Times

    New York Times–ის ინფორმაციით აშშ–ს ადმინისტრაცია ნატოელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ მათ უკრაინას გადასცენ მათ შეიარაღებაში არსებული საბჭოთა წარმოების ტანკები. გამოცემა აშშ–ს ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროს ეყრდნობა.

    გაზეთთან საუბრისას ადმინისტრაციის ჩინოვნიკი ამბობს, რომ ტანკები უკრაინას მალე გადაეცემა, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის, რამდენი და რომელი ქვეყანა გადასცემს მათ უკრაინელებს.

    მხოლოდ პოლონეთს ოფიციალური მონაცემებით 500–ზე მეტი მოდერნიზებული და არამოდერნიზებული Т-72–ის ტანკი აქვს, ამასთან, ის თავის სატანკო ნაწილებს მუდმივად ამარაგებს გერმანული “ლეოპარდებით“, რომლებიც პოლონეთს უკვე რამდენიმე ასეული აქვს.

  • აშშ უკრაინას დამატებით $300 მლნ-ის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარება

    აშშ უკრაინას დამატებით $300 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.  აღნიშნული დახმარება,  ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის სათვალეებს, ტყვიამფრქვევებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს.

     

  • სააკაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქმის წარმოება მისივე მიმართვის საფუძველზე შეწყვიტა

    აქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა, სიმართლეს არ შეესაბამება.

    “ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.

    სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.

    მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია.

    იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.

    ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, – წერს სააკაშვილი.

  • მთავრობაზე უარესია ოპოზიცია, სხედხართ პარლამენტში, ვერაფერს აკეთებთ – ვაჟა გაფრინდაშვილი

    “ყველამ ვიცით, ვინც მოაზროვნეა, როგორია ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ უარესია ოპოზიცია, რომელიც სხედხართ პარლამენტში, ვერაფერს აკეთებთ და არ გამოდიხართ და არ ტოვებთ მარტო ამ მთავრობას, რომ ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმაც დაინახონ, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში, არის მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი. თქვენ, ასე თუ ისე ოპოზიცია, ათეთრებთ.” – განაცხადა გაფრინდაშვილმა.

     

     

  • რუსეთი უკრაინიდან ჯარის გაყვანაზე შეთანხმებას არ დაიცავს, საქართველო ამის ინდიკატორია – იან კელი

    საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ჯარის გაყვანაზე შეთანხმებას არ დაიცავს და ამის მაგალითი საქართველოა. იან კელი ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმებას იხსენებს, რომელსაც რუსეთმა  2008 წელს ხელი მოაწერა და ასევე ხაზგასმით აღნიშავს, რომ  14 წლის შემდეგაც, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს ახლაც  ოკუპირებული აქვთ.

    “რუსეთი არანაირ შეთანხმებას უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე არ დაიცავს, საქართველო ამის ინდიკატორია. მათ რუსეთმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამშვიდობო შეთანხმებას 2008 წელს, რითაც ჯარების გაყვანას დათანხმდნენ, 14 წლის შემდეგ მათ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული აქვთ.” –  წერს იან კელი.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ინფორმაციას, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, თბილისის დროით 22:18 საათზე, სოფელ სამებასთან 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

  • ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა – ბუჩას მერი

    უკრაინის, კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა ვიდეომიმართვის დროს გაავრცელა.

    “31 მარტი ჩვენი ქალაქის ისტორიაში შევა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენი დასახლებული პუნქტების რუსი ორკების, ოკუპანტებისგან გათავისუფლების დღე. დღეს ვაცხადებ, რომ არის მხიარული და უკრაინული ჯარის კიევის ოლქში გამარჯვების დღე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი უკრაინის ტერიტორიაზე გავიმარჯვოთ”. – ამბობს ბუჩას მერი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.