თუ ზურაბიშვილს უნდა, საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა – ბუბა კიკაბიძე

„უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“

ამის შესახებ ენმ-ის წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.