Category: სლაიდერი

  • პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს – კაჩინსკი

    პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს ამის შესახებ, კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა.

    ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა იაროსლავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ის ბირთბული იარაღო პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება, ეს რუსეთს მნიშვნელოვნად შეაკავებდა.

    პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს.ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

     

  • ნაციზმის ყველაზე უარესი დანაშაულები ევროპაში დაბრუნდა – პოდოლიაკი

    „კიევის რეგიონი. 21-ე საუკუნის ჯოჯოხეთი. ქალებისა და მამაკაცების სხეულები, ვინც მოკლეს შეკრული ხელებით. ნაციზმის ყველაზე უარესი დანაშაულები ევროპაში დაბრუნდა. ეს განზრახ არის გაკეთებული რუსეთის მიერ. დააწესეთ ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე, ჩაკეტეთ საზღვაო პორტები. შეაჩერეთ მკვლელობები“

    წერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

  • უკრაინა რუსეთის ავიაციას სერიოზულ პრობლემებს უქმნის–ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

    უკრაინა კვლავ სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსულ საჰაერო და სარაკეტო ოპერაციებს, რუსული თვითმფრინავები კი დაუცველნი არიან უკრაინის ახლო და საშუალო სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წინაშე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

    რუსეთის უუნარობამ, აღმოაჩინოს და გაანადგუროს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეუძლებელი გახადა რუსეთის ფართო კონტროლი ჰაერში, რამაც თავის მხრივ დიდი გავლენა მოახდინა რუსეთი შესაძლებლობაზე, მის სახმელეთო ძალებს მხარი დაუჭიროს მთელ რიგ მიმართულებებზე – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

    ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვა ასევე ავრცელებს ინფორმაციას რუსული ავიაციის კონცენტრირების შესახებ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთით, სავარაუდოდ იმის გამო, რომ რუსეთმა მისი სამხედრო მოქმედებების ამ რაიონში კონცენტრირება გადაწყვიტა.

    ამავე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები კვლავ ხელს უშლიან უკრაინის მომარაგებას ზღვიდან უკრაინის შავი ზღვის და აზოვის ზღვის სანაპიროების ბლოკადით, თუმცა, ბრიტანეთის უწყების ინფორმაციით, რუსული ძალების საზღვაო დესანტის გადმოსხმა სავარაუდოდ სულ უფრო სარისკო იქნება, უკრაინის კარგი მომზადების გამო.

  • ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ – ოქრუაშვილი

    “ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ” – ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    “ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები ადამიანებზე, ფასეულობებზე და საერთოდ სამყაროზე. დარდი ისედაც არ მაკლდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წვრილმანებში ბედნიერების ძებნის ინსტიქტი.

    ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ და უფრო გულჩვილი სუსტის და დაჩაგრულის დანახვაზე…

    ბუჩაში რაც ხდება (ალბათ სხვაგან უფრო უარესი) ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე, სიკეთე, სინათლე რომ დააფასოთ უფრო მეტად… მაგრამ სჯობს არ ნახოთ.” – წერს ოქრუაშვილი.

  • CNN – რუსეთს უნდა უკრაინაში გამარჯვება 9 მაისამდე გამოაცხადოს

    ამერიკული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთი მოინდომებს დონბასზე სრული კონტროლი 9 მაისამდე დაამყაროს. ამის შესახებ სიენენი დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით საუბრობს.

    ტელეკომპანიის წყაროები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში სტრატეგიას გადახედა და ოფიციალურად აცხადებს, რომ ახლა დონბასზე კონცენტრირდება. დანარჩენ უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებს “არ შეუძლიათ კონტროლის შენარჩუნება რაიონებზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ“– ამბობენ ისინი.

    დონბასის შემთხვევაში, სიენენის ინფორმაციით რუსეთს მეტი შანსი აქვს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია წარმატებას 9 მაისამდე მიაღწიოს, რადგან მისთვის “გამარჯვების დღეს“ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

    “პუტინი 9 მაისს გამარჯვების აღლუმს მაინც გამართავს, მიუხედავად უკრაინაში ომის მიმდინარეობის და სამშვიდობო მოლაპარაკების სტატუსისა“– უთხრა სიენენს ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი აზრით, პუტინი ხანგრძლივი და გაჭიანურებული ომისთვის ემზადება ორი ჩეჩნური კამპანიის სცენარით, რადგან სხვა არჩევანი აღარ აქვს.

    მოსკოვი უკრაინაში შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ობიექტებია. შაბათს ცნოილი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების აღმოჩენის შესახებ კიევის ოლქში, საიდანაც რუსული არმია გავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამაზე კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს საბრძოლო მოქმედებები, კრემლი ასევე არ პასუხობს.

  • მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ – პაპუაშვილი ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე

    ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმედის ეთერში ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე დასმულ კითხვას.

    “ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები. თქვენ ნახეთ, მათ შორის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები, რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს. როდესაც არჩევნები იყო, მყისიერად გაკეთდა იქ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე, რომ არ აღიარებს არავინ ამ არჩევნებს. თავისთავად, ეს არის არაღიარების სამართლებრივი ეფექტი. თავისთავად, რიტორიკის დონეზე, ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს. აქაც ჩვენ გარკვეულწილად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს. სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ექნება.” – განაცხადა  პაპუაშვილმა.

  • რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა

    რუსეთმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანა.

    ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგიერთი რაკეტა უკრაინულმა თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა. ზოგ დასახლებაში გაჩნდა ცეცხლი. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის, სერხი ბრაჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში კრიტიკულად მნიშვნელობან ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს.

    უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესაზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

  • უკრაინა “თავის ნატოს“ შექმნის–დავით არახამია

    რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრმა, უკრაინის რადას  ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს სხვა ქვეყნებისგან და ამგვარად “საკუთარი, უკრაინული ნატო“ შექმნას.

    “გვინდა ჩვენი უკრაინული ნატო შევქმნათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატოს ყველაზე დიდმა და ეფექტურმა ქვეყნებმა მხარი დაგვიჭირონ აგრესიის შემთხვევაში„–თქვა მან.

    არახამიას თქმით, ნატოს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.

    თუმცა, მისი თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ბრიტანეთი და აშშ. მათ გარეშე, მისი თქმით, ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება.

    გარდა ამ ორი ქვეყნის, უკრაინისთვის ასეე მნიშვნელოვანია საფრანგეთის, ჩინეთის და თურქეთის მონაწილეობა– აღნიშნა არახამიამ.

    მოგვიანებით მან განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ მიიღო წინადადებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, გარდა ყირიმის შესახებ პუნქტისა.

    მისი თქმით, სავარაუდოდ შეხვედრა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის თურქეთში შედგება.

  • რუსი სამხედროები უკრაინაში მოპარულ ნივთებს სახლში რუსული ექსპრეს ფოსტით გზავნიან

    რუსი სამხედროების რიგი არ წყდება ბელორუსის ქალაქ მოზირში მდებარე რუსული ექსპრეს–ფოსტა СДЭК –ის ფილიალში. ისინი რუსეთში გზავნიან ნივთებს, რომლებიც დიდი ალბათობით უკრაინელების სახლებიდან მოიპარეს. ამის შესახებ ტელეგრამ არხი “Беларускі Гаюн” წერს.

    თვითმხილველთა ინფორმაციით რუსი სამხედროები ფოსტის განყოფილებასთან კამაზებით მიდიან და იქიდან ტვირთავენ ნივთებს.

    “ასევე გვატყობინებენ, რომ რუსი ჯარისკაცები ხოინიკის ფოსტის განყოფილებაშიც შევიდნენ და მოიკითხეს, შეიძლებოდა თუ არა საერთაშორისო გზავნილის გაკეთება. მათ დაუსვეს შეკითხვა, რის გაგზავნას აპირებდნენ, რაზეც პასუხი იყო: მობილური ტელეფონები, ნივთები“– ნათქვამია პუბლიკაციაში.

    შესაბამისი ვიდეო მის ტელეგრამ არხზე გაავრცელა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანტონ გერაშენკომ.

    “ბინძური ნაძირლები, რომლებსაც გაუმართლათ და ცოცხლები გადარჩნენ, ბელორუსის საკურიერო სერვისებით გზავნიან თავის ბინძურ ხვრელებში მშვიდობიანი უკრაინელების ნაძარცვ ქონებას. ოკუპანტმა მოროდიორებმა არ იციან ომის კანონები. მათში გენეტიკურად არ არის ჩადებული არც ღირსება, არც სინდისი. ეს განუვითარებელი ველურები მთელ მსოფლიოს აჩვენებენ საკუთარ სახეს.“– დაწერა მან

  • იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელებით “გაუმასპინძლდნენ” – მოწამლულია 500-მდე რუსი სამხედრო

    უკრაინელები რუს ოკუპანტების მოწამვლას კვლავ განაგრძობენ. ამჯერად უკრაინელები ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონში, რუსეთის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას “გაუმასპინძლდნენ” და 500-მდე რუსი სამხედრო საავადმყოფოში ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც 28 ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “უკრაინელები ოკუპანტებს ყველა საშუალებით ებრძვიან. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მაცხოვრებლები გაუმასპინძლდნენ რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით. ამას გარდა, მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.