Category: სლაიდერი

  • კიევთან უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი დაიღუპა

    უკრაინელი ფოტოგრაფი და დოკუმენტალისტი, მაქს ლევინი სამი კვირის წინ, კიევის ოლქში ბრძოლების მიმდინარეობის არელაში დაიკარგა, 1 აპრლის კი პოლიციამ დაადასტურა, რომ ფოტოგრაფი დაიღუპა. დღეს ეს ინფორმაცია LB.ua–ს რედაქციამ დაადასტურა, სადაც ის 10 წელი მუშაობდა.

    ლევინი რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად მის მეგობართან და თანამებრძოლთან, ალექსეი ჩერნიშევთან ერთად წავიდა, რომლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია.

    ლევინის დოკუმენტური პროექტების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უკავშირდებოდა.

    “ყოველი უკრაინელი ფოტოგრაფი ოცნებობს გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს“– იხსენებს რედაქცია მის სიტყვებს.

    ლევინს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ცოლი და ხანდაზმული მშობლები დარჩა.

  • თურქეთი მზად არის საკუთარი გემებით მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციისთვის

    თურქეთი მზად არის რუსული არმიის მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია საზღვაო გზით, საკუთარი გემებით მოახდინოს.

    საპორტო ქალაქში ინტენსიური ბრძოლები და ალყა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ბევრმა მაცხოვრებელმა ქალაქიდან გააღწია, თუმცა იქ კვლავ რჩება 150 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ვინც ინტენსიური დაბომბვის ქვეშ ცხოვრობს. ქალაქიდან სახმელეთო გზით მოსახლოების ევაკუაცია არაერთხელ ჩავარდა.

    თურქეთის ინიციატივის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, რომლის ციტატა სააგენტო ანადოლუმ გაავრცელა.

    “ანკარას მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს, უკვე გავაცანით თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს“– თქვა მინისტრმა.

    დღეს დილით უკრაინის ხელისუფლება ამბობდა, რომ დღეს–ხვალ ელოდებიან კარგ ამბებს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.

  • რომის პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლას განიხილავს

    რომის პაპი ფრანცისკე,  ომის მიუხედავად, უკრაინის დედაქალაქში კიევში ვიზიტის შესაძლებლობას განიხილავს.

    პაპს ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ უკრაინაში ჩასვლას, რაზეც მან უპასუხა:

    “დიახ, ეს განიხილება”. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.

    რომის პაპს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

  • ზელენსკი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

    მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

    მარიუპოლიდან ხალხის ევაკუაცია, ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ჩართულობითა და თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, რადგან წითელ ჯვარს სამაშველო სამუშაოების შეწყვეტა “პირობებისა და მოწყობილობების არარსებობის გამო” მოუწია.

  • იზიუმის კონტროლი ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს, დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის დარჩენილ ნაწილზე – არესტოვიჩი

    ხარკოვის ოლქში ქალაქ იზიუმის კონტროლი რუს ოკუპანტებს ლუგანსკის ოლქთან აკავშირებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა რუს ადვოკატთან და უფლებათდამცველთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

    „დაიწყეს ძლიერი ზეწოლა ლუგანსკის ოლქის დარჩენილ ნაწილზე – რუბეჟნაიაზე, პოპოსნაიაზე. იქ სრული ძალით მუშაობს რუსული ავიაცია, არტილერია, რაკეტები, თუმცა ქვეითები მოქმედებას ჯერ არ ჩქარობენ. ვნახოთ რა იქნება შემდგომ”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

  • უკრაინამ რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა – THE TIMES

    უკრაინამ რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა – ინფორმაციას ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა  The Times თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

    გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს. Strastreak-ით იერიშის შედეგად ვერტმფრენის კუდი დაზიანდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა.

    Starstreak– ეს არის ბრიტანული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მტრის ავიაციის გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ამ შეიარაღებით შესაძლებელია ობიექტის განადგურება 5 კილომეტრის მანძილზე. Starstreak–ის რაკეტას შეუძლია 4200 კილომეტრ/საათის სიჩქარე განავითაროს, ერთი რაკეტის ღირებულება კი 1300 დოლარია.

    შეგახსენებთ, რომ პირველად ინფორმაცია უკრაინისთვის ბრიტანული Starstreak–ების გადაცემის შესახებ 9 მარტს გამოჩნდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მიერ კიევისთვის გადაცემული შეიარაღება მას საშუალებას მისცემს ცა რუსული ავიაციისთვის ჩაკეტოს.

    16 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ Starstreak–ები უკრაინაში უკვე გაიგზავნა. მან არ დააკონკრეტა, რა რაოდენობით კომპლექსები გაუგზავნა ლონდონმა კიევს.

  • რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ქალაქ ჰოსტომელთან ბრძოლები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მიმდინარეობდა. რუსეთი ბომბავდა ქალაქის აეროპორტსაც რადგან მისი დაკავება და ხიდად გამოყენება სურდა.ჰოსტომელის აეროპორტისატვირთო და ძირითადი სამხედრო ბაზაა.

    “უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქვეყნის ქალაქებიდან რუსული ჯარების განდევნის თვალსაზრისით. უკრაინამ დაიბრუნა არაერთი სოფელი. აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს, დაეცვათ ძირითადი სამარშრუტო ხაზი”. – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

  • უკრაინულმა პოლიციამ ოდესელი კრიმინალების პატრიოტიზმი სიცრუის დეტექტორზე შეამოწმა

    უკრაინელმა ძალოვნებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ოდესის კრიმინალური სამყარო რუსეთის სპეცსამსახურებს დახმარებას დაპირდა.

    უკრაინის პოლიციის ინფორმაციით „კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან პროფილაქტიკური ვიზიტების დროს “რუსული სამყაროს“ მომხრეები მათ შორის არ აღმოჩნდა.“ ნაპოვნია მხოლოდ ხელყუმბარები, ტყვიები, ცეცხლსასროლი იარაღი და დანები, რომლებიც პოლიციამ ამოიღო.

    “ამ კატეგორიის ადამიანების ჩვენებების სინამდვილის შესამოწმებლად ერთ–ერთ ინსტრუმენტად გამოვიყენეთ გამოკითხვა პოლიგრაფის მეშვეობით. ყველა გამოკითხვა თანხმობით, რაიმე სახის იძულების ან წინააღმდეგობის გარეშე ჩატარდა“– ამბობს პოლიცია.

    “შედეგებმა გვაჩვენა, რომ ინფორმაცია მტერთან მათი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ – ეს არის ფეიკი“– აცხადებს უკრაინის ნაციონალური პოლიცია.

  • რუსეთის შეჭრას უკრაინაში 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

    უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრას 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 254 ბავშვი დაიჭრა.

    რუსმა სამხედროებმა დაბომბეს და ცეცხლი გაუხსნეს 869 სასწავლო დაწესებულებას უკრაინაში.

  • პუტინმა იცის, რომ მრჩევლები ატყუებენ– გენერალი უესლი კლარკი

    რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ მისი მთავარი მრჩევლები უმალავენ ინფორმაციას უკრაინასთან ომში რუსული არმიის კრახის შესახებ, სამხედროების დიდი დანაკარგისა და დასავლეთის სანქციების რუსულ ეკონომიკაზე მძიმე გავლენის შესახებ. პუტინს შესაძლოა ეს არ მოწონდეს, მაგრამ მათ სისტემაში ყველა ცრუობს – ზემდგომები ქვეშევრდომებს ატყუებენ, ქვეშევრდომები ზემდგომებს. ამის შესახებ ნატოს ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, გენერალმა უესლი კლარკმა ამერიკულ ტელეარხ “CNN”–თან ინტერვიუში განაცხადა.

    უესლი კლარკი თვლის, რომ რუსული სისტემა აიძულებს სამხედრო მეთაურებს და პრეზიდენტის მრჩევლებს ომის შესახებ იცრუონ. მისი თქმით, ისინი ერთმანეთსაც ატყუებენ და ვლადიმერ პუტინსაც, რადგან ეშინიათ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში სიცოცხლეს გამოასალმებენ. ის დასძენს,  რომ რუსულ არმიაში ეს ნორმალური მოვლენაა, ამას ასწავლიან ჯარისკაცებს, თავად ეს მოვლენა კი საბჭოთა დროიდან მოდის.

    “თუ სიმართლეს იტყვი და ეს არ გაამართლებს, პირველს დაგხვრეტენ… მათ იციან, როგორი ურთიერთობა უნდა ქონდეთ ერთმანეთთან და ამისგან პრობლემას არ ქმნიან. ჩვენთვის ეს შოკია, მათთვის კი არა, და პუტინმა ეს იცის. ის ძალაუფლების სათავეში ზუსტად ადამიანების მოტყუებით მივიდა და იცის, როგორ მუშაობს სისტემა.“

    შეგახსენებთ, 31 მარტს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის დეზინფორმირების  რამდენიმე ფაქტორი არსებობს. ამერიკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პუტინმა „თვითიზოლაციას“ მიმართა, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ ჩავარდნის გამო კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში გაუშვეს რამდენიმე მრჩეველი.

    30 მარტს ერთ–ერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა არ იცის ფრონტზე არსებული რეალური ვითარების შესახებ. მისი თქმით, მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან და უმალავენ სიმართლეს უკრაინაში რუსული არმიის მარცხის, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების დამანგრეველი გავლენის შესახებ.