Category: სლაიდერი

  • “ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ“ – რუსეთის პატრიარქი

    მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა პადმასკოვიეში, კუბინკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში გამართულ ლიტურგიაზე ქადაგება წაიკითხა და თქვა, რომ რუს ხალხი ხალხი არ ისწრაფვის ომისკენ და სხვების დაზიანებისკენ.

    “ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ, და ძალიან მრავალტანჯული ერი, რომელიც ომისგან ისე დაზარალდა, როგორც არცერთი ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სწრაფვა ომისკენ, ან იმისკენ, რომ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვებს ზიანს მიაყენებდა. მაგრამ ჩვენ ისე ვართ აღზრდილები ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვიქნებით ის დავიცვათ ისე, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ სამშობლოს დაცვა“–თქვა კირილმა.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პატრიარი კირილი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა რუსული არმიის ქმედებების მხარდაჭერის და იმ დუმილის გამო, რომელსაც ის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის და ტანჯვის შესახებ დღემდე ინარჩუნებს.

  • ცოტნე კობერიძე ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დააკავეს

    ბათუმში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას “გირჩი მეტი თავისუფლება” ავრცელებს.

    ”სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ცოტნე კობერიძე დააკავეს ბათუმში, რადგან გზად მიმავალ ღარიბაშვილს ბიძინას მონა დაუძახა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ შეგრჩებათ,”  – წერს ბადრი გრიგალაშვილი.

     ” ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა”  – ეს განცხადება დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. 

     

  • პუტინის აღვირახსნილ ძალადობას საზღვარი არ აქვს – ანალენა ბერბოკი

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დანაშაულის დამნაშავეები დაისჯებიან. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

    „ბუჩადან ფოტოები აუტანლად საშინელია. პუტინის აღვირახსნილ ძალადობას, რომელიც ანადგურებს უდანაშაულო ოჯახებს, საზღვარი არ აქვს.

    ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ჩვენ გავაძლიერებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გავზრდით უკრაინის სამხედრო დახმარება”, – წერს ბერბოკი

  • სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება – ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუჩაზე

    ‘სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება”- ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი უკრაინელების დახოცვას ეხმაურება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

    “შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, რომელსაც რუსეთი ტოვებს. სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ომის დანაშაულის ჩამდენი პასუხს აგებს”. – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

     

  • კულება მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაგზავნონ თავიანთი მისიები ბუჩაში

    “მოვუწოდებ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში, რათა რაც შეიძლება ფრთხილად შეაგროვონ უკრაინელ სამართალდამცავებთან ერთად რუსეთის სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება.”

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მოუწოდებს  საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაგზავნონ თავისი მისიები ბუჩაში, რათა რუსეთის სამხედრო დანაშაულების ყველა მტკიცებულება შეაგროვონ.

  • ჯერ კიდევ 25 თებერვალს ვამბობდი, რომ ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა – ღარიბაშვილი

    „სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“

    ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი არ გვაქვს – რუსეთის პატრიარქი

    “მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილი არ გვაქვს” – ამის შესახებ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოსკოვის მახლობლად მდებარე კუბინკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

    • “ჩვენ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ვართ, და ძალიან მრავალტანჯული ერი, რომელიც ომისგან ისე დაზარალდა, როგორც არცერთი ევროპული ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი სწრაფვა ომისკენ, ან იმისკენ, რომ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც სხვებს ზიანს მიაყენებდა. მაგრამ ჩვენ ისე ვართ აღზრდილები ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვიქნებით ის დავიცვათ ისე, როგორც მხოლოდ რუსებს შეუძლიათ სამშობლოს დაცვა“– განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. 
  • შოკირებული ვარ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით – შარლ მიშელი

    “შოკირებული ვარ ბუჩაში რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით ” –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს ეხმაურება.

    „შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში, ბუჩაში, რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებების მოგროვებაში. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და დახმარება გზაშია. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

  • პუტინი ომის დამნაშავეა – გაეროს ყოფილი მთავარი პროკურორი

    გაეროს ყოფილი მთავარი პროკურორი, კარლა დელ პონტე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში პუტინის ქმედებების საპასუხოდ დაკავების საერთაშორისო ორდერი გამოიცეს.

    ის ასევე ეხმაურება, უკრაინიდან გავრცელებულ კადრებს და აცხადებს , რომ კადრები “შოკისმომგვრელია”. მასობრივმა საფლავებმა იუგოსლავიაში მომხდარი მსგავსი სისასტიკე გაახსენა.

    კარლა დელ პონტე რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში ომის დანაშაულების ტრიბუნალების ხელმძღვანელი იყო.

  • რუსების ტყვეობაში 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი იმყოფება – ვერეშჩუკი

    “ჩვენ ვატყობინებთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მათ შესახებ, ისევე როგორც სხვა უგზო-უკლოდ დაკარგულ მოქალაქეებზე და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან ინფორმაციის მიწოდებას დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის ადგილსამყოფელისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”

    უკრაინის ვიცე-პრემიერის,  ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ 3 აპრილის მდგომარეობით, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება კიევის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის და დონეცკის რეგიონების 11 ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი.