Category: სლაიდერი

  • პესკოვის თქმით, პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს

    კრემლის პიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს.

    კითხვაზე, მიულოცა თუ არა ვლადიმერ პუტინმა, სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პესკოვი პასუხობს:  “თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა”.

     

  • ”უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს” – კადიროვი

    “შაიტანებს” ტყვედ არ ავიყვანთ, დავწვავთ. არსად გავჩერდებით დონ. ჩვენი ტერიტორია არ სრულდება ზაპოროჟიესთან, არც ხესონთან. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა დონ. ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს. […] ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან მოვკვდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-დან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ…ყველანი მოვკვდებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი”

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის განადგურებით იმუქრება და კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება, კადიროვის ტელეგრამ არხზე ვრცელდება. 

  • ვისურვებდი, მყავდეს დრაკონი, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი – ჯორჯ მარტინი

    “რა უნდა ვქნათ, თუ პუტინი მართლა გამოიყენებს ბირთვულ ბომბებს? ვისურვებდი, დრაკონი მყავდეს, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი”.

    ამის შესახებ, ამერიკელმა მწერალმა, ჯორჯ რ.რ. მარტინმა სტივენ კოლბერტის შოუში განაცხადა.

  • უკრაინას მალე ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ Panzerhaubitze 2000-ს გადავცემთ – შტაინმაიერი

    “დღეს მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის], რომ მალე უკრაინას გადაეცემა ორი სარაკეტო სისტემა MARS და ასევე ოთხი ჩვენი ჰაუბიცა PzH 2000. ისინი უკრაინას მომდევნო დღეებში გადაეცემა”,

    ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 25 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • რადიკალური ოპოზიცია საქართველოშიც და უცხოეთშიც რუსულ საქმეს აკეთებს – თალაკვაძე

    რადიკალური ოპოზიცია საქართველოშიც და უცხოეთშიც რუსულ საქმეს აკეთებს – თალაკვაძე

    “ეს ის პოლიტიკოსები არიან ოპოზიციიდან, რომლებიც ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ნუ მისცემთო, ხოლო საქართველოში როდესაც ბრუნდებიან, იძახიან, საქართველო სტატუსს ვერ მიიღებსო. ჯამში, ერთიც და მეორეც არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ალბათ, რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რის საფუძველზე აკეთებენ ამ განცხადებებს. პირდაპირ გეტყვით, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. აგრეთვე, რუსული საქმეა, როცა შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი. რუსული საქმეა, როდესაც საზოგადოება ოპოზიციაში აგირჩევს და პარლამენტში არ შედიხარ. რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ. “

    განაცხადა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

  • ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღძრულია საქმე გამოძალვის მუხლით

    ჟურნალისის და ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის სახლში, პადმასკოვიეში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გუშინ გამოჩნდა ინფორმაცია მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის დაპატიმრების შესახებ.

    ჩხრეკა გამოძალვის ბრალდებით აღძრული საქმის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღიძრა. თავად ჟურნალისტს ჯერჯერობით არანაირი პროცესუალური სტატუსი ამ საქმეში არ აქვს.

    სუხანოვი ეჭვმიტანილია “ჩინოვნიკების მიმართ გამოძალვაში ტელეგრამ–არხების საშუალებით“– წერს სააგენტო რია ნოვოსტი.

    კიდევ ერთი გამოცემის, რბკ–ს წყაროს ინფორმაციით კი საქმე უკავშირდება ფულის გამოძალვას ე.წ. დაბლოკვისთვის, რაც ნიშნავს ფულის სანაცვლოდ არხის მიერ ამა თუ იმ პერსონის ან კომპანიის არმოხსენიებას.

    სობჩაკის კომერციულ დირექტორთან ერთად დააკავეს “ტატლერის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, არიანა რომანოვსკი – წერენ რბკ და ტელეგრამ არხი “ბაზა“.

    სობჩაკმა გუშინ სუხანოვის დაპატიმრებას ჟურნალისტიკაზე ზეწოლა უწოდა.

    “ეს უბრალოდ ბოდვაა, სასაცილოა, ნონსენსია. კირილი ბიზნესმენია და ჩვენმ რეკლამებზე მუშაობს. მე და მთელი რედაქცია ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც მორიგ ზეწოლას ქვეყანაში ჟურნალისტიკაზე. ჩვენ ვერაფერი მოგვიძებნეს და ეს აცოფებთ. ისინი მუდმივად აპატიმრებენ ჩემს ჟურნალისტებს. ახლა კირილი დაიჭირეს და საქმეს კერავენ“– ნათქვამია სობჩაკის ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჟურნალისტებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მედია ორგანიზაციების ასობით თანამშრომელი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლის ამოქმედების შემდეგ, რომელიც რუსული “არმიის დისკრედიტაციისთვის“ და “სამხედრო ფეიკებისთვის“ ციხეს ითვალისწინებს.

    სობჩაკის მედია პროექტს ტელეგრამზე 1.5 მილიონი ხელმომწერი ყავს, იუთუბ არხზე კი 3.2 მილიონი გამომწერი. დღემდე ის კარგად ახერხებდა ჯარიმებისთვის და დაპატიმრებისთვის თავი აერიდებინა. თუმცა, სამართალდამცავების ყურადღება არაერთხელ მიიპყრეს ადამიანებმა, ვისთანაც სობჩაკმა ინტერვიუ აიღო.

    7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი და დოკუმენტალისტი, ვიტალი მანსკი ცილისწამების შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა, რომელიც იუთუბ არხზე სობჩაკთან მისი ინტერვიუს შემდეგ რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის მოთხოვნით აღიძრა. ინტერვიუში მანსკი ამბობდა, რომ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბიუჯეტის 85%–ს იპარავენ. ამ ფესტივალის პრეზიდენტი მიხალკოვია. სობჩაკი ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს.

    ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფო მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამავე ინტერვიუს გამო პოლიციამ შეიძლება საქმე თავად სობჩაკის წინააღმდეგ აღძრას სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ ფეიკების გავრცელებისთვის. თუმცა, ამ საქმეს გაგრძელება არ მოყოლია.

    გასულ კვირას სობჩაკის პროექტის ჟურნალისტები, სერგეი ერჟენკოვი და ევგენია ტერენოვა ტვერში დაიჭირეს, როცა ისინი მობილიზებულების საცხოვრებელ პირობებს იღებდნენ.

    მანამდე პოლიციამ საქმე აღძრა სერგეი ერჟენკოვის და ბლოგერ სერგეი სკორეევის წინააღმდეგ ვანდალიზმის გამო. მარტში მათ რიაზანსკის ოლქში ლენინის ძეგლის პოსტამენტზე დაწერეს “პუტინო წადი!“. აგვისტოში მათ სასამართლომ ამის გამო ჯარიმა შეუფარდა.

  • სპეციალურად დაამთხვიეს ვაკის პარკში მომხდარს, მანიპულირებენ თემით – კალაძე მუშტაიდის ბაღთან აუზზე

    “ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში, ყოველთვის საზოგადოებას ვეტყვით რეალობას და ყოველთვის ვეტყვით სიმართლეს. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად დაამთხვიეს ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის და სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს”,

    თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ მედიამ მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზში მომხდარი თემის გაშუქება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას დაამთხვია, რადგან თემით იმანიპულიროს.

  • უკრაინას შეუძლია, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს – სუნაკი

    “უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის პრივილეგია მქონდა.

    მასაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით”.

    ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს.

  • ირანში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი

    ირანში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც რუსეთისთვის დრონების მიწოდებაზე იყო პასუხისმგებელი. რევოლუციური გვარდიის პოლკოვნიკის, მოლაშახის მოკვლის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    გავრცელებული ცნობით, მოლაშახისთან ერთად მანქანაში ჩაცხრილეს კიდევ ერთი ოფიცერი, ჯავად კიხა.

     

  • დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ, რუსებს გაქცევის საშუალება არ აქვთ – რეზნიკოვი

    “ომის დაწყების შემდეგ პირველი გეგმა მტრის შეჩერება იყო. ეს მოვახერხეთ. ამასთან ვიზრუნეთ ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოპოვებასა და კონტრშეტევების დაწყებაზე. პირველი მიმართულება ხარკოვის ოლქი იყო, შემდეგ სამხრეთ მიმართულებაზე ვიზრუნეთ და გეგმას ვასრულებთ. ტაქტიკურად ვმოქმედებთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ. არ მჯერა რომ რუსები ქუჩის ბრძოლებზე გადავლენ, რადგან უპირატესობას ვერ მოიპოვებენ. ამასთან ვაკონტროლებთ დნეპრის ყველა ხიდს ხერსონის მიმართულებით. მტერს გაქცევის საშუალება არ აქვს”

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი.