უკრაინას მალე ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ Panzerhaubitze 2000-ს გადავცემთ – შტაინმაიერი

“დღეს მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის], რომ მალე უკრაინას გადაეცემა ორი სარაკეტო სისტემა MARS და ასევე ოთხი ჩვენი ჰაუბიცა PzH 2000. ისინი უკრაინას მომდევნო დღეებში გადაეცემა”,

ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 25 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.