Category: სლაიდერი

  • სკვერებში და პარკებში, განათების ბოძებიდან დამცავ ხუფებს იპარავენ – კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში ადგილი აქვს განათების ბოძებიდან დამცავი ხუფების მოპარვას. მან მოქალაქეებს სთხოვა ნუ აუვლიან გვერდს მსგავს ვანდალიზმის ფაქტებს გულგრილად და მიაწოდონ მერიას ინფორმაცია ყველა ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით.

    “ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში ადგილი აქვს განათების ბოძების დაზიანებას, კონკრეტულად, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ. […] რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამგვარ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი და დაყენება, მაგრამ, თვითონ ფაქტი არის ძალიან ცუდი”, – თქვა კალაძემ.

  • სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს – მარგარიტა სიმონიანი

    რუსი პროპაგანდისტი და RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ სომხეთში შესვლა აუკრძალეს.  ამის შესახებ სიმონიანმა ინფორმაცია Telegram-ზე გაავრცელა.

    “კონსტანტინე ზატულინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო სომხეთის ძლიერი მხარდამჭერი, სომხეთის ამჟამინდელმა ლიდერმა აუკრძალა სომხეთში შესვლა.

    სხვათა შორის, მეც.

    მშვენიერია, სხვა რა ვთქვა” – წერს სიმონიანი.

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რატომ შენელდა ხერსონში უკრაინელების კონტრშეტევა

    უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ხერსონში წვიმების გამო შენელდა. წვიმა სამხედროების მუშაობას ხელს უშლის. ამის შესახებ Fox News–ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

    მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, უკრაინელი სამხედროები მაინც წინ მიიწევენ და ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგრძობენ.

    “ამ მომენტში ამინდის გამო, ვგულისხმობ წვიმებს, კონტრშეტევა ოდნავ შენელდა. მაგრამ ჩვენ ისევ ვიყენებთ ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენი დასახლებული პუნქტების გათავისუფლების ტაქტიკას და გავაგრძელებთ ამის კეთებას.“– თქვა მინისტრმა.

    მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში უკვე 90 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს.

    კონტრშეტევა ხერსონის ოლქში უკრაინულმა ძალებმა აგვისტოში დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსები ხერსონიდან გაქცევისთვის ემზადებიან.

    რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ ხერსონში დნეპრზე არსებულ ყველა ხიდს, ამიტომაც ოკუპანტები ქალაქის დატოვებას ვერ მოახერხებენ ისე, როგორც ეს იზიუმში მოხდა. მისი თქმით, ოკუპანტების სიცოცხლისთვის საშიშია ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა.

    მინისტრის თქმით, რუსებს უკანდასახევი გზები მოჭრილი აქვთ.

  • რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ პოსტი დატოვა

    რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა პოსტი დატოვა. ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები გახდა. ვასილე დინკუ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკეს. მისი თქმით, უკრაინისთვის ომის დასრულების ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

    “დღეს დილით რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას ჩავაბარე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება”, – დაწერა “ფეისბუქზე” ვასილე დინკუმ. მისი თქმით ქვეყნის მმართველებთან თანამშრომლობა სირთულეს წარმოადგენდა.

    ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ თქვა, რომ საერთაშორისო მოკავშირეების დახმარებით წარმოებული მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. ეს კომენტარი მალევე გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე მმართველი კოალიციური მთავრობის სხვა ლიდერებმაც.

    პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, მაშინ, როცა უკრაინელები ამ ომის საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ თქვან, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი. მისივე განმარტებით, სწორედ ასეთია რუმინეთის, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოზიცია.

  • ზელენსკიმ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა, რომ ყირიმის პლატფორმა სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების საწყისი გახდეს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, მათ შორის, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.

    ”ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების. […] ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • რუსები Google-ში “დენაციფიკაციის“ განმარტებას აღარ ეძებენ. ახლა მათ “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“ აინტერესებთ

    Google Trends-ის და  “Яндекс Wordstat”–ის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში რუსები პრაქტიკულად აღარ ეძებენ 24 თებერვალს გამოცხადებული უკრაინაში შეჭრის მიზეზის – “დენაციფიკაციის“ შესახებ ინფორმაციას საძიებო სისტემებში. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა ძიება სიტყვებზე “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“.

    Google Trends–ის სერვისის მონაცემებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ კვირაში პიკს მიაღწია “დენაციფიკაციის“ და “დემილიტარიზაციის“ ძებნის მაჩვენებელმა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა მოხდა. მაისის შუა პერიოდიდან ამ მიმართულებით ძებნა მინიმალურია.

    ანალოგიური მონაცემები აქვს “Яндекс Wordstat”–საც. თებერვალ–მარტში ამ სიტყვებზე ძებნა თვეში მილიონს აჭარბებდა, ამასთან, სექტემბერში 80 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზნების მიმართ ინტერესის შენელების პარალელურად გაიზარდა ძებნა შემდეგ სიტყვებზე: “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“. ამას მეტყველებს ორივე ზემოთდასახელებული საძიებო სისტემის მონაცემები. თებერვალში სიტყვა “უკანდახევა“ რუსეთის მოქალაქეებმა 216 ათასჯერ მოძებნეს. ეს 6–ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტში ან ივლისში. “ბირთვული დარტყმის“ ძიება კი ქსელში აგვისტოს შემდეგ 5–ჯერ გაიზარდა და სექტემბერში 200 ათასს მიაღწია.

  • პუტინის რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია, მამაცი და ძლიერი უკრაინელი ერი გაიმარჯვებს! – შოლცი

    ”ბერლინში, ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი ქვეყნის აღდგენაში, მოდერნიზაციასა და რეკონსტრუქციაში უკრაინის დახმარებაა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან დისკრიმინაციას, უკრაინის დასახლებული პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე კამიკაძე დრონებით თავდასხმას. ეს ომის ახალი, საშინელი ეტაპია, რომელიც ცდილობს უკრაინა მსოფლიო რუკიდან წაშალოს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს. პუტინის რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაშია. მამაცი და ძლიერი უკრაინელი ერი თავის მიზანს მიაღწევს და გაიმარჯვებს.

    რა თქმა უნდა, ეს მოხდება მის პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო კუთხითაც. ეს დახმარება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან გერმანია უკრაინას მიაწვდის იმ თავდაცვით სისტემებს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება. ყველაზე დიდი წარმატება უკრაინული ქალაქების რუსული რაკეტებისგან, დრონებისაგან და ჭურვებისგან დაცვა იქნება. დღეს არ ვიცით ეს ომი როდის დასრულდება, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ ის დასრულდება. შემდეგ კი დაიწყება უკრაინის აღდგენა და მოდერნიზაცია”,

    ამის შესახებ ყირიმის საერთაშორისო სამიტზე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

  • უკრაინაში ვიზიტისას, გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

    გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

    შტაინმაიერს სოფელ კორიუკოვკას სარდაფში საათნახევრის გატარება მოუწია.

    საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა.

    შეგახსენებთ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა. კიევში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

     

  • დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – დანილოვი კადიროვს

    ”დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა”

    ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს.

  • თბილისის ნაწილს 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება – სია

    26 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, დარასელიას, გაგარინის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, გამრეკელის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, ფანასკერტელ-ციციშვილის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, იმედაშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, ისაკაძის, ჩერქეზიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლების, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანის და ღრმაღელის ქუჩების  მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჟვანიას და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ქინძმარაულის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ჭანტურიას, ხაზინის, ფხოვის, ბარათაშვილის, ათონელის, სულხანიშვილის, გოგჩას, ფურცელაძის, სანაპიროს, მტკვრის, ორბელიანის, ტელეგრაფის, ხიდისთავის, თაბუკაშვილის და ჯორჯიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, მოსკოვის  გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), სამრეწველოს დასახლების, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნადარეიშვილის, ჩოლოყაშვილის, ვირსალაძის, სახალხოს, აბუსერიძე-ტბელის, მანავის, ბოლნისის,   ლერწმის, ხევის, ჩარხის და დოდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ქსელში გადართვების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სამგორის ტერიტორიის, მეტრო ისნის ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ),  ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), სამრეწველოს დასახლების, ნადარეიშვილის,   ჩოლოყაშვილის, ვირსალაძის, სახალხოს, აბუსერიძე-ტბელის, მანავის, ბოლნისის,       ლერწმის, ხევის, ჩარხის, დოდაშვილის, ძევერის, დოესის, ზურაბიშვილის, ლეხ კაჩინსკის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას.