Category: სლაიდერი

  • პესკოვი: პუტინს ზელენსკისთვის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია

    პუტინს ზელენსკისთვის არანაირი სპეციალური შეტყობინება გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის საშუალებით არ გადაუცია – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პრეზიდენტს კიევში ჩასულმა გვიანეა–ბისაუს პრეზიდენტმა, უმარუ სისოკუ ემბალომ გადასცა.

    მანამდე ის მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა. პესკოვის თქმით, უმარუ სისოკუ ემბალოსთან შეხვედრაზე პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა არანაირი სპეციალური გზავნილი კიევისთვის გადასაცემად არ დაუბარებია.

    “ახლა რუსეთი დე ფაქტო არ ცვლის თავის პოზიციას. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ეს გვინდა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება უკრაინის მხრიდან სურვილის არქონას. აი, რაზე იყო საუბარი“–უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

    “ჩვენმა კოლეგამ აფრიკული სახელმწიფოდან გამოთქვა სურვილი და თქვა, რომ მას ექნება კონტაქტი და რომ ის პუტინის ამ პოზიციას უკრაინულ მხარემდე მიიტანს. რაიმე სპეციფიური გზავნილი ამ შემთხვევაში არ ყოფილა და ამაზე საუბარი არ არის“–თქვა პესკოვმა.

    მანამდე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნის შესახებ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა მხოლოდ რუსეთის პიროებით.

    კიევი აცხადებდა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს და დროებითი ზავი მხოლოდ რუსეთს აწყობს და მას დროს მისცემს ახალი შეტევისთვის მოემზადოს.

    უკრაინული ხელისუფლების თქმით, მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის სრულად დაბრუნება შეიძლება იყოს გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია.

    გუშინ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინმა მას  გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა

  • ზელენსკი ისრაელთან ირანული დრონებზე ინფორმაციის გაცვლას მიესალმება

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ისრაელთან ირანული დრონებზე ინფორმაციის გაცვლას მიესალმება. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ “დადებით ტენდენციას” ხედავს კიევის ისრაელთან ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა ერთმანეთს რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების შესახებ.

    “ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობის დასაწყისში ვართ, ეს არის პოზიტიური ტენდენცია ისრაელთან ურთიერთობებში”, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

  • მინდა, საქართველო იყოს პატარა ამერიკის შეერთებული შტატები – მურუსიძე

    ”საელჩოში ბევრი ქართული “სტაფი” მუშაობს, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ არასოდეს არ გვქონია ისეთი საშუალება, რომ უშუალოდ ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან უშუალო ურთიერთობა გვქონოდა და დავლაპარაკებოდით ნორმალურად. ეს არასამთავრობო სექტორი ძალიან არის შემოჭრილი. მე მინდა, საქართველო იყოს პატარა აშშ, მაგრამ ისე უნდა მოგვექცნენ, როგორც ხდება აშშ-ში.”

    განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემმ პირველი არხის ეთერში.

  • ბიძინა ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? – ქადაგიშვილი

    ”ნაციონალური მოძრაობის ოცნებაა, რომ რამენაირად საქართველო დასანქცირდეს და დაიჩაგროს. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მოქალაქე. და რა, ივანიშვილი რამით არის დასანქცირების ღირსი? რადგან ეს რომან გოცირიძესა და ენმ-ს სურს, რამეს ნიშნავს? მათ ნებისმიერი ქართველი ადამიანის დასანქცირება გაუხარდებათ, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოსთვის რაც უფრო ცუდი რამე მოხდება, ეს არის მათი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჟანგბადი. ქართულ პოლიტიკაში სხვა რესურსი მათ არ გააჩნიათ.”

    აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.

  • საქართველოში კორუფცია და ოლიგარქია უნდა დამარცხდეს – გახარია

    “დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია კორუფცია და ოლიგარქია, რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აჩერებს განვითარებას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში”

    პარტია საქართველოსთვის ლიდერი და საქართველოს  ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ეხმაურება, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ მოლდოვაში ვლადიმირ პლახოტნიუკს, ილან შორს და კიდევ 19 ფიზიკურ პირს, აშშ სანქციებს უწესებს.

  • საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება დისკრიმინაციული იყო – ორბანი

    “კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მე და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვისაუბრეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბრიუსელში ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს. როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა და საქართველოს არა, ვიტყოდი, რომ ეს დისკრიმინაციული იყო. ეს ვერც მორალურად იქნება გამართლებული და საზიანო გადაწყვეტილებაა. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რადგან, ბოლო წლებია, ძალიან ბევრს მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობა იყო. ჩვენ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე 16 უნგრელი ექსპერტი მუშაობს. “

    თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში გამართულ ბრიფინგზე.

     

  • უკრაინაში გამოყენებული აშშ-ის სატელიტები, შესაძლოა, ჩვენი სამიზნე გახდეს – რუსეთის საგარეო

    ამერიკული კომერციული თანამგზავრები, რომლებიც უკრაინაში გამოიყენება შესაძლოა რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდეს. ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ძალიან საშიშ ტრენდს, რომელმაც მკაფიოდ იჩინა თავი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ კოსმოსში არსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე, მათ შორის კომერციული, შეიარაღებულ კონფლიქტში.

    კვაზი- სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შესაძლოა აღმოჩნდეს თავდასხმის ლეგიტიმური მიზეზი საპასუხო დარტყმისთვის. დასავლეთის ქმედებების შედეგად მშვიდობიანი კოსმოსური აქტივობებისადმი წინააღმდეგობით, ისევე როგორც დედამიწაზე მიმდინარე სოციო-ეკონომიკური პროცესების გამო, რომელზეც ადამიანების კეთილდღეობაა დამოკიდებული, უპირველესად განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელი რისკების შექმნის გამო“ –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის დეპარტამენტის ვიცე დირექტორმა კონსტანტინ ვორონცოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე.

  • CIA-ის დირექტორი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა – CNN

    აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

    აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-თან აცხადებს, რომ ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა რუსეთის ომის ფონზე  უკრაინის მიმართ აშშ-ს ერთგულება დაადასტურა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.

  • “თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ EU-ს რეკომენდაციებს” – 3 პარტია ოცნებას

    “თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ EU-ს რეკომენდაციებს” – ასე მიმართავს, ოპოზიციური 3 პარტია, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი მმართველ გუნდს და  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას “ნებისმიერ მათ მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე” შეხვედრას სთავაზობენ.

    “19-21 ოქტომბერს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ასევე ევროკომისიის იმ მაღალჩინოსნებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის ჩართული არიან ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადგენილი მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის შედგენა-მონიტორინგისა და შესრულების შეფასების პროცესში.

    ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობას გავაცანით ის განწყობა და მოლოდინები, რომელიც ამ შეხვედრების დროს დაგვხვდა. კერძოდ:

    • ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისათვის, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა განაპირობა;
    • 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიმართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
    • შეფასების მომზადება 2023 წლის თებერვალ-მარტში დაიწყება; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ, რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
    • შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
    • შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს;
    • ასეთი მაღალი ალბათობის საფუძველს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიგვიანა და პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი.

    ჩვენს ბრიფინგს მოჰყვა სრულიად უპასუხისმგებლო და სასაცილო კომენტარები ქართული ოცნების საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც სიუჟეტები სამთავრობო სატელევიზიო არხებზე, გვიწოდეს “უსაქმურები“, “ქვეყნის მტრები“ და ა.შ.

    მივმართავთ ქართულ ოცნებას, თუ ივანიშვილი ნებას დაგრთავთ, მზად ვართ თქვენთან ერთად ნებისმიერ თქვენს მიერ კონტროლირებად სატელევიზიო არხზე დავსხდეთ, თქვენივე წამყვანით, პუნქტ-პუნქტ გავყვეთ ევროკომისიის მოთხოვნათა ჩამონათვალს და აგიხსნათ, რა პრობლემას ხედავენ ევროპელები თითოეულ პუნქტთან მიმართებაში თქვენს მიერ გადადგმულ თუ არ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით და რატომ არის უკვე უკიდურესად დაბალი ალბათობა იმისა, რომ მომავალი წლის ბოლოს საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუ ნებას დაგრთავთ, რა თქმა უნდა,“ – წერია განცხადებაში.

  • რუსეთმა უკრაინაში 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა.

    “იმ მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენი დაზვერვა განიხილავს, თუ შეიძლება, არ ვისაუბრებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოყენებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”.- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.