”ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას. 24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ბევრისთვის ეს შეიძლება მოულოდნელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებს და უკრაინელებს ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი. ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმის მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ისე 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ, რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან; ხოცვა-ჟლეტას და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები თვეებისა და წლების მანძილზე როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად.”
Category: სლაიდერი
-
ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას – პაპუაშვილი
-
ალიევთან შეხვედრას ივანიშვილიც ესწრებოდა, გარეჯის გასხვისების პროცესი დაასრულა – ნათელაშვილი
“აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისათვის. მუხრან შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე”
ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
-
სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის! – ელისაშვილი
“სირცხვილი და თავის მოჭრაა ქვეყნის, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, პრეზიდენტს ხვდება პრემიერ-მინისტრი და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის. რეალურად ეს არის მავნებლობა,”
ასე ეხმაურება, “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ არ იყო ინფორმირებული.
-
პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში მარცხდებიან – Washington Post
“ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან. შესაბამის ინფორამციას, Washington Post-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, – წერია, Washington Post-ის მიერ მომზადებულ სტატიაში.
-
თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებენ, გულგრილი არ დავრჩებით – ირანი
“თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით”.
ირანის კვლავ უარყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს იყენებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ თუ მოხდება ირანის დარწმუნება, რომ ირანული დრონების გამოყენება ხდება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ იქნება.
-
რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია – 24 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 24 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:
”უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР МО) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ხერსონში რუსები ქალაქის დასაცავად ემზადებიან და მოსახლეობის ევაკუაციას რესურსების დეფიციტის გამო ახორციელებენ – რაც უფრო ცოტაა ადამიანი მით უფრო ცოტა რესურსი იხარჯება. რუსების გათვლა ქალაქისათვის ბრძოლაა, რაც ყოველთვის რთული ამოცანაა ხოლმე განსაკუთრებით შეტევისას.
რეალურად, ბუდანოვის განცხადების კვალდაკვალ ვხედავთ ხერსონის დაცარიელებას – რუსებს ქალაქიდან ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობაც კი გააქვთ. ეს შეიძლება ევაკუაციას და ამ ფონზე ძარცვას წააგავდეს ან მართლაც ემზადებოდნენ საქალაქო ბრძოლისათვის. თუმცა ერთი მეორეს აუცილებლად არ გამორიცხავს – თუკი რუსული არმია ბრძოლაში დამარცხდება მათ ქალაქის ძარცვის საშუალება აღარ მიეცემათ, ამიტომ წინასწარ ახორციელებენ ამას.
– ამ ფონზე დილიდან დაიწყო ხერსონის რაიონში HIMARS-იზაცია: მაღალი სიზუსტით დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილი ნოვა კახოვკაში და ჩრდილოკავკასიელთა სამხედრო ბაზა ხერსონში. ბოლო მონაცემებით რაიონში იერიშები კვლავაც გრძელდება.
– ხერსონის რაიონში რუსულ ავიაციას რთული დღე ჰქონდა – სამი შვეულმფრენი Ka-52 “ალიგატორის” ჩამოგდება მოახერხეს უკრაინელებმა. თითო მათგანის ფასი 16 მილიონი დოლარია. რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია.
– ლუგანსკის რაიონში უკრაინელებმა ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი დასახლების გათავისუფლება შეძლეს კრემინა-სვატოვეს გზის სიახლოვეს. ყველა მათგანი მდინარე ჟერებეცის აღმოსავლეთითაა, რაც ნიშნავს, რომ კრემინასა და სვატოვეს შორის არსებულ მთელ პერიმეტრზე მდინარის ორივე ნაპირი უკრაინელების ხელშია, ხოლო ახლად გათავისუფლებული კარმაზინივკადან ცენტრალურ გზამდე 4.5 კილომეტრია დარჩენილი.
– ოკუპირებულ დონბასში ქურდობამ და ყაჩაღობამ იმატა. კოლაბორაციონისტი და სეპარატისტი მამაკაცების უმრავლესობა გაწვეულია რუსების მიერ. ვინც დარჩა ძარცვასა და კრიმიანლურ აქტივობებშია ჩართული. ქალაქებში და პატარა დასახლებებში პოლიცია ვერ ფუნქციონირებს. სახელმწიფო სერვისები – როგორიცაა წყალმომარაგება ან ნარჩენების გატანა – შეზღუდულია. დონბასი, როგორც ინდუსტრიული რაიონი პრაქტიკულად აღარ არსებობს.” – აცხადებს გიორგი კობერიძე.
-
კადიროვი ისევ წუწუნებს, რომ ომი არასწორად მიდის და უკრაინის ქალაქების მიწასთან გასწორებას მოითხოვს
ჩეჩნეთის ლიდერმა ტელერამ არხზე მორიგი ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა. 13 წუთიან ჩანაწერში ის საკმაოდ ქაოსურად საუბრობს, ამბობს, რომ ომი არასწორად მიდის, გამოდის მოწოდებით უკრაინის ქალაქები მიწასთან გაასწორონ. რა ძირითადი მოსაზრებების გამოტანაა შესაძლებელი კადიროვის არეულ–დარეული საუბრიდან:
“ადრე ვამბობდით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცილაურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ, მაგრამ უკვე ომია… უკვე ომი მიდის ჩვენს ტერიტორიაზე, დონ“. ამბობს კადიროვი და მოგვიანებით რამდენიმეჯერ იმეორებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციას ომი უნდა ეწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ როსკომნადზორი წინააღმდეგია.
“ძლაიან უკმაყოფილო ვარ ამით, დონ.“ – ამბობს კადიროვი და კვლავ ესკალაციის მოწოდებით გამოდის. საუბრობს უ“კრაინის მხრიდან რუსეთზე შეტევებზე“, (სავარუდოდ გულისხმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს) და ამბობს: “ჩემი აზრით სუსტად ვპასუხობთ, დონ. თუ ჭურვი ჩვენს მხარეს მოფრინდა, ჩვენს რეგიონiი, პირისაგან მიწისა უნდა აღვგავოთ ქალაქები, დონ, რომ შორეული ჰორიზონტი გამოჩნდეს, დონ.“
კადიროვი თვლის, რომ დასავლეთმა საპასუხო ზომების შესაძლებლობები ამოწურა: “მეტი და უარესი აღარ იქნება, დონ. ევროპას ძალა აღარ აქვს“– ამბობს ის.
აქამდე კადიროვი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთში ნაწილობრივი მობილიზაცია არ იქნება, რადგან რესპუბლიკამ მოხალისეების ხარჯზე გაგმა გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა ახლა თვლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა არმია რეკრუტებით უფრო მაშტაბურად უნდა მოამარაგონ, მათ შორის ჩეჩნებით. მისი თქმით, 1.6 მილიონი ჩეჩენიდან 300–400 ათასი ადამიანი ფრონტზე უნდა წავიდეს.
-
რუსეთმა აშკარად შეამცირა სარაკეტო დარტყმების და დრონებით შეტევის ტემპი უკრაინაში–ISW
ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიერ “ბინძური ბომბის“ აფეთქების მზადების საინფორმაციო ოპერაციის ინტენსიფიკაცია. ინსტიტუტის ექსპერტები რუსი გენერლების სატელეფონო ზარებს დასავლურ თავდაცვის უწყებებში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილად თვლიან. ანალიტიკური ცენტრი რუსულ ოპერაციას “ცრუ დროშით“ ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. გუშინ მიზეზებს შორის სახელდებოდა ის, რომ რუსეთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისვრის, სამხედრო თვალსაზრისით კი რუსეთისთვის ასეთი ბომბის სროლა არამომგებიანია.
ISW–ს დღევანდელ ანალიზში რამდენიმე აქცენტია:
ორშაბათს რუსული ავია–სარაკეტო და დრონებით შეტევები უკრაინის ზურგში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დღეებში. რუსებმა სულ ორი რაკეტა გაუშვეს. ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ რუსებს მარაგები უთავდებათ, ამასთან, ასეთი დარტყმების ეფექტურობა შეზღუდულია.
რუსეთის შეიარაღებული ძალები რასიზმით არის გაჟღენთილი, რამაც შეიძლება რუსულ არმიაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები გამოიწვიოს.
რუსეთი ჯერჯერობით არ გეგმავს ჯარების ევაკუაციას ხერსონიდან და მის დასაცავად ემზადება.
-
წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში – ზელენსკი
“ჩვენ მოგვიწევს ამ ზამთრის გავლა, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. სამუშაოს საჭირო ნაწილის შესრულება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გახლიჩოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა უკრაინელი, ევროპელი, მსოფლიოს ყველა ადამიანი, ვინც აფასებს თავისუფლებას”
აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
-
“უკრაინელ ხალხს ვჭირდებით” – გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. პრეზიდენტის ფოტოს კიევის რკინიგზის სადგურზე მისი პრესმდივანი კერსტინ ჰამელინი Twitter-ზე აქვეყნებს.
“ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენ გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, […] უკრაინელ ხალხს ვჭირდებით“, – თქვა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.
მან ასევე გერმანელებს მიმართა, არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის.