Category: სლაიდერი

  • ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია! – პუტინი უკრაინაში აფეთქებულ ინფრასტრუქტურაზე

    “იმისთვის, რომ რამის შეთავაზება მოხდეს მოლაპარაკებებზე, საჭიროა, ეს მოლაპარაკებები შედგეს. მოლაპარაკებების საკუთარი პოზიციის წინასწარ გასაჯაროება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რათა მოხდეს ეროვნული მიზნების მიღწევა…თუმცა იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმებები, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა და მოლაპარაკება. აი, ჩვენ სტამბოლში შევთანხმდით, ისინი კი ადგნენ შემდგომ და ყველაფერი ნაგავში გადაყარეს. ახლა კი საერთოდ, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, საკუთარ თავს აუკრძალეს ჩვენთან საუბარი. როგორ შეიძლება ვისაუბროთ შესაძლო შეთანხმებებზე, როცა იქითა მხრიდან ჩვენთან საუბრის სურვილიც კი არ არის. დაველოდებით, შესაძლოა, მომწიფდეს რამე აუცილებელი პირობები, ჩვენი კეთილი ნება ცნობილია, ის არ შეცვლილა და ეჭვქვეშ არ დაყენებულა. რაც შეეხება არის თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმები პასუხი სევასტოპოლის ბოლო მოვლენებზე, ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო,”

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რითიც პასუბოს შეკითხვას,არის თუ არა უკრაინაზე ამჟამინდელი მასირებული დარტყმები პასუხი სევასტოპოლში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე, როცა შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

  • ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას მოთმინება დაკარგა და ხმას აუწია, როცა ზელენსკიმ მეტი იარაღი მოთხოვა–NBC

    ერთ–ერთი სატელეფონო საუბრისას აშშ–ს პრეზიდენტმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს შეახსენა, რომ აშშ–ს მოსახლეობა და მთავრობა ისედაც არსებით დახმარებას უწევს მის ქვეყანას.

    ზელენსკისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 5 თვის წინ, ივნისში გაიმართა ამერიკული ტელეარხი NBC News ყვება და რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, რომელთათვისაც საუბრის შინაარსი ცნობილია.

    ტელეარხის ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში პრეზიდენტი ბაიდენი მოუყვა ზელენსკის, რომ აშშ–ს ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ კიევისთვის 1 მილიარდიანი დახმარების გამოყოფა დაამტკიცა, რის შემდეგაც ზელესკიმ მაშინვე დაიწყო შეიარაღების ჩამოთვლა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისგან დასაცავად ჭირდებოდა, და რომელიც უკრაინას იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ქონდა მიღებული.

    როგორც ტელეარხის წყარო ყვება, ამ დროს ბაიდენმა ხმას აუწია და უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ ჯობდა მეტი მადლიერება გამოეჩინა უკვე აღმოჩენილი დახმარებისთვის, რადგან ამერიკელი ხალხი ისედაც ძალიან გულუხვი იყო, ქვეყნის ადმინისტრაცია და მისი სამხედრო უწყება კი უკრაინის დასახარებლად დაუღალავად მუშაობდნენ.

    ტელეარხის ცნობით, აშშ–ს ნაციონალური უშიშროების საბჭომ უარი თქვა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ზელენსკის წარმომადგენელმა კი კომენტარის მოთხოვნას არც უპასუხა.

    NBC–ს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აშშ–ს კონგრესში, თანაც ორივე პარტიაში, უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში, ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობაში არსებობს გარკვეული ფრუსტრაცია ბაიდენის ადმინისტრაციის მეტისმეტი სიზანტის გამო სამხედრო დახმარების შესახებ კიევის მოთხოვნების საპასუხოდ.

    თეთრი სახლი თავიდან ვერ იღებს გადაწყვეტილებას ზოგიერთი ტიპის შეიარაღების მიწოდების შესახებ, რომელსაც უკრაინა სასწრაფოდ ითხოვს, და მხოლოდ კვირების და თვეების შემდეგ ემორჩილება ზეწოლას – ამბობს ტელეარხი.

    უკრაინის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად თეთრმა სახლმა დღემდე არ მიაწოდა მას შორეული მოქმედების რადიუსის რაკეტები, ტანკები, ჯავშანმანქანები და ავიაცია, რასაც კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშით ხსნის.

    ამერიკული ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ივნისის სატელეფონო საუბრისას ბაიდენის მხრიდან უკმეხი ტონის გამოყენების შემდეგ ზელენსკის გუნდმა გადაწყვიტა დაძაბულობა გაენეიტრალებინა, რადგან მათი აზრით აშშ–ს პრეზიდენტთან დაპირისპირება არაპროდუქტიული იქნებოდა.

  • ბუდანოვის თქმით, პუტინი მინიმუმ 3 ორეულს იყენებს

    “ჩვენ ვიცით სამი [ორეულის] შესახებ, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან… ყველამ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია, რომ გამოიყურებოდეს, როგორც პუტინი. ერთადერთი, რაც მათ პუტინისგან გამოარჩევს, სიმაღლეა, რომელიც ვიდეოსა და ფოტოში აშკარად ჩანს. ასევე ჟესტები, სხეულის ენა და ყურის ბიბილოები… ისინი რუსეთის პრეზიდენტს მხოლოდ “განსაკუთრებულ შემთხვევებში” ცვლიდნენ. თუმცა, ახლა ეს “ჩვეულებრივი პრაქტიკაა”,

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი. ბუდანოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადრე თუ ვლადიმერ პუტინი ორეულს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა, ახლა ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

  • მთხოვა კალაძემ არ გამეხმაურებინა ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას.. – რას წერს დევი მეზურნიშვილი

    ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელმაც 13 ოქტომბერს შადრევანში ჩასული 2 ბავშვი გადაარჩინა აცხადებს, რომ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მას ბინა აჩუქა.

    “პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.

    წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

    მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.

    ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ.

    სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც”. – წერს დევი მეზურნიშვილი.

  • არ მომწონს რომ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა – იოსელიანი 3 პარტიის განცხადებაზე

    “ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორი, ვინც საქართველოში შემოდის და ვისაც მე ვხვდები საზღვარგარეთ, ცალსახად გვეუბნება, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და რომლის შედეგიც უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღება. არავინ იცის, რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული კომისია და რა რეკომენდაციას წარუდგენს ის ევროპულ საბჭოს, რომელიც შემდეგ 27 წევრ ქვეყანას მიაწვდის თავის მოსაზრებებს. შეუძლებელია, ვინმემ წინასწარ იცოდეს, რა იქნება მათი გადაწყვეტილება, სულ მცირე იმ მიზეზით, რომ ეს 27 ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და არა ცალკეული პოლიტიკოსების, როგორი განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მათ კონკრეტული პროცესის მიმართ. არ მომწონს ნიჰილიზმის დათესვა, არ მომწონს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ამ ქვეყნისგან მაინც არაფერი გამოვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ ადამიანს უცრუებს იმედს, რის შედეგადაც ადამიანები თავშესაფრის ძებნას სხვა ქვეყნებში იწყებენ, ამით, რა თქმა უნდა ისევ ჩვენ ვზარალდებით და ზარალდება დემოკრატია, რომელიც ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს და ეს ახალი საფეხური უნდა იყოს დემოკრატიული წესით ხელისუფლების ცვლილება, ეს კი ძალიან რთული იქნება, თუ აქტიური ადამიანები, ახალგაზრდები ქვეყანას დატოვებენ და დარჩებიან მხოლოდ ბავშვები და პენსიონერები. ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, რომ ერთი მხრივ, ითვალისწინებდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგების მთავარ რეკომენდაციას, რომ ერთობლივად ვიმუშაოთ ყველა საკითხზე, და მეორე, არ თესავდეს ქვეყანაში ნიჰილიზმს და უიმედობას“

    აცხადებს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი.

    ცნობისთვის 3-მა ოპოზიციურმა პარტიამ : ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, “დროა“ და “გირჩი – მეტი თავისუფლება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელეს და “ქართულ ოცნებას” 31 კითხვით მიმართეს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრიუსელში ფიქრობენ, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ რეკომენდაციის შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

  • რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან – უკრაინა

    რუსები ხერსონში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან არტილერიის გასაყვანად ემზადებიან – ამის შესახებ, შესაბამის ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. განცხადება,  30 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

    “ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, მტერი მოსამზადებელ ზომებს იღებს ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან საარტილერიო დანაყოფების გაყვანისთვის, მათ შემდგომში სხვა რაიონებში გადასაყვანად”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ოპოზიციის გასვლა პარლამენტს არ დააზიანებს, მაგრამ ძალიან დააზიანებს თავად ოპოზიციას – სამადაშვილი

    ”ყველას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი იმაზე, თუ როგორ უფრო ეფექტიანი იქნება ოპოზიციის ბრძოლა. მოვისმინე მისი [გიორგი მარგველაშვილის] განცხადება, რომ მას მიაჩნია, ოპოზიციამ პარლამენტში არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა, ზუსტად ვერ მოვისმინე ეს რა შედეგს მოიტანს […] ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია, თუ ჩვენ არ გვაქვს კონკრეტულად პასუხი კითხვაზე, რაიმე პოლიტიკური ნაბიჯი რა შედეგის მომტანია, მაშინ ადვოკატირება ამ ნაბიჯის ჩემთვის გაუგებარია.

    ჩემი აზრით, დღეს პარლამენტი შემდგარია, ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან, მას, როგორც ინსტიტუციას არ დააზიანებს, მაგრამ ძალიან დააზიანებს ოპოზიციას, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში, რადგან დღეს, როდესაც ქართული ოცნების სახით, სანდო პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციამ დემონსტრაცია გაუკეთოს იმას, რომ დიახ, სწორედ ოპოზიციის სახით დასავლელ პარტნიორებს ჰყავთ სანდო და სერიოზული პარტნიორი, ამიტომ, ყველა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, ჩემი აზრით, უნდა ითვალისწინებდეს ამ საერთაშორისო კონტექსტს, გარდა იმისა, რომ გამოკითხვები არსებობს, მაგალითად – ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ 3%-ს მიაჩნია, რომ საერთოდ საინტერესოა თემა, პარლამენტში იქნება თუ არა ოპოზიცია, ანუ ქართველ ხალხს ეს არ ადარდებს, დასავლეთში ვფიქრობ დაამძიმებს ოპოზიციის ვითარებას და რაც მთავარია, ვერ გახდება ვერანაირი “ტრიგერი” რაიმე პოლიტიკური კრიზისის, რადგან, ჩვეულებრივად გააგრძელებს ეს პარლამენტი მუშაობას, იქნება თუ არა ოპოზიცია აქ. დღეს ჩვენ თუ შეიძლება საგრძნობლად დავაზიანოთ ქართული ოცნება, იქნებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა ქართული ოცნების კავშირებს რუსეთის სპეცსამსახურებთან, რაც აუცილებელია ოპოზიციის თანამონაწილეობით.”

    ამის შესახებ, პარტია ”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა “ტაბულასთან” საუბარში განაცხადა.

  • სანზონაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    სანზონაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  სამართალდამცავები ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებებს ქვიშხეთის ქუჩაზე ატარებენ.

    იგივე ტიპის ღონისძიება მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარკვეულ ტერიტორიაზე.

    სულ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირია დაკავებული. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. დაკავებულები საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან.

  • მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ, ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი – ჯაფარიძე

    „კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომლის გამოც, ძალიან მაღალი, 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“,

    აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.

  • ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის – კულება

    “რუსული რაკეტების კიდევ ერთი პარტია მოხვდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. ნუ გაამართლებთ ამ თავდასხმებს “პასუხის” მოწოდებით. რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი,”

    განაცხადა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.