Category: სლაიდერი

  • სევასტოპოლის პორტში აფეთქებისას დაზიანდა მინიმუმ 3 რუსული ხომალდი, რომლებიც ბომბავდნენ უკრაინულ ქალაქებს – შავაძე

    “სევასტოპოლში ღამის აფეთქებების შედეგად დაზიანდა სულ მცირე სამი რუსული ხომალდი(სავარაუდოდ ტარანტულის კლასის სარაკეტო კატარღები) , რომლებსაც Calibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადაჰქონდათ და სწორედ ისინი ბომბავდნენ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ ქალაქებს”- აცხადებს, საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე.

    ”ექსკლუზიური კადრები რუსული შავი ზღვის ფლოტზე უკრაინული უპილოტო კატარღებისა და წყალქევშა უპილოტო აპარატებით განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ…

    გავრცელებული ინფორმაციით სევასტოპოლში ღამის აფეთქებების შედეგად დაზიანდა სულ მცირე სამი რუსული ხომალდი(სავარაუდოდ ტარანტულის კლასის სარაკეტო კატარღები) , რომლებსაც Calibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადაჰქონდათ და სწორედ ისინი ბომბავდნენ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ ქალაქებს. მათ შორისაა ფრეგატი ადმირალი Makarov-იც, დიდია ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე გემი არა მხოლოდ დაზიანებულია, არამედ ჩაიძირა კიდეც, ვიდეო მასალაში ჩანს რუსულ გემებზე უკრაინული უპილოტო კატარღების შეჯახებისა და აფეთქების ამსახველი კადრები…

    უკრაინული მხარე არ ადასტურებს ოფიციალურად რომ ეს იყო უკრაიული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია,
    რუსების თქმით ეს იყო გეგმიური სამხედრო სწავლება რაც მორიგი დეზინფორმაციაა, ამერიკილი უპილოტო საფრენი აპარატები RQ-4B Global Hawk-ები მთელი დღის განმავლობაში ახდენენ დაზვერვას შავი ზღვის საჰაერო სივრცეში…

    უკრაინული უსაფრთხოების სამსახურები სევასტოპოლში მომხდარ მოვლენებს ორიგინალურად გამოეხმაურა:
    “It’s BAVOVNA O’clock”.

    დეტალები რუსული ფლოტის დანაკრგების შესახებ ზუსტდება…
    ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებაც სწორედ უპილოტო კატარღებს უკავშირდებოდა რომელის შესახებ ვრცლად ადრე ვრცლად ვისაუბრე…”- აცხადებს რუსლან შავაძე.

  • რუსებმა ხერსონის ჩერნობაევკის აეროდრომიდან სამხედრო ტექნიკა სრულად გაიყვანეს

    რუსებმა ოკუპირებულ ხერსონში მდებარე ჩერნობაევკის აეროდრომიდან მთელი სამხედრო ტექნიკა გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი იტყობინება და 27 ოქტომბერს გადაღებულ თანამგზავრულ ფოტოებს აქვეყნებს.

    უწყება აღნიშნავს, რომ ხერსონის ოლქის ოკუპაციის დღიდან რუსულ ძალებს ჩერნობაევკა არ დაუტოვებიათ, მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მუდმივი დარტყმებისა.

    “უნდა გავიხსენოთ, რომ ხერსონის ოკუპაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აეროდრომზე განლაგებული  მტრის ტექნიკის მუდმივი განადგურების მიუხედავადაც კი რუსებს აქამდე არასდროს დაუტოვებიათ ეს პოზიცია. “

    სამხედრო გამოცემა Defence Express აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ჩანაწერებზე მხოლოდ ტექნიკის მიტოვებული სანგრები ჩანს, რომლებითაც აეროდრომია გადათხრილი. სწორედ ამ სანგრებში ცდილობდნენ რუსები საკუთარი ტექნიკის დამალვას რეგულარული დარტყმებისგან.

    თავად ობიექტი მნიშვნელოვანი სამეთაურო პუნქტი იყო რუსეთის არმიისთვის, ასევე ბევრი ფორმირებისა და შენაერთისთვის, მათ შორის 22–ე საარმიო კორპუსისთვის, 7–ე სადესანტო–მოიერიშე დივიზიისთვის, 127–ე სადაზვერვო ბრიგადისთვის და 20–ე მოტომსროლელი დივიზიისთვის.

    ჟურნალისტები ამბობენ, რომ რუსეთის არმიის ჩერნობაევკადან გასვლის მიზეზი ნათელია: შეხების ხაზამდე აქედან სულ 20 კილომეტრი დარჩა, რაც აეროდრომს ფრონტისპირა ზონად აქცევს.

  • რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ყირიმში, სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა მოხდა.

    “29 ოქტომბერს კიევის რეჟიმის მიერ ბრიტანელი სპეციალისტების მონაწილეობით განხორციელებული ტერორისტული აქტის გათვალისწინებით, შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც  “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობენ, რუსული მხარე წყვეტს უკრაინის პორტებიდან აგრიკულტურული პროდუქციის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში მონაწილეობას“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცეოლებულ განცხადებაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 29 ოქტომბერს, ყირიმში, სევასტოპოლის პორტში ბაზირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებზე დრონებით შეტევა მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო გემები, რომელთა შორის არის რუსული ფრეგატი “ადმირალი მაკაროვი”.

    თუმცა, რუსული მხარე მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამ არხზე წერს, რომ შაბათს დილით 4:20 საათზე სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის შავი ზღის ფლოტის ხომალდებზე შეტევა მოხდა.

    რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეტევის უკან უკრაინა დგას, რომელმაც ამისათვის  უპილოტო საფრენი აპარატები და შვიდი ავტონომიური საზღვაო უპილოტო აპარატი გამოიყენა.

    რუსული მხარე აცხადებს, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია, რუსული ფლოტი კი თითქმის არ დაზარალდა. მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო საზღვაო განმნაღმველმა “ივან გოლუბეცი“.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ადანაშაულებს, რომ მან შეტევა მიიტანა იმ ხომალდებზე, რომლებიც “ხორბლის კორიდორის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რუსული მხარე თავდასხმას “ტერორისტულ აქტს უწოდებს“ და ამბობს, რომ ის ბრიტანელების მიერ მომზადებულმა უკრაინელმა სამხედროებმა, კერძოდ 73–ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის სამხედროებმა დაგეგმეს.

    უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით ივლისში გაფორმდა.

  • საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ რუსეთი მეზობლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს – პრაისი

    “როდესაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენ ვერთვებით, ჩვენ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით და მიზნით ვაკეთებთ, რომ დასრულდეს ძალადობა და ეს ქვეყნები ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ნათლად ვთქვით, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება. ჩვენ გვჯერა პრობლემების გადაჭრასა და განგრძობადი მშვიდობის მიღწევაში პირდაპირი დიალოგის სარგებლიანობის.
    მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალისხმევაზე, კიდევ ერთხელ, ეს ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული რა მიდგომას აირჩევენ ამ საუბრებში. მე ვფიქრობ მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როცა საქმე მის მეზობლებს ეხება.
    2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე სასტიკი შეჭრა, აჩვენებს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ნაკლებად სანდო, გრძელვადიანი პარტნიორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეერთებული შტატებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. კიდევ ერთხელ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ მიაღწიონ ძალადობის დასასრულს და განგრძობად, ყოვლისმომცველ მშვიდობას, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ასე ძალიან უნდათ”,

    ამის შესახებ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, ბრიფინგზე განაცხადა.

  • უკვე მიჭირს იმის თქმა, ვინ ან რა არის პუტინი – ზელენსკი

    “ზოგადად, უკვე მიჭირს იმის თქმა, ვინ ან რა არის პუტინი. პუტინი დღეს – ეს არის ხალხის წრე, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საფირმო სახელწოდებით “პუტინი”, რომელიც აგრესიულ ნაბიჯებს დგამს ერის დასანგრევად.

    ჩვენ ისევე არ ვართ მზად პუტინთან სასაუბროდ, როგორც ზოგადად, ამ რეჟიმთან,”

    განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • გუშინ ღამე შავი ჯიპები ჩემი შეღებილი მანქანის გზიდან გადაგდებას ცდილობდნენ – ნატა ფერაძე

    გუშინ ღამე შავი ჯიპები ჩემი შეღებილი მანქანის გზიდან გადაგდებას ცდილობდნენ – ამის შესახებ, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს.

    ”გუშინ ღამე შავი ჯიპები პიპინით ცდილობდნენ ჩემი შეღებილი მანქანის გზიდან გადაგდებას, ვაკე/საბურთალოზე, ნომრების დამახსოვრებაც ვერ მოვახერხე სამწუხაროდ, არ ვარ მიჩვეული გზაზე რალიში ბრძოლას”.- წერს ნატა ფერაძე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ  22 ოქტომბერს, ნატა ფერაძის მანქანაზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.

  • ყირიმში, სევასტოპოლის პორტში აფეთქებების შედეგად რუსული სამხედრო გემები დაზიანდა – ვიდეო

    რუსული მხარე ნაწილობრივ ადასტურებს დილიდან გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს დილით ყირიმში, სევასტოპოლის პორტში ბაზირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებზე დრონებით შეტევა მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო გემები, რომელთა შორის არის რუსული ფრეგატი “ადმირალი მაკაროვი”.

    თუმცა, რუსული მხარე მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამ არხზე წერს, რომ შაბათს დილით 4:20 საათზე სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის შავი ზღის ფლოტის ხომალდებზე შეტევა მოხდა.

    რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეტევის უკან უკრაინა დგას, რომელმაც ამისათვის უპილოტო საფრენი აპარატები და შვიდი ავტონომიური საზღვაო უპილტო აპარატი გამოიყენა.

    რუსული მხარე აცხადებს, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია, რუსული ფლოტი კი თითქმის არ დაზარალდა. მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო საზღვაო განმნაღმველმა “ივან გოლუბეცი“.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ადანაშაულებს, რომ მან შეტევა მიიტანა იმ ხომალდებზე, რომლებიც “ხორბლის კორიდორის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რუსული მხარე თავდასხმას “ტერორისტულ აქტს უწოდებს“ და ამბობს, რომ ის ბრიტანელების მიერ მომზადებულმა უკრაინელმა სამხედროებმა, კერძოდ 73–ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის სამხედროებმა დაგეგმეს.

  • რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა ცრუ მანევრი იყო, სინამდვილეში შეჰყავთ დამატებითი ძალები – რუსლან შავაძე

    საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე, ხერსონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ხერსონიდან რეგულალური ჯარების გაყვანა იყო ცრუ მანევრი, სინამდვილეში კი ოკუპანტებს შეჰყავთ დამატებითი ძალები ხერსონში მობულიზებული ნაწილების სახით, ხოლო რეგულალური ნაწილები გადაისროლა ბახმუტის მიმართულებაზე რათა მასირებული რაკეტებით გამოწვეული წარმატების იმიტაცია სახმელეთო ოპერაციებშიც მოეხდინა.

    ”როგორ არ მუშაობს ს.სუროვიკინის კონტრქატიკა, რომელთანაც უკრაინის გენშტაბმა უკვე მოახერხა ადაპიტირება?

    უკრაინაში სუროვიკინის ოპერატიულ სარდლად დანიშნვა პუტინის მორიგი მცდელობაა დაიბრუნოს სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე ინიციატივა, რომელიც ბოლო თვეების განმვალობაში უკრაინის არმიამ ეფექტური კარგად კომბინირებული სახმელეთო ოპერციებით(ხარკოვის ოლქის და დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილის გათავისუფლება) ხელთ იგდო. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ყოფილი სარდლის სერგეი სოროვიკინის სამხედრო მანევრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა:

    1) უკრაინის საჰაერო სივრცეში უპირსატესობის მოპოვებას, რათა საარმიო და საფრონტო ავიაციის გამოყენებით სახმელეთო ოპერაციებში სავალალო მდგომარეობა გამოესწორებინა, ამისათვის მან გამოიყენა მასირებული სარაკეტო დაბომბვები( Kh-101/102 Kh55/555 Calibr-ის ფრთოსანი რაკეტებით როგორც შავ ზღვაში დისლოცირებული ფლოტიდან და ასევე Tu-95-ის Tu-22-ის Tu-160-ის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან) უკრაინის ქალაქების მიმართულებით, ენერგო ინფრასტრუქტურის და უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩასახშობად, ამასთანავე რუსეთის გენშატაბი შეეცადა ირანული დრონების Shahed-136/131 Mohajir-6-ს გამოყენებით კომბინირებულად მოხედინა უკრაინის საჰაერო თავდაცვაში ნაპრალების მოძიება, სწორედ ამისთვის იყენებდენ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე რამდენიმე ირანულ დრონს, რომელთაც უნდა მოხედიანთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ყურადღების გადატანა ხოლო ამ კონკრეტულ მიმართულებაზე რუსული სარაკეტო დაბომვების ეფექტიანობა უნდა გაზრდილიყო…

    2) მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო საჰაერო უპირატესობის მოპოვების შემდგომ სახმელეთო ოპერაციებში მისი გამოყენება და დონეცკის ოლქის ფრონტზე ბახმუტი-ავდეევკას მიმართულებაზე ტერიტორიების დაკავებას, რათა მოექცია ერთიან კოორდინაციაში საჰაერო დაბომბვების ეფექტი სახმელეთო ოპერაციებშიც, რომლის მეშვეობითაც უკრაინის არმიის კონტრშეტევების შემცირება უნდა მოჰყოლოდა, ამისათვის მან დაიწყო ხერსონის მიმართულებაზე ავანტიურა, თითქოს ისინი ტოვებდნენ ხერსონს, სინამდვილეში კი 76-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილების გადასროლა დაიწყო ბახმუტის მიმართულებაზე, ხოლო მობილიზებულთა დიდი რაოდენობა გადაისროლა ხერსონის ოლქში(დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე)…

    3) სადაზვერვო ინფორმაციის დეფიციტის შევსება ირანული კამიკაძე დრონების მეშვეობით, რადგან უკრაინა მოკავშირეების დახმარებით ფლობს სრულ სადაზვერვო ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრების ასევე მტრის ზურგში მოქმედი მობილური დივერსანტთა ჯგუფების მეშვეობით…

    არაერთხელ ავღნიშნე რომ რუსეთის მიერ ხერსონიდან რეგულალური ჯარების გაყვანა იყო ცრუ მანევრი, სინამდვილეში კი ოკუპანტებს შეჰყავთ დამატებითი ძალები ხერსონში მობულიზებული ნაწილების სახით, ხოლო რეგულალური ნაწილები გადაისროლა ბახმუტის მიმართულებაზე რათა მასირებული რაკეტებით გამოწვეული წარმატების იმიტაცია სახმელეთო ოპერაციებშიც მოეხდინა მისი ასახვა, თუმცა ეს მანევრი კარგად გაშიფრა უკრაინის გენშტაბმა და ბახმუტის მიმართულებაზე დამატებითი ძალები გადაისროლა სამხედრო ნაწილები, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის არმიის კონტრშეტევებით ბახმუტის შემოგარენი გაწმინდეს რუსი დაქირავებული კრიმინალებისაგან(ვაგნერელებისაგან).

    ხერსონის ოლქში დადგმული შოუ რომ თითქოს ხერსონის(დნეპრის მარჯვენა სანაპიროს) ჩასაბარებლად ემზადება რუსეთი კეთილი ნების ჟესტის ფარგლებში არის ახალი კონტრსტრატეგიის ნაწილი , ამ გეგმასთან ადაპტირებისათვის უკრაინის გენშტაბს გარკვეული დრო დასჭირდა, მიუხედავად იმისა რომ უკრაინის არმიის დანაყოფებს რომლებიც ხერსონის ფრონტზე არიან მობილიზებულნი შეეძლოთ და შეუძლიათ დნპერის მარჯვენა სანაპიროს გასაფუთავება, უკრაინის გენშტაბმა ელვისებური კონტრშეტევები შეაჩერა(ნოვა კახოვკის დამბის შესაძლო აფეთქების გამო), მეთოდურად დაიწყო ტაქტიკური გადაჯგუფება და დაელოდა რუსეთის გენშტაბის მანევრებს, შესაძლოა ითქვას გენერალ ზალუჟნის ნაბიჯები სრულიად ადეკვატურია სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინის გენშტაბი არ აჰყვა მანევრებში რუსეთის საოკუპაციო ძალებს და თავისი ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების კორექტირება მოახდინა, ისე რომ ფაქტობრივად ამ დრომდე ინარჩუნებს ოპერატიულ ინიციტაივას ლუჰანსკის ფრონტის მიმართულებაზ(სვატოვო-კრემინას მონაკვეთზე) დონეცკის ფრონტის რთულ მონაკვეთზე დამტებითი ძალები გადაისროლა და ბახმუტი-ავდეევკას მიმართულება გაამაგრა, ხოლო ხერსონის მიმართულებაზე გავრცელბული ინფორმაციით დიდ ძალებს კონცენტრაცია დაიწყო(ემზადება გადამწყვეტი დარტყმისათვის), ზაპორჟიის მიმართულებაზე კარგად ნაცნობი ოპერატიული პაუზაა, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს(თუმცა ამ ეტაპისათვის დეტალებზე საუბარი არ იქნებოდა მართებული)

    სოროვიკინის ჩანაფიქრი იყო ის რომ უკრაინის არმიას საპასუხოდ თავისივე ტაქტიკას დაუპირისპირებდა და ხერსონში უკრანის არმიას შებოჭავდა(რასაც ამ ხნის გამნავლობაში უკრანის გენშტაბი იყენებდა, ხერსონში ბოჭავდა საოკუპაციო არმიას და ეტაპობრივად ფიტავდა მათ, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ხარკოვისა და დონეცკის ოლქის ჩრიდლოეთ ნაწილის გათავისუფლება) და ბახმუტში რეგულარული ნაწილებით მოახერხებდა სახმელეთო ოპერაციებში წარმატების მიღწევას, რომელზეც უკრაინის არმიის მანევრი დაგვიანებული იქნებოდა, თუმცა უკრაინის გენშტაბმა ეს კარგად გაშიფრა, შეაჩერა შეტევა ხერსონის მიმართულებაზე და ბახმუტის მიმართულებაზე დამატებითი ოპერატიული რეზერვები გადაისროლა, ყველა ეს ჩამოთვლილი გარემობა და ფაქტორი(ბუნებრივია არასრული) მეტყველებს იმაზე რომ სუროვიკინმა სცადა კონტრტაქტიკით ზოგადი საომარი სურათის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ თუმცა ეს არ გამოუვიდა რადგან:

    1) რუსეთს საოკუპაციო არმია განიცდის ელიტური სამხედრო დანაყოფების დეფიციტს, დღეს უკრაინაში რუსეთის არმიის მთავარი დასყრდენი არის ეგრეთწოდებული „ვაგნერელები“ და „კადიროველები“, გამომდინარე აქედან მათი მანევრები არის შეზრუდული, საბრძოლო მოქმედებების დინამიკამ აჩვენა რომ ოკუპანტებს ესაჭიროებათ დიდი ძალისხმევა და ცოცხალი ძალის მობილიზება ფრონტის რომელიმე მიმართულებაზე, რომ მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, იმის ფონზე როცა მათი სამხედრო ლოჯისტიკურუ მომარაგების გზები თითქმის ინტენსიურ რეჟიმში იმყოფება უკრაინის არმიის საცეცხლე დაფარვის ზონაში(HIMARS/M270/MARS II-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების GMLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის GPS-ით მართვადი რექატიული ჭურვების გამოყენებით), უკუპანტებს არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე უკრაინის არმიას
    შესთავაზონ კარგად დაგეგმილი სამხედრო მანევრები, შესაბამისად მათი მოქმედების დინამიკაც რჩება სწორხაზოვანი და მოუქნელი და ხისტი როგორც ეს სოროვიკინის დანიშვნამდე იყო…

    2) რუსეთის არმიის მართვის ვერტიკალი არის სავალალო მდგომარეობაში, პუტინმა 24 თებერვლიდან(უკრაინაში შეჭრის დროს) ხუთი გენერლიდან ოთხი გაათავისუფლა, დეფიციტს განიცდის საშუალო და მაღალი რგოლის ოფიცერთა რიგებში, რომლებსაც უნდა უზრუნველყოთ მობილიზებულთა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რომელიც სრული კრახით მიმდინარეობს(რომელსაც ნაწილობრივ რუსი პროპაგანდისტებიც აღიარებენ), უკრაინის არმიის შესაძლოა ითქვას გამოკვეთილი უპირატესობა არის ის რომ უკრაინის გენშტაბის გადაწყვეტილებები არის გაცილებით მოქნილი, კარგად მანევრირებადი, დროულად ახდენენ ადაპტირებას ბრძოლის ველზე შექმნილ ოპერატიულ ვითარებასთან და გამომდინარე აქედან იგეგმება შემდეგი საომარი სვლებიც, ეს კარგად ჯდება მანევრული ომის სტრატეგიასთან, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელიც არის ის რომ ბრძოლის ველზე ათეულების და ასეულების დონეზე ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებას მიღება უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს, რაც დიდი უპირატესობაა, რუსულ არმიაში მსგავსი ელემენტები არ შეინიშნება…

    3) სუროვიკინის მიერ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვები იყო წარმატების იმიტიაცია და მაშველი რგოლი პუტინისათვის, რომლის მიმართ შიდა წრეებში დაიწყეს ღიად პროტესტის გამოხატვა, რამაც შეარყია მისი ძალაუფლება, იმის ფონზე როცა უკრაინის არმია აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე კარგად დაგეგმილი კომბინირებული კონტრშეტევებით სრული უპირატესობა მოიპოვა საომარ ველზე. საუკუპაციო ძალების ჯერ კიდევ შეუძლიათ უკრაინის მიმართულებით მინიმუმ
    5-6-ი მასირებული სარაკეტო დაბომბვა(რომლის დროს ხდება დაახლოებით 70-80 სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენება ერთი დღის ინტერვალში), განახორციელონ, თუმცა ამას უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები გაცილებით მომზადებულნი დახვდებიან… უკრაინის არმიას აქვს საკმაოდ დიდ რაოდენობის ხელით გადასატანი საზენიტო სისტემები( 9K38 Igla, FIM-92 Stinger, Grom, starstreak, Piorun-ის ტიპის) რომელის მეშვეობით უკრაინელ მეზენიტეებს შეუძლიათ აღკვეთონ რუსული ავიაციის გაბატონება უკრაინის საჰაერო სივრცეში. სორივიკინმა მოახდინა გავლენა ომის ხანგრძლივობაზე თუმცა ომში გარდაუვალი დამარცხები მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშისათვის..

    4) უკრაინის გენშტაბი ლიმანის გათავისუფლების შემდგომ ისედაც გეგმავდა ოპერატიული პაუზის აღებას და დაკავებული ტერიტორიების გამაგრებას შესაძლო მოსალოდნელი კონტრშეტევებისაგან, შესაბამისად გადაჭარრბებულია იმის თქმა რომ სუროვიკინის მოქმედებებმა უკრაინის არმიის გეგმები სრულიად შეცვლა ან შებოჭა. უნდა ითქვას რომ ამ მასშტაბურმ სარაკეტო დაბომბვებმა დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის ენერგო ინფრსაქტურას(30-40 პროცენტი ენერგო იმფრასტრუქტურის მნიშვნელონად დაზიანდა) თუმცა რელაურად სახმელეთო ოპერაციებში რუსეთის არმიის რღვევისა და რეგრესის პროცესი უფრო ნათლად წარმოაჩინა, რუსული არმია არ არის მზად ზამთარში საომარი ოპერაციების წარმოებისათგის, განიცდიან სამხედრო ამუნიციის,ეკიპირების დეფიციტს(ამაზე მეტყველებს არაერთი ვიდეო რუსი მობულიზებულების მიერ, რომლებიც საკუთარ მეთაურობას ადანაშაულებს), უკრაინის არმია კი მოკავშირეებისაგნ სრულ აღჭურივლებას მიიღებს მოკავშირეებისაგან(ამერიკისგან გერმანიისაგან, დანიისგან დიდი ბრიტანეთი…), სუროვიკინის ერთ-ერთ შეცდომად ისიც უნდა მივიჩნიოდ რომ მობილიზებულთა აბსოლიტური უმრავლესობა მოუმზადებელია სახმელეთო ოპერაციებში ჩასართავად, რომლებიც რამდენიმე დღიან წვრთნას გადიან და ფორნტის ხაზებზე იგზავნებიან, ხოლო სარაკეტო დაბომბვების ინტენსივობას ვერ შეინარჩუნებდა დიდი ხნის განმავლობაში, რომლის ინტერვალში მობილუბულთა სამხედრო წვრთნა უნდა მომხდარიყო…

    5) სუროვიკის მანევრებმა ვერ მოახერხა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩახშობა (ძირითადად S-300-ის სხვადასხვა მოდიფიკაციისა და Buk-M1-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების) უკრაინამ მიიღო გერმანული ახლო და საშუალო მანზილზე მოქმედი IRIS-T-ს საზენიტო სრაკეტო კომპლექსის ერთი ბატარეა,(3 ბატარეას უახლოებს მომავალში მიიღებს) რომლის ეფექტურობა დადასტურებალად 90 პროცენტია(კიევში 10-დან 9 ფრთოსანი რაკეტის განეიტრალება/გადაჭერა მოხერხდა) უკრაინამ ასვე მიიღო ახლო მანძილზე მოქმედი Hawk-ები ესპანეთისაგან და ასევე NASAMS-2-ების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ორი ბატარეა(მთლიანობასი მიიღებს 10 ბატარეას) ამერიკისაგან რომელიც ძალზედ ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა, რუსული ავიაცია როგორც საფრონტო ასევე საარმიო ავიაცია, ისევე მოწყვლადია როგორც ეს მასშტაბურ სარაკეტო დაბომბვამდე იყო(ამაზე მეტყველებს უკრაინელი მეზენიტეების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობასი რუსული საარმიო ავიაციის KA-52-ის მრავალფუნქციური შვეულმფრენების განადგურების ფაქტები), სახმელეთო ოპერაციებში წარმატების მიღწევა საჰაერო საცეცხლე მხარდაჭერის გარეშე აუხდენელი ოცნებაა, გამომდინარე აქედან სუროვიკინს ისევე ელოდება გარდაუვალი კრახი, როგორც მის წინამორბედებს და სარაკეტო დაბომბვებით გამოწვეული ეფექტი ომის ეპიზოდად დარჩება…
    დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს” –  აცხადებს რუსლან შავაძე.

  • ბუდანოვამა ხერსონის გათავისუფლების ოპერაციის ვადები დაასახელა

    უკრაინული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება . ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რამდენი დრო დაჭირდება უკრაინას ხერსონის გათავისუფლებისთვის.

    უკრაინული დაზვერვის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად ხერსონში ყველაზე მომზადებული და ბრძოლისუნარიანი რუსული ქვედანაყოფები იმყოფებიან. მათი უდიდესი ნაწილი სადესანტო ძალები, რუსული სპეცდანიშნულების ძალები და საზღვაო ფეხოსნები არიან, ანუ რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი.

    “ეს ქვედანაყოფები ხერსონის რუსული დაჯგუფების ხერხემალია, რომელიც ასევე ძლიერდება მობილიზებული შემადგენლობით“– ამბობს ბუდანოვი.

    მისი ინფორმაციით ხერსონის მიმართულებით რუსული არმიის შემადგენლობა 40 ათას სამხედროს აღწევს.

    კითხვაზე, ცდილობენ თუ არა უკრაინელები ხერსონში მტრის ალყაში მოქცევას, ბუდანოვი პასუხობს, რომ ახლა უკრაინული ძალები სწორედ ამას აკეთებენ.

  • მობილიზაციის მიუხედავად რუსებს წარმატება არ აქვთ – ზალუჟნი

    ”მობილიზაციის მიუხედავად რუსებს წარმატება არ აქვთ” – აცხადებს,  უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი  ვალერი ზალუჟნი ამერიკელ კოლეგასთან, მარკ მილისთან საუბარში. ზალუჟნიმ ასევე განაცხადა, რომ ამ დროისთვის უკრაინის არმიის მთავარი პრიორიტეტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, ახალი ტერიტორიების მიტაცების არ დაშვება, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და მომავალი საბრძოლო მოქმედებებისთვის რეზერვების მობილიზება.

    “ჯარების რაოდენობისა და შესაბამისად შეტევებიც მცდელობების მიუხედავად, მოწინააღმდეგეს წარმატება არ აქვს. ჩვენი მეომრების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით ჩვენი ზღუდეები უცვლელი რჩება, ხოლო თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს”,- განაცხადა ზალუჟნიმ.