Category: სლაიდერი

  • შოიგუს თქმით, უკრაინაში 87 000 მობილიზებული რუსი გაგზავნეს

    რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000-დან 87 000 რუსი სამხედრო უკვე გაგზავნილია საბრძოლო ზონებში.

    “დამატებითი მომზადებისა და საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ, სამხედრო მოქმედებების რაიონში გაგზავნილია 87 ათასი ადამიანი”. – თქვა შოიგუმ.

    ასევე შოიგუმ აღნიშნა, რომ წვევამდელები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გაიგზავნებიან.

    “წვევამდელი სამხედროები ასრულებენ დავალებებს სამხედრო ნაწილების დანიშნულების შესაბამისად. ამასთან, ისინი არ გაიგზავნებიან სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. ყველა წვევამდელი, ვინც სამსახური დაასრულა, სახლში გაიგზავნება,” – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

     

  • გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

    მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ 2 ნოემბერს, გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ, მთავარი არხი ავრცელებს. 

    განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზე ჩაინიშნა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ”მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 16 მაისს ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

     

  • ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი – ომბუდსმენობის კანდიდატი

    “ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა განაცხადა.

    ”ბევრი ოლიგარქი არ არის ცუდი ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი, რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას წაადგეს. მე რისი წინააღმდეგი ვარ იცით, პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი. იმიტომ რომ ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული… ბიზნესმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თორემ ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ” – განაცხადა მან.

  • შევაგინე! კი, მე მივწერე და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ! – ელისაშვილი

    “შევაგინე! კი, მე მივწერე და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ!” – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    ”ტაბულამ დადო ჩემი პირადი მიმოწერა ვიღაც გარეწართან – gaius marius oboba-სთან, რომელიც აგდებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახს – ჩემს ცოლს და ჩემს შვილებს! კი, პირადად მას ამ ვიღაც ობობას ფსევდონიმს ამოფარებულ ნაძირალას მივწერე რომ თუ ჩემ ოჯახს აწი რაიმე კონტექტსში კიდევ მოიხსენიებდა … და ნუ მერე შევაგინე! კი, მე მივწერე ზუსტად და ყველამ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ძალიან კარგად ვიცი რაცაა თმენის ვალდებულება. ძალიანაც ბევრს ვითმენ და ბევრისგან მომითმენია, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკოსი ვარ. მაგრამ არის წითელი ხაზები და უპირველესი წითელი ხაზი არის ოჯახი! მე რამდენიც გინდა მაკრიტიკეთ, მლანძღეთ, შეურაცხყოფაც მომაყენეთ ჯანდაბას, მაგრამ ოჯახი არის ხელშეუხებელი და წმინდა და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ არავის! ეს იცოდეს ყველამ ობობებმაც, მისმა პოლიტიკურმა მფარველებმაც და ყველამ” – წერს ალეკო ელისაშვილი.

    ცნობისთვის, გუშინ, Facebook-ის მომხმარებელმა, გაიუს მარიუს ობობამ მოქალაქეების ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან მიმოწერა გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ მიწერა, რაც ნიუსი გააზიარა სათაურით – “ფეისბუქი გავუთიშე ჩემს ცოლ-შვილს, რომ ის ჭუჭყი არ მოესმინათ და გაეგოთ, რასაც ჩემზე ამბობდნენ – ალეკო ელისაშვილი”. ელისაშვილს არ მოეწონა გაიუს მარიუს ობობას შეკითხვა – “ჩაურთე?”

     

  • ეკონომიკური ზრდაა ის, რასაც მოქალაქე ჯიბეზე გრძნობს – ნიკა მელია

    ”ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას. ამტკიცებს დაჟინებით თუმცა ავიწყდება – ეკონომიკური წინსვლა და ეკონომიკური ზრდა არის ის, რასაც მოქალაქეთა უმეტესობა თავის ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი ციფრებით ჟონგლიორობა, მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე – 10%-ზე, მაშინ როდესაც 2023 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ზრდა 5%-ია. და ეს მაშინ, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასების ზრდამ დაახლოებით 25% შეადგინა. რას ნიშნავს ეს – შეიძლება, გვაქვს სულ ოდნავ მეტი ფული ნომინალურად, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს, ჩვენს მეზობელ სომხეთში წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს და მას ედრება ა რატომღაც მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს უშლის ქოთნისთვის სასურველ მხარეს ყურის გამობმაში. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ მთელ ევროპას და ამერიკას შურდაო, ისეთი სურათი დახატა თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდეს, ჩამოთვალა ქვეყნები, რომელთა ეკონომიკური ზრდა ჩვენსაზე ნაკლებია, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რამდენად მეტი ქვეყანა გვისწრებს. გარდა ამისა, ეს არის ტიპური მანიპულაცია – მშპ-ის 1%-ით ზრდის შემთხვევაში, მაგალითად ლუქსემბურგის 1 მოქალაქეს სიმდიდრე გაეზრდება 1200 დოლარით, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეს გაეზრდება მხოლოდ 48 დოლარით. ღარიბაშვილი ევროპული პერსპექტივის ნაცვლად გვატყუებს და გვეუბნება, რომ “სამაგიეროდ გვაქვს ეკონომიკური ზრდა”.

    ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, რითიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით,”9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ ევროპაში”.

  • მეტროსადგურ გოცირიძის სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღება – კალაძე

    “კეზეროვიჩების განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება გოცირიძის მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც მი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, იმ დღესვე შესაძლებელი იქნება [მუშაობის აღდგენა]”.

    თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გოცირიძის მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია.

  • ISW:ხერსონში უკრაინული გრივნა დაბრუნდა, რაც “დეუკრაინიზაციის“ ჩავარდნას ნიშნავს

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ანალიზის ერთი პუნქტი ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვით მიმოქცევაში რუსულ რუბლთან ერთად უკრაინული გრივნას გამოყენება დასაშვები გახდა. ანალიზის ავტორები ამას ეკონომიკური პრობლემების ნიშნად თვლიან.

    ხერსონის რუსულმა საოკუპაციო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ ხერსონის ოლქი სექტემბრიდან მთლიანად გადავიდოდა რუსულ რუბლზე. ახლა კი გრივნას მიმოქცევაში გამოყენება ოფიციალურად გამოაცხადეს ნებადართულად, თუმცა გრივნას მფლობელებისთვის ძალიან არამომგებიანი გაცვლითი კურსით.

    ISW–ს ვარაუდით, მათ ამისკენ მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ და იმან უბიძგა, რომ გრივნა ისედაც აქტიურად გამოიყენებოდა შავ ბაზარზე.

    “რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის განზრახვის ჩავარდნა, თავზე მოეხვიათ მოსახლეობისთვის რუსული რუბლი, მეტყველებს, რომ მისი მცდელობები, ხერსონიდან უკრაინული თვითშეგნება ამოეძირკვათ, წარუმატებლად დასრულდა.

    “უკრაინული თვითშეგნება და პატრიოტიზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება. მართალია უკრაინისთვის მძიმე იქნება აქ ხელახლა ააშენოს ინსტიტუტები და რეგიონული ეკონომიკა, რომელსაც უკრაინული არმიის მიერ ახალი ტერიტორიების გათავისუფლების კვალდაკვალ რუსი ოკუპანტები ანადგურებენ“.–ნათქვამია ანგარიშში.

     

  • ივანიშვილმა ბევრი სიკეთე გააკეთა, წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით – კალაძე

    ”ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი. ”

    ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

  • ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში

    სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთმა უკვე 4500 რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქებში. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით,

    “რუსული აგრესიის ყოველი გამოვლინების მიღმა დგანან ისინი, ვინც დაგეგმა, მოაწყო, გაამართლა ეს ყოველივე და ხელი არ შეუშალა მის დასრულებას,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

     

  • ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა – უკრაინა

    ბოლო ერთ დღეში მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 60 სარაკეტო და 15 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერმა 50-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. მათ შორისაა: დონეცკის ოლქის სოლედარი, უგლედარი, იაკოვლევკა, ვესელე.

    ოკუპანტები სამოქალაქო მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას ახორციელებენ. ამგვარად, ხერსონის ოლქის კახოვკის დასახლებაში, დნეპრის სანაპიროზე მდებარე ბინაში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გამოყავთ,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.