Category: სლაიდერი

  • რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა ჩემი პასუხი იყოს საჯაროდ დადებული – ჯაფარიძე მელიას

    რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა ჩემი პასუხი იყოს საჯაროდ დადებული – ჯაფარიძე მელიას

    “შენს ეთერს ვუყურე კვესიტაძესთან და რამდენიმე საკითხია, რაზეც მინდა ჩემი პასუხი იყოს საჯაროდ დადებული

    იმიტომ რომ ჩემთვის ერთიანობის მიღწევა ოპოზიციურ ფლანგზე ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, რადგან ივანიშვილის დამარცხების და ამ სისტემის დემონტაჟის სხვა გზას ვერ ვხედავ (და ვერც ვერავინ მანახებს)

    იმიტომ რომ ეს საკითხები, თუ დარჩა პასუხგაუცემელი საჯაროდ, ეჭვი მაქვს კიდევ დიდხანს იტრიალებს და ხელს შემიშლის ამ ამოცანის შესრულებაში

    იმიტომ რომ ეს საკითხები საჯაროდ დაისვა და საჯარო პასუხს საჭიროებს

    1. რამდენჯერმე თქვი რომ როდესაც ციხეში იყავი, ვიღაცეებმა ვაჭრობა დაიწყეს და პარლამენტში შევიდნენო, შესაბამისად ახლა ნდობის დეფიციტიაო

    მიუხედავად იმისა რომ პარლამენტში შესვლა ჩემი აზრითაც შეცდომა იყო, ხელის სხვა პარტიებისკენ გაშვერა ენმ-ის თავმჯდომარის მხრიდან სამართლიანი არ არის. თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი ყველა მოლაპარაკების რაუნდს. თუ ვინმე პირველი შერბოდა პარლამენტში, ეს იყო ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მაშინ თქვენს პარტიას წარმოადგენდა. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ დენიელსონის ჩამოსვლამდე, როდესაც მოლაპარაკებების რაუნდები აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში იმართებოდა. როდესაც მოლაპარაკებებში ჩაერთო მიშელი და რაუნდებმა გადაინაცვლა ევროკავშირის მისიის ოფისში, თუ ვინმე ახდენდა საჯარო დემონსტრირებას რომ მზად იყო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა პოლიტპატიმრების გათავისუფლების და 43%-იანი დათქმის ჩაწერის შემთხვევაში, ეს იყო ენმ-ის მეორე წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებზე, ქ-ნი სალომე სამადაშვილი.

    ნდობის დეფიციტს რაც შეეხება, ეგ ვერ იქნება ერთობის საწინააღმდეგო სერიოზული არგუმენტი. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნდობა არც არასოდეს არსებულა. მიუხედავად ამისა არის გადასადგმელი ნაბიჯები ერთობისკენ თუ რა თქმა უნდა გულწრფელად გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა და პირადი ან ვიწროპარტიული მიზნებით არ ვმოძრაობთ. შარშან, ადგილობრივი არჩევნების წინ თუ შესძლო ენმ-მა ლელოსთან ერთად წინასაარჩევნო ერთობის შეკვრა, როცა ლელო ერთერთი ხელმომწერია 19 აპრილის შეთანხმების (ანუ მაშინ გადაილახა ნდობის პრობლემა), ახლა რატომ გახდა ეს დაუძლეველი პრობლემა, გაუგებარია.

    2. პრაიმერზე თქვი, რატომ უნდა ჩატარდეს 5 პარტიაში და რატომ უნდა ეთქვას უარი სვა პარტიებსო

    არ ვიცი ეს სად მოისმინე ან წაიკითხე. მე ამ თემაზე ვისთანაც მისაუბრია, ყველგან ხაზს ვუსვამთ იმას რომ პრაიმერის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, არავის არავინ გადაუწყვიტოს ვინ იქნება თამაშში და ვინ თამაშგარე. ხალხი გადაწყვეტს. და ეგ არის ყველაზე სწორი გზა. ასე მუშაობს ეს სისტემა დასავლეთში, საითაც გვინდა (ყოველ შემთხვევაში ვამბობთ რომ გვინდა) სიარული.

    მე ხაზს ვავლებ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, რომლებიც დღეს თანამშრომლობენ ოცნებასთან და ატყუებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს თითქოს ივანიშვილთან თანამშრომლობით შესაძლებელია 12 პუნქტის შესრულება. ეგენი არ არიან ოპოზიცია. ისეთივე სისტემის ნაწილები არიან როგორც რომელიმე სსიპ-ის თანამშრომელი, რომელიც შემოსავლის დაკარგვას უფრთხის.

    3. თქვი რომ ჯერ ადრეა გაერთიანებაო

    მე პირიქით მგონია, დაგვიანებულია. ოპოზიციური სპექტრი რომ ერთიანი ყოფილიყო, საერთო გაცხადებული მიზნებით და გასაგები ბრძოლის სტრატეგიით, აქამდე ბევრ რამეს დავათმობინებდით ივანიშვილს. და სანამ ასეთი ერთობა არ იქნება, არც არაფერს დათმობს.

    2024-ში დაიყება ლაპარაკი ერთობაზე, არჩევნების წინ. ოღონდ ეგ იქნება ყალბი ერთობა და მაგ სიყალბეს აღარავინ ჭამს.

    ერთობა არის საჭირო გუშინწინ. ეს ესმის ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ვისაც ივანიშვილი მიაჩნია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე მთავარ დაბრკოლებად.

    ყველა ვინც ამის წინააღმდეგ მიდის, ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და პირად ან პარტიულ ინტერესებს წირავს გამარჯვების შანსს.

    4. თქვი, გაუგებარია რის გარშემო უნდა გავერთიანდეთო

    ესეც პირიქით მგონია. ასე ცხადი საერთო მიზანი ბოლო 10 წლის განმავლობაში არაოსოდეს ყოფილა.

    ყველა ვთანხმდებით რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. ვთანხმდებით რომ ივანიშვილმა დაგვხია უკან და დაგვაკარგვინა ამ მიმართულებით წინსვლის შანსი. ბრიუსელში თითქმის დარწმუნებული არიან რომ არანაირი სტატუსი არ გვექნება არც მოავალი წლის ბოლოს.

    ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საერთო მიზანი რა შეიძლება გვქონეს? ან მივდივართ ევროპისკენ (და ყველა ვამბობთ რომ ეს გვინდა) ან ვრჩებით რუსეთის მეზობელ ჭაობად.

    5. თქვი რომ ბაკურიანში შემთხვევით მნახე და ბევრი არაფერზე გვილაპარაკია

    შემთხვევითი რანაირად იყო ის შეხვედრა არ ვიცი. ბაკურიანში ჩამოვედი ენმ-ის მოწვევით, ახალგაზრდებს სურთ შენთან შეხვედრაო. ანუ თქვენს ღონისძიებაზე ვიყავი სპიკერად და შემთხვევით როგორ მოხდა ეგ?

    დაახლოებით 2 საათი ვილაპარაკეთ 40-მდე მონაწილის წინაშე იმაზე თუ სადაა გამოსავალი (და განხილვის ერთადერთი თემა იყო ოპოზიციური ერთობა) და რა დაბრკოლებებია ამ ერთობისკენ გზაზე. ყველაფერი მოვყევი გულწრფელად რასაც ვფიქრობდი ამ ორ საკითხთან მიმართებაში, მათ შორის პრაიმერზეც.

    6. თქვი რომ პრაიმერი ირაციონალურია

    პრაიმერი არის ლიდერების გამოკვეთის, ლეგიტიმაციის მიღების, ახალი ადამიანების გამოვლენის და პოლიტიკაში შემოყვანის, ისევე როგორც ერთობის მიღწევის გასაგები, გამჭვირვალე და დასავლეთში მიღებული გზა.

    რთულია, ბევრი დეტალია მოსაფიქრებელ-შესათანხმებელი, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ბევრი სამსჯელოა და ა.შ. და ა.შ.

    მაგრამ ირაციონალური რანაირად არის როცა დასავლეთში პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია, მე არ მესმის. იქ თუ მუშაობს, აქ ვერ იმუშავებს? რამე გვჭირს ქართველებს?

    7. თქვი რომ პრაიმერში ენმ-ს კონკურენტი არ ეყოლებაო

    არ მგონია ამაში სხვა პარტიები დაგეთანხმონ. ეგრეც რომ იყოს, მითუმეტეს რა პრობლემაა.

    8. თქვი, ივანიშვილის დამარცხება გვინდა და არა ვიღაცეების ეშელეონებში ჩაყენება და პარლამენტში შეყვანაო

    ერთიანობის გარეშე როგორ ხდება ივანიშვილის დამარცხება? მართლა მაინტერესებს, ყველას ამას ვეკითხები. თუ ენმ-მა იცით სხვა რეცეპტი, მოყევით საჯაროდ, იქნებ მაგ გზას გავყვეთ ყველა ერთად.

    თუ ენმ ფიქრობთ რომ ცალკე ითამაშებთ და სხვა ოპოზიციური პარტიების ხმები თქვენსკენ წამოვა, ეგეც თქვით. უბრალოდ ეგ თამაში განწირულია, ივანიშვილი თქვენზე მეტს წაიღებს აქეთა ფლანგიდან, სისტემაა ეგრე მოწყობილი. ოღონდ თქვით რომ გასაგები იყოს ვინ იბრძვის გამარჯვებისთვის და ვინ დებს ფსონს პარტიულ ინტერესზე.

    ეშელონებად პარლამენტში შეყვანას რაც შეეეხება, კარგია თუ მართლა აღარ აპირებთ 2020-ის სიის მოდელის გამეორებას, ოღონდ ჩემსკენ ნუ გამოიშვერთ ხელს. მე რომ მაგ მოტივებით ვმოძრაობდე, 2012-ის მერე გადაბმულად ვიჯდებოდი იქ, მათ შორის ენმ-ის სიით.

    პ.ს. ეს ყველაფერი არ არის პრობლემა სინამდვილეში. პრობლემა ერთობის სურვილის არ არსებობაშია, რომელსაც ასხივებს ენმ. შარშან, როდესაც ასეთი სურვილი არსებობდა, ენმ-ის ქცევაც იყო სხვანაირი.

    პ.პ.ს. მესამე პრეზიდენტის პრობლემა გვიდგასო და ან სააკაშვილს როგორ ათავისუფლებთ თუ ივანიშვილი არ დამარცხდა? და ისევ, როგორ მარცხდება ერთობის გარეშე? რამე ჯადოქრობა იცით?”

    “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკა მელიას რამდენიმე საკითხზე კითხვები დაუსვა.

  • ეკა, რა მუცლის გვრემა გაქვთ? – მელია კვესიტაძეს

    ეკა, რა მუცლის გვრემა გაქვთ? –  ასე მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მთავარი არხის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს, პირდაპირ ეთერში რომელიც  მელიას საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებზე და მათ “ღალატზე” ეკითხებოდა.

    “ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ? თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში – მელია უნდა მობრძანდეს ახლა სააპელაციო სასამართლოში, თქვას ნიკა გვარამიას… უნდა შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში? 5 სასამართლო იყო სულ.

    [კვესიტაძე: არცერთზე არ ყოფილხართ] ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე თქვენ?  თქვენ გეტყობათ, რომ წინასწარი განწყობა გაქვთ”. – განაცხადა  ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში.

  • CNN:ირანი რუსეთს 1000–მდე რაკეტას და დრონებს მიაწვდის

    ირანი რუსეთში 1000 ერთეული დამატებითი იარაღის გაგზავნისთვის ემზადება. საუბარია მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე და მოიერიშე დრონებზე.

    ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN დასავლელი ქვეყნების ჩინოვნიკებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც ყურადღებით აკვიდებიან ირანის შეიარაღების პროგრამას.

    ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ირანი რუსეთს წამყვან მაღალი სიზუსტის მართვად რაკეტებს გადასცემს, რამაცშეიძლება კრემლს მნიშვნელოვანი იმპულსი მისცეს ბრძოლის ველზე–აღნიშნავს ამერიკული მედია.

    ჩინოვნიკების თქმით, იარაღის ბოლო პარტია ირანიდან რუსეთში დაახლოებით 450უპილოტო საფრენი აპარატისგან შედგებოდა, რომლებიც რუსებმა უკვე გამოიყენეს უკრაინაზე შეტევებისთვის.

    ჯერჯერობით იარაღის მიწოდების ზუსტი ვადა უცნობია, თუმცა ოფიციალური პირები თვლიან, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

    სექტემბერში უკრაინამ ოფიციალურად დაადანაშულა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში და ირანის ელჩს აკრედიტაცია შეუწყვიტა. 18 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა შესთავაზა.

    უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი გეგმავს ირანული რაკეტები უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განათავსოს. მისი თქმით, უკრაინას გაუჭირდება მათგან დაცვა იმ საშუალებებით, რომლებიც ამჟამად გააჩნია.

  • მობილიზებულები ვართ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა – მაკრონი

    “ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა.

    უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას”

    ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

  • მსოფლიო კონფლიქტის აცილება მხოლოდ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი – მედვედევი

    ”დასავლეთის ქვეყნების ცნობილი თეზისია: “რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, გაიმარჯვოს ომში”. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? თვალი მიადევნეთ მარტივ ფორმალურ ლოგიკას.

    თუ რუსეთი არ გაიმარჯვებს, მაშინ გაიმარჯვებს ალბათ უკრაინა. უკრაინის მიზნები ომში დაასახელა კიევის რეჟიმმა – ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნება, რომლებიც ადრე მას ეკუთვნოდა. ანუ, რუსეთისგან მათი გამოყოფა. ეს წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფო არსებობისთვის და ნიშნავს დღევანდელი რუსეთის დაშლას. ეს კი ნიშნავს პირდაპირ საბაბს რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოლიტიკის მეცხრამეტე პუნქტის გამოსაყენებლად.

    და მაშინ, ნება მიბოძეთ გავიგო, ვინ აპირებს ბირთვულ კონფლიქტს? რა არის ეს, თუ არა მსოფლიო ომის პროვოცირება ბირთვული იარაღის გამოყენებით? მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. და მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვების შემთხვევაშია მსოფლიო კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი”

    აცხადებს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი.

  • ბათუმის თეატრმა თამარ მაყაშვილი სპექტაკლებიდან მოხსნა

    ბათუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მსახიობი თამარ მაყაშვილი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

    “ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

    აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის [ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია] გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ თამარ მატაშვილმა,  ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა :”არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური, კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი მეთქი“.

    აღნიშნულ განცხადებას, კი სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

  • რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს – უკრაინა

    რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს –  ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი, იური იგნატი ავრცელებს. მისი თქმით, ოკუპანტები ISKANDER-M-ის ტიპის რაკეტების ყიდვას გეგმავენ ირანიდან, რადგან სწორედ ეს რაკეტები ამოეწურათ.

    რუსებს სურთ ირანიდან Iskander-M ტიპის რაკეტების ყიდვა, რადგან მათ სწორედ აღნიშნული რაკეტები ამოეწურათ და რეზერვის გამოყენება დაიწყეს.

    “ჩვენ მივიღებთ ამ რაკეტებისგან დაცვის ყველა საშუალებას. უკრაინიდან, ალბათ, ჩრდილოეთში მიიტანენ, საიდანაც შეიძლება ისე გაუშვან, რომ მთელ უკრაინას საფრთხე დაემუქროს.

    ეს არის ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან. მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც გვაქვს. ჩვენ საჰაერო თავდაცვა გვაქვს და არა რაკეტსაწინააღმდეგო,” – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.

  • რა მოაქვს “რუსულ სამყაროს” უკრაინელებისთვის? ტკივილი, ტანჯვა და განადგურება – ზელენსკი

    “რა მოაქვს “რუსულ სამყაროს” უკრაინელებისთვის? S-300 რაკეტები საცხოვრებელ შენობებში, საერთო საცხოვრებელში, უნივერსიტეტებში. ტკივილი, ტანჯვა და განადგურება.

    ეს არის მოლაპარაკებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ? ტერორისტები. თქვენი ცინიკური ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი იქნება დამარცხება და სამართლიანი დასჯა ყველა დანაშაულისთვის,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის – კიზინგერი

    პუტინს იმედი აქვს, რომ ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის – კიზინგერი

    “შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვით დასტურდება რომ ამერიკელები უკრაინის დახმარების პროგრამას მხარს უჭერენ. აუცილებელია, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმალური დახმარება გაუწიოს. ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს ამერიკასა და დასავლეთს დაჯაბნის, ამიტომ აუცილებელია გამარჯვება ახლა მოვიპოვოთ. მას შანსი არ უნდა მივცეთ. დავუდგეთ უკრაინელებს რადგან ისინი მტერს უტევენ. ყველას გვესმის რომ უკრაინელები თავისუფლებისთვის იბრძვიან და მნიშვნელოვანია.”

    ამის შესახებ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა.

  • ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს – ჰოჯესი

    ”ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. მათ შორის ყირიმის დეოკუპაციაც მოხდება. წლის ბოლომდე კი უკრაინელები მტერს აიძულებენ 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.  ომში მონაწილე მხარეებს წინ ძლიერი ზამთარი ელოდებათ, თუმცა დარწმუნებული ვარ უკრაინელები უკეთ მომზადებულები არიან. ამის მიზეზი კი საკუთარი ტერიტორიის დაცვაა. მსოფლიოს 50 ქვეყანა ერთსულოვნად ცდილობს უკრაინას მაქსიმალურად მიაწოდოს ის შეიარაღება, რაც მათ სჭირდებათ. რუსებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და ბრძოლის ხაზზე აგზავნიან სრულიად გამოუცდელ ადამიანებს. მინდა რომ ამერიკამ უკრაინას აბრამსის ტიპის ტანკები, ხოლო გერმანიამ კი ლეოპარდები მიაწოდოს. ეს შეიარაღება უკრაინულ არმიას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.”

    აცხადებს  ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი.