მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ, ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი – ჯაფარიძე

„კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომლის გამოც, ძალიან მაღალი, 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“,

აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.