Category: მსოფლიო

  • ჩვენ არ ვიქნებით შემწყნარებლები კორუფციის მიმართ, არ დავბრუნდებით წარსულში – ზელენსკი

    “მინდა, რომ ერთი რამ ნათელი იყოს: ჩვენ აღარ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით, არ ვიქნებით შემწყნარებლები კორუფციის მიმართ – როგორც ცხოვრობდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან ისინი, რომლებმაც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარეს”.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • გაზაფხულზე რუსეთი სავარაუდოდ ახალ ფართომასშტაბიან შეტევას დაიწყებს–ბორელი

    ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ გაზაფხულზე რუსეთი, სავარაუდოდ, ახალ ფართომასშტაბიან შეტევას შეეცდება.

    “Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიწოდება არ დამტკიცდა, ძირითადად, გერმანიის თავშეკავების გამო, თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეს აღჭურვილობა ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად”, – თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

    ბორელი მხარს უჭერს უკრაინისთვის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი მომავალ გაზაფხულამდე გაგრძელდება, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება.

  • შოლცი უკრაინის დაცვის პირობას დებს “მანამ, სანამ საჭირო იქნება, ევროპაში მშვიდობისთვის“

    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს აუცილებელია ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის.

    “ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ მას მივაწვდით ყველაფერს, რაც აუცილებელია ევროპაში მშვიდობის პროექტის დასაცავად”, – განაცხადა შოლცმა.

    მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ევროპას აღარ სჭირდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ აიცილოს ომი  კავშირის წევრებს შორის. ამის ნაცვლად, გერმანიის კანცლერის თქმით, მას სჭირდება “დაიცვას ჩვენი ევროპული წესრიგი მსოფლიოში და ჩვენი ღირებულებები ჩვენს გაერთიანებაში ცენტრიდანული ძალებისგან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გარე საფრთხისგან”.

    ამის დასტურია, კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია ბოლო დღეებში ჩვენსა და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს შორის მჭიდრო კონსულტაციების შედეგად, უკრაინაში ჯავშან ქვეითი მანქანების, სადაზვერვო მანქანების და საზენიტო დანადგარების მიწოდების შესახებ“, – თქვა შოლცმა.

    შოლცი კრიტიკის ობიექტია იმის გამო, რომ არ სურს დაუშვას კიევისთვის ლეოპარდ-2 ტანკების მიწოდება. ბერლინის თანხმობის გარეშე, უკრაინა ვერ მიიღებს ამ აღჭურვილობას არა მხოლოდ გერმანიისგან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომელთა არსენალშიც ეს ტანკები არსებობს.

  • ლეგენდარული ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის იუბილეზე დაქორწინდა

    ყოფილმა ამერიკელმა ასტრონავტმა ბაზ ოლდრინმა 93 წლის იუბილე თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, ანკა ფაურზე დაქორწინებით აღნიშნა.

    ქორწილის ცერემონია ლოს ანჯელესში გაიმართა. ამის შესახებ ოლდრინის Twitter-ზე გახდა ცნობილი.

    “ჩემს 93 წლის დაბადების დღეზე […] მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მე და ჩემი დიდი ხნის სიყვარული, ანკა ფაური, დავქორწინდით. ჩვენ დავქორწინდით პატარა კერძო ცერემონიაზე ლოს ანჯელესში, როგორც  მშობლებისგან გაქცეული თინეიჯერები“, – დაწერა ბაზ ოლდრინმა ტვიტერში.

    ყოფილი ასტრონავტისთვის ეს მეოთხე ქორწინებაა, პატარძალი მასზე 30 წლით უმცროსია.

    63 წლის ანკა ფაური 2019 წლიდან  ოლდრინის კომპანია Aldrin’s Buzz Aldrin Ventures-ში მუშაობს. ამჟამად ის კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

    ოლდრინს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს.

    პოსტის გამოქვეყნებიდან 11 საათის განმავლობაში ოლდრინის ტვიტმა 42000-ზე მეტი მოწონება და 5 მილიონი ნახვა დააგროვა. ტვიტერის მომხმარებლები ლეგენდარულ ასტრონავტს დაბადების დღეს და ქორწინებას ულოცავენ.

    ბაზ ოლდრინმა სოციალურ ქსელში ასევე გამოაცხადა, რომ დაბადების დღეზე მას პრესტიჟული Living Legends of Aviation – ავიაციის ცოცხალი ლეგენდის ჯილდო გადაეცემა.

    ბაზ ოლდრინი არის  მსოფლიოში მთვარეზე დაშვების პირველი წარმატებული მისიის, Apollo 11 ერთადერთი ცოცხალი წევრი.

    სამი ამერიკელი ასტრონავტი – ნილ არმსტრონგი (გემის მეთაური), მაიკლ კოლინზი (მთავარი ქვედანაყოფის პილოტი) და ოლდრინი, რომელიც მთვარის განყოფილების პილოტი იყო ამ მისიაზე –  მთვარეზე 1969 წლის 20 ივლისს დაეშვა. როდესაც მსოფლიომ მისიის 50 წლის იუბილე აღნიშნა, მისი ორი წევრი იყო ცოცხალი – ოლდრინი და მაიკლ კოლინზი.

    ოლდრინი პრესვიტერიანული ეკლესიის მიმდევარია. მთვარეზე დაშვების შემდეგ მან, როგორც უხუცესმა ეკლესიაში, ხანმოკლე ღვთისმსახურება ჩაატარა. როგორც მაშინ ასტრონავტმა განმარტა, მას სურდა მადლობა გადაეხადა ღმერთისთვის „ყველაზე შესაფერისი გზით“.

    2002 წელს ოლდრინი გადაურჩა სამართლებრივ დევნას  მას შემდეგ, რაც ყოფილმა ასტრონავტმა მუშტი დაარტყა ყბაში მამაკაცს იმის გამო, რომ ის ოლდრინისგან მოითხოვდა კამერის წინ ბიბლიაზე დაფიცებას, რომ მთვარეზე დაშვება არ იყო დადგმული. მამაკაცი, რომელსაც ოლდრინი სახეში ურტყამდა,კონსპირაციის თეორიების მიმდევარი სცენარისტი ბარტ სიბრელი იყო , რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მთვარეზე დაშვება რეალურად არ მომხდარა და მთელ მსოფლიოში გავრცელებული კადრები კინოსტუდიაში გადაიღეს .

    ბაზ ოლდრინმა  NASA-ში კარიერა 1971 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს საჰაერო ძალების პილოტების ტესტირების სკოლას ედვარდსის ბაზაზე, კალიფორნიაში. 1972 წელს პენსიაზე გავიდა.

  • ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს–CNN

    CNN–ის ინფორმაციით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში ჩხრეკისას გრიფით საიდუმლო კიდევ 6 დოკუმენტი აღმოაჩინეს.

    აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკა დელავერის შტატში, ვილმინგტონში, ამერიკის  ლიდერის სახლში მოხდა. ნაპოვნი ზოგიერთი დოკუმენტი და მასალა  ბაიდენის სენატში ყოფნის პერიოდს უკავშირდება (1973 წლიდან 2009 წლამდე), ზოგი კი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის პერიოდს (2009 წლიდან 2017 წლამდე).

    ჩხრეკა 12 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა და საბუთების გარდა სახლში მის მიერ, როგორც ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებული რამდენიმე ჩანაწერიც აღმოჩნდა. ბაიდენი და მისი მეუღლე ჩხრეკისას სახლში არ იმყოფებოდნენ, თუმცა მანამდე  თავად პრეზიდენტი გამოვიდა მის სახლში ჩხრეკის ჩატარების შეთავაზებით.

    პრეზიდენტმა გამომძიებლებს უფლება მისცა, გაეჩხრიკათ მთელი შენობა, რათა ენახათ, იყო თუ არა აქ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია მისი, როგორც ვიცე-პრეზიდენტის საქმიანობასთან,  ან რაიმე საიდუმლო მასალასთან, თქვა ბაიდენის  ადვოკატმა.

    პირველი ანგარიშები დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდს ეხებოდა, მუშაობდა (2009-2017) იანვარში გამოჩნდა.

    პირველად დოკუმენტები ნაპოვნი იქნა ვაშინგტონში მდებარე პენსილვანიის უნივერსიტეტის ანალიტიკური ცენტრის – პენ ბაიდენის ცენტრის ოფისიდან გადასვლის დროს, რომელსაც პრეზიდენტი ზედამხედველობს როგორც საპატიო პროფესორი. დოკუმენტები მის პირად ოფისში აღმოჩნდა, რომელიც ბაიდენს 2017 წლიდან 2019 წლამდე ეკავა.

    კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ ვაშინგტონის ფაილები  ჯერ კიდევ 2 ნოემბერს აღმოაჩინეს, მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი.

    წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკარტიმ უკვე დაადანაშაულა პრეზიდენტი ბაიდენი შუალედური არჩევნების წინ საზოგადოებისგან საიდუმლო მასალების აღმოჩენის განზრახ დამალვაში, რადგან სკანდალურ ამბებს შესაძლოა დემოკრატების პოზიცია შეესუსტებინა.

    დოკუმენტების მეორე პარტია 20 დეკემბერს ვილმინგტონში ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს, კიდევ ერთი  დოკუმენტი კი 12 იანვარს.

    როგორც ამბობენ, დოკუმენტების აღმოჩენის შემდეგ პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს და იუსტიციის დეპარტამენტს.

    საიდუმლო დოკუმენტების საქმის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური დაინიშნა.

    ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს პრეზიდენტ ბაიდენის წინამორბედთან მიმართებაში. გასულ წელს FBI-მ გაჩხრიკა დონალდ ტრამპის რეზიდენცია ფლორიდაში, სადაც ასევე იპოვეს 300-ზე მეტი გრიფით „საიდუმლო“ და “სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტი.

    მანამდე, ტრამპის სახლის ჩხრეკის შედეგები კომენტირებისას, ბაიდენმა მისი წინამორბედის საიდუმლო დოკუმენტებისადმი დამოკიდებულებას  აბსოლუტურად უპასუხისმგებლო უწოდა.

    ამჯერად, როდესაც მას მსგავსი ინციდენტი დაემართა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დელავერში აღმოჩენილი დოკუმენტები „ქუჩაში არ ეყარა“, არამედ ავტოფარეხში იყო ჩაკეტილი.

  • ბრიტანეთის პოლიციამ პრემიერ მინისტრი სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა

    გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ პრემიერი  სუნაკი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, კერძოდ მოძრავი მანქანის უკანა სავარძელში ღვედის გარეშე ჯდომის გამო დააჯარიმა.

    ლანკაშირის პოლიციამ პარასკევს, საღამოს, 20 იანვარს, თავის Twitter მიკრობლოგზე გამოაცხადა, რომ ჯარიმა გამოიწერა “42 წლის მამაკაცზე ლონდონიდან”. დამნაშავის ვინაობა არ სახელდება.

    თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ სუნაკმა სრულად აღიარა თავისი შეცდომა, ბოდიშს იხდის და, რა თქმა უნდა, გადაიხდის ჯარიმას. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულმა ინციდენტის ვიდეომ კრიტიკა გამოიწვია და მას შემდეგ წაიშალა.

  • პატრიარქმა კირილმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მობილიზებისკენ, სამღვდელოებას კი “სიკვდილზე წამსვლელთა გაძლიერებისკენ„ მოუწოდა.

    მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს  და სხვა თანამშრომლებს, აქტიურად დაეხმარონ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუს ჯარისკაცებს.ომის მხარდამჭერ სიტყვაში, პატრიარქმა მაგალითად მოიყვანა 1812 წლის სამამულო ომი და დიდი სამამულო ომი, როდესაც ხალხი, მისი სიტყვებით, პატრიოტული იდეით ამოძრავებული, მობილიზებული იყო და მიხვდა, რომ გარე მტერი უზარმაზარ, ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნიდა  ქვეყანას.

    “ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან მართლაც მოხდა მთელი ხალხის მობილიზაცია“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა მოსკოვის ნათლისღების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ტრაპეზის დროს.

    რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ნარატივის შესაბამისად, პატრიარქმა განაცხადა, რომ ჩიხში შესულმა დასავლურმა ცივილიზაციამ იარაღი აიღო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მარტო დაუპირისპირდა  გლობალიზმს.

    ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად მისი თქმით  საჭიროა სამხედრო მოსამსახურეების  და მათი დახმარება, „ცეცხლის ხაზზე იმყოფებიან“.

    “ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მრევლის მობილიზება ნივთების, საკვების შესაგროვებლად. მოძებნეთ შესაძლებლობები, შეაგროვეთ ფული, გაგზავნეთ ამანათები, თუ შესაძლებელია, წადით, მხარი დაუჭირეთ სამხედროებს.“

    ასევე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა სასულიერო პირებს სთხოვა, არ დაივიწყონ სამხედრო მოსამსახურეების სულიერ საწრდოზე ზრუნვა და სიკვდილზე წამსვლელთა  სულიერი მხარდაჭერა.

    ”თქვენ უნდა შეძლოთ ადამიანს უთხრათ ისეთი რამ, რაც მას გააძლიერებს, მათ შორის, მაშინ, როდესაც გაცემულია ბრძანება ”შეტევაზე!”. ბრძანება, რომლის გარეშეც გამარჯვება არ შეიძლება, როცა უნდა ადგე და სიკვდილთან შესახვედრად წახვიდე. ჩვენი ბიჭები ხომ ახლა სწორედ ამას აკეთებენ – დგებიან  სანგრებიდან და მიდიან სიკვდილთან შესახვედრად,” – დასძინა მან.

    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქი კირილი არაერთხელ გამოთქვამდა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერას. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბოლო 11 თვის განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს არასოდეს გამოუთქვამს თანაგრძნობა ზოგადად უკრაინელი ხალხის, არც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო ჯერ კიდევ მის დამხმარე სტრუქტურად აღიქვამს)  მრევლისა თუ მსახურების მიმართ.

    „დადგა დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ტანჯულ ხალხთან და, პირველ რიგში, მათთან, ვინც სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს მართლმადიდებელ ხალხს დონბასში“, – თქვა კირილმა.

    2020 წლის ოქტომბერში გამოცემა პროექტმა (რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა უცხო ქვეყნის აგენტად) გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ პატრიარქ კირილის ნათესავები ფლობენ 225 მილიონი რუბლის ღირებულების უძრავ ქონებას.

    ამ კვირაში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.

  • ომის დასრულების სხვა გზა არ არსებობს, გარდა რუსეთის დამარცხებისა – პოდოლიაკი

    ”პასუხი გლობალურ უმოქმედობას…
    თქვენ მაინც დაეხმარეთ უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერეთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა არ არსებობს, გარდა რუსეთის ფედერაციის დამარცხებისა. მაგრამ დღევანდელი უმოქმედობა უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილია. უფრო სწრაფად იფიქრეთ. ”

    წერს უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • რუსეთის დანაკარგები ომში, მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს – გენერალი მარკ მილი

    “ბოლოს, როცა საჯაროდ ვისაუბრე რუსების დანაკარგებზე, ვთქვი, რომ ის 100 ათასს აჭარბებს, ახლა კი ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს. რუსებმა სამხედროების კოლოსალური ზარალი განიცადეს. საუბარია როგორც რეგულარულ, ისე დაქირავებულ “ვაგნერელებსა” და სხვა ძალებზე, რომლებიც იბრძვიან რუსების მხარეს”,

    განაცხადა აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილმა.

  • აშშ–მ “ვაგნერი“ საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა

    აშშ–მ  კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როგორც „საერთაშორისო დანაშაულებრივ ორგანიზაციად“ აღიარა.

    ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

    მსგავსი გეგმების შესახებ ადრე ამერიკული მედია აშშ-ის ხაზინაზე მითითებით წერდა, რომელიც სანქციების რეესტრს აწარმოებს.

    “ძლივს ვაგნერი და ამერიკელები კოლეგები არიან. ამიერიდან ჩვენს ურთიერთობას შეიძლება ეწოდოს “კრიმინალური კლანების გარჩევები”, – ციტირებს პრიგოჟინის  კომენტარს ამ საკითხზე მისი პრესსამსახური.