Category: მსოფლიო

  • რუსულ MiG-31k-ს ბელორუსის ცაში ცეცხლი გაუჩნდა

    რუსულ MiG-31K-ს რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების მატარებელს, ცეცხლი გაუჩნდა ბელორუსის ცაში- იუწყება Belaruski Gayun-ი.

    მინსკის რაიონის მოლოდეჩნოს რაიონის მცხოვრებლებმა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე ციდან ძლიერი აფეთქება გაიგეს. ტელეგრამ არხებზე იწერებოდა, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების ფანჯრები შეაზანზარა.

    მოხალისეები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ეს იყო ხანძრის შემდეგ ძრავის აჩქარების ხმა.

    „შედეგად, რუსეთის საჰაერო ძალების MiG-31K (RF-95194) იძულებული გახდა სასწრაფოდ შეეწყვიტა ფრენა და დაბრუნებულიყო მაჩულიშის აეროდრომზე“, -იუწყება ბელარუსკი გაიუნი.

    როგორც მოხალისეები ხაზგასმით აღნიშნავენ,MiG-31K-ის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც 25 დეკემბერს მაჩულიშის აეროდრომიდან აფრენას ცდილობდა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა – უკრანული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ბელარუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების მატარებელი.

  • უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრანული გამოცემები იუწყებიან, რომ ბელარუსში აფრინდა რუსეთის ფედერაციის MiG-31k VKS, რომელიც არის ე.წ. „ხანჯლების“ რაკეტების შემცველი.

    საჰაერო განგაშის შესახებ ცნობებს ადასტურებს ასევე უკრაინის შინაგან საქმეთა მინსიტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო.

  • აშშ მზადაა დაეხმაროს უკრაინას ოკუპირებულ ყირიმს დაარტყას- NYT

    შეერთებულმა შტატებმა შეიძლება აღიაროს, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, რომლითაც ოკუპირებულ ყირიმში სამიზნებზე დარტყმას შეძლებს. ამის შესახებ New York Times წერს.

    გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯი, თუნდაც ამან ესკალაციის რისკი გაზარდოს. თეთრმა სახლმა დაასკვნა, რომ თუ უკრაინელი სამხედროები აჩვენებენ რუსეთს, რომ ყირიმზე მის კონტროლს შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ეს გააძლიერებს კიევის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში. უფრო მეტიც, შეერთებული შტატები აღარ არის დარწმუნებული, რომ მოსკოვი გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ესკალაციის შემთხვევაში.

    როგორც დარა მასიკოტმა, RAND Corporation-ის პოლიტიკის უფროსმა მკვლევარმა თქვა, ყირიმი უკვე არაერთხელ დაიბომბა კრემლის მხრიდან მასირებული ესკალაციის გარეშე.

    ”უფრო მეტი სიცხადეა გამოჩნდა მათ თმენასთან დაკავშირებით  ზიანისა და თავდასხმების მიმართ,” – თქვა მან.

    სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის საზოგადოება ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს. ნახევარკუნძულზე დარტყმებმა შეიძლება გააძლიეროს რუსების რწმენა, რომ ომი უნდა მოიგონ. უფრო მეტიც, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ იციან, რა რეაქცია ექნება პუტინს, თუ უკრაინა ყირიმს ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით დაესხმება თავს.

    გამოცემა წერს, რომ ამის მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს თავის ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯს – უკრაინის დახმარებას 2014 წელს ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე შეტევაში. უკვე მიმდინარეობს დისკუსია აშშ-ს მიერ მოწოდებული იარაღის, მათ შორის HIMARS და Bradley AFV-ების გამოყენებაზე.

    თუმცა, როგორც მასალაშია ნათქვამი, პრეზიდენტი ბაიდენი ჯერ არ არის მზად უკრაინას მიაწოდოს შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები, რომლებიც კიევს დასჭირდება ნახევარკუნძულზე რუსული სამიზნეების გასანადგურებლად.

    ჟურნალისტების თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ყირიმი მნიშვნელოვანი სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმებისთვის. საუბარია სამხედრო ბაზებზე და ზურგში სამხედრო ეშელონებზე, რომლებიც დარტყმის სამიზნე გახდება.

    როგორც აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, უახლოეს თვეებში უკრაინულ ჯარებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრედლი რუსეთის სახმელეთო დერეფნის გასაწყვეტად ყირიმამდე. მისი თქმით, სწორედ ყირიმის სამხედრო ბაზები დაეხმარა რუსეთის ფედერაციას ასე სწრაფად დაეპყრო უკრაინის სამხრეთ რეგიონები  ომის დასაწყისში.

    გამოცემა ასევე წერს, რომ თუ უკრაინა ზაპოროჟიეს რეგიონის დეოკუპაციაზე კონცენტრირდება, მაშინ შესაძლოა წინასწარი დარტყმები  ყირიმში სამიზნეების განადგურებასაც მოიცავდეს.

  • გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ჩვენ აღარ ვართ დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე

    გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში.

    ლინდნერმა თქვა, რომ გერმანიამ  მისი  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სრული დივერსიფიცირება მოახდინა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

    ლინდნერის თქმით, ბერლინმა ენერგიის იმპორტის ახალი წყაროები მოიძია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეწყვიტა გაზის  მიწოდება ევროპაში.

    „დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ დღეს ის აღარ არის რუსეთიდან იმპორტზე დამოკიდებული, არამედ მსოფლიო ბაზრებზე“, – განაცხადა მან.

    ადრე გერმანიას რუსეთიდან მიეწოდებოდა გაზის მოხმარების დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი.

    რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება აგვისტოში შეუწყვიტა, ხოლო გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი ამ წლის დასაწყისში შეწყვიტა.

    ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიებაში ქვეყანამ ხელახლა გახსნა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები, შეაჩერა გერმანიის სამი დარჩენილი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და გაზარდა სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის საცავების მოცულობა., როგორიცაა ნორვეგია და აშშ.

    ლინდნერმა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, ყურადღება გაამახვილა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის ახალი ტერმინალის აშენების სისწრაფეზე – საცავი დაახლოებით რვა თვეში  აშენდა– თქვა მან.

    ”ეს მხოლოდ ერთი მაგალითია გერმანიის პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილებისა”, – თქვა მან.

    “ჩვენ მივხვდით, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უნდა გავაძლიეროთ კანცლერ მერკელის ეპოქის შემდეგ. ეს ეპოქა იყო ორიენტირებული წარსულის ძლიერ მხარეებზე და ახლა ჩვენ ვაშენებთ მომავლის ძლიერ მხარეებს”, – თქვა ლინდნერმა.

    ბატონმა ლინდნერმა ასევე თქვა, რომ გერმანიის ინფლაციამ პიკს გასულ წელს მიაღწია.

    „სავარაუდოდ, გლობალური ეკონომიკა და ევროპის ეკონომიკა აღდგება იმაზე სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

  • გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენები ბაიდენსა და შოლცს მოუწოდებენ უკრაინას ტანკები დაუყოვნებლივ მიაწოდონ

    მაიკლ მაკკოლმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და მაიკ როჯერსმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, მოუწოდეს აშშ-სა და გერმანიის მთავრობებს უკრაინას მიაწოდონ ტანკები და შორი მოქმედების რაკეტები, რაც მას რუსეთის დასამარცხებლად ჭირდება.

    “ბაიდენის ადმინისტრაციისა და ზოგიერთი ჩვენი ევროპელი მოკავშირის ამჟამინდელი ხელების ჩამოშვება და ყოყმანი  უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღები სისტემების მიწოდებაში,  2021 წლის სუსტ პოლიტიკას წააგავს, როგორიც იყო  სანქციების არშემოღება Nord Stream 2–ი მიმართ ან ამერიკული სტინგერების მიწოდება სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკამ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, არსებული გაურკვევლობა და თავშეკავება გაახანგრძლივებს მას, რაც უკრაინელებს სიცოცხლის  ფასად  დაუჯდებათ. დროა ბაიდენისა და შოლცის მთავრობებმა მიბაძონ ჩვენი მოკავშირეების მაგალითს დიდ ბრიტანეთში და აღმოსავლეთ ევროპაში –  დაუყოვნებლივ უნდა დამტკიცდეს Leopard 2 ტანკები, ATACMS და სხვა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი მართვადი საბრძოლო მასალების გადაცემა.“ – წერს ორი გავლენიანმა რესპუბლიკელი კონგრესმენი ერთობლივ განცხადებაში.

  • დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს – ზელენსკი

    “დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტი მკვლელობისთვის იყენებს” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

    “ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები სჭირდებოდა… დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრს უთმობს, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. თითქმის ერთი წელია უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთს წინააღმდეგობას უწევენ, ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ჩვენმა სწრაფმა ქმედებებმა დადებითი შედეგი მოიტანა”, – თქვა ზელენსკიმ.

    ზელენსკის თქმით, “მსოფლიო ყოყმანობდა”, როდესაც რუსეთმა 2014 წელს, ყირიმი აიღო და 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეიჭრა.

    “მსოფლიომ არ უნდა იყოყმანოს არც დღეს და არც არასდროს. მსოფლიომ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი თავის ახალ ნაბიჯებს გადადგამს. უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა გადააჭარბოს რუსეთის მომდევნო სარაკეტო თავდასხმების რიცხვს. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენა უნდა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის თავდასხმა უსაფრთხოებასა ან მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში”, – თქვა ზელენსკიმ.

  • ყველაფერი რასაც ვაკეთებთ არის ომის შეჩერების მცდელობა – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმქ განაცხადა, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ დონბასში ომის შესაჩერებლად დაიწყო.

    „ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის სპეცოპერაციით, არის ამ ომის შეჩერების მცდელობა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

    მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი მტკიცება, რომ დონბასის მიწები, პირველ რიგში, რუსულია.

  • მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს – დუდა

    “მსოფლიო უსაფრთხო რომ იყოს, რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს. ის ამ ომს ვერ მოიგებს, ამიტომ მალე ახალს დაიწყებს, ამაში ეჭვი არ მეპარება”,

    ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 17 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ვერტმფრენში მყოფთაგან ყველა დაიღუპა

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლის თქმით, კიევის მახლობლად მდებარე ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე ცხრა ადამიანი იმყოფებოდა.

    წინასწარი მონაცემებით, გადარჩენილები არ არიან, განაცხადა კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე.

    მან ასევე დაადასტურა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და  სამინისტროს ხელმძღვანელები.

    როგორც  მანამდე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, დაღუპულებს შორის იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ელინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

    ტიმოშენკოს თქმით, ისინი მიდიოდნენ “ერთ-ერთ ცხელ წერტილში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს”.

    ამ დროისთვის ცნობილია 18 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

    ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღის შენობასთან დაეცა.

    კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. განიხილება სხვადასხვა ვერსია.

  • კიევის ოლქში ავიაკატასტროფას უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა

    კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარიში  უკრაინის საგანგებო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და სამინისტროს სხვა თანამშრომლები დაიღუპნენ.

    ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

    „დღეს დილით 18 იანვარს, საგანგებო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა ბროვარიში. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა დაიღუპა: მინისტრი, პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი“ – აცხადებს კლიმენკო.

    ეროვნული პოლიციის უფროსმა, იჰორ კლიმენკომ თქვა, რომ დაღუპულთაგან 9 თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა, ბროვარის აღმოსავლეთ გარეუბანში.

    დაღუპულთაგან ორი ბავშვია.

    კიდევ 22 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 10 ბავშვია.