Category: მსოფლიო

  • ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის იამპოლივკას, სპირნეს, რაზდოლოვკას, ბლაგოდატნოეს, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას და პარასკოვიევკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინისთვის გამანადგურებლების გაგზავნა “არაპრაქტიკულია” – ბრიტანეთი

    ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის პრესსპიკერმა განაცხადა რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია.დიდმა ბრიტანეთმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც კიევმა მოკავშირეებს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდა.

    “მოერიშე თვითმფრინავები ძალიან კომპლექსურია და ფრენის სწავლას თვეები სჭირდება. ამის გათვალისწინებთ, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია”. – აღნიშნა მან.

  • აშშ უკრაინას 150 კმ დისტანციის რაკეტებს გადასცემს – Reuters

    სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინისთვის 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადაცემას.

    ამ თემაზე წინა ინფორმაციაში სააგენტო წერდა, რომ აშშ-ს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის მართვადს რაკეტებს  Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) .

    ეს ამერიკულ–შვედური წარმოების რაკეტების გაშვება მათ შორის  HIMARS-ის დანადგარებიდანაც არის შესაძლებელი და შეუძლიათ მოძრავ სამიზნეებზე დარტყმა მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე.

    აქამდე რაკეტების დიაპაზონი, რომელსაც ამერიკელები და სხვა მოკავშირეები აწვდიდნენ უკრაინის არმიას, იყო 80 კილომეტრზე ცოტა მეტი – ეს რაკეტებიც ასევე  HIMARS–ისთვის გამოიყენებოდა.

    უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შეიძლება გაისროლონ HIMARS-ის დანადგარებიდან. ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ ასეთი იარაღის გადაცემაზე – არაოფიციალურად, იმის გამო, რომ უკრაინელები დაიწყებენ დარტყმას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც შეიძლება ომის უკონტროლო ესკალაცია გამოიწვიოს .

    Reuters-ის ცნობით, ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე ამ კვირაში გამოცხადდება.

  • ზელენსკიმ ახალი საკადრო წმენდა დააანონსა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია საკადრო ცვლილებები ქვეყნის ხელმძღვანელობაში და ყველას, ვინც არ დააკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნებს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

    „ახლა არის გარკვეული საკადრო სიმშვიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადაწყვეტილებები მიიღება. სისტემაში ვინც არ აკმაყოფილებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ფუნდამენტურ მოთხოვნებს, არ უნდა ისხდნენ სავარძლებში“, – თქვა მან საღამოს მიმართვაში.

    ზელენსკიმ უკრაინაში ახალი რეფორმების მომზადებაზეც ისაუბრა.

    „რეფორმები, რომლებიც შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას მრავალი ასპექტით – მათ უფრო ჰუმანურს, გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა და პირობა დადო, რომ დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს.

  • რიში სუნაკი: დროა გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა

    რუსეთსა და უკრაინას შორის გახანგრძლივებული სამხედრო დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის აძლევს ხელს, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგ, რაც შეისწავლა ბრიტანეთის მიდგომა კონფლიქტთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბერში პრემიერ მინისტრი გახდა.

    სუნაკის თქმით, ახლა არის უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის გააქტიურების შესაძლებლობა.

    „პრემიერმა თქვა, რომ ახლა აშკარაა, რომ რუსეთს არ აქვს ინიციატივა და არის შესაძლებლობა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინის მუდმივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ, რაც სუნაკმა ეს საკითხი აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის ლიდერებთან განიხილა.

    გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ეს ახალი სტრატეგია მხარდაჭერის გასაძლიერებლად მოიცავს უფრო აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას და სამხედრო კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენის დაგეგმვას.

    მანამდე სამშაბათს ბრიტანეთის კაბინეტს ეცნობა, რომ რუსეთის ძალებს აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობა ჰქონდათ.

    მინისტრებს უთხრეს, რომ რუსეთი განიცდის “მნიშვნელოვან გამოფიტვას მისი ზოგიერთი ყველაზე ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფში“ რადგან აშშ-ის შეფასებით, დაახლოებით 188,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა და რუსულმა არმიამ დაკარგა ტანკების ორი მესამედი.

  • უკრაინა დახმარების პირველი ტალღით 140-მდე ტანკს მიიღებს – კულება

    “სატანკო კოალიციას ახლა 12 წევრი ჰყავს. მინდა აღვნიშნო, რომ მიწოდების პირველი ტალღით უკრაინა 120-დან 140-მდე ტანკს მიიღებს”.

    აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრო დმიტრო კულება.

  • ყველაფერი ყირიმში დაიწყო და იქ დასრულდება – ბუდანოვი

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა  გენერალ-მაიორ კირილ ბუდანოვმა Washington Post-თან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ უკრაინული ჯარების შესვლა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგებს მან უპასუხა – “ეს არაა სიმართლე. და ყირიმი დაგვიბრუნდება. მეტს გეტყვით: ყირმიში ყველაფერი 2014 წელს დაიწყო და ყველაფერი იქ დამთავრდება”.

    • “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყირიმი ზაფხულისთვის სამშობლოს დაუბრუნდეს”, – თქვა ბუდანოვმა. 
  • სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით? – კადიროვი ევროპას

    “სად იყავით, როცა იჩქერიისთვის ვიბრძოდით, როცა დამოუკიდებლობის ინტერესს ვიცავდით? რატომ არ დაგვიჭირეს მხარი ევროპულმა სახელმწიფოებმა, მათ შორის უკრაინამ და დღეს რატომღაც გადაწყვიტეთ, რომ არარსებულ სახელმწიფოს დაუჭიროთ მხარი?”.

    ასე გამოეხმაურა, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის სიტყვებს, რომ ჩეჩნეთი “დამოუკიდებლობას იმსახურებს”.

  • რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს – არის მსხვერპლი

    რუსმა ოკუპანტებმა ხარკივი დაბომბეს – არის მსხვერპლი – აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

    “გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს კუპიანსკი, ვოლჩანსკი, სტრელეჩაია, დვურეჩნაია და ხარკივის, ჩუგუევსკის და კუპიანსკის ოლქების სხვა დასახლებები.

    ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად, სამწუხაროდ, 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 83 წლის ქალი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საშუალო სიმძიმის მდგომარეობით”, – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

  • უკრაინისთვის გადაცემული 60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს საბრძოლო მანქანა უკვე გზაშია

    60-ზე მეტი ამერიკული Bradley-ს ქვეითი  საბრძოლო მანქანა უკვე მიცურავს ევროპისკენ.აშშ-ს არმიის სატრანსპორტო სარდლობამ განაცხადა, რომ 60-ზე მეტი ბრედლის ტვირთი გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტიდან გაიგზავნა.

    ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანები უკრაინისთვის 2,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იანვრის დასაწყისში გამოაცხადა.

    აშშ–ს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაში აცხადებენ, რომ ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით.

    ” Bradley არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზრდის მათ შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ ბრძოლის ველზე წინსვლა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება”, – განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჟაკლინ ვან ოვოსტმა.