უკრაინის 9 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა – გავრცელებული ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის კიროვოგრადში, პოლტავაში, ზაპორიჟიეში, დნიპროპეტროვსკში, ხერსონში, დონეცკში, მიკოლაივში, სუმსა და ხარკოვში.
უკრაინის 9 ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა – გავრცელებული ინფორმაციით, სირენების ხმა ისმის კიროვოგრადში, პოლტავაში, ზაპორიჟიეში, დნიპროპეტროვსკში, ხერსონში, დონეცკში, მიკოლაივში, სუმსა და ხარკოვში.
პაკისტანის ქალაქ პეშავარში პაკისტანში მეჩეთში აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა ხოლო 125 კი დაშავდა.
თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.
მელიტოპოლში კადიროველებმა რუსული ტელეარხის, НТВ–ს პროპაგანდისტი ჟურნალისტი, ოლგა ზენკოვა გააუპატიურეს, ოპერატორი არტემ ეპიფანოვი კი სცემეს. გადამღები ჯგუფი მელიტოპოლში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდა.
ტელეგრამ არხების ინფორმაციით რუსეთის ფედერაციაში ამ თემის გაშუქება აიკრძალა, თუმცა არხმა უკვე მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.
როგორც არხის განცხადებაშია აღნიშნული ოლგა ზენკოვა და ოპერატორი არტემ ეპიფანოვი ქალაქში სარედაქციო დავალებაზე იმყოფებოდნენ. 17 იანვარს ისინი “ვორონცოვსკის“ რესტორანში სადილობდნენ, როდესაც დაესხა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი, რომლებმაც თავი “ახმატის ბატალიონის მებრძოლებად” წარმოადგინეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ოპოერატომა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღო, რაც მელიტოპოლის საავადმყოფოში დადასტურდა, ოლგა ზენკოვას წინააღმდეგ კი “პირთა ჯგუფმა ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედება.“

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინციდენტის შესახებ მაშინვე ეცნობა მელიტოპოლის სამხედრო კომენდატურას და სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა ტელეკომპანიის თანამშრომლებს საქმის აღძვრაზე და ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დაფიქსირებაზე უარი უთხრეს.
ტელეგრამ არხები წერენ, რომ ამ თემის გაშუქება მაშინვე აიკრძალა, რათა „რუსეთის ფედერაციის არმიის დისკრედიტაცია არ მომხდარიყო. ტრადიციულად, საქმის მიჩქმალვას ცდილობენ, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში უკვე მივიდა.“
ტელეარხის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რომ ოლგა ზენკოვა ნამდვილად მუშაობს მათთან. ეკატერინბურგში 1983 წლის 21 ივლისს დაბადებული ზენკოვა ვებსაიტზე განთავსებულია განყოფილებაში “კორესპონდენტები რეგიონებში”.
ზენკოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშაა ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო.
ეპიფანოვი ასევე НТВ-ზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს.მან გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეორგოლები ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ოკუპირებულ ნაწილში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით სამხრეთ უკრაინის ქალაქ მიკოლაევში ჩავიდა.მან განიხილა ოპერაციული სიტუაცია სამხრეთ უკრაინაში, ასევე ოკუპანტების მიერ სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგები. ასევე განხილული იყო რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, მისი დაცვის საშუალებები და აღდგენის ტემპი.
“სამუშაო ვიზიტი მიკოლაევის რეგიონში. რეგიონი გმირულად უძლებს ტერორისტების ყველა თავდასხმას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე რეგიონში არსებულ ვითარებაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
“რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, ეს არაა სიმართლე. უფრო სწორად, ტყუილია. მეტიც, გეტყვით, ეს ან გააზრებული ტყუილია და ინდა ვკითხოთ რა მიზნით აირჩია ეს გზა, ან გაუაზრებელია, ვერ გაიგო, რაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტი პუტინი”.
ასე ეხმაურება, კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაემუქრა.
შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა ქვეყნების ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს სადაც მას ვლადიმერ პუტინი დაემუქრა. “რაღაც მომენტში დამემუქრა და მითხრა, ბორის, არ მინდა რამე დაგიშავო, მაგრამ რაკეტით მხოლოდ წუთი დასჭირდებაო, თუ რაღაც მსგავსი”.
“F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებაზე მუშაობა გრძელდება, არის პოზიტიური სიგნალები პოლონეთიდან, რომელიც მზადაა NATO-სთან კოორდინაციით [F-16] გადმოგვცეს. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები – მშვენიერი კომპანიაა რუსი მტრების სასუქად გადაქცევისთვის”,
აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
”რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ჩვენი გმირები ფრონტზე მსოფლიოსგან, მით უფრო მალე დასრულდება რუსეთის აგრესია და მით უფრო საიმედო იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის ომის შემდეგ. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა წააგოს. ადამიანების სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს. ეს ასეც იქნება.”
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმებით დაემუქრა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ სატელეფონო საუბრისას.
ფილმი, რომელიც ომის დაწყებამდე მსოფლიო ლიდერებთან პუტინის ურთიერთობას ასახავს, ეთერში ორშაბათს საღამოს გავა.
„რაღაც მომენტში, ის რაღაცნაირად დამემუქრა და მითხრა: „ბორის, არ მინდა ტკივილი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, თუ რაღაც ამდაგვარი“, – ციტირებს ჯონსონს პუტინის სიტყვები.
ხანგრძლივი სატელეფონო საუბარიგასული წლის თებერვალში შედგა და პუტინის კომენტარი კი ჯონსონის გაფრთხილებას მოჰყვა, რომ რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა.
”ვფიქრობ, რომ მისი [პუტინის] ძალიან მშვიდი ტონიდან გამომდინარე, იმ განყენებული პოზიდან გამომდინარე, რომელიც მას ჰქონდა, მან უბრალოდ ითამაშა ჩემს მცდელობებზე, ის მოლაპარაკებებზე წამომეყვანა” – თქვა ყოფილმა პრემიერმა.
ჯონსონი ასევე ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტისთვის გაეგებინებინა, რომ უკრაინა მალე არ შეუერთდება ნატოს და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი შეჭრა რუსეთის საზღვრებზე “მეტ ნატოს და არა ნაკლებ ნატოს” ნიშნავდა.
მან თქვა: ბორის, შენ ამბობ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში. რას ნიშნავს უახლოესი მომავალი?“ და მე ვუთხარი: “კარგი, ის არ აპირებს ნატოში შესვლას განჭვრეტად მომავალში. შენ ეს კარგად იცი“.
უცნობია, რამდენად სერიოზული იყო პუტინის მუქარა, მაგრამ წარსულში დიდ ბრიტანეთში განხორციელებული რუსული თავდასხმების,( მათ შორის სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში), რუსეთის ლიდერის მხრიდან ნებისმიერი მუქარა, სავარაუდოდ, სერიოზულად იქნა მიღებული ჯონსონის მიერ, ამბობენ BBC-ის კორესპონდენტები.
ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს შეუძლიათ მიიღონ წვდომა უკრაინაში ტიტანის საბადოებზე – ლითონზე, რომელიც გამოიყენება საბრძოლო თვითმფრინავების, ვერტმფრენების, გემების, ტანკების და შორი მოქმედების რაკეტების დასამზადებლად.
ამის შესახებ Newsweek-ი წერს.
აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ტიტანი დაასახელა, როგორც 35 მინერალიდან ერთ-ერთი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუმცა, აშშ –ს რკინის მადნის 90%-ზე მეტი კვლავ იმპორტირებულია.
უკრაინა ერთ-ერთია იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებიც ტიტანს მოიპოვებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. 29 იანვარს კანადურ ტელეარხ CBC-სთან ინტერვიუში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციაში დიდი წვლილს შეიტანს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების, ასევე საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჟურნალისტ როზმარი ბარტონთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად სჭირდება რეაქტიული გამანადგურებლები, თვითმფრინავები და შესაძლოა რაკეტები რუსეთის საწვავის და საბრძოლო მასალის საწყობებზე თავდასხმისთვის, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ცენტრებზე დასარტყმელად.
ამავდროულად, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განვითარების კვალდაკვალ, უკრაინამ დაიწყო სამხედრო აღჭურვილობის მიღება, რომელზეც მას ოდესღაც უარს ეუბნებოდნენ, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო იარაღის, ასევე შორ მანძილზე მსროლელი საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების.
რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ კვირაში ახალი მოლაპარაკებები გაიმართება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.
”ჩემთვის ყველაფერი, რაც დღეს შეუძლებელია, ხვალ გახდება შესაძლებელი”, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.
რაც შეეხება ტანკებით უზრუნველყოფას, მინისტრმა აღიარა, რომ დრო დასჭირდება მათ მიღებას და ეკიპაჟების მომზადებას აღჭურვილობის გამოყენებისთვის. ამავდროულად, რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ ეკიპაჟები მზად იქნებიან საგაზაფხულო კამპანიისთვის, 2023 წლის მარტისთვის.
მანამდე, CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ დასავლური ტანკები გამოყენებული იქნება რუსეთის თავდაცვის ხაზების გასარღვევად. მისი თქმით, დასავლური მძიმე იარაღის მიწოდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ კონტრშეტევა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 29 იანვარს Tagesspiegel-თან ინტერვიუში გააკრიტიკა მუდმივი მოთხოვნები უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის რუსეთთან საბრძოლველად გადაცემის შესახებ. პოლიტიკოსმა დაიჩივლა, რომ როგორც კი ერთი გადაწყვეტილება მიიღება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, გერმანიაში ახალი დებატები იწყება.