Category: მსოფლიო

  • ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – ისრაელის პრეზიდენტი

    ლიკვიდირებულ ტერორისტს ადამიანების წამების ინსტრუქციის წიგნი ჰქონდა – შესაბამისი განცხადება,  ამის შესახებ, CNN-თან ინტერვიუში,  ისრაელის პრეზიდენტმა  იცხაკ ჰერცოგმა გააკეთა. გაკეთებული განცხადების დასტურად პრეზიდენტმა, პირდაპირ ეთერში ტერორისტის წიგნი აჩვენა, რომელშიც ახსნილია, თუ  როგორ უნდა შეიჭრას ისრაელში. წიგნში ასევე მოცემულია მოსახლეობის მოტაცებისა და წამების ინსტრუქციები.

    “საქმე ეხება არა ისრაელისა და პალესტინელების დაპირისპირებას, არც იუდაიზმისა და ისლამის დაპირისპირებას, არამედ საქმე ეხება კაცობრიობას – ბოროტები ვართ, თუ კეთილები”. – თქვა ჰერცოგმა ინტერვიუში.

  • ღაზის ჩრდილოეთი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – IDF

    ევაკუაციის გაფრთხილების გამოცხადების შემდეგ, ღაზის ჩრდილოეთი ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერი აცხადებს.

    ისრაელის თავდაცვის ძალები ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები”. სამხრეთ ღაზა იბრძვის ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად.

  • ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის ერთ–ერთი მეთაურის მკვლელობის შესახებ გამოაცხადეს

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჰამასის სამხრეთ ეროვნული უსაფრთხოების ოლქის ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ისრაელის პოლიციის ექვივალენტი. განცხადების მიხედვით, მოკლული მეთაურის სახელია მატაზ ეიდი.

    „გარდა ამისა, განადგურდა ათობით სამხედრო შტაბი, რიგი სადამკვირვებლო პუნქტები, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის რამდენიმე სარაკეტო პოზიცია“, – ნათქვამია ცაჰალის განცხადებაში, რომელიც  მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    კვირას ისრაელის თავდაცვის არმიის  ძალებმა მრავალი შეტევა მიიტანეს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ჯამში 250 სამიზნე გაანადგურეს.

  • ეგვიპტის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი გაიხსნება–ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

    აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დღეს განაცხადა, რომ ღაზასა და ეგვიპტეს შორის საკონტროლო–გამშვები პუნქტი, რაფაჰი გაიხსნება. ეს განცხადება ბლინკენმა ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფათაჰ ას–სისისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

    “რაფაჰი გაიხსნება. გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან ერთობლივად ჩვენ ვქმნით მექანიზმს, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება დახმარების მიღება და მათი იმ ადამიანებისთვის მიწოდება, ვისაც ეს ჭირდება.“– თქვა ბლინკენმა.

    ისრაელმა ღაზასთან ორი საკონტროლო–სასაზღვრო პუნქტი დაკეტა და ტერიტორიის სრული ბლოკადა დააწესა. შედეგად, რაფაჰის საკონტროლო–გამშვები პუნქტი ერთადერთ და რეალურ გზად რჩება ღაზას ანკლავიდან ხალხის გასაყვანად და იქ ტვირთების შესატანად. თუმცა ამ დრომდე ისიც შეზღუდულად მუშაობს.

    მოლაპარაკებებში იმის შესახებ, როდის და რა მაშტაბით  გაიხსნება საკონტრლო პუნქტი, რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

    ბლინკენმა დღეს ასევე განაცხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თურქეთში აშშ–ს ყოფილი ელჩის, დევიდ სატერფილდის დანიშვნის შესახებ დახმარების აღმოსაჩენად ძალისხმევის კოორდინაციის ხელმძღვანელად. ბლინკენმა განაცხადა, რომ სატერფილდი ისრაელში ორშაბათს ჩავა და საკითხების კოორდინირებას დაიწყებს.

    ბლინკენი, რომელიც ამ დღეებში რეგიონულ ლიდერებს, მათ შორის საუდის არაბეთის, ბაჰრეინის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ლიდერებს შეხვდა, ამბობს, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა როგორც ეგვიპტის ლიდერთან, ასევე საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბენ სალმანთან.

    მან დასძინა,რომ ყველა ქვეყანა, ვისაც ის ესაუბრა იზიარებს აშშ–ს ადმინისტრაციის მიზანს – ესკალაციის პრევენციას და სამოქალაქო პირებისთვის დახმარებას.

    ბლინკენის განცხადებით აშშ მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა იმედი აქვს, რომ ისრაელის რეაგირება იმგვარი იქნება, რომელიც დაადასტურებს საერთო ფასეულობებს, რაც მათ აქვთ ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებასთან მიმართებაში.

    “მნიშვნელოვანია, როგორ გააკეთებს ამას ისრაელი. მან ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ დაადასტუროს ჩვენი ერთობლივი ფასეულობები ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემასთან დაკავშირებით და სიფრთხილის ყველა ზომა მიიღოს, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანი. სამოქალაქო პირები არ უნდა იტანჯებოდნენ ჰამასის სიმხეცის გამო.“–თქვა ბლინკენმა.

    აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ იქნება ისრაელის გვერდით “დღეს, ხვალ, და ყოველდღე.“

    ბლინკენი ირწმუნება, რომ აშშ–ს მოიერიშე ჯგუფების მიზანი,  რომლებიც რეგიონში არიან მობილიზებული, არ არის რაიმეს პროვოცირება. ისინი უბრალოდ მკაფიო სიგნალს გზავნიან შეკავებისთვის, რომ არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ამ კონფლიქტს გააფართოებს ან ხელს შეუწყობს ისრაელის წინააღმდეგ აგრესიას ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან:

    “არავინ უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც ცეცხლზე ნავთს დაასხამდა ნებისმიერ სხვა ადგილზე. მგონი ეს სრულიად ცხადია“–დასძინა მან.

  • ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთში წყლის მიწოდება აღადგინა

    აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CNN-ს განუცხადა, რომ როგორც მას ისრაელელმა კოლეგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში წყლის მიწოდება აღდგენილია.

    გამოცემა The Times of Israel–ის წყარომ სამთავრობო წრეებიდან ეს ინფორმაცია დაადასტურა.

    ამგვარად, ისრაელმა შეამსუბუქა ღაზას სექტორის ბლოკადა, რომელიც 8 ოქტომბერს შემოიღო.

    როგორც BBC წერს, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილს სამოქალაქო მოსახლეობისთვის უსაფრთხო სექტორად ამზადებენ.

  • ისრაელის ქალაქ სდეროტში მოსახლეობის სრული ევაკუაცია მიმდინარეობს

    ისრაელის ქალაქ სდეროტს მოსახლეობა ტოვებს. ეს ქალაქი 30 ათასიანი მოსახლეობით ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ის 1950–იანი წლების დასაწყისში აშენდა ნეგევის უდაბნოს ათვისების ფარგლებში და ღაზას სექტორის ჩრდილოეთ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

    ქალაქის მერის მოადგილე, ელად კალიმი მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მოსახლეობის ორი მესამედი უკვე ევაკუირებულია, კიდევ რამდენიმე ათასი ქალაქს ახლო მომავალში დატოვებს.

    7 ოქტომბრიდან ამ ქალაქს ღაზას სექტორის მხრიდან 75 რაკეტა ესროლეს. ერთ–ერთი რაკეტა სდეროტში დღეს აფეთქდა.

    ისრაელის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთელი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროცესი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. სდეროტელები თელ–ავივის, იერუსალიმის და აილათის სასტუმროებში გადაყავთ.

    ვიცე–მერის თქმით, ევაკუაციაზე უარს ამბობს მოსახლეობის დაახლოებით 10%, ანუ 3 ათასი ადამიანი.

    “ბევრი ადამიანი ისეთივე განცდებშია, როგორც მე პირადად, ამბობენ, რომ ვერაფრით ვერ გამოვიყვანთ საკუთარი სახლებიდან. თანაც, ამბობენ, სად უნდა წავიდეთ? თელ–ავივში? ბოევიკები ხომ იქაც აპირებენ მოსვლას“– ამბობს ვიცე მერი.

  • ისრაელის არმია აცხადებს, რომ “ომის შემდეგი საფეხურისთვის“ ემზადება

    ისრაელის არმია აცხადებს, რომ ის ჰამასის წინააღმდეგ “ომის შემდეგი საფეხურისთვის“ ემზადება,  რომელიც  კომბინირებული იქნება – საჰარო, საზღვაო და სახმელეთო შეტევებით, და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციებით“.

    ომის ახალ საფეხურზე ჩაერთვება ასობით ათასი მობილიზებული რეზერვისტი, რომლებიც “ოპერატიული შეტევითი გეგმების ფართო სპექტრს მოიცავენ“–ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “კომბინირებულ და კოორდინირებულ დარტყმებთან“ ერთად ისრაელის სახმელეთო ჯარები და სამხედრო ზურგის სამსახურის ხელმძღვანელობა ცაჰალის მებრძოლებს “საბრძოლო მოქმედებების ფართო არენისთვის“ ამზადებენ.

    შესაბამისმა ძალებმა ბოლო დღეებში მიიღეს ბრძოლის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა – აცხადებენ სამხედროები.

    “ცაჰალის ბატალიონები და ჯარისკაცები, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი, და იმაღლებენ ოპერატიულ მზადყოფნას ომის შემდეგი ეტაპებისთვის, აქცენტს აკეთებენ მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციებზე“– ნათქვამია განცადებაში.

    მთელი კვირის განმავლობაში იკვეთებოდა იმის ნიშნები, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადებოდა. ამ მჭიდროდ დასახლებულ ანკლავზე შეტევა ისრაელის არმიამ მას შემდეგ დაიწყო, რაც 7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფება ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და 1300 მშვიდობიანი მოქალაქე სასტიკად მოკლა.

    ისრაელის არმიამ უკვე მოახდინა 300 000-ზე მეტი რეზერვისტის მობილიზაცია ღაზას სექტორში შეჭრისთვის, რომელიც სავარაუდოდ უპრეცედენტო იქნება.

  • “აი, რა მოგივათ თუ ღაზაში შემოხვალთ“–ჰამასი ისრაელის არმიას ემუქრება

    ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომლის სახელწოდებაა: “აი რა გელოდებათ, თუ ღაზაში შემოხვალთ“. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება და მასზე გათამაშებულია ისრაელის ტანკის განეიტრალება, ტანკისტის ტყვედ აყვანა და ჰამასის გვირაბში ჩაყვანა.

    შეგახსენებთ, ისრაელის არმია ღაზაში სახმელეთო ოპერაციას იწყებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ უკვე განახორციელეს რამდენიმე რეიდი. პარალელურად კვლავ მიმდინარეობს ღაზას სექტორის დაბომბვა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისრაელის არმიის მოთხოვნას დაემორჩილა, ტერიტორია დატოვა და ღაზას სექტორის სამხრეთით გადავიდა.

  • ისრაელის სამხედროები: ჰამასის მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა სამხრეთ ისრაელზე თავდასხმას მოკლულია

    ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ ჰამასის ნუხბას ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური ალი კადი საბრძოლო თვითმფრინავიდან  დარტყმის შედეგად დაიღუპა.

    ისრაელის სამხედროების თქმით, ის მეთაურობდა ძალებს, რომლებიც სამხრეთ ისრაელში გასულ შაბათს შეიჭრნენ.

    ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმა მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია კადის ადგილსამყოფელის შესახებ.

    მანამდე ისრაელის არმიამ ჰამასის საჰაერო ძალების მეთაურის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

  • როგორია ღაზაში სახმელეთო ოპერაციის შესაძლო სცენარები და რა სირთულეებს წააწყდება ისრაელის არმია

    ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას ამზადებს– რა სირთულეებს შეიძლება შეეჯახოს ისრაელის არმია

    ისრაელის არმია აცხადებს, რომ მზადაა ჰამასის მებრძოლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციისთვის. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედროებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ღაზას სექტორი აღარასოდეს იქნება იგივე.

    ისრაელმა შეუწყვიტა საკვების, წყლის, საწვავის და ელექტროენერგიის მიწოდება სექტორს და მისი არმია ახორციელებს მასიურ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს ჰამასის სამხედრო ობიექტებზე. დაჯგუფების წარმომადგენლები იმუქრებიან, რომ მოკვლავენ ისრაელელ და უცხოელ მძევლებს, თუ ისრაელი გააგრძელებს დაბომბვას.

    გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის თქმით, შაბათს ჰამასის იერიშის დროს გატაცებული 100-დან 150-მდე მძევალი ღაზაში იმყოფება. ამ დროისთვის თავდასხმის მსხვერპლი 1200-ზე მეტი ადამიანი გახდა – ძირითადად ისრაელის მოქალაქეები, ასევე უცხოელები. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპულია 1800–მდე ადამიანი.

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზას სექტორის საზღვარზე განალაგეს ქვეითი ძალები და ჯავშანტექნიკა რამდენიმე ასეული ათასი რეზერვისტის ჩათვლით.
    მაგრამ, როგორც ჩანს, სამხედრო მეთაურები არ ჩქარობენ ამ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ისინი აცხადებენ, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება და რომ ჰამასის დამარცხება არ არის დღეების ან კვირების საკითხი.

    • როგორია ღაზაში მოახლოებული სახმელეთო ოპერაციის შესაძლო სცენარები და რა სირთულეებს წააწყდება ისრაელის არმია აუცილებლად?

    ღაზას სექტორი არის პალესტინის ანკლავი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელიც გამოყოფილია ძლიერი ბარიერის სისტემით ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ისრაელისგან და სამხრეთით ეგვიპტისგან. მისი ფართობია 363 კვ. კმ, ანუ ტერიტორიულად ის უფრო მცირეა ვიდრე რომელიმე მილიონიანი ქალაქი მსოფლიოში, მაგრამ მოსახლეობის თვალსაზრისით ამ ფართობის ნებისმიერ ქალაქს აღემატება – აქ 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

    თუ გავითვალისწინებთ, რომ ღაზაში არ არის მაღალსართულიანი შენობები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოსახლეობის რა სიმჭიდროვეა აქ, მაგრამ ღაზას ტერიტორია ასევე შეიცავს სოფლებს მინდვრებითა და საძოვრებით.

    აქვეა ათიათასობით შეიარაღებული და ფანატიკოსი ისლამისტის ადგილსამყოფელი, , რომლებსაც მხარს უჭერს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

    „ჰამასს უშიშროების ძალებში ჰყავს 40 ათასი ბოევიკი და ეს არის არმიის ტიპის ფორმირებები – დისციპლინა, თავდაცვისთვის გრძელვადიანი მომზადება, ღაზას ქვეშ გათხრილია ათობით კილომეტრიანი გვირაბები და ბუნკერები“, – განუცხადა BBC-ს ისრაელის სამხედრო ექსპერტმა დევიდ შარპმა. . მისი შეფასებით, ღაზაში სიდიდით მეორე ჯგუფს, ისლამურ ჯიჰადს კიდევ 10 ათასი მებრძოლი ჰყავს.

    „მათი შეიარაღება ძალიან კარგია, გარდა ცეცხლსასროლი იარაღისა, აქვთ მრავალი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, მათ შორის რუსული კორნეტები, აქვთ დიდი რაოდენობით MANPADS, ყველა კალიბრის ნაღმტყორცნები 120 მმ-მდე. „ისლამურ ჯიჰადს“ და „ჰეზბოლას“ აქვს 15 ათასი ან მეტი სარაკეტო არსენალი, ეს არის რაკეტები, რომელთა მანძილი შვიდიდან 150 კილომეტრამდეა“, – ამბობს ის.

    2005 წლიდან, როცა ისრაელის ჯარები ღაზადან გავიდა და ებრაული დასახლებები ევაკუირებული იქნა, IDF-მ იქ ჩაატარა სულ მცირე რვა სამხედრო ოპერაცია – ორჯერ 2006 წელს, 2008, 2008-2009, 2012, 2014, 2021 და 2023 წლის მაისში.

    ყველა მათგანი შეზღუდული იყო როგორც დროით, ასევე მოცულობით და მიზნად ისახავდა მშვიდობის დამყარებას სარაკეტო თავდასხმებისა და ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობის საპასუხოდ. შეიძლება დიდი ხნით არა, მაგრამ მათ იმ მომენტში პრობლემა გადაჭრეს.

    დღევანდელი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. ისრაელს არაბ-ისრაელის ომების შემდეგ ერთდროულად ამდენი ადამიანი არ დაუკარგავს, ამიტომ ძნელი არ არის ისრაელების გაგება, რომლებიც შაბათის თავდასხმის ზარალს აღიქვამენ არა მხოლოდ როგორც პალესტინის მორიგ თავდასხმას, არამედ როგორც სახელმწიფოს არსებობის საფრთხეს.

    შესაბამისად, პასუხი უპრეცედენტო უნდა იყოს – ისრაელი გეგმავს მთლიანად აღმოფხვრას ჰამასის დაჯგუფება, უპირველეს ყოვლისა მისი სამხედრო ფრთა, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად არა მხოლოდ ისრაელში, არამედ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირში.
    „ჩვენ ვსაუბრობთ შორსმიმავალ და მკაფიო მიზანზე – მთლიანად ან თითქმის მთელ სექტორზე სრული კონტროლის აღება. ეს ძალიან რთული ამოცანაა“, – ამბობს დევიდ შარპი.

    ისრაელისთვის საფრთხე სხვა მიმართულებიდანაც მოდის – ძირითადად ლიბანის სამხრეთიდან, სადაც დაფუძნებულია პროირანული დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ჰამასზე ბევრად ძლიერია, ასევე სირიიდან და დასავლეთ სანაპიროდან, სადაც ებრაელებს ბევრი მტრები ჰყავს.
    ისრაელის არმია არის გამოცდილი, კარგად აღჭურვილი, ტექნოლოგიურად განვითარებული და შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა. მან არაერთხელ მარტომაც გაართვა თავი უფრო მრავალრიცხოვან რეგულარულ ფორმირებასთან ბრძოლას. მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. რა ვუყოთ ღაზას – ეს არის მთავარი კითხვა.

    • პირველი სცენარი ტრადიციულია

    როგორც ადრე, ისრაელის არმიის სახმელეთო შეჭრას წინ უსწრებს ძლიერი საარტილერიო დაბომბვია. პირველი ნაბიჯი არის სამხედრო ობიექტების განადგურება – საკონტროლო და საკომუნიკაციო ცენტრები, საწყობები, მტრის კონცენტრაციის ზონები და ა.შ.

    მუდმივი საცეცხლე მხარდაჭერით, ჯავშანტექნიკა და ქვეითი შეტევა სხვადასხვა მიმართულებით, არღვევენ თავდაცვას და თრგუნავენ წინააღმდეგობის კერებს, კორექტირებას უკეთებენ საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს. ელექტრონული ბრძოლის საშუალებები გამორთავს მტრის უკაბელო რადიოკავშირს.

    ძირითადი მაღალსართულიანი შენობები, ისევე როგორც მიწისქვეშა გვირაბების შესასვლელები, განადგურებულია ან გადაკეტილია. ფინალურ ეტაპზე ისრაელის სპეცრაზმი ანადგურებს დანგრეულ შენობებსა და სარდაფებში მიმალულ ბოევიკთა მიმოფანტულ ჯგუფებს და აკავებს მათ მეთაურებს.

    ადვილი სათქმელია… ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორები მოელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას და ალბათ კარგად იყვნენ მომზადებულნი ამისთვის.

    ღაზას სექტორის ირგვლივ რელიეფი ღიაა და პრიმიტიული საჰაერო სადაზვერვო აღჭურვილობასაც კი, როგორიცაა იაფი ჩინური დრონები, შეუძლია აღმოაჩინოს ჯარების და აღჭურვილობის კონცენტრაცია. შესაბამისად, სახმელეთო ოპერაციის დაგეგმვისას მოულოდნელობის ფაქტორზე გათვლა არ შეიძლება.

    თავდასხმების მიმართულებით ძირითადი არსებული დანაღმული ველები, თუ გადაწყვეტილება მიიღება სახმელეთო ოპერაციების შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდ საფრთხეს შეუქმნის ისრაელის არმიას- მათ წალეკავს ნაღმების გაწმენდის თანამედროვე აღჭურვილობა, როგორიც ისრაელის არმიას უამრავი აქვს. პრობლემა სხვა რამ არის.

    თანამედროვე შეტევითი ოპერაციების კლასიკური სურათი ასე გამოიყურება: არტილერია ხსნის ცეცხლს მტრის წინა პოზიციებზე და ისვრის მანამ, სანამ ჯავშანტექნიკა და მათ უკან დამალული ქვეითი არ მიუახლოვდება პირველ სანგრებს 200-300 მეტრის მანძილზე, რის შემდეგაც ცეცხლი გადადის ღრმად მტრის ტერიტორიაზე.

    არის ისრაელის არმია გაწვრთნილი ამისთვის? ნამდვილად. შეუძლია თუ არა მას საკუთარ თავს ასეთი ტაქტიკის უფლება მისცეს, როდესაც მტრის პოზიციები მიმოფანტულია მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ადგილებში? კითხვა საკმაოდ რიტორიკულია.

    ურბანულ ბრძოლებში შედარებით მცირე ზომის, მსუბუქად შეიარაღებული მობილური ჯგუფები, როგორც თავდასხმაში, ისე თავდაცვაში, ძალზე ეფექტურია.

    დამცველები უკეთ იცნობენ რელიეფს, აქვთ საბრძოლო მასალის საწყობები, შეუძლიათ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების იმედი ჰქონდეთ და, საჭიროების შემთხვევაში, მათ უკან დაიმალონ. შემტევი მხარე იძულებულია უფრო მეტად დაეყრდნოს სამხედრო ტექნიკის მხარდაჭერას, რომელიც დაუცველი ხდება ქალაქის ვიწრო ქუჩებში ბრძოლებში.

    გვირაბები განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ისრაელის არმიას. პალესტინელი ინჟინრების ძალისხმევის წყალობით, ისინი აღარ არიან ისეთი პრიმიტიულები, როგორც ადრე. ღაზას სექტორის ქვეშ არის მთელი მიწისქვეშა ქალაქი – დერეფნების რთული სისტემა, რომელსაც შეუძლია ყაზარმის დაკავშირება საბრძოლო მასალის საცავთან და აქვს ასობით გასასვლელი ზედაპირზე, მაგალითად, მარტოხელა ბებიის საკუჭნაოში.

    სწორედ იქ, მიწისქვეშეთში, ბოევიკებს შეუძლიათ მძევლების დაკავება, რაც უკიდურესად ართულებს მათ გათავისუფლებას.

    • მეორე სცენარი – ბლოკადა

    ფაქტობრივად, ბლოკადა უკვე დაიწყო – სექტორი მოკლებულია საწვავსა და ელექტროენერგიას.
    ნაბიჯი ლოგიკურია, მაგრამ ასევე პროგნოზირებადი. მებრძოლები, რომლებიც მომზადებულნი არიან ბლოკადისთვის, მისგან დისკომფორტს უფრო გვიან განიცდიან, ვიდრე ზოგადად მოსახლეობა.

    სურსათისა და საწვავის მარაგი, რომელიც ჰამასის წევრებს აქვთ, მათ საშუალებას აძლევს დიდი ხნის განმავლობაში გაძლონ, რაც არ შეიძლება ითქვას ღაზას დანარჩენ მოსახლეობაზე.

    ასეთ პირობებში გადაწყვეტილებამ, რომელიც ერთი შეხედვით უფრო მშვიდობიანი ჩანს, შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო სერიოზული შედეგები, ვიდრე სამხედრო ოპერაციამ. ცივილიზაციის საშუალებებს მოწყვეტილ ქალაქში შიმშილი და ეპიდემიები სწრაფად დაიწყება.

    საჭირო იქნება სასწრაფოდ ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა, ფილტრაციის ბანაკების მოწყობა და ლტოლვილების სადმე განთავსება. თუ გავითვალისწინებთ ღაზას სექტორის ორმილიონიან მოსახლეობას, შეიძლება იყოს ისეთი მასშტაბის ჰუმანიტარული კრიზისი, რომ ისრაელი უბრალოდ ვერ გაუმკლავდება მას მარტო. პასუხისმგებლობა კი მას დაეკისრება.

    ამავდროულად, ბლოკადა არ არის სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივა – ისრაელს მაინც მოუწევს მისი განხორციელება. გულუბრყვილოა იმის მოლოდინი, რომ ჰამასის მებრძოლები შიმშილის გამო ხელებაწეულები გამოვლენ და ჩაბარდებიან.

    არჩევანი ცუდსა და ძალიან ცუდს შორის ეს არის ზუსტად ის სიტუაცია, რომელშიც ისრაელი იმყოფება. ჰამასის მოძრაობის მებრძოლი ფრთა არასოდეს წარმოადგენდა ისეთ შთამბეჭდავ ძალას, როგორც ახლა. მისმა მებრძოლებმა და მეთაურებმა მიიღეს გამოცდილება ურბანულ ბრძოლაში და კარგად არიან შეიარაღებულნი.

    აშკარაა, რომ ჰამასის უმაღლესი რანგის და ყველაზე აქტიური წევრების ფიზიკური ლიკვიდაციაც კი არ წყვეტს ისრაელის არაბულ სამყაროსთან ურთიერთობის პრობლემებს.

    მაგრამ ის, რაც მოხდა ქალაქებსა და კიბუციებში ქვეყნის დასავლეთში, უბიძგებს ისრაელს სასწრაფო მოქმედებისკენ.

    მასშტაბის თვალსაზრისით, ღაზაში მოახლოებული ოპერაცია შეიძლება შევადაროთ 2015-2016 წლების ბრძოლას მოსულისთვის, ერაყის ქალაქისთვის, რომელიც დაიპყრეს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა. ორმილიონიანი ქალაქისთვის ბრძოლები ცხრა თვე გაგრძელდა, ათასობით (სხვა წყაროების მიხედვით – ათიათასობით) ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი ლტოლვილი გახდა.

    „წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, სახმელეთო ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი წარმატება და ჰამასის მეთაურების უმეტესობის განადგურება. მაგრამ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ჰამასი, სავარაუდოდ, ხელახლა გამოჩნდება, გაბრაზებული, რადიკალიზებული ახალგაზრდა მებრძოლების ახალი თაობით, რომელიც მის რიგებს შეუერთდება, წერს BBC უსაფრთხოების კორესპონდენტი ფრენკ გარდნერი.