Category: მსოფლიო

  • ასეთ ტონს, რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ, არ მივიღებთ! – პესკოვი ბაიდენზე

    “არ მივიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციისა და ჩვენი პრეზიდენტის მიმართ.[…] ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლებში, მაგრამ არა მგონია, რომ ასეთი რიტორიკა შეეფერებოდეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობიან ლიდერებს და არა მგონია, ის ჩვენთვისაც მისაღები იყოს”,

    განაცხადა ამის შესახებ, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ვლადიმირ პუტინსა და ჰამასზე.

  • ჰამასის დამარცხების შემდეგ, ისრაელი ღაზაში ახალ უსაფრთხოების რეჟიმს დააწესებს – იოავ გალანტი

    “ჩვენ პირველ ფაზაში ვართ, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია [საჰაერო თავდასხმებით] და მოგვიანებით [სახმელეთო] მანევრით, რომლის მიზანიც ტერორისტების განადგურება და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა ჰამასის დასამარცხებლად და გასანაგურებლად.[…] მესამე ნაბიჯი იქნება ღაზას სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა ღაზას სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ახალი უსაფრთხოების რეალობის შექმნა ისრაელისა და მისი მოქალაქეებისთვის.”

    ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

  • კულება ამბობს, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტებს სტაბილურად მიაწვდის

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება აცხადებს რომ ამიერიდან შეერთებული შტატები უკრაინას, ATACMS-ის ტიპის რაკეტებს სტაბილურად მიაწვდის. ამის შესახებ მან

    ”აშშ უკრაინას ამიერიდან სტაბილურად მიაწვდის შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ის ტიპის რაკეტებს”,-ამბობს კულება.

    შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს, ოკუპირებულ ბერდიანსკის და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ATACMS-ის  რაკეტები.

    ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან მდებარე აეროდრომებზე დარტყმების შედეგად, დაზიანდა რუსების ორი ვერტმფრენი, საბრძოლო მასალის საცავი და საარტილერიო დანადგარები.

    ATACMS-ის ტიპის რაკეტები აშშ-მა უკრაინას ცოტა ხნის წინ გადასცა. რაკეტის მოქმედების მანძილი 160-დან 300 კმ-მდეა და იმის გამო, რომ რაკეტა ბალისტიკურია, მისი ფრენის სიჩქარე ბევრად აღემატება Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა იყენებს.

    ”გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე) აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.

    • რაკეტა შეიარაღებაში 1998 წელს შევიდა, სიგრძე 3,96 მეტრი
    • დიამეტრი 610 მმ
    • მასა 1320 კგ
    • ქობინის მასა – 160 კგ
    • ქობინის შემადგენლობა – 275 ცალი M-74 ელემენტი.
    • ფრენის მანძილი – 300 კმ
    • დამინების სისტემა – GPS/INS
    • სიზუსტე – 100 მეტრი.ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან. ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.”- აცხადებს შეიარაღების ექსპერტი, გიგა ინაშვილი.
  • ამაზე ცინიკური არაფერია, როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას – შოლცი

    გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღშფოთება გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ  პუტინის განცხადებაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ომს შეიძლება მოჰყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, მან ამ განცხადებას უკიდურესი ცინიზმი უწოდა.

    “აღშფოთებული ვარ, როცა მესმის რუსეთის პრეზიდენტის გაფრთხილებები, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში შეიძლება იყოს მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. ამაზე უფრო ცინიკური რამის პოვნა რთულია” – განაცხადა  კანცლერმა.

  • ისრაელის არმია: ღაზას საავადმყოფოს დაბომბვაზე “ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ინფორმაციით  ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმა პალესტინელი ბოევიკების სარაკეტო თავდასხმის შედეგი იყო.

    „ისრაელის არმიის  ოპერატიული სისტემების ანალიზმა აჩვენა, რომ ტერორისტებმა ღაზას სექტორში რაკეტები გაისროლეს, რაკეტები დაფრინავდნენ ღაზას სექტორში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში, როდესაც საავადმყოფოზე დარტყმა მოხდა. სადაზვერვო მონაცემები  მრავალი წყაროდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, მიუთითებს, რომ ისლამური ჯიჰადი პასუხისმგებელია ღაზას სექტორში მდებარე ჰოსპიტალზე წარუმატებლად გაშვებული რაკეტის დაცემის გამო“.–ნათქვამია განცხადებაში.

    ღაზაში მდებარ ალ–აჰლის საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა გვიან საღამოს მოხდა. ღაზას ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარდაიცვალა ასეულობით ადამიანი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. ჰამასის ინფორმაციით დაიღუპა 500-ზე მეტი ადამიანი.

    ალ–აჰლის ბაბტისტური საავადმყოფო ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ჰამასი აცხადებს, რომ ნანგრევებში შეიძლება უამრავი მსხვერპლი იყოს.

    ბრიტანელ–პალესტინელი ქირურგი, პროფესორი ჰასან აბუ სიტა ამბობს, რომ ის ოპერაციას ატარებდა, როცა საავადმყოფოზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა და საავადმყოფოს ნაწილს ცეცხლი მოედო.

    ისრაელის არმიამ აფეთქებისთანავე განაცხადა, რომ მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ისრაელის არმიის სამიზნე ღაზას საავადმყოფო არ ყოფილა.

    ჰამასი საავადმყოფოს დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებს.

  • გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა

    გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა – აეროპორტში მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. შოლცი უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში ჩავიდა.

    “ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას”. – თქვა კოენმა.

    კანცლერმა,  ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ. ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • “საკუთარ თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ” – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა თქვა,  რომ შეერთებული შტატები ისრაელთან მუშაობს „პრევენციულ რეჟიმში“ და ცალსახად განაცხადა,  რომ ქვეყანას არ სჭირდება პირდაპირი დახმარება ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში.

    „ვფიქრობ, ამერიკის ჩართულობა ორიენტირებულია, დიახ, დახმარებაზე, ისრაელის დაცვაზე, მაგრამ ასევე სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაზე. ისინი მუშაობენ პრევენციულ რეჟიმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კონრიკუსმა. „და ყველა ამერიკელისთვის, ვინც მე მომისმენს, მინდა ცალსახდ განვაცხადო:  ჩვენ ისრაელში არ ვითხოვთ და არ გვინდა, რომ ერთი თმაც კი ჩამოვარდეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თავიდან ისრაელის დაცვისას. საკუთარ თავს თვითო დავიცავთ“.

    კონრიკუსმა  ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარების პირველი პარტია ისრაელს უკვე გადაეცა.

  • პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა, სადაც ის ფორუმს – “ერთი სარტყელი, ერთი გზა” – დაესწრება. ასევე შეხვდება, ვიეტნამის, ტაილანდის, მონღოლეთის ლიდერებს. სამშაბათს რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები გაიმართება.

    ფორუმის ფარგლებში, პუტინი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. ასევე, გაიმართება რუსულ-ჩინური მოლაპარაკებები.

  • პენტაგონმა 2000 ჯარისკაცის საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა

    პენტაგონმა  ბრძანება გაუგზავნა 2000 ამერიკელ სამხედროს “მზად იყვნენ განლაგებისთვის”. ამის შესახებ AP-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით აცნობა.

    ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საუბარია სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ასრულებენ სხვადასხვა დამხმარე ფუნქციებს, როგორიცაა დამატებითი სამედიცინო დახმარება, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის შენახვა და განადგურება და დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე.

    ისინი არ გაიგზავნებიან ისრაელში, მაგრამ შესაძლოა გაიგზავნონ რეგიონის სხვა ქვეყნებში.

  • „ჰამასის“ ტყვეობაში 199 მძევალია.. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია ადგილსამყოფლის შესახებ – ისრაელის თავდაცვის ძალები

    ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორში 199 ისრაელელია მძევლად აყვანილი.  აქამდე ცნობილი იყო დაახლოებით 155 მძევალზე.  ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ 199-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. მისივე თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია “ჰამასის” მიერ ღაზის სექტორში მძევლების ადგილსამყოფელის შესახებ.

    • “ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხალხს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.