Category: მსოფლიო

  • ცხენმა ბრაზილიის პრეზიდენტის ესკორტი შეაფერხა

    ბრაზილიის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯეირ ბოლსონაროს ესკორტი ცხენმა მცირე ხნით შეაფერხა.

    ბოლსონაროს პრეზიდენტად ინაუგურაცია ახალი წლის დღეებში შედგა.

    ბრაზილიის დედაქალაქის ქუჩებში მიმავალ პრეზიდენტის ესკორტს მხარდამჭერები ესალმებოდნენ.ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ თემერმა ბოლსონაროს სამკერდე ლენტი გადასცა.

    ბოლსონარომ არჩევნებში ანტიკორუფციული ლოზუნგებით გაიმარჯვა. 63 წლის კონგრესმენს საპრეზიდენტო ბრძოლაში მხარს კონსერვატორები და ულტრა მემარჯვენეები უჭერდნენ.

  • ტრამპი მსოფლიოში შფოთს თესავს – ამერიკელი სენატორი

    პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, იუტას შტატის სენატორი მით რომნი ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებს. მისი განცხადებით დონალდ ტრამპი მთელ მსოფლიოში შფოთს თესავს. გაზეთ Washington Post -ში გამოქვეყნებულ სტატიაში რომნი ტრამპის მიერ დეკემბერში მიღებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

    “მაღალ თანამდებობებზე გამოუცდელი ადამიანების დანიშვნა, უარის თქმა მოკავშირეებზე, რომლებიც ჩვენთან ერთად ომობენ, ასევე პრეზიდენტის გაუაზრებელი განცხადებები იმის შესახებ რომ ამერიკა დიდი ხნის მანძილზე მსოფლიო საქმეებში გულუბრყვილო მოთამაშე იყო, ეს ყველაფერი მის პრეზიდენტობას ზუსტად განსაზღვრავს.“– წერს რომნი და დასძენს, რომ ტრამპის სიტყვები და საქმეები მთელ მსოფლიოში შეშფოთებას იწვევს.

    რომნის აზრით ტრამპის ქცევა ბოლო ორი წლის განმავლოაბში იმას მოწმობს, რომ პრეზიდენტი ჯერ ვერ გაიზარდა იმ როლის შესასრულებლად, რასაც ეს თანამდებობა ითვალისწინებს.

    რომნი, რომელსაც 2016 წელს ტრამპის გამარჯვების შემდეგ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მოიაზრებდნენ, ტრამპს დესტრუქციული, რასისტული, სექსისტული, ანტიიმიგრანტული და უღირსი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის მიუღებელია.

  • ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ამ გზით შუშალეს ხელი მექსიკის ტერიტორიიდან საზღვარზე მიგრანტების ჯგუფის გადასვლას.

    რადიო თავისუფლების ცნობით, 150-მდე ადამიანი აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან. შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მიგრანტებმა ამერიკელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს.

    ამასთან, სააგენტო AP-ის ფოტოკორესპონდენტის ცნობით, მიგრანტებმა ქვების სროლა ამერიკელი მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ დაიწყეს. დაკავებულია 25 ადამიანი. მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი 2018 წლის ნოემბერშიც გამოიყენეს.

    პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. კონგრესთან უთანხმოების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ახალ ბიუჯეტს ხელი არ მოაწერა, რის შედეგადაც მეორე კვირაა, იძულებით, უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო დაწესებულებების 380 ათასამდე თანამშრომელი, დაახლოებით 420 ათასი კი უხელფასოდ მუშაობს.

  • 99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი 77 წლის შემდეგ მიიღო

    {{ARTICLEIMAGE}}

    99 წლის ქალმა მეორე მსოფლიო ომში 77 წლის წინ დაკარგული ყოფილი საქმროს წერილი მიიღო. 1941 წელს ატლანტის ოკეანესთან სატვირთო გემი ჩაიძირა, სწორედ აქ იპოვა საზღვაო არქეოლოგმა ასეულობით პირადი წერილი, მათ შორის ბილ უოლკერის მიერ საცოლის, ფილის პონტინგისთვის დაწერილი ტექსტი, რომელსაც ლონდონის მუზეუმში სხვა წერილებთან ერთად სპეციალურად დაგეგმილ გამოფენაზე გამოიტანენ. 99 წლის მოხუცი ამბობს, რომ ის ბილს ძალიან უყვარდა და დაქორწინებას აპირებდნენ. 

    “არ მგონია, რომ ის გადარჩენილიყო, სხვა შემთხვევაში ის პირდაპირ ჩემთან მოვიდოდა”,ამბობს 99 წლის ქალი, რომელსაც 4 შვილი, 4 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავს.

     

     

  • მანჩესტერში მომხდარ თავდასხმაში პოლიცია ტერაქტის ნიშნებს ხედავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ბრიტანეთის პოლიციაქალაქ მანჩესტერში, რკინიგზის სადგურ “ვიქტორიაში” მომხდარ თავდასხმას ტერაქტად განიხილავს.

    31 დეკემბერს საღამოს, დანით შეიარაღებულმა კაცმა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაჭრა.

    დაკავებულია 25 წლის ეჭვმიტანილი, რომელიც მანჩესტერის მცხოვრებია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. განიხილება ეჭვმიტანილის ფსიქიკური აშლილობის ვერსიაც.

  • “11 თვის სასწაული”: როგორ გამოჰყავთ ბავშვი:აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან (ვიდეო)

    რუსეთში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შემდეგ განხორციელებული სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა 11 თვის ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტს 11 თვის სასწაული უწოდეს, რადგან მაშველები მას ჰაერის საკმაოდ დაბალი ტემპერატურის პირობებში, 35 საათის განმავლობაში ეძებდნენ. ბიჭი უკვე წაიყვანეს დედასთან, რომელიც მისი შვილის მსგავსად თავს უკვე კარგად გრძნობს.