Category: მსოფლიო

  • მილიონერობისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო: როგორ გასცდა საზღვრებს ლარის გაუფასურების ამბავი

    {{ARTICLEIMAGE}}
    "ქართული ლარი ამერიკული დოლარის წინააღმდეგ" – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ambcrypto.com და წერს, რომ ქართულმა ლარი მკვეთრად გაუარესებულია როგორც ამერიკული დოლართან, ასევე ინგლისურ ფუნტთან მიმართებაში. solostudio.agency/ გთავაზობთ სტატიის თარგმანს და მის ამსახველ ფოტოსაც.

    “საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა ევროპის კონტინეტზე. გასაკვირი არ არის, რომ ქართული ვალუტა დარტყმის ქვეშ მოექცა, რადგან ქვეყანა რუსეთთან ომში იყო ჩართული. ლარი, რომელიც ვალუტის საუკეთესო მაგალითი იყო, თურქეთში მომხდარი არეულობის გამო, გასულ წელსაც მნიშვნელოვნად დაეცა. ლარის ეს კრახი უპრეცედენტოა, ახლა ის ასი პროცენტით არის გაუფასურებული. ერთი დოლარი ახლა 2.66 ლარი ღირს, ფუნტი კი 3.37 ლარი”,წერს ჟურნალისტი. 

    სტატიის ბოლოს ერთ-ერთი უცხოელი მომხმარებელი წერს: როგორც იქნა, შემიძლია, გავხდე მილიონერი, ამისთვის მხოლოდ საქართველოში გადასვლაა საჭირო. 

    ბოლო ინფორმაციით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6626 ლარი გახდა.

     

  • ალბანეთმა ირანის ელჩი გაიწვია:”ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდა”

    {{ARTICLEIMAGE}}
    ალბანეთმა ქვეყნიდან ორი ირანელი დიპლომატი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების მიზეზით გააძევა. მათგან ერთი ირანის ელჩი ღოლაჰოსეინ მოჰამადნია.

    ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატების მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანო საქმიანობაში იყვნენ ჩართული; მათ დაარღვიეს დიპლომატიური სტატუსი”.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დიპლომატები ირანელ აგენტებად მოიხსენია, რომლებიც პოპმპეოს თქმით, ალბანეთში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

  • ბრაზილიის პრეზიდენტს შესაძლოა ბრალი წაუყენონ

    ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ტემერის წინააღმდეგ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდება მოამზადა.
    ბრალდება პრეზიდენტის ბრძანებას ეხება, რომლის თანახმად, ბრაზილიის პორტების მართვის ნორმები გამარტივდა.

    გამოძიება მიიჩნევს, რომ მიშელ ტემერს შეეძლო, აღნიშნულ ბრძანებაზე ხელი მოეწერა კონკრეტული კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ, და სანაცვლოდ, გასამრჯელო მიიღო.

    თუმცა, ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის პრეზიდენტს, მიშელ ტემერისთვის ბრალდების წაყენების საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, სასამართლო პროცესი ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებაში ვერ დაიწყება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

    აღსანიშნავია, რომ მოქმედი პრეზიდენტის ვადა 2019 წლის პირველ იანვარს იწურება, როდესაც ახალარჩეული პრეზიდენტის ჟაირ ბოლსო-ნარუს ინაუგურაცია გაიმართება.

  • პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ

    რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბოლო დროს, ბირთვული ომის საფრთხის არასათანადოდ შეფასების ტენდენცია შეინიშნება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეალურად, აღნიშნული პრობლემა მზარდია. ამის შესახებ განცახდება მან დღეს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    “რა მოხდება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ არსებულ ხელშეკრულებას დატოვებს. თუკი რაკეტები ევროპაში გამოჩნდება, მაშინ ჩვენ უსაფრთხოების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს. ჩვენ არ ვცდილობთ, ვინმეზე უპირატესობა მოვიპოვოთ, ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ბალანსი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. დასავლეთში საკმარისად სერიოზულად არ აფასებენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, რამაც შესაძლოა, გლობალური ბირთვული კატასტროფა გამოიწვიოს“,განაცხადა პუტინმა.  

  • შეერთებულმა შტატებბა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}


    აშშ-მ სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო.

    ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ტერიტორიული სახალიფო” დამარცხებულია. სანდერსის გამოსვლამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სირიიდან ჯარების მთლიანად გასაყვნად ემზადებოდა.


    “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში გამარჯვებები “არ ნიშნავს გლობალური კოალიციის, ან მისი კამპანიის დასრულებას. დავიწყეთ შეერთებული შტატების ჯარისკაცების შინ ჩამოყვანა – გადავდივართ რა ამ კამპანიის შემდეგ ეტაპზე”, განაცხადა სანდერსმა.


    მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია და სწორედ ეს იყო სირიაში ამერიკის ჯარების ყოფნის “ერთადერთი მიზეზი”.


    ამჟამად სირიაში განთავსებულია 2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელთა დიდი ნაწილი  “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლ ქურთ და არაბ მეომრებს ეხმარება.

  • რუსეთში ბანკებს ვალუტის კურსის მაჩვენებელი ტაბლოების გამოყენება აეკრძალათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ვალუტის კურსის მაჩვენებელ ტაბლოების კრძალავს. 18 დეკემბერს ხელმოწერილი კანონით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს დაევალა გადაწყვიტოს, როგორ მიაწვდიან ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები კლიენტებს ინფორმაციას ვალუტის გაცვლის კურსის შესახებ.

    ტაბლოების აკრძალვის ინიციატივით წელს ცენტრალური ბანკი გამოვიდა. მისი შეფასებით, აკრძალვა ვალუტის გამცვლელ უკანონო ობიექტებთან ბრძოლას ხელს შეუწყობს

    ვალუტის გასაცვლელი ჯიხურები რუსეთში ჯერ კიდევ 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოჩნდა. ძლიერი ინფლაციისა და ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამო ელექტრონულ ტაბლოებზე, თუ პლასტმასისა და მუყაოს აბრებზე, ხშირად იცვლებოდა რიცხვები.

    ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ვალუტის კურსის მაჩვენებელი ელექტრონული ტაბლოების ფოტოებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების საილუსტრაციოდ.

    წყარო – რადიო თავისუფლება

  • ეგვიპტეში 4,400 წლის “სამეფო საფლავი” აღმოაჩინეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეგვიპტეში 4,400 წლის “სამეფო საფლავი” აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების მეხუთე დინასტიასთან არის დაკავშირებული. ეგვიპტის ოფიციალური უწყებების ცნობით, საფლავი, რომელიც ფარაონების დინასტიას ეკუთვნის, კაიროს დასავლეთით, საქარაში მდებარეობს. საფლავი შეიცავს ნახატებს და სტატუეტებს, რომელიც სამეფო ოჯახის კუთვნილებას უსვამს ხაზს. 

  • ტრამპის ფონდი იხურება

    პროკურატურა ფონდს  კანონის გვერდის ავლით პოლიტიკურ საქმიანობაში ადანაშაულებს

    (more…)

  • ერთნაირსქესიანთა მასობრივი ქორწინება ბრაზილიაში

    ბრაზილიაში, სან პაოლოში ერთდროულად 40 ერთნაირსქესანი წყვილის ქორწინება შედგა. მასობრივი ცერემონიალის გამართვა წყვილებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ჯეირ ბოლსონაროს გამარჯვების გამო გადაწყვიტეს.სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული მოწინააღმდეგეა.ბევრი ლგბტ წყვილი შიშობს, რომ ახალი პრეზიდენტის პოლიტიკა მათთვის ქორწინებას გაართულებს.

  • მთვარის ნატეხი, მილიონ დოლარიანი ვისკი, დინოზავრის ჩონჩხი უცნაური ნივთები, რომლებიც 2018 წელს აუქციონზე გაიყიდა

    წლის განმავლობაში მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა აუქციონის სახლები ათასობით ნივთს ყიდიან – ნახატებით დაწყებული სამკაულებით თუ წიგნებით დამთავრებული. თუმცა მათ შორის იშვიათად არის ისეთი ლოტები, რომლებსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ. მაშ ასე, 2018 წელს აუქციონებზე გაყიდული ყველაზე უცნაური ნივთების ათეული:



    ზურმუხტის ქვა – 28.4 მილიონი დოლარი

    5,655 კარატიანი ზურმუხტის კრისტალი, რომელიც ზამბიაში კომპანია გემფილდის საბადოში ოქტომბერში მოიპოვეს ნოემბერში სინგაპურში აუქციონზე 28.4 მლნ. დოლარად გაიყიდა. ზურმუხტის ქვის წონა 1.1 კილოგრამს აღემატება. მომპოვებელი კომპანიის განცხადებით ეს არის “საოცრად წმინდა, იდეალურად დაბალანსებული მწვანე ქვა, რომელსაც ოქროსფერი ტონი გადაჰკრავს“ .

    მილიონ დოლარიანი ვისკი


    იშვიათი ვისკის ბოთლი, რომელიც შოტლანდიაში, ედინბურგის აუქციონზე ოქტომბერში 1.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. სამოცი წლის Macallan Valerio Adami 1926 ყველაზე ძვირადღირებული ვისკია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. ეს არის შეზღუდული გამოცემა, რომელიც თავის დროზე სულ 24 ბოთლი ჩამოასხეს. უცნობია, შემორჩა თუ არა კიდევ რომელიმე ბოთლი ამ ოცდაოთხიდან ამ დრომდე. ამ ლოტმა ერთი თვით ადრე დამყარებული რეკორდი მოხსნა. სექტემბერში ჰონ კონგში აუქციონზე დაახლოებით იგივე ვისკის ბოთლი ზუსტად ერთ მილიონ დოლარად გაიყიდა.

    დინოზავრის ჩონჩხი

    150 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ჩონჩხი ივლისში პარიზში აუქციონზე 2.36 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი სიმაღლე 2.6 მეტრია, სიგრძე კი თითქმის 9 მეტრი. ის ძალიან გავს ალოზავრს, რომელიც დინოზავრების ქვერიგის წარმომადგენელია და რომლის მსგავსები დედამიწაზე 155–150 წლის წინ ცხოვრობდნენ. თუმცა მეცნიერები ვერ ადასტურებენ, რამდენად ზუსტად გავს ის დინოზავრს. არტეფაქტი როგორც ამბობენ კარგ მდგომარეობაშია და ჩონჩხის 70% შენარჩუნებულია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აუქციონის სახლმა აგუთესმა პალეონტოლოგიური ნაშთები საკმაოდ ძვირად გაყიდა. მაგალითად, 2016 წელს 1.32 მილიონ დოლარად გაყიდა ჩონჩხი, რომელიც დანამდვილებით ალოზავრის იყო. წელს კი მამონტის ჩონჩხი 641 000 დოლარად გაიყიდა.


    ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი

    ნოემბერში ეიფელის კოშკის კიბის ნაწილი აუქციონზე 169 000 ევროდ გაიყიდა. 25 საფეხურიანი 4.3 მეტრის სიმაღლის სპირალური ფორმის კიბის ნაწილი კოშკის მეორე და მესამე დონეების შემაერთებელი იყო, სანამ კოშკზე 1983 წელს ლიფტებს დაამონტაჟებდნენ. ეს არ არის ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტის გაყიდვის პირველი შემთხვევა. 2013 წელს 3.5 მეტრის სიმაღლის კიბის სექცია 220 000 ევროდ გაიყიდა, 2016 წელს კი კიბის კიდევ ერთი მონაკვეთი 523 800 ევროდ. ამჟამად ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტები მსოფლიოს გარშემო, სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებშია მიმობნეული. მათ შორის იაპონიაში, ნიუ იორკში, შვეიცარიაში.

    დედოფლის როლს როისი

    დედოფალ ელისაბედის როლს როისი სექტემბერში ლონდონში გამართულ აუქციონზე გაიყიდა. როლს როისის 1953 წლის მოდელი Rolls-Royce Phantom IV State Landaulette სამეფო ოჯახს ორმოცი წლის განმავლობაში ეკუთვნოდა და დედოფალი მას სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დროს იყენებდა. ეს იგივე მოდელია, რომლითაც 2018 წლის მაისში მეგან მარკლი ქორწილის დღეს გადაადგილდებოდა. სულ ამ მოდელის 18 როლს როისია გამოშვებული და მათი უმრავლესობა სახელმწიფოს მეთაურებს და დიდებულებს ეკუთვნით. არცერთი გეზემპლარი ზუსტად არ იმეორებს მეორეს, აუცილებლად აქვს რაიმე განმსახვავებელი ნიშანი და ყოველი მათგანი სპეციალური შეკვეთით არის დამზადებული.

    ყველაზე დიდი მტკნარი წყლის მარგალიტი

    მსოფლიოში ყველაზე დიდი მკნარი წყლის მარგალიტი, რომელიც “მძინარე ლომის“ სახელწოდებით არის ცნობილი მაისში ჰოლანდიაში გაიყიდა. აუქციონზე მარგალიტში 320 000 ევრო გადაიხადეს. მარგალიტი წარმოშობით ჩინეთიდან არის და ვარაუდობენ, რომ მისი ფორმირება 1700–იან წლებში მოხდა. 2.7 ინჩის სიგრძის და დაახლოებით 4 უნციის წონის მქონე მარგალიტს დაახლოებით 300 წლიანი ისტორია აქვს, რომლის განმავლობაში არაერთი მფლობელი გამოიცვალა – ხან ვაჭრების ხელში იყო, ხან ცნობილი იუველირების და ხან ევროპული სამეფო ოჯახების.


    სტივენ ჰოკინგის სავარძელი

    სტივენ ჰოკინგის პირველი შემორჩენილი სავარძელი კრისტის ონლაინ აუქციონზე ნოემბერში 296 750 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა სტივენ ჰოკინგის ფონდის და მოტო–ნერვული დაავადებების ასოციაციის ჩართულობით. მეცნიერი ცნობილი იყო თავისი მოუსვენრობით და როგორც ამბობენ, პრინც ჩარლზს 1977 წელს შეხვედრისას თავისი სავარძლით ფეხებზეც გადაუარა. (როგორც ბიოგრაფები ამტკიცებენ, ამას ძალიან ნანობდა და პირობა დადო, რომ მარგარეტ ტეტჩერთან შეხვედრისას იგივეს აღარ გაიმეორებდა). სავარძელს ცნობილი მეცნიერი 1960 წლიდან 1990 წლამდე იყენებდა. ამის შემდეგ კი ჰოკინგს საკუთარი ხელით სავარძლის მართვა აღარ შეეძლო. კრისტის აუქციონის წიგნებისა და მანუსკრიპტების დეპარტამენტის უფროსის, თომას ვენინგის თქმით ეს არის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ყველაზე მოგაური სავარძელი კაცობრიობის ისტორიაში.

    3000 წლის ასირიული სკულპტურა

    ოქტომბერში ნიუ იორკში, კრისტის აუქციონზე 3000 წლის წინანდელი სკულპტურა 31 მილონ დოლარად გაიყიდა. თაბაშირის მყარ ფილაზე ამოტვიფრული მეფე აშურნასირპალ მეორის გამოსახულება 19 საუკუნეში ამჟამინდელი ერაყის ტერიტორიაზე გათხრებისას იპოვნეს. აუქციონამდე ერაყის კულტურის მინისტრი მოითხოვდა ფილა ერაყისთვის დაებრუნებინათ, აქტივისტებმა კი აუქციონის პარალელურად შენობის გარეთ აქცია გამართეს. კრისტის აუქციონის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი კომპეტენცია რესტიტუცია არ არის ეს საკითხი ქვეყნებმა სამართლებრივ დონეზე უნდა გადაწყვიტონ.


    პატარა კლდის ნატეხი მთვარიდან

    მთვარის სამი პატარა ნატეხი, რომელიც 1970 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მთვარეზე განხორციელებული მისიის – ლუნა 16 –ის დროს ჩამოიტანეს ნოემბერში ნიუ იორკში, სოთბის აუქციონზე 855 000 დოლარად გაიყიდა. ეს არის ერთადერთი დოკუმენტურად დაფიქსირებული მთვარის ნიადაგის ნატეხი, რომელიც კერძო პირის ხელში მოხვდა. ის პირველად საბჭოთა კოსმოსური პროგრამების დირექტორის, სერგეი კოროლიოვის ქვრივმა გამოაჩინა. 1993 წელს კოროლიოვამ ის სოთბის აუქციონზე გაყიდა. აუქციონის სახლმა მაშინ ლოტი წარადგინა როგორც “ გასაყიდად გამოტანილი პირველი არაამქვეყნიური ნივთი.“

    მთლიანად ბრილიანტის ბეჭედი

    ბეჭედი, რომელსაც არათუ თვალი აქვს ბრილიანტის, არამედ მთლიანად ბრილიანტისგან არის გამოთლილი სოთბის აუქციონის სახლის მიერ მაიამიში 256 000 დოლარად გაიყიდა. ბეჭედი apple–ს მთავარმა დიზაინერმა, ჯონ აივიმ და ინდუსტრიულმა დიზაინერმა, მარკ ნიუსონმა შექმნეს. შემოსული თანხმა აფრიკის ქვეყნებში შიდსის ინფექციასთან ბრძოლას მოხმარდება. ალმასის ბლოკს სამიათასამდე წახნაგი აქვს.

    {{ARTICLEIMAGE}}