Category: მსოფლიო

  • საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა

    საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებს აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების საშუალება მიეცემათ. პოლიცია რეზინის ტყვიებს აქამდეც იყენებდა, რის გამოც არაერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო დემონსტრაციაზე 144 დაშავებულიდან 92 რეზინის ტყვიის შედეგად იყო დაზარალებული.

  • შემზარავი კადრები როგორ დაფარა ტალახის ტალღამ ახლომდებარე დასახლება

    ბრაზილიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილმა რიცხვმა 115–ს მიაღწია. უგზო უკვლოდ დაკარგულია 248 ადამიანი. ტრაგედია 25 იანვარს ქალაქ ბრუმანდინიუს რკინის მომპოვებელი მაღაროს კარიერში მოხდა. 

    დამბის ნგრევის შედეგად, რომელიც მადნის მოპოვების შედეგად დაგროვილ ნარჩენებს იკავებდა, ტალახის ტალღამ ქვეშ მოიყოლა კაფე, სადაც ასობით მუშა სადილობდა. შემდეგ კი ახლომდებარე სახლები, მანქანები და გზები დაფარა. ტალახის 15 მეტრიანი ფენის გამო ზოგიერთი რაიონი სრულიად მიუდგომელია და ამ ზონებში მაშველები ვერტმფრენებით მუშაობენ.

    ადგილობრივმა ტელევიზიამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელა შემზარავი კადრები, როგორ ფარავს ტალახის უზარმაზარი ტალღა მიმდებარე ტერიტორიებს.  ტალღამ ქვეშ ასობით ადამიანი მოიყოლა. 

  • ქურდობა უამრავი ადამიანის თვალწინ

    მოსკოვში, ტრეტიაკოვის გალერეაში 31 წლის მამაკაცმა კუინჯის ნახატი მრავალი დამთვალიერებლის თვალწინ ჩამოხსნა, ჩარჩოდან ამოიღო და წაიღო. თვითმხილველებს ის მუზეუმის თანამშრომელი ეგონათ. ქურდობის ფაქტი მუზეუმის კამერებმა დააფიქსირა.160 000 ევროდ შეფასებული ნახატის დაკარგვა მოგვიანებით შეამჩნიეს.ქურდი რუსმა სამართალდამცავებმა 24 საათში მოსკოვის ოლქის სოფელ ზარეჩიეში დააკავეს. მან პოლიციას ტილოს ადგილსამყოფელი მიასწავლა. ნახატი ერთ–ერთ მშენებარე ობიექტზე იყო დამალული. 

    {{VIDEO}}

  • ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

    ესპანეთში 12 დღის წინ ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით 2 წლის ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა. შემთხვევა ესპანეთის ქალაქ მალაგაში მოხდა. სამაშველო ოპერაცია 13 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბიც გათხარეს და 12 დღიანი ძებნის შემდეგ ცხედარს მიაკვლიეს.
  • ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი კიევის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

    {{ARTICLEIMAGE}}
    კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფოს ღალატში, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობისა და ომის წარმოებისათვის ხელის შეწყობაში დამნაშავედ ცნო. ჯერ არ არის ცნობილი, რა სასჯელს განუსაზღვრავენ ყოფილ პრეზიდენტს. ბრალდების მხარე იანუკოვიჩისთვის 15-წლიან პატიმრობას მოითხოვს. 

    ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც ბრალს არ აღიარებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რუსეთში იმყოფება. განაჩენს მას დაუსწრებლად გამოუტანენ. 

  • პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი მოკლეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გდანსკის მერი, პაველ ადამოვიჩი 13 იანვარს მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა. 

    რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თავდამსხმელმა მას საქველმოქმედო ღონისძიებაზე, სცენაზე დგომის მომენტში ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა. ადამოვიჩი მძიმედ იყო დაჭრილი, მას ჭრილობები ჰქონდა გულისა და დიაფრაგმის არეში. მისი ოპერაცია ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 27 წლის, წარსულში ნასამართლევი თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ღონისძიებაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელი მიკროფონს იღებს და აცხადებს, რომ წინა, მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის, სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ხელისუფლების დროს ის უსამართლოდ დააპატიმრეს და აწამეს. ადამოვიჩი ორი ათეული წელი იყო გდანსკის მერი, შარშან მის ხელახალ არჩევას სამოქალაქო პლატფორმა უჭერდა მხარს.

    გდანსკში მდებარეობდა გემთსაშენი ქარხანა, სადაც 1980 წელს ლეხ ვალესას ხელმძღვანელობით შეიქმნა პროფესიული კავშირი “სოლიდარობა” – რომელიც თანდათან გარდაიქმნა ძალად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომუნისტური რეჟიმის დამარცხებაში.

  • მუშაობდა თუ არა ტრამპი მოსკოვზე

    New York Times–ის სტატია ფედერალური ბიუროს გამოძიების შესახებ{{ARTICLEIMAGE}}


    თეთრმა სახლმა სასტიკად გააკრიტიკა გაზეთ New York Times –ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო ამოწმებდა, ხომ არ მუშაობდა დონალდ ტრამპი საიდუმლოდ მოსკოვზე.

    ფედერალური ბიუროს თანამშრომლები 2017 წლის მაისში ტრამპის ქცევამ დააეჭვა, როცა მან ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    ფეთქებადსაშიში გამოძიება

    New York Times –ის ცნობით გამოძიების მიზეზი საკმაოდ ფეთქებად საშიში იყო. კონტრდაზვერვას უნდა გადაეწყვიტა, წარმოადგენდა თუ არა საფრთხეს დონალდ ტრამპის ქმედებები ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის.

    გაზეთის ცნობით კონტრდაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ განესაზღვრათ, ტრამპი გაცნობიერებულად მუშაობდა რუსეთზე თუ მოსკოვის გავლენის ქვეშ უნებურად მოექცა.

    როგორც გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ტრამპის რუსეთთან კავშირმა დააეჭვა, თუმცა გამძიების დაწყებას აჭინურებდნენ, რადგან ვერ ჩამოყალიბდნენ, როგორ ეწარმოებინათ ასეთი მაშტაბური და საფრთხილო ძიება.

    თუმცა პრეზიდენტის ქმედებებმა 2017 წელს კომის მოხსნამდე და მოხსნის შემდეგ კონტრდაზვერვას გამოძიების დაწყებისკენ უბიძგა. განსაკუთრებით იმან, რომ ტრამპმა კომის მოხსნა არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას დაუკავშირა.

    თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ გამოძიებისთვის საფუძველი არ არსებობდა.

    “ო, ახლახანს გავიგე ხელმოცარული ნიუ იორკ თაიმსიდან, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს უსინდისო ყოფილმა ხელმძღვანელებმა, რომელთაგან თითქმის ყველა მოხსნილი იქნა თანამდებობიდან ან ძალიან ცუდი მიზეზებით მოუწიათ სააგენტოდან წასვლა, ჩემს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს – მიზეზების და მტკიცებულებების გარეშე, მას შემდეგ, რაც მატყუარა ჯეიმს კომი გავუშვი სამსახურიდან, სრული არარაობა!“ – დაწერა ტრამპმა ტვიტერის გვერდზე.


    “ეს აბსურდია“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა.– ჯეიმს კომი იმიტომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, რომ უსაქმური იყო, მისი მოადგილე ენდრიუ მაკკეიბი კი ცნობილი მატყუარა, რომელიც თვითონ ბიურომ გაათავისუფლა – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით, რომელიც რუსეთს და სხვა უცხოელ მოწინააღმდეგეებს უფლებას აძლევდა ამერიკა დაეკნინებინათ, ტრამპი რუსეთთან მკაცრად იქცევა.“

    2016 წელს ამერიკის სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა და სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბები გაავრცელა დონალდ ტრამპის შანსების გაზრდისა და მისი კონკურენტის, ჰილარი კლინტონისთვის ზიანის მიყენების მიზნით.

    რას იძიებდა გამოძიების ფედერალური ბიურო

    New York Times წერს, რომ გამოძიების საფუძველი გარდა კონტრდაზვერვის პირდაპირი ინტერესებისა სისხლის სამართლებრივი ასპექტიც იყო, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ტრამპის გადაწყვეტილებას კომის გათავისუფლების შესახებ. გამოძიება ცდილობდა დაედგინა, ხომ არ ცდილობდა ტრამპი ამ გზით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას.

    კონგრესის მოსმენებზე ბიუროს ყოფილი დირექტორი, სკომის განცხადებით ტრამპმა უთხრა, რომ მისგან ერთგულებას ელოდა და შეეცადა ეიძულებინა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიება შეეწყვიტა.
    2017 წელს ფლინმა აღიარა, რომ იცრუა, როცა აშშ–ში ამერიკის ელჩთან თავის კონტაქტების შესახებ ისაუბრა.

    რა ბედი ელის გამოძიებას.


    გაზეთი ამტკიცებს, რომ ფედერალური ბიუროს გამოძიების შედეგები გამოყენებულ იქნება უფრო მაშტაბური გამოძიებისთვის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მიზნით ტრამპის კამპანიის წარმომადგენლბის კრემლთან შესაძლო შეთქმულებასთან დაკაშვირებით.

    ამ გამოძიებას სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს. ის ამ თანამდებობაზე კომის გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში დაინიშნა.

    ტრამპი კატეგორიულად უარყოფს რუსეთთან რაიმე სახის შეთქმულებას და მიულერის გამოძიებას “მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდ კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობას უწოდებს.

    ამის მიუხედავად გამოძიების ფარგლებში სასამართლოს წინაშე ტრამპის რამდენიმე თანამებრძოლი წარსდგა.

    ტრამპის ყოფილ ადვოკატს, მაიკლ კოენს სამი წელი მიუსაჯეს საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევებისა და თაღლითობისათვის.

    საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს კი 10 წლიანი ციხე ემუქრება რუსეთის ჩარევის საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთ – საბანკო თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე კი შესალოა შვიდწლიანი ციხე მიესაჯოს.

    გაზეთ New York Times –ის ინფორმაციით უცნობი რჩება, დასრულდა თუ არა გამოძიების ის ნაწილი, რომელსაც კონტრდაზვერვა აწარმოებდა.

    სტატაში გაზეთი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ წარმომადგენლებს და სხვა პირებს ეყრდნობა, რომლებსაც ამ გამოძიებასთან ქონდათ კავშირი და მასალებზე მიუწვდებოდათ ხელი, მათ შორის ფედერალური ბიუროს ყოფილი მთავარი იურისტკონსულტის, ადვოკატ ჯეიმს ბეიკერის ჩვენებაზე.

  • ქვეყნები, სადაც ქალის ხვედრი უკიდურესად მძიმეა

    {{ARTICLEIMAGE}}მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა ისეთი, სადაც ქალები ყოველდღიურად ძალადობის, რეპრესიის და დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან. მათ იძულებით ათხოვებენ ან სექსუალური მონობისთვის ყიდიან. მათთვის ყველა პროფესია არ არის ხელმისაწვდომი. იმ პროფესიებში კი, რომლის ათვისების უფლებაც აქვთ ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცებს. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით ქალისთვის ყველაზე მძიმე გარემოა.

    ინდოეთი

    ინდური ტრადიციებით ქალის გასათხოვებლად მდიდრული მზითვია საჭირო. ამიტომაც ღარიბ ოჯახებში გოგონას დაბადება არ უხარით. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ყოველწლიურად ქვეყანაში 700 000 სელექციური აბორტი კეთდება მუცლადმყოფი გოგონების მოსაშორებლად. ინდოეთში ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ბევრად ნაკლებს შეადგენენ და მათი 70% რეგულარულად ექვემდებარება ოჯახურ ძალადობას. ინდოელი ქალებისთვის არც ქუჩაში გასვლაა უსაფრთხო: ქალების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ორჯერ უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მამაკაცების მიმართ.

    ეგვიპტე

    არა მხოლოდ ეგვიპტის მიყრუებულ სოფლებში, არამედ მსხვილი ქალაქების გარეუბნებშიც ქალებს იძულებით ათხოვებენ. ზოგიერთ დასახლებაში კი ქმრისთვის გოგოს მიყიდვა შემოსავლის მთავარი წყაროა. აქ ქალს არ აქვს უფლება ისეთ კაცს გაჰყვეს ცოლად, რომელიც ისლამის მიმდევარი არ არის. და თუ ამას მაინც გადაწყვეტს, ამ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვს გასაზრდელად მუსულმან მამაკაცს გადასცემენ.

    სომალი

    ამ ქვეყანაში გოგონებს წინდაცვეთას უკეთებენ, რათა მათ სექსუალური აქტისგან სიამოვნების მიღება ვერ შეძლონ. თავად პროცედურაც ხშირად ანტისანიტარულ პირობებში, ანესთეზიის გარეშე კეთდება და ზოგჯერ ლეტალური შედეგით მთავრდება.

    ერაყი

    9–12 წლის გოგონების მოტაცება სექსუალური მონობისთვის ამ ქვეყანაში ნორმად იქცა. ამის გამო მშობლებს
    გოგონების სკოლაში გაშვება ეშინიათ. შედეგად ქალების განათლების დონე ქვეყანაში სწრაფი ტემპებით ეცემა.

    პაკისტანი

    ამ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ კანონი არ არსებობს. ამიტომაც ქალების 90% რეგულარულად ხდება სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. გარდა ამისა, პაკისტანის ზოგიერთ რაიონში მიღებულია ქმრის დანაშაულის გამო ცოლის გაუპატიურება. ითვლება, რომ კაცის ცოდვებზე ქალმა უნდა აგოს პასუხი.

    სუდანი

    ქალების მდგომარეობა დარფურში (სუდანის დასავლეთი რეგიონი) ძალიან რთულია: მოტაცება, გაუპატიურება და იძულებითი გასახლება აქ რეგულარულად ხდება. კონსტიტუციით ამ ქვეყანაში ქალების დისკრიმინაცია აკრძალულია, თუმცა რეალობაში სხვაგვარად ხდება. ხშირად მცირეწლოვან გოგონებს ხანდაზმულ მამაკაცებზე გათხოვებას აიძულებენ.