Category: მსოფლიო

  • ქევინ სფეისი სასამართლოს წინაშე (ვიდეო)

    ამერიკელ კინომსახიობს ქეევინ სფეისს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ყოფილი ტელეწამყვანი ჰიზერ ანრუ მსახიობს მისი 18 წლის ვაჟის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჰიზერ ანრუ ამბობს, რომ შემთხვევა 2016 წელს კუნძულ ნანტაკეტის ერთ-ერთ ბარში მოხდა, თუმცა მისმა შვილმა ეს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაამხილა. ადვოკატმა მოსამართლეს სთხოვა, საქმეს დაურთოს სფეისის მობილურ ტელეფონში დაცული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის თქმით, კინომსახიობს გაამართლებს. 

    ქევინ სფეისი სექსუალურ შევიწროებაში მსახიობმა ენტონი რეპმაც დაადანაშაულა 2017 წელს. ის ამბობს, რომ შემთხვევა 30 წლის წინ მოხდა, როდესაც თავად 14 წლის იყო. მსახიობი აცხადებს,რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა ენტონი რეპს ბოდიში მოუხადა. მოგვიანებით ვარსკვლავს ასეთივე ფაქტში კიდევ რამდენიმე ადამიანმა დასდო ბრალი. სკანდალის გამო კომპანია “ნეთფლიქსმა” სფეისთან თანამშრომლობა (პოპულარულ ტელესერიალში “ბანქოს სახლი”) შეწყვიტა. მსახიობს არც პრემია “ემი” გადასცეს, მის ბოლო ფოლმებში კი ამოჭრეს სცენები, სადაც სფეისი მონაწილეობდა. 

    აღსანიშნავია, რომ მსახიობის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაგრძელდება.

  • პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა.

    {{ARTICLEIMAGE}}

    პოლონეთში ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კოშალინში მოხდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით 15 წლის გოგონები, ერთ-ერთ გასართობ ცენტრში დაბადების დღეს აღნიშნავდნენ და ცნობილ თამაშს თამაშობდნენ, რომლის წესების თანახმადაც, მონაწილეები ოთახში არიან ჩაკეტილი და გამოსასვლელად მათ თავსატეხები უნდა ამოხსნან. ხანძარი შენობაში ადგილობრივი დროით 5 საათზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 25 წლის ბიჭიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდარის შემდეგ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა მსგავსი გასართობი დაწესებულების შემოწმება დაიწყო.

  • მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა.

    {{ARTICLEIMAGE}}

    მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსზე ხელმოწერის ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე მსოფლიო პატრიარქმა წირვა აღავლინა, რომელსაც, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის სპიკერი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე ესწრებოდნენ. მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო. შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ, უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.

  • მონაკოს პრინცესამ საკუთარი ქორწილი ჩაშალა

    {{ARTICLEIMAGE}}დასავლური მედია იტყობინება, რომ მონაკოს პრინცესამ, შარლოტა კაზირაგიმ ფრანგ პროდიუსერ დიმიტრი რასამთან დაქორწინება გადაიფიქრა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება მათი საერთო შვილისდაბადებიდან ორი თვის შემდეგ მიიღო.

    წყვილის ურთიერთობის შესახებ 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ერთი წლის შემდეგ კი შარლოტამ და დიმიტრიმ განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებდნენ. თუმცა შემდეგ ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადეს. ახლა კი სულაც გააუქმეს.

    მსგავსი შემთხვევა 31 წლის პრინცესას ცხოვრებაში 2015 წელსაც მოხდა. ის მსახიობ გად ალმალეხს პირდაპირ ქორწილის წინ დაშორდა.

  • ამერიკელებისთვის ჩინეთში ვიზიტი საშიშია

    {{ARTICLEIMAGE}}ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით აშშ–ს მოქალაქეებისთვის, ვინც ჩინეთში ვიზიტს გეგმავს არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთის ხელისუფლება მათ ქვეყნიდან აღარ გამოუშვებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ხანდახან “გასვლის აკრძალვა“ წლობით მოქმედებს და ამერიკელებს ჩინეთის დატოვების უფლებას არ აძლევს, რადგან პეკინს სურს აიძულოს აშშ–ს მოქალაქეები “მონაწილეობა მიიღონ გამოძიებებში“, რომლებსაც თითქოს ჩინეთის მთავრობა აწარმოებს.

    აკრძალვის შესახებ ამერიკელები მხოლოდ ქვეყნის დატოვების მცდელობის მომენტში იგებენ, თანაც აკრძალვის ვადების გარკვევა შეუძლებელი ხდება. აშშ–ს საგარეო პოლიტიკური უწყების განმარტებით ხშირად ამერიკის მოქალაქეები დევნისა და მუქარის ქვეშ არიან, გაურკვეველი ვადით აკავებენ და დაკითხვებზე დაყავთ ისე, რომ არც კი იციან რაში ადანაშაულებენ .

    სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით ჩინეთის ხელისუფლება მსგავს ზომებს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. ამერიკელები შეიძლება დააკავონ ან მათი დეპორტაცია მოახდინონ იმის გამო, რომ მაგალითად ისინი ელექტრონულ მესიჯებში ჩინეთის მთავრობას აკრიტიკებენ.

    გარდა ამისა, პეკინი ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს. თუ აშშ–ს მოქალაქეს ჩინეთის მოქალაქეობაც აქვს, ან თუნდაც “ჩინური ფესვები“, ასეთი ამერიკელი შესაძლოა დამატებით შემოწმებას და დევნას დაექვემდებაროს.
    “ჩინეთმა შესაძლოა არ მისცეს უფლება აშშ–ს საელჩოს საკუთარ მოქალაქეებს საკონსულო მომსახურება გაუწიოს“ – ნათქვამია განცხადებაში.

     

  • მასობრივი ჰაკერული თავდასხმა გერმანელ პოლიტიკოსებზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის მათ შორის კანცლერ მერკელის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში განათავსეს. ბრიტანული მედიის ცნობით, პირადი “ჩატი”, კონტაქტები და ფინანსური დეტალები ყველა პოლიტიკური პარტიის ფიგურას ეხება, გარდა ერთი პარტიისა – “ალტერნატივა გერმანიისათვის”. ასევე მოპარულია ცნობილი ადამიანების და ჟურნალისტების პირადი მონაცემები. ბრიტანული მედია წერს, რომ ჯერ უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

    ამასთან, როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, მონაცემების გაჟონვა 3 იანვრის საღამოს შეამჩნიეს, თუმცა დოკუმენტები ნაწილ-ნაწილ ქვეყნებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში. ინტერნეტში დევს გერმანელი პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები, ზოგ შემთხვევაში პირადი დოკუმენტების ასლები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერა. ხოლო პარტიული დოკუმენტებიდან ქსელში გავრცელდა პარტიის წევრთა სიები, ვაკანტურ ადგილებზე შეტანილი განცხადებები, მემორანდუმები. მონაცემები  “ტვიტერის” ანგარიშზე ჰამბურგიდან, 60 ათასამდე ხელმოწერით გამოქვეყნდა.

  • უკრაინის პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლის მკვლელობა: ცნობილი მოკრივე პოლიციას ჩაბარდა (ვიდეო)

    ცნობილმა უკრაინელმა მოკრივემ პიტრ ოჩერეტიანოვმა ერთი დარტყმით კიევში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივე ქუჩაში ძაღლებს ასეირნებდა, როდესაც უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელთან, 26 წლის კაცთან შელაპარაკება მოუვიდა. ოჩერეტიანოვმა მას თავში ჩაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი მიწაზე დაეცა და ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. ყოფილი სპორტსმენი, რომელიც 10 წელზე მეტხანს უკრაინის მოკრივეთა პროფესიონალურ ლიგას ხელმძღვანელობდა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანბებით თავადვე ჩაბარდა პოლიციას. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • ჩინეთში სერიული მკვლელი სიკვდილით დასაჯეს

    ჩინეთში სასამართლო განაჩენი აღასრულეს და სიკვდილით დასაჯეს სერიული მკვლელი გაო ჩენიუნი.
    მოძალადე მკვლელის მსხვერპლი მინიმუმ თერთმეტი გოგონა გახდა განსიუს პროვინციიდან. ყოველი მათგანი 1988 –2002 წლის პერიოდში დაიღუპა. მკვლელობები განსაკუთრებული სისასტიკით და ცინიზმით იყო ჩადენილი.სერიული მკვლელი პოლიციამ მხოლოდ 2016 წლის აგვისტოში დნმ ტესტების ჩატარების შემდეგ დააკავა. გასულ წელს მკვლელს სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯა. ის დაქორწინებული იყო და ორი შვილი ყავდა.

    {{ARTICLEIMAGE}}

  • პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლეს

    კიევში 3 იანვრის ღამეს სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომელი მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით 26 წლის მამაკაცს კამათი მოუვიდა გამვლელთან, რომელიც ორ ძაღლს ასეირნებდა. თვითმხილველების თქმით კონფლიქტის დროს ძაღლების პატრონმა მოულოდნელად ერთადერთხელ ძლიერად დაარტყა ოპონენტს, რომელიც მიწაზე დაეცა და მალევე გარდაიცვალა ისე, რომ გონს არ მოსულა.

    ექიმების წინასწარი დასკვნით სიკვდილის მიზეზი თავში დარტყმა გახდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცნობილი მოკრივეა, რომელიც ათი წლის მანძილზე უკრაინის კრივის პროფესიონალურ ლიგას წარმოადგენდა. კიევის პოლიციამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. თავდამსხმელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    {{ARTICLEIMAGE}}

  • დონალდ ტრამპმა მით რომნის ბრალდებებს უპასუხა

    {{ARTICLEIMAGE}}დონალდ ტრამპმა რომნის ბრალდებებს ტვიტერის გვერდზე უპასუხა:

    “აი, მით რომნიმაც დაიწყო. თანაც ასე მალე. საკითხავია, თოვლის ფიფქი ხომ არ არის? იმედი მაქვს არა. ვამჯობინებდი მითი საზღვრის უსაფრხთოებაზე ან სხვა მრავალ საკითხზე ფოკუსირდეს, სადაც შეუძლია სასარგებლო იყოს. მე მოვიგე, მან წააგო. კარგი იქნებოდა რესპუბლიკელების წარმატება გახარებოდა. იყავი გუნდური მოთამაშე და მოიგე!“ წერს დონალდ ტრამპი.