Category: მსოფლიო

  • პუტინის მუქარა ამერიკას

    საფრთხის შემთხვევაში, რუსეთი იარაღს ამერიკასაც დაუმიზნებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საფრთხის შემთხვევაში რუსეთის პასუხი ქმედითი და ეფექტური იქნება.

    “რუსეთი არ აპირებს, პირველმა განათავსოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტები ევროპაში, თუმცა ასეთი გეგმები აშშ-ს აქვს და თუ ეს მოხდება, რუსეთი იძულებული იქნება არა მხოლოდ განათვსოს, არამედ გამოიყენოს კიდეც იარაღი არა მხოლოდ იმ ტერიტორიების მიმართ, საიდანაც საფრთხე დაგვემუქრება, არამედ იმ ტერიტორიების მიმართაც, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სარაკეტო კომპლექსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი იქნება. ჩვენი პასუხი ყოველთვის იქნება ეფექტური”,ამბობს პუტინი.

  • ერდოღანის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ მოქალაქეს წიგნების წაკითხვა მიუსაჯა

    სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მოქალაქეს, 75 წლის მამაკაცს ალი შაჰინს პრეზიდენტ რეჯჰებ თაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის წიგნების კითხვა მიუსაჯა. მან 24 წიგნი უნდა წაიკითხოს, მათ შორის, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

    მამაკაცს ბრალად ედება ის, რომ დაუშვა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერდოღანის წინააღმდეგ სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში ყოფნის დროს. ასაკოვანი მამაკაცი წაყენებულ ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამების მსხვერპლია.

    სასამართლომ მას თავისუფლება არ აღუკვეთა, მაგრამ დაავალდებულა 24 წიგნი წაიკითხოს, მათ შორს პრეზიდენტის ბიოგრაფია, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლათა კრებული, 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ წიგნი, ასევე ისტორიული და რელიგიური ლიტერატურა. იმის მიუხედავად, რომ შაჰინის ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მამაკაცმა ლიტერატურის კითხვა უკვე დაიწყო.

  • ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა – ხანძარს დელიში 17 ადამიანი ემსხვერპლა

    ინფოეთის დედაქალაქ დელიში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. სასტუმოში გაჩენილმა ხანძარმა 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ხანძარს ერთი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

    მაშველებმა 35 ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის სავარაუდო მიზეზად სახანძრო უსაფრთხოების გაუმართაობა სახელდება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, განგაშის გამოცხადების შემდეგ ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა.

  • ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. დაშავებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ევრონიუსის ცნობით, ინციდენტი ბარსელონასთან ახლოს, მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი დაეჯახა. ავარიის დროს სამგზავრო მატარებლებში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

  • ხანძარს კლუბ “ფლამენგოს” საწვრთნელ ბაზაზე 10 ადამიანი ემსხვერპლა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბრაზილიაში, რიოში მომხდარ ხანძარს საფეხბურთო კლუბის ბაზაზე 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 6 ახალგაზრდა სპორტსმენია, 4 კი ბაზაზე დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძარი კლუბ “ფლამენგოს” საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფლამენგო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და წარმატებული კლუბია. “ფლამენგო” ასევე ფლობს კალათბურთის, ხელბურთის და წყალთბურთის კლუბებს. დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად, უცნობია გარდაცვლილ სპორტსმენთა ვინაობა.

  • გერმანიაში აეროპორტის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს

    {{ARTICLEIMAGE}}გერმანიის აეროპორტებში გაფიცვა გრძელდება. დიუსელდორფისა და ჰანოვერის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

    გაფიცვის გამო მგზავრების მომსახურება დღეს რამდენიმე საათით შეწყდა. აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, გაფიცვის გამო ზოგიერთი რეისი გადაიდო და რამდენიმე მათგანი დაყოვნდა.

    გაფიცვა პროფესიული კავშირების გაერთიანება “ვერდის” მიერ არის ორგანიზებული.

  • ინდეოთში მამაკაცი მაშინ დააკავეს როდესაც ხელბარგით 1 თვის ლეოპარდი საზღვარზე გადაჰყავდა

    ინდოეთში 45 წლის მამაკაცი ბარგის გაჩხრეკვის შემდეგ დააკავეს. როგორც გაირკვა მამაკაცი ხელბარგით  1 თვის ლეოპარდის ქვეყანაში გადაყვანას აპირებდა.

    პოლიციის ოფიცრებმა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს როცა მისი ბარგიდან უცნაური ხმები გაიგონეს, როდესაც მისი ხელბარგი გაჩხრიკეს  1 თვის ლეოპარდი აღმოაჩინეს.

    როგორც აეროპორტის თანამშრომლები აცხადებენ ცხოველი შოკში იმყოფებოდა. თანამშრომლებმა პატარა ვეფხვს რძე დაალევინეს. მოგვიანებით ვეფხვი ჩენაის ზოოლოგიურ პარკს გადასცეს.

  • არქეოლოგებმა 50 მუმია აღმოაჩინეს

    ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 50 მუმია აღმოაჩინეს. როგორც ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო აცხადებს მუმიები ძვ.წ 305-30 -ით თარიღდება და პტოლემეების სამეფოს წარმომადგენლები იყვნენ. მუმიებიდან 12 ბავშვია, სამარხები ნაპოვნია 9 მეტრის სიღრმეში,ელ-მინიას საგუბერნატოროს ქვეშ, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ, კაიროს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.


    ზოგიერთი მათგანი გახვეული იყო ტილოში, ზოგი მათგანი კი ქვის ან ხის კუბოში იყო ჩასვენებული.მათი ინდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა თუმცა ოფიციალური განცხადებით ისინი სიცოცხლეში მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ.