Category: მსოფლიო
-
რა ელის “მწვანე ბარათს“? ტრამპი ლეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითხოვს
აშშ–ს პრეზიდენტს მწვანე ბარათის ლატარეის გაუქმება და „დამსახურებაზე დაფუძნებული“ სისტემით ჩანაცვლება უნდა. მას ასევე უნდა ჰუმანიტარული ვიზების განახევრება, როგორიცაა თავშესაფრის მოთხოვნა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება.ამერიკა ყოველწლიურად 1,1 მილიონ მწვანე ბარათს გასცემს. ეს ის დოკუმენტია, რომელიც ადამიანს ამერიკაში მუდმივი მაცხოვრებლის ლეგალურ სტატუსს და ამერიკაში მუშაობის ნებართვას აძლევს. ამ ბარათების უმრავლესობა ოჯახის გაერთიანების საფუძველზე მიიღება, რისთვისაც სპეციალური განათლება ან პროფესია სულაც არაა საჭირო.ტრამპის წინადადება, რომელიც მისი თქმით, შემთხვევით შერჩევას გამორიცხავს, ქულების სისტემაზეა დაფუძნებული.ამერიკის მეცნიერების ეროვნული საბჭოს ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგში მომუშავე ადამიანების მესამედი ამერიკაში დაბადებული არ არის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკაში უფრო მეტი ასეთი ადამიანის ჩამოყვანა სურს.„ლეგალური იმიგრაციის ახალი სისტემა, რომელიც ამერიკელების ხელფასებს დაიცავს, ამერიკულ ღირებულებებს წაახალისებს და მთელი მსოფლიოდან ყველაზე ჭკვიან ადამიანებს მოიზიდავს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.ადამიანმა ქულების სათანადო რაოდენობა ასაკის, ენის ცოდნის, განათლების, სამსახურის შეთავაზების ან ინვესტიციის ჩადების პირობით უნდა დააგროვოს. თითოეულმა პირმა ასევე უნდა ჩააბაროს გამოცდა ამერიკის ისტორიასა და მმართველობის სისტემაში.დემოკრატებმა დამსახურებაზე დამოკიდებული ტრამპის გეგმა უკვე უარყვეს.„რას ამბობენ (რესპუბლიკელები), რომ ოჯახის წევრები არ იმსახურებენ ჩამოსვლას? რას ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ოდესმე ჩამოსულან და ინჟინრის დიპლომი არ ჰქონდათ არ იმსახურებდნენ ჩამოსვლას?“ – აცხადებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.გარდა ამისა, პრეზიდენტის წინადადებაში არაფერია ნათქვამი 700 ათას, ეგრეთწოდებულ, მეოცნებეზე, რაც დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი თემაა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში მაშინ ჩამოიყვანეს, როცა ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს წინადადება კონგრესში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.„ეს წინადადება კანონი არ გახდება. სიტყვით გამოსვლის ბოლოს ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ კონგრესი მისი პირველი ვადის დამთავრებამდე ამ კანონს არ მიიღებს, მაშინ ის ორივე პალატაში რესპუბლიკელების მიერ უმრავლესობის მოპოვებას დაელოდება. მაგრამ წინა ორი წლის განმავლობაში კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ და იმიგრაციასთან დაკავშირებით მან მაინც ვერაფერი გააკეთა“, – ამბობს დევიდ ბაიერი კატონის ინსტიტუტიდან.პრეზიდენტის წინადადება ასევე არ ითვალისწინებს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელზე არსებულ დიდ მოთხოვნას.„ის ინდუსტრიები, რომლებიც მუშახელის ნაკლებობას განიცდის, განსაკუთრებით არიან დამოკიდებული იმიგრანტებზე, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მშენებლობა თუ მაგალითად ხორცის დაფასოება. მოთხოვნა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია და მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიცირებული მუშახელის ყოლა მნიშვნელოვანია, ის ჩვენს საჭიროებებს ვერ შეავსებს“, – აცხადებს რიკ სუ, ბუფალოს უნივერსიტეტიდან.ამ ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას კვლავ ითხოვს და ამასთან, საზღვრის გადაკვეთისთვის მოსაკრებლის დაწესება სურს, რომლითაც კედლის აშენებას დააფინანსებს.წყარო: ამერიკის ხმა -
საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება დაავალა
საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა რუსეთს დაავალა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ორი უკრაინული სამხედრო ხომალდი, დამხმარე გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით რუსეთმა მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება უნდა მისცეს. ამ გადაწყვეტილებით ტრიბუნალმა უკრაინის მოთხოვნა დააკმაყოფილა.საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც ჰამბურგშია განთავსებული უკრაინის სარჩელზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გადაწყვეტილება სასამართლო კოლეგიამ 19 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო. განსაკუთრებული აზრი გამოთქვა რუსმა მოსამართლემ, რომან კოლოდკინმა, რომლის პოზიცია მთლიანად ემთხვევა ოფიციალური მოსკოვის პოზიციას – ანუ მისი აზრით, ტრიბუნალის იურისდიქცია ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება.რუსეთმა ტრიბუნალის სხდომებში მონაწილეობაზე უარი თქვა.მართალია ტრიბუნალმა რუსეთის ფედერაციას მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება დაავალა, მაგრამ არ მოუთხოვია გამოძიების შეწყვეტა დაკავებული მეზღვაურების წინააღმდეგ, რადგან სასამართლოს თავმჯდომარის, პაკ ჩჟინ ჰენის განცხადებით მას არ მიაჩნია აუცილებლად ამ მოთხოვნის დაყენება.იმ შემთხვევაში თუ მეზღვაურებს დამნაშავედ ცნობენ მათ 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.ტრიბუნალმა მოუწოდა ორივე მხარეს მოერიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეიძლება ქერჩის სრუტეში სიტუაციის გამწვავება მოჰყვეს.უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის რეაქცია საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე იმის ინდიკატორი იქნება, არის თუ არა ის მზად უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთი თვლის, რომ ტრიბუნალს ამ საქმის განხილვის უფლებამოსილება არ ქონდა.
უკრაინის სამხედრო ხომალდები და მეზღვაურები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქერჩის სრუტის სიახლოვეს გასული წლის 25 ნოემბერს დააკავეს. რუსეთი სრუტის ორივე ნაპირს ყირიმის ანექსიის შემდეგ საკუთარ ტერიტორიად თვლის. უკრაინული ხომალდები ოდესიდან აზოვის ზღვაში, მარიუპოლის პორტში მიდიოდნენ, როცა ყირიმის სანაპიროდან მათ რუსული სასაზღვრო კატერები აედევნენ. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, ქერჩის სრუტეში გავლის შესაბამისი ნებართვა მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ვერსიით კი მათ მეზღვაურებს შეატყობინეს, რომ სრუტე დაკეტილია და მოთხოვეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში არ შესულიყვნენ, ანუ აკვატორიაში, რომლის რუსეთისადმი კუთვნილებას უკრაინა არ აღიარებს.რუსულმა მხარემ უკრაინული ხომალდების მიმართ იარაღიც გამოიყენა, რის შედეგად ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაიჭრა. შემდეგ კი ხომალდები ქერჩში გადაიყვანეს და ეკიპაჟის ყველა წევრი დააკავეს. მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს ბრალად.ქერჩის სრუტის ინციდენტს უმწვავესი საერთაშორისო რეაქცია და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი ტალღა მოჰყვა. -
ვინ შეცვლის ტერეზა მეის.ბრიტანეთის პრემიერი შესაძლოა ბორის ჯონსონი გახდეს
24 მაისს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს თანამდებობიდან წავა. მისი შემცვლელი მმართველი კონსერვატიული პარტიდან უნდა მოიძებნოს. საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 2022 წელს არის.კონსერვატორებს უნდათ ახალი ლიდერი პარტიის ყოველწლიურ კონფერენციამდე აირჩიონ, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიმართება.შიდაპარტიული გამოკითხვებით ლიდერობს ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი , თუმცა მას პარტის შიგნით მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს.კონსერვატორებმა ბრექსითით გახლეჩილი პარტია უნდა შეადუღაბონ, ჯონსონი კი კომპრომისების დიდოსტატი ნამდვილად არ გახლავთ.ბორის ჯონსონს თანაპარტიელების 32.4% უჭერ მხარს. ამდენივე პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს დანარჩენ 15 კანდიდატს ერთად აღებულს. თუმცა ჯონსონს პრემიერ მინისტრის პოსტი ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს. ის პარტიის რეიტინგის ლიდერი 2016 წელსაც იყო, თუმცა საკუთარი კანდიდატურა შიდაინტრიგების გამო არც კი წამოაყენა და პრემიერი ტერეზა მეი გახდა. ჯონსონი ერთ–ერთი მთავარია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა წყალობით ბრექსითი საერთოდ შესაძლებელი გახდა.
მას შემდეგ, რაც პრემიერობა ტერეზა მეის დაუთმო, ის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. თუმცა, ამ როლისთვის არასაკმარისად დიპლომატიური იყო.ის ევროკავშირს ადანაშაულებდა, რომ ბრიუსელის პოლიტიკამ უკრაინაში ომი გამოიწვია, სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს ურჩხულს უწოდებდა, რუსეთის პრეზიდენტს კი ელფ დობის ადარებდა ჰარი პოტერიდან. ასეთმა კარიერამ ლოგიკურად თანამდებობიდან მისი წასვლა გამოიწვია. ჯონსონმა პოსტი ევროკავშირთან მისი აზრით “ძალიან მსუბუქი შეთანხმების გამო“ დატოვა, არადა ეს შეთანხმება მისმა პარტიამ მოამზადა.ბოლო თვეებში ჯონსონი შეიძლება ითქვას სათადარიგო სკამზე მჯდომი დეპუტატი იყო. ის დაუნდობლად აკრიტიკებდა ტერეზა მეის და მუდმივად ვარდებოდა უხერხულ სიტუაციებში. მაგალითად, 3 მაისს განაცხადა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მისცა ხმა, არადა მის ოლქში იმ დღეს არჩევნები საერთოდ არ ჩატარებულა.
-
“ტერეზა მეის დაუღალავი ძალისხმევისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ”-დევიდ კამერონი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ტერეზა მეის გადადგომას ტვიტერზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
კამერონმა ტვიტერზე მეის სიტყვით გამოსვლას ძლიერი და გაბედული უწოდა.
“ტერეზა მეი მართალია, რომ კომპრომისი ბინძური სიტყვა არაა და დაუღალავი ძალისხმევისთვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. ვიცი, რამდენად მტკივნეულია გააზრება იმისა, რომ შენი დრო ამოიწურა და ახალი ლიდერია საჭირო. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო —იმედი მაქვს, რომ კომპრომისის სულისკვეთება გაგრძელდება”.
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის პოსტს 7 ივნისიდან აღარ დაიკავებს.ამის შესახებ პრესკონფერენციაზე მან დღეს განაცხადა.
კამერონი 2016 წელს მას შემდეგ გადადგა, რაც რეფერენდუმზე მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

-
ინტერპოლმა პედოფილთა საერთაშორისო ქსელი გამოავლინა და 50 ბავშვი გადაარჩინა
50 ბავშვი გადაარჩინეს, ცხრა ბოროტმოქმედი კი დააპატიმრეს ინტერპოლის მიერ წარმოებული გამოძიების და პედოფილების საერთაშორისო ქსელის გამოვლენის შედეგად.დაპატიმრებები ერთდროულად მოხდა ტაილანდში, ავსტრალიასა და აშშ–ში. ინტერპოლის განცხადებით დაკავებები გაგრძელდება.გამოძიება 2017 წელს დაიწყო და ის ფოკუსირებული იყო დახურულ, “ბნელ ვებ გვერდზე“, რომელსაც მთელ მსოფლიოში 63 ათასი მომხმარებელი ყავს.პოლიცია თვლის, რომ კიდევ 100 ბავშვი რჩება მოძალადეთა ხელში და მათ გამოვლენაზე მუშაობენ.ოპერაცია სხელწოდებით “Blackwrist“ ინტერპოლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა ფოტოები, რომლებზეც 13 წლამდე ასაკის 11 ბიჭის მიმართ სასტიკი მოპყრობა იყო ასახული ვებგვერდზე, რომლითაც ადამიანები დაშიფრული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ და კონფიდენციალობას ინარჩუნებენ.“ბნელი ქსელი“ – ეს არის ინტერნეტ ზონა, რომელიც ძირითადი საძიებო სისტემებისთვის მიუწვდომელია.აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების საგამოძიებო განყოფილებამ ვებ გვერდის IP მისამართები გამოავლინა, რომლებზეც არასრულწლოვანი ბიჭების ფოტოები და ვიდეოები იყო განთავსებული.პოლიციის ინფორმაციით მოძალადე ბოროტმოქმედები ყოველკვირეულად ათავსებდნენ ახალ ფოტოებს და ვიდეოს და ხშირად ბავშვებს სახეს უმალავდნენ, რათა გამოძიებას მათი იდენტიფიცირება ვერ მოეხერხებინა.
პირველად ქსელის წევრები გასულ წელს დააკავეს: საიტის მთავარი ადმინისტრატორი, მონთრი სალანგამი ტაილანდში, მეორე ადმინისტრატორი, რეჩა ტოკპუცზა კი ავსტრალიაში.
სალანგამი საკუთარ ნათესავ ბავშვზე ძალადობდა და მას საიტზე ყიდდა. მას ტაილანდში 146 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის თანამზრახველს, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგს კი 36 წელი.ტოკპუცზას 40 წელი მიუსაჯეს ავსტრალიაში გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც 11 ბავშვის მიმართ ჩადენილ 51 დანაშაულში ბრალდებულად ცნეს. ეს განაჩენი ყველაზე მკაცრი სასჯელია ავსტრალიაში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის.პოლიციამ მის კომპიუტერებში ათასობით ბავშვის ფოტო და ვიდეო აღმოაჩინა ტაილანდშიც და ავსტრალიაშიც. ზოგიერთ მათგანზე ტოკპუცზა თავად ძალადობდა ბავშვებზე. ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 15 თვის იყო.“თქვენ ბავშვის ყველაზე უარესი კოშმარი ხართ, თქვენ ყოველი მშობლის კოშმარი ხართ. თქვენ საფრთხე ხართ საზოგადოებისთვის“ – განაცხადა პროცესზე მოსამართლე ლიზ ჩეპმენმა.ბოლო ოპერაციისას დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. გამომძიებლების ინფორმაციით დაკავებულთა ნაწილი აშშ–ში ცხოვრობს და მათ საკმაოდ პატივსაცემი საჯარო სტატუსი ჰქონდათ. -
ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტს ირჩევენ
ევროკავშირში ამომრჩევლებმა ხმის მიცემა დაიწყეს, ისინი ევროპარლამენტარებს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 28 წევრი სახელმწიფოდან ასობით ათასი ადამიანი იღებს. ხმის მიცემის პროცესი ოთხი დღე გაგრძელდება. წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ პოპულისტი და ნაციონალისტი კანდიდატები, სავარაუდოდ, საკუთარ შედეგებს გააუმჯობესებენ. ისინი ევროკავშირის როლის შეკვეცას ემხრობიან, თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებების გაზრდის ფონზე.ევროპარლამენტი 751 წევრისგან შედგება. თუმცა ეს რიცხვი მას შემდეგ შემცირდება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი გადაიდო, ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებების კვალდაკვალ ბრიტანეთი ვალდებულია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ის ჯერ ისევ გაერთიანების წევრია. -
იტალიაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი
იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, თავდაპირველი ინფორმაციით ათმა დაზიანებები მიიღო.იტალიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით მათ მიიღეს სიგნალი იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, კონკრეტულად კი ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შესახებ, რომელშიც 60 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები.მოგვიანებით იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera –მ დააზუსტა, რომ დაზარალებულთა რიცხვი 15–მდე გაიზარდა. წინასწარი ინფორმაციით ავარიის შედეგად დაღუპული ქალია. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა. ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გაზეთის ინფორმაციით სავარაუდოდ მიზეზი ნაწვიმარი გზა გახდა. -
GozNym ვირუსით თავდასხმების ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოდან საქმიანობდა.მაშტაბური საერთაშორისო გამოძიება გრძელდება
საერთაშორისო კიბერდანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელმაც 41,000-ზე მეტი კომპიუტერიდან 100 მილიონზე მეტი დოლარის მოპარვა სცადა, გამოვლენილია. დაჯგუფების წევრების უმეტესობა დაკავებულია, თუმცა 5 რუსი დამნაშავე კვლავ ძებნაშია. მათ შორისაა ვირუსის შემქმნელი ვლადიმერ გორინი.
კიბერდამნაშავეების ლიდერი ალექსანდრ კანავალოვი და მისი თანამზრახველი მარატ კაზანჯიანი საქართველოში იხდიან სასჯელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ამერიკისა და ევროპის ქვეყნების პოლიციასთან ერთად იყო ჩართული საერთაშორისო გამოძიებაში. საქართველოს გარდა დამნაშავეები დააკავეს ამერიკაში, მოლდოვასა და უკრაინაში.
დაჯგუფების წევრები ე.წ GozNym ვირუსს იყენებდნენ. მსხვერპლი ვირუსს იმეილზე მისული ლინკით ააქტიურებდა ისე, რომ ვერც ხვდებოდა, თუ ვირუსთან ჰქონდა საქმე. ჰაკერები ლინკის გააქტიურების შემდეგ მსხვერპლის საბანკო სისტემაში აღწევდნენ და თანხას იპარავდნენ. GozNym ორი ვირუსის (Nymaim და Gozi) ჰიბრიდია, რაც მას იმდენად ძლიერსა და მოუხელთებელს ხდის, რომ ერთ-ერთმა ექსპერტმა „ორთავიანი მონსტრი“ უწოდა.
იურიდიულმა ფირმამ ვაშინგტონში 76,000 დოლარი დაკარგა, ხოლო გერმანულმა სამედიცინო აღჭურვილობების კომპანიამ, აღმოაჩინა, რომ 100,000 დოლარი გაქრა მათი ანგარიშიდან. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ თანხისა, რომელიც სხვადასხვა კომპანიებმა კიბერშეტევის შედეგად 2016 წელს დაკარგეს. დაჯგუფების მსხვერპლი გახდა სხვადასხვა მცირე ბიზნესი, იურიდიული კომპანია, საერთაშორისო კორპორაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია.
დაჯგუფების წევრები მუშაობდნენ უკრაინიდან, მოლდოვადან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ისინი ქირაობდნენ ჰაკერებსა და ფულის გამთეთრებლებს იმისთვის, რომ ოპერაცია სწრაფად და შეუმჩნევლად ჩაეტარებინათ.
„როგორც ვიცით კიბერდანაშაული საერთაშორისო პრობლემაა, რომელსაც საერთაშორისო გადაჭრა სჭირდება. ეს ნამდვილადაა დანაშაული საზღვრების გარეშე. ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ერთ მცირე ღილაკზე დაჭერით შეუძლია გამოიწვიოს მილიონობით დოლარის დაკარგვა როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ კრიმინალები და მათი სერვერები, შეიძლება ყველგან იყვნენ, ასე რომ, კიბერდანაშაული ყველაზე უფრო მასშტაბურია სხვა დანაშაულებებთან შედარებით“, თქვა სკოტ ბრეიდიმ, აშშ-ის პროკურორმა
გამოძიება, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა უპრეცენდენტო იყო თავისი მასშტაბებითა და გამოძიების შედეგების გათვალისწინებით.
წყარო: ამერიკის ხმა
-
ჩინეთში მაშველებმა ჭიდან 4 წლის გოგონა ამოიყვანეს
ჩინეთში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი 4 წლის გოგონა გადაარჩინეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩინურმა ტელევიზიამ გაავრცელა, სადაც ბავშვის ხმა ისმის, რომელიც მაშველებს დამხარებას სთხოვს.
შემთხვევა ქალაქ კაიფენგში მოხდა.